ევროკავშირი უკრანის წინააღმდეგ სანქციებზე მუშაობს

ოკუპანტი რუსეთის დახმარების გამო, ევროკავშირი ირანს სანქციებს დაუწესებს. ევროკავშირის ელჩებმა ირანის წინააღმდეგ სანქციების პაკეტი უკვე  შეათანხმეს. აღნიშნულის მიზეზი კი რუსეთისთვის დრონების მიწოდებაა. „როიტერის“ ინფორმაციით,  სანქციები რვა ფიზიკურ პირსა და კომპანიას შეეხება.

მეტი...

პროკურატურამ კადრები გაასაჯაროვა, სადაც ჩანს დაზიანებული კაბელი, სადაც 380 ვოლტი დენი გაედინება

13 წლის მარიტას გარდაცვალების მიზეზი დადგენილია. პროკურატურამ გაასაჯაროვა კადრები, სადაც კარგად ჩანს,  ვაკის პარკის ცენტრალურ შადრევანში მაღალი ძაბვის დაზიანებული ელექტროკაბელი. პროკურატურის განცხადებით, ამ დაზიანებულ კაბელში  380 ვოლტი დენი გაედინებოდა. „22 სექტემბერს, დილის საათებში, ხელოსნები მივიდნენ ცენტრალურ შადრევანთან, მიიტანეს შესაფუთი თუნუქის მასალა და დაიწყეს სამუშაოების შესრულება. სამუშაოების მიმდინარეობისას, ხელოსნებმა დაარღვიეს სამუშაოს წარმოების უსაფრთხოების ნორმები, კერძოდ წყლის მილებზე უჟანგავი თუნუქის მორგების მიზნით, მოხსნეს ელექტრო ძრავის შესაფუთი ლითონის ცხაური, რომლის უკან დამაგრებისას ბეტონის ზედაპირსა და ლითონის ცხაურს შორის მაღალი ძაბვის ელექტრო კაბელი მოაყოლეს. აღნიშნულის გამო, დაზიანდა ელექტრო კაბელის იზოლაცია და მოხდა დენის წყალში…

მეტი...

პროკურატურამ ვაკის პარკში მომხდარ ფაქტზე, 9 პირს ბრალდება წარუდგინა

ვაკის პარკში მომხდარ ფაქტზე, პროკურატურამ სამსახურებრივი გულგრილობის, საწარმოში ჩადენილი გულგრილობის, სამუშაო წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევის, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადების, დამზადებაში წაქეზების, გამოყენების და გასაღების ფაქტებზე 9 პირს ბრალდება წარუდგინა. გამოძიების საწყის ეტაპზე ბრალდება  წარედგინათ  თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილეს, შპს ,,გრინსერვისი +“-ის დირექტორს, ამავე კომპანიის სამუშაოთა მწარმოებელს და ერთ თანამშრომელს, შპს ,,გრინსერვისი +“-ის ქვეკონრაქტორი ფირმის – ,,ნიუ მეტალ დიზაინი“-ს წარმომადგენელს, ,,ნიუ მეტალ დიზაინი“-ს მიერ დაქირავებულ ორ ხელოსანს და შპს ,,მშენ-ექსპერტი“-ს დირექტორს და ექსპერტს. „შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გამოიკვეთა ორი…

მეტი...

ევროპარლამენტის სახაროვის პრემია უკრაინელ ხალხს გადაეცა

უკრაინელი ხალხი ევროპარლამენტის სახაროვის სახელობის პრემიის გამარჯვებულად დასახელდა. ამის შესახებ ინფორმაციას ევროპარლამენტის თავმჯდომარე რობერტა მეცოლა ავრცელებს. ,,ისინი დგანან იმისთვის, რისიც სჯერათ. იბრძვიან ჩვენი ღირებულებებისთვის. იცავენ დემოკრატიას, თავისუფლებასა და კანონის უზენაესობას. ჩვენთვის რისკავენ საკუთარ სიცოცხლეს. და დღეს ევროპარლამენტის სახაროვის პრემიის საამაყო გამარჯვებულები არიან. არავინ არ იმსახურებდა მეტად. ვულოცავთ უკრაინის მამაც ხალხს”,- წერს მეცოლა ,,ტვიტერზე”. მეცოლამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინელები გმირულად იცავენ არა მხოლოდ საკუთარ მიწას და ხალხს, არამედ “სიცოცხლეს რისკავს ევროპისთვის”.  

მეტი...

,,ჩინეთისგან უფრო პროაქტიულ როლს ველით”- უკრაინის საგარეო უწყების სპიკერი

,,თავის მოჩვენება, თითქოს არაფერი არ ხდება, როდესაც ამაზე მთელი მსოფლიო ლაპარაკობს, არაკორექტულია,”- ამის შესახებ  უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო სპიკერმა ოლეგ ნიკოლენკომ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის ვან ვენბინის საპასუხოდ განაცხადა. ვან ვენბინის განცხადებით,  მან არაფერი იცის კიევზე რუსული დრონების თავდასხმის შესახებ. ,,თავის მოჩვენება, თითქოს არაფერი არ ხდება, როდესაც ამაზე მთელი მსოფლიო ლაპარაკობს, არაკორექტულია. ჩინეთისგან, როგორც გაეროს უსაფრთხოების საბჭოს წევრისგან უფრო პროაქტიულ როლს ველით. არ შეიძლება იყოს კომპრომისები ან პოლიტიკური ნიუანსები, როცა როდესაც საუბარია სამოქალაქო მოსახლეობის წინააღმდეგ ბარბაროსული დანაშაულების დაგმობაზე”, – აღნიშნავს ნიკოლენკო.    

მეტი...

დაგროვებით საპენსიო სისტემაში 2021 წლის მონაცემებით, 1,235,938 დასაქმებული პირია გაწვრიანებული

„2021 წლის განმავლობაში საპენსიო შენატანების ადმინისტრირების ელექტრონულ სისტემაში დარეგისტრირდა 11,194 დამსაქმებელი. შედეგად, 2021 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ დასაქმებულთა რაოდენობამ ჯამში 1,235,938 შეადგინა. საპენსიო ფონდში შეტანილი თანხის საერთო ოდენობამ კი  1,782,134,866.25 ლარს მიაღწია“, – განაცხადა სსიპ საპენსიო სააგენტოს დირექტორმა, გიორგი დანელიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც სააგენტოს საქმიანობის 2021 წლის ანგარიში წარადგინა.  მისი ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდში, სააგენტოს ნომინალური მფლობელობის ანგარიშები საქართველოს 10 კომერციულ ბანკში ჰქონდა გახსნილი, რომელთა მეშვეობითაც საპენსიო შენატანების შეგროვება ხდებოდა.  გიორგი დანელიამ საინვესტიციო საქმიანობაზე და კომერციულ ბანკებში თანხების განთავსების, მისაღები სარგებლის ოდენობებზე  და არსებული სქემების მუშაობის სპეციფიკაზე ისაუბრა.  „2021…

მეტი...

,,ყველაფერს გავაკეთებთ, რომ უკრაინის მხარდაჭერა მაქსიმალური იყოს”- ჯონ კირბი

,,მხარი უნდა დავუჭიროთ ჩვენს პარტნიორებს, რათა საშუალება მივცეთ საკუთარი თავი დაიცვან. ეს კიევის დაცვის საკითხი არ არის – ეს მთელი ევროპული უსაფრთხოების სტრუქტურის საკითხია, რომელიც მნიშვნელოვნად შეიცვალა ბოლო რვა თვის განმავლობაში,”- ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სპიკერმა ჯონ კირბიმ განაცხადა. მისი თქმით, აშშ-ში არჩევნების შედეგები გავლენას არ იქონიებს უკრაინის დახმარების დონეზე. ,,ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ უკრაინის ჩვენი მხარდაჭერა მაქსიმალური იყოს. შეერთებულმა შტატებმა უდიდესი წვლილი შეიტანა უკრაინის ფინანსურ, ჰუმანიტარულ და სამხედრო მხარდაჭერაში. ჩვენ უკვე მივაწოდეთ უკრაინას 17 მილიარდი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარება, რათა მან შეძლოს არა მხოლოდ დაიცვას საკუთარი…

მეტი...

პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა. ბრიფინგი ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიას უკავშირდება. უწყებაში ბრიფინგი 20:00 საათზე დაიწყება.

მეტი...

თავდასხმა კიევზე – უკრაინის საჰაერო თავდაცვამ 4 რუსული რაკეტა და 2 დრონი გაანადგურა

აფეთქებები კიევში –  უკრაინის საჰაერო სარდლობის ინფორმაციით, განადგურებულია ორი საკრუიზო რაკეტა და რვა უპილოტო საფრენი აპარატი. ამასთან,  ჩერნიგოვის რაიონში უკრაინელებმა კიდევ ორი რუსული რაკეტა ჩამოაგდეს. კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, რუსულმა ძალებმა კიევზე მორიგი იერიში მიიტანეს. მან მოსახლეობას თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდა, რადგან უკრაინის საჰაერო თავდაცვა “აგრძელებს მუშაობას”.

მეტი...

,,ისრაელი უკრაინას სამხედრო შეიარაღებას არ გაუგზავნის”- ისრაელის თავდაცვის მინისტრი

,,ისრაელი უკრაინას სამხედრო შეიარაღებას არ გაუგზავნის, მაგრამ ისრაელს შეუძლია, შექმნას სამოქალაქო ადრეული გაფრთხილების სისტემა,” – ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ბენი განცმა განაცხადა. მისივე თქმით, ისრაელი არ გადასცემს უკრაინას შეიარაღების სისტემებს სხვადასხვა ოპერატიული მოსაზრებების გამო. „ისრაელი ახორციელებს უკრაინის მხარდაჭერის პოლიტიკას ჰუმანიტარული დახმარებით, სიცოცხლის გადარჩენის სისტემებითა და თავდაცვითი აღჭურვილობით, თუმცა მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ისრაელი არ გადასცემს უკრაინას შეიარაღების სისტემებს სხვადასხვა ოპერატიული მოსაზრებების გამო. ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას ჩვენი შეზღუდვების ფარგლებში, როგორც ამას ვაკეთებდით აქამდე. დახმარების გაფართოებისა და სამაშველო აღჭურვილობის მიწოდების ფარგლებში, უკრაინის წარმომადგენლებთან საუბრის შემდეგ, ჩვენ მივმართეთ მათ მონაცემებისთვის, რომლებიც…

მეტი...

,,ტრაგედიის პოლიტიკურ ჭრილში გადატანა სრულიად უადგილოა”- გიორგი ტყემალაძე

მიმაჩნია, რომ ასეთ დროს დედაქალაქის მერის მიმართ ოპოზიციის მიუღებელი პოლიტიკური ინსინუაციები და ტრაგედიის პოლიტიკურ ჭრილში გადატანა სრულიად უადგილოა. პირიქით, ასეთმა ტრაგიკულმა შემთხვევამ საზოგადოების კონსოლიდაციას, ობიექტურ ანალიზსა და დასკვნებს ხელი უნდა შეუწყოს, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ განაცხადა, რითაც ვაკის პარკში რამდენიმე დღის წინ მომხდარ ტრაგედიას გამოეხმაურა. გიორგი ტყემალაძემ გარდაცვლილი მარიტა მეფარიშვილის ოჯახს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა და განაცხადა, რომ გამოძიების ფარგლებში ტრაგედიის გამომწვევი მიზეზების შესახებ დასმულ ყველა კითხვას პასუხი გაეცემა. „ერთი კვირა გავიდა ტრაგედიიდან, რომელმაც სრულიად საქართველო შეძრა და ჩვენს გულებს უმძიმესი დაღი დაასვა. თანავუგრძნობთ მარიტას ოჯახს, მეგობრებს, უბედურ…

მეტი...

პედოფილია ქუთაისში – გარყვნილი ქმედების მცდელობის ბრალდებით კაცი დააკავეს

პედოფილიის სავარაუდო ფაქტი ქუთაისში – გავრცელებული ინფორმაციით, პედოფილიის სავარაუდო ბრალდებით, პოლიციამ ორი პირი დააკავა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა პირველ საჯარო სკოლის მიმდებარედ მოხდა.  მამაკაცი ბავშვებს თანხის სანაცვლოდ გაყოლას სთავაზობდა,  თუმცა ის მანდატურებმა შენიშნეს და სამართალდამცველებთან ერთად ადგილზე დააკავეს. ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ  აღნიშნული პიროვნება მსგავსი ქმედების ბრალდებით დაკავებული იყო და გირაოთი არის გათავისუფლებული.  

მეტი...

,,გიორგი ვაშაძეზე სასაცილო პოლიტიკოსი ქართულ პოლიტიკაში აღარ მეგულება”- მამუკა მდინარაძე

,,ბოლო პერიოდში ქართულ პოლიტიკაში გიორგი ვაშაძეზე სასაცილო პოლიტიკოსი აღარ მეგულება. ეს არის ადამიანი, რომელიც ყველაფერს ლაპარაკობს,” – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მდინარაძე ვაშაძის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თქმითაც, ბრიუსელში მიემგზავრება, სადაც  ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანოების წარმომადგენლებს შეხვდება. „ვისაც გინდათ, ნებისმიერს რუსეთის აგენტს დაუძახებს და ყველაფერს იკადრებს. ამიტომ, გიორგი ვაშაძე რას აკეთებს, დიდი მნიშვნელობა არ აქვს. გადაჭარბებულ პოპულისტურ განცხადებებს აკეთებს და ვითომ პიარს იკეთებს, რომელსაც შედეგი არ აქვს. უშედეგობის ავტორია ეს ადამიანი. მისი ხაზი იმიჯის დაზიანების მცდელობაა. რადიკალური ოპოზიცია ქვეყნის იმიჯს აზიანებს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.  

მეტი...

,,თურქეთი ბუნებრივი აირის ჰაბი იქნება, პუტინთან შევთანხმდით ამ საკითხზე”- ერდოღანი

,,თურქეთი ბუნებრივი აირის ჰაბი იქნება,”– ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა. მისივე თქმით, პუტინმა განაცხადა, რომ “ევროპას შეუძლია ბუნებრივი აირი  თურქეთიდან მიიღოს”. „ახლა ევროპა ცდილობს, იპოვოს, საიდან მიიღებს ბუნებრივ აირს. თურქეთს ასეთი პრობლემა არ აქვს. ახლა თურქეთი ბუნებრივი აირის ჰაბი იქნება. ჩვენი ბოლო შეხვედრისას ბატონ პუტინთან შევთანხმდით ამ საკითხზე და შევქმნით აქ ჰაბს რუსეთიდან მიღებული გაზით და როგორც მან თავად თქვა, ევროპას შეეძლება გაზის მიღება თურქეთიდან“, – განაცხადა ერდოღანმა. ერდოღანია ჰაბისთვის შესაფერის ტერიტორიად, თრაკიას რეგიონი ასახელებს, საიდანაც მისი განმარტებით, რუსეთიდან მიღებული ბუნებრივი აირი ევროპაში გადანაწილდება.

მეტი...

კიევში აფეთქებების ხმა ისმის

უკრაინის დედაქალაქ კიევში რამდენიმე აფეთქების ხმა იყო. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ქვეყნის წინააღმდეგ მასშტაბური სარაკეტო იერიშები ხორციელდება. უკრაინაში დიდი ბრიტანეთის ელჩის, მელინდა სიმონსის განცხადებით, უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემა მოქმედებს. კიევის საქალაქო ადმინისტრაციის ცნობით, საჰაერო თავდაცვამ კიევის თავზე რამდენიმე რუსული რაკეტა ჩამოაგდო.

მეტი...

ვლადიმერ პუტინმა უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინის დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონებში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა. აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ პუტინმა რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე განაცხადა. ,,ხელი მოვაწერე განკარგულებას რუსეთის ფედერაციის ამ ოთხ შემადგენელ სუბიექტში სამხედრო მდგომარეობის შემოღების შესახებ. იგი დაუყოვნებლივ გადაეგზავნება დასამტკიცებლად ფედერაციის საბჭოს“- განაცხადა პუტინმა. უკრაინის ხერსონის რეგიონში რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტი ლიდერები  უფლებამოსილები იქნებიან “უსაფრთხოებისთვის” დამატებითი ზომები მიიღონ.

მეტი...

ანექსირებულ ხერსონში მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს

ანექსირებულ ხერსონში მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს. საოკუპაციო ძალებს მოქალაქეები მდინარე დნეპრის მარცხენა ნაპირზე გადაჰყავთ. ხერსონის დე ფაქტო გუბერნატორის, ვლადიმირ სალდოს განცხადებით, ხერსონის ოლქში სამოქალაქო პირთა შესვლა შვიდი დღით შეიზღუდება. ,,ამისთვის ამოქმედდა ბორნები, რომლებსაც გადაჰყავს ხალხი ხერსონიდან ალიოშკში და გოლაია პრისტანში. ასევე განთავსდება დროებითი განსახლების ცენტრი. განათავსებენ დროებითი განსახლების პუნქტს, სადაც მაშველები გაანაწილებენ მგზავრობის მიმართულებას, რომელსაც თავად მოქალაქეები აირჩევენ სურვილის მიხედვით,”- იტყობინება ქალაქ ოლეშკის ე.წ. ადმინისტრაცია საკუთარ ტელეგრამ არხზე. საერთო ჯამში, 50-დან 60 ათასამდე მცხოვრების ევაკუაცია იგეგმება. ვლადიმირ სალდოს განაცხდებით, რეგიონის მარჯვენა სანაპიროდან მოსახლეობის ევაკუაცია  დნეპრის მარცხენა სანაპიროზე წყალდიდობის საფრთხის გამო ხდება,…

მეტი...

ხულოში 42 წლის მამაკაცი ხის დაცემის შედეგად გარდაიცვალა

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ღურტაში 42 წლის მამაკაცი ხის დაცემის შედეგად გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც მამაკაცი ხეს ჭრიდა. ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ბრიგადას მამაკაცი  გარდაცვლილი დახვდა.  

მეტი...

,,თუ რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობებს შევწყვეტთ, ეს სერიოზულად დააზიანებს საქართველოს ათი ათასობით მოქალაქის ინტერესებს”- კობახიძე

,,თუ რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობებს შევწყვეტთ, ეს სერიოზულად დააზიანებს საქართველოს ათი ათასობით მოქალაქის ინტერესებს, გამოიწვევს ეკონომიკის შეფერხებას, – ამის შესახებ პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა. კობახიძის თქმით, რუსეთს ”ერთი გრამითაც ვერ დავაზიანებთ სავაჭრო ურთიერთობების შეწყვეტით, მაგრამ ეს სერიოზულად დააზიანებს საქართველოს ათი ათასობით მოქალაქის ინტერესებს”. „შეგიძლიათ გადახედოთ ევროპული ქვეყნების სტატისტიკას, სადაც ბევრად უფრო მეტად არის გაზრდილი სავაჭრო ბრუნვა ომის დაწყების შემდეგ. აქ საუბარია ბალტიისპირეთის, აღმოსავლეთ და დასავლეთ ევროპის სახელმწიფოებზე. ანუ ჩვენთან შედარებით ბევრად უფრო მეტად არის გაზრდილი სავაჭრო ბრუნვა რუსეთის ფედერაციასთან. ეს არის სტატისტიკა. სავაჭრო ურთიერთობები რუსეთის ფედერაციასთან ჩვენ გვქონდა ყოველთვის, მათ…

მეტი...

,,რუსეთის თავდასხმები უკრაინის ელექტროსადგურებსა და ინფრასტრუქტურაზე ომის დანაშაულია” – ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით,  უკრაინის ელექტროსადგურებსა და ინფრასტრუქტურაზე რუსეთის მიერ სარაკეტო დარტყმებითა და დრონებით თავდასხმა ტერორისტული აქტია და სამხედრო დანაშაულს უტოლდება. „გუშინ, ჩვენ კიდევ ერთხელ გავხდით მოწმე სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე რუსეთის მიერ წერტილოვანი დარტყმების, მკაფიო მიზნით, რომ ზამთრის მოახლოებასთან ერთად, დატოვოს კაცები, ქალები და ბავშვები წყლის, ელექტროენერგიისა და გათბობის გარეშე. ეს სუფთა ტერორია და ასეც უნდა ვუწოდოთ“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

მეტი...

„ნაცმოძრაობის“ რღვევისა და დაშლის პროცესი გრძელდება”- ირაკლი კობახიძე

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ხელვაჩაურის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მიერ თანამდებობისა და პარტიის დატოვებას ეხმიანება. მისი განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ არის დაპირისპირება, რაც ადგილობრივ დონეზეც გადადის. „ნაცმოძრაობის“ რღვევისა და დაშლის პროცესი გრძელდება. პარტიაში არის უამრავი დაპირისპირება, რაც ადგილობრივ დონეზეც გადადის. რაც შეეხება შანტაჟსა და ზეწოლას, ეს არის ამ პარტიის ხელწერა. რასაც ხელისუფლებაში ყოფნის დროს აკეთებდნენ, იგივეს აგრძელებენ ოპოზიციაში. მათგან არაფერი გვიკვირს. კარგია, რომ „ნაცმოძრაობა“ იშლება. ეს ჯანსაღ პოლიტიკურ ძალებს მისცემს შესაძლებლობას, პოლიტიკური სისტემის ნაწილი გახდნენ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ. ცნობისთვის, ხელვაჩაურის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ მალხაზ თავდგირიძემ…

მეტი...

,,ჩემი სარჩელის საფუძველზე, სასამართლომ კულტურის სამინისტროს ყადაღა დაადო და აკრძალული აქვს ვაკანსიების გამოცხადება”- ზვიად ზაალიშვილი „მედიაცენტრ მთავარში

მასობრივი სპორტის სამმართველოს ყოფილი უფროსის, ზვიად ზაალიშვილის განცხადებით, მისი სარჩელის საფუძველზე სასამართლომ ყადაღა დაადო სამინისტროს. მისივე განმარტებით, აღნიშნულის შედეგად უწყებას სპორტის დეპარტამენტში ვაკანსიების გამოცხადება აეკრძალა. ,,წელიწად-ნახევარია ჩემი პროცესი მიმდინარეობს. პირველ ინსტანციაში სასამართლო დავა მოვიგე და ჩემი სარჩელის საფუძველზე, სასამართლომ ყადაღა დაადო სამინისტროს და აკრძალული აქვს ვაკანსიების გამოცხადება სპორტის დეპარტამენტში. აღნიშნულთან დაკავშირებით მიმდინარეობს სააპელაციო განხილვა”,- განაცხადა ზვიად ზაალიშვილმა „მედიაცენტრ მთავარში”. მისივე თქმით, კულტურის მინისტრს, თეა წულუკიანს თანამშრომლების მიმართ დამცინავი და აგდებული დამოკიდებულება აქვს და ვინც მას შეეწინააღმდეგება თანამდებობიდან ათავისუფლებენ. „მინისტრის მხრიდან ხდება დამცინავი და აგდებული დამოკიდებულება თანამშრომლების მიმართ, ვინც ამას შეეწინააღმდეგება…

მეტი...

,,არ შეიძლება, ხელისუფლების მაღალ რგოლში პასუხისმგებლობა იყოს ყველა საკითხზე”- გია ვოლსკი

,,დამნაშავე უნდა დაისაჯოს, მაგრამ ვფიქრობ, დასკვნებია გასაკეთებელი – გამოძიება მიმდინარეობს და თუ ვინმეს ეჭვი ეპარება ან კითხვა დარჩება, მას პასუხი უნდა გაეცეს,” – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა. ვოლსკის თქმით, არ შეიძლება, ხელისუფლების მაღალ რგოლში პასუხისმგებლობა იყოს ყველა საკითხზე. „როცა საქმე 13 წლის გოგონას, ადამიანს ეხება, რომელიც თითოეულმა ჩვენგანმა დაკარგა და საქართველოში ოჯახი არ არის, სადაც ამ ადამიანს არ გლოვობენ, ძალიან ძნელია თვალი გაუსწორო სპეკულირების იმ რეალობას, რომელიც შემოგთავაზეს ზოგიერთმა პოლიტიკურმა სუბიექტებმა, რომლებიც ტრაგედიიდან ტრაგედიამდე არსებობენ და ამ ტრაგედიებს შორის კიდევ რამე თუ მოხდა და ევროკავშირის ან…

მეტი...

პოლონეთიდან შემოტანილი ქათმის 52 000 კგ გაყინული ხორცი, ნორმებთან შეუსაბამობის გამო, გაანადგურდა

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, პოლონეთის რესპუბლიკიდან შემოტანილი ქათმის გაყინული ხორცის ლაბორატორიული შემოწმების შედეგად, საქონლის სანიტარიული ნორმების შეუსაბამობა გამოვლინდა. უწყების ცნობით, აღნიშნული საქონელი განადგურდა. „საბაჟო გამშვებ პუნქტში „ფოთისა და ყულევის პორტები და ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს თანამშრომლების მიერ, პოლონეთის რესპუბლიკიდან შემოტანილი ქათმის გაყინული ხორცის (52 000 კილოგრამი) ლაბორატორიული შემოწმების შედეგად, საქონლის სანიტარიული ნორმების შეუსაბამობა გამოვლინდა. საქართველოს მთავრობის N463 დადგენილების, „ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესის“ მე-16 მუხლის შესაბამისად, აღნიშნული საქონელი განადგურდა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

მეტი...

სოფელ ბერშუეთიდან ოკუპანტებმა საქართველოს მოქალაქე გაიტაცეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთის მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა უკანონოდ დააკავეს საქართველოს მოქალაქე. უწყების ცნობით, უკანონო დაკავების ფაქტზე, მყისიერად გააქტიურდა ცხელი ხაზი და განხორციელდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ინფორმირება. მომხდარის შესახებ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს. „ამოქმედებულია ყველა არსებული ბერკეტი და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად მიმდინარეობს მუშაობა უკანონო პატიმრობაში მყოფ პირთა გათავისუფლების მიზნით. საოკუპაციო ძალების მიერ განხორციელებული უკანონო დაკავებები აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და უკიდურესად ართულებს ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებას. აღნიშნულზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას“, – აცხადებენ სუს-ში.

მეტი...

,,კახა კალაძეს არ სჭირდება პიარკამპანია”- ანრი ოხანაშვილი

,,კახა კალაძეს არ სჭირდება პიარკამპანია და შესაბამისად, მისი ქმედებები არ არის მიმართული პიარკამპანიისთვის,”- ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.  მისი თქმით, არასწორი შეფასებაა, თითქოს დედაქალაქის მერი პიარკამპნაიით არის დაკავებული. ,,კახა კალაძეს არ სჭირდება პიარკამპანია და შესაბამისად, მისი ქმედებები არ არის მიმართული პიარკამპანიისთვის, მით უმეტეს, ამ დროს. შესაბამისად, ესეც სამწუხაროდ, არის პოლიტიკური ოპონენტების მიერ მათი დღის წესრიგის ისე წარმოჩენა, რომ თვითაქტუალიზაცია მოახდინონ. თითქოს, კახა კალაძე აი ამ რთულ სიტუაციაში, როდესაც ბავშვი გარდაიცვალა და ტრაგედია მოხდა, თითქოს, პიარკამპნაიით არის დაკავებული. ესეც არის არასწორი შეფასება და კახა კალაძეს პიარკამპანია არ…

მეტი...

,,კახა კალაძის პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე საუბარი არის ცარიელი სპეკულაცია”- ირაკლი კობახიძე

,,ტრაგიკული შედეგი გამოიწვია კონკრეტულმა გადაცდომამ, გულგრილობამ, სისტემური პრობლემა არ ვლინდება, ასეთ პირობებში კახა კალაძის პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე საუბარი არის ცარიელი სპეკულაცია და აბსოლუტურად უადგილო,” – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. კობახიძის თქმით, ”არათუ სისტემური პრობლემა არ არსებობს, პირიქით, სისტემურად, პროექტები ხორციელდება წარმატებით”. „ამ ხუთი წლის განმავლობაში, კახა კალაძის ხელმძღვანელობით, თბილისის მერიაში განხორციელდა ათასობით პროექტი და ეს პროექტები გამორჩეული იყო მაღალი ხარისხით, როგორც ვიზუალური, ისე ტექნიკური თვალსაზრისით. აქედან გამომდინარე, არათუ სისტემური პრობლემა არ არსებობს, პირიქით, სისტემურად, პროექტები ხორციელდება წარმატებით. ამ შემთხვევაში იყო კონკრეტული გადაცდომა, გულგრილობა, რამაც გამოიწვია…

მეტი...

„წულუკიანის მხრიდან ხდება დამცინავი და აგდებული დამოკიდებულება თანამშრომლების მიმართ, ვინც შეეწინააღმდეგება ათავისუფლებენ” – ზვიად ზაალიშვილი ,,მედიაცენტრ მთავარში”

„თეა წულუკიანის მხრიდან ხდება დამცინავი და აგდებული დამოკიდებულება თანამშრომლების მიმართ, ვინც ამას შეეწინააღმდეგება თანამდებობიდან თავისუფლდება,”- ამის შესახებ მასობრივი სპორტის სამმართველოს ყოფილმა უფროსმა, ზვიად ზაალიშვილმა ,,მედიაცენტრ მთავარში” განაცხადა. მისი თქმით, პირველ ინსტანციაში სასამართლო დავა მოიგო და განჩინების საფუძველზე სასამართლომ ყადაღა დაადო სამინისტროს, რის შედეგადაც უწყებას სპორტის დეპარტამენტში ვაკანსიების გამოცხადება აეკრძალა. „მინისტრის მხრიდან ხდება დამცინავი და აგდებული დამოკიდებულება თანამშრომლების მიმართ, ვინც ამას შეეწინააღმდეგება თანამდებობიდან თავისუფლდება, ჩვენ შესაბამისად სასამართლოს მივმართეთ. იმედი გვაქვს სასამართლო დავას მოვიგებთ. ჩემი გათავისუფლების მიზეზი ოფიციალურად არის ის, რომ კომისიას არ მოეწონა გამოცდის  შედეგები. თუმცა რეალური მიზეზი გახლავთ ის, რომ…

მეტი...

,,კი, შევხვდი ამ ადამიანებს – მოვინახულებ ყველას, ვინც ამ ტრაგედიით დაზარალდა”- კახა კალაძე

,,დევი მეზურნიშვილთან შეხვედრამ და პატარა ლაზარეს მონახულებამ აჟიოტაჟი გამოიწვია, პირდაპირ ვიტყვი, ეს ჩემი ვალდებულებაა, არა მხოლოდ როგორც მერის, არამედ როგორც ადამიანის, კაცის, ოთხი შვილის მამის,” – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა. მისივე თქმით, მოინახულებსყველას, ვინც ამ ტრაგედიით დაზარალდა. „რაც შეეხება იმ კამპანიურ აჟიოტაჟს, რომელიც ჩემი და ჩვენი თავგანწირული თანამშრომლის, დევი მეზურნიშვილის შეხვედრამ, ჩემ მიერ პატარა ლაზარეს მონახულებამ გამოიწვია, პირდაპირ ვიტყვი, რომ ეს მეგობრებო ჩემი ვალია და ჩემი ვალდებულებაა, არა მხოლოდ როგორც დედაქალაქის მერის, არამედ პირველ რიგში, როგორც ადამიანის, როგორც კაცის, როგორც ოთხი შვილის მამის. კი, მე მოვინახულე, შევხვდი…

მეტი...

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი თანამდებობას ტოვებს

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი, გიგა გიგაშვილი თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ მან დედაქალაქის მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის გამო, მორალურ პასუხისმგებლობას გრძნობს და ამიტომ საჭიროდ მიიჩნევს, დაკავებული თანამდებობა დატოვოს. „დატრიალებული ტრაგედიის გამო, ჩემი მოადგილე ამ ეტაპზე დაკავებულია. მე, როგორც სამსახურის უფროსი, რა თქმა უნდა, ვგრძნობ მორალურ პასუხისმგებლობას ჩემი მოადგილის სამსახურებრივ ქმედებებზე, ყველა თანამშრომლის მიმართ. ამიტომ ვთვლი, რომ საჭიროა დავტოვო ჩემი თანამდებობა. სრულად ვითანამშრომლებ გამოძიებასთან, რათა დადგინდეს სიმართლე, თუ რეალურად რა მოხდა ამ ტრაგედიის დღეს და ყველა იმ კითხვას, რომელიც საზოგადოებაში არსებობს, პასუხი…

მეტი...

,,სამწუხაროდ, დროს უკან ვეღარ დავაბრუნებთ – თბილისში სულ უნდა ისმოდეს ბავშვების ჟრიამული”- კახა კალაძე

დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე მარიტა მეფარიშვილის ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.  თბილისის მერის, კახა კალაძის განაცხადებით, ვაკის პარკში მომხდარმა ტრაგედიამ, სრულად შეცვალა არათუ დედაქალაქის მთავრობის სხდომის დღის წესრიგი, არამედ მთლიანად ქალაქი. „დღევანდელი მთავრობის სხდომა ვერ იქნება ჩვეულებრივი ფორმატის. 13 ოქტომბრის ტრაგიკულმა დღემ სრულად შეცვალა არათუ დედაქალაქის მთავრობის სხდომის დღის წესრიგი, არამედ მთლიანად ქალაქი. მინდა, კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო პატარა გმირის, მარიტას ოჯახს, მის ახლობლებს, ნათესავებს, მეგობრებს, თბილისს, სრულიად საქართველოს. წუთიერი დუმილით მივაგოთ პატივი“, – განაცხადა კახა კალაძემ. კალაძის განცხადებით, ყველას ვალია, ყველაფერი გაკეთდეს, რაღა აღარასდროს განმეორდეს მსგავსი ტრაგედია. „მინდა, დავავალო მერიის დაქვემდებარებულ…

მეტი...

,,მზად ვარ, თუკი ჩემი თუნდაც მცირედი ბრალეულობა გამოიკვეთება, სრული სიმკაცრით ვაგო პასუხი კანონის წინაშე”- კახა კალაძე

,,რამდენიმე დღის წინ გავაკეთე განცხადება და კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, მე პირადადაც მზად ვარ, თუკი ჩემი თუნდაც მცირედი ბრალეულობა გამოიკვეთება, სრული სიმკაცრით ვაგო პასუხი კანონის წინაშე,” – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით,  მომხდარ ტრაგედიაზე კითხვებს პასუხი გამოძიებამ უნდა გასცეს. „რა მოხდა იმ საბედისწერო დღეს, ამ კითხვას გამოძიებამ უნდა უპასუხოს, რომელთანაც ჩვენი მთელი უწყება თანამშრომლობს. დაკავებულია ცხრა პირი, მათ შორის მერიის თანამშრომელი. არ მაქვს არანაირი უფლება, შევაფასო საგამოძიებო პროცესი. კანონის წინაშე ყველა პასუხისმგებელი და თანასწორია. ერთი რამ, რაც მინდა ვთქვა, კანონი ვერ იქნება ვერც…

მეტი...

,,რეორგანიზაციებმა სპორტში მომუშავე ადამიანები მოლარე-ოპერატორებად გადააქცია”- ირაკლი დოლაბერიძე ,,მედიაცენტრ მთავარში”

,,მსგავსი რეფორმა და რეორგანიზაცია, რაც კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინიტროში განხორციელდა პრაქტიკაში არასდროს გვინახავს. ყველანაირი მეთოდებით მოხდა კვალიფიციური კადრების გათავისუფლება,”- ამის შესახებ საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროს სპორტის დეპარტამენტის ყოფილმა უფროსმა,  ირაკლი დოლაბერიძემ ,,მედიაცენტრ მთავარში” განაცხადა. ,,არცერთი ხელისუფლების და რეფორმის დროს, რამდენჯერაც სპორტი მიუერთდა სხვა სამინისტროს თუ უწყებას, ამან არ გაამარლა, არც ეკონომიკური და არც დარგობრივი თვალსაზრისით. როდესაც სპორტი დამოუკიდებელი სტრუქტურული ერთეული იყო, ამ დარგს ემსახურებოდნენ პროფესიონალი კადრები და სპორტი თავის საქმეს აკეთებდა. მსგავსი რეფორმა და რეორგანიზაცია, რაც კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინიტროში განხორციელდა პრაქტიკაში არასდროს გვინახავს. ყველანაირი მეთოდებით…

მეტი...

ბათუმის ბულვარში დაჭრილი უცხო ქვეყნის მოქალაქე კლინიკაში გარდაიცვალა

ბათუმის ბულვარში დაჭრილი 19 წლის ახალგაზრდა კლინიკაში გარდაიცვალა.  უცხო ქვეყნის მოქალაქე კლინიკაში შეყვანისთანავე გარდაიცვალა. ცნობისთვის, გვიან ღამით, ცეცხლსასროლი იარაღით უცხო ქვეყნის მოქალაქე დაჭრეს, მას ჭრილობები თავისა გულ-მკერდის არეში ჰქონდა მიყენებული. სისხლიანი დაპირისპირება ბულვარში, ერთ-ერთ რესტორანში მოხდა. ინციდენტის შედეგად, ჩამსხვრეული მინისგან დაზიანებები სამმა პირმა მიიღო, ისინი კლინიკებიდაან მალევე გაწერეს.  

მეტი...

ხმაური მერიასთან – ოპოზიციის წარმომადგენლები მთავრობის სხდომაზე დასწრებას ითხოვენ

„ნაციონალური მოძრაობისა“ და „ლელოს“ წარმომადგენლები დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე დასწრებას ითხოვენ.  „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ირაკლი ნადირაძის განცხადებით, საკრებულოს წევრებს სხდომაზე დასწრების კანონიერი უფლება აქვთ. ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათ კითხვები დედაქალაქის მერთან, კახა კალაძესთან აქვთ. „დაცვა ამ დრომდე ვერ გვცემს პასუხს, რომელ საათზე იწყება მთავრობის სხდომა და აპირებენ თუ არა, შეგვიზღუდონ ჩვენი ლეგიტიმური უფლება, შევიდეთ და დავესწროთ მთავრობის სხდომას. კალაძესთან მილიონი კითხვა გვაქვს, მათ შორის ტექნიკური კითხვა შადრევანთან მიმართებით. ქალაქში ახლაც ათობით სამუშაო მიმდინარეობს, მათ შორის „გრინსერვის პლუსის“ შესრულებით, გვაინტერესებს, რამდენად უსაფრთხოა, რომ ჩვენი შვილები, მოქალაქეები გავუშვათ პარკებში, სკვერებში, ატრაქციონებში, რას აპირებს ამ მიმართულებით. იმედია, კალაძე ამაზე…

მეტი...