,,ოპოზიციის რადიკალური ჯგუფი მხოლოდ ევროპული მომავალის დაზიანებით არის დაკავებული”- შალვა პაპუაშვილი

,,ოპოზიციის რადიკალური ჯგუფი მხოლოდ იმით არის დაკავებული, რომ დააზიანონ საქართველოს ევროპული მომავალი,”- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, რაც უფრო მალე გაერთიანდებიან გარკვეული ოპოზიციური პარტიები, მით უფრო მალე გახდება საზოგადოებისთვის ნათელი, რომ  ერთ ჯგუფს წარმოადგენენ. „სინამდვილეში, აქ არანაირი პარტიული მრავალფეროვნება არ არსებობს, ეს არის იდეოლოგიის, ერთი მისწრაფების მქონე პოლიტიკოსების ჯგუფი. ამიტომ, რაც უფრო მალე გაერთიანდებიან, მით უფრო ნათელი იქნება საზოგადოებისთვის, რომ ჩვენ საქმე გვაქვს ერთ ჯგუფთან, რომელიც გამოირჩევა რადიკალიზმით და მათთვის მნიშვნელოვანია მხოლოდ საკუთარი დღის წესრიგი, ძალაუფლება. ამას მხოლოდ მივესალმები. კარგი იქნება, რაც უფრო გამსხვილდება ჯგუფები…

მეტი...

,,დაახლოებით, 100-მდე პირია დაკითხული – გამოძიება უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს”- შსს

შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, კახა მურადაშვილის განცხადებით, ვაკის პარკში მომხდარი უბედური შემთხვევის გამოძიების ფარგლებში ამ დროისთვის, დაახლოებით 100-მდე პირია დაკითხული. მისი თქმით, დაკითხულ იქნა როგორც სამუშაოს შემსრულებელი კომპანიის წარმომადგენლები, ასევე თბილისის საქალაქო სამსახურის თანამშრომლები. „გამოძიების დაწყებისთანავე შემთხვევის ადგილზე ჩატარდა ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება, რომელშიც მონაწილეობდა როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრო, ასევე ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტები. დაკითხულ იქნა როგორც სამუშაოს შემსრულებელი კომპანიის წარმომადგენლები, ასევე თბილისის საქალაქო სამსახურის თანამშრომლები. ასევე დაიკითხნენ პედაგოგები, მანდატურები და ყველა ის პირი, ვინც შეესწრო ან რაიმე ინფორმაციას ფლობდა ამ ფაქტთან დაკავშირებით. დღემდე უწყვეტად მიმდინარეობს…

მეტი...

,,მარიტა არის ამქვეყნიური ანგელოზი, მან შეგნებულად გადაარჩინა მეგობარი”- კონსტანტინე ზარნაძე

ვაკის პარკში, დენის დარტმის შედეგად დაშავებული ლაზარეს ოჯახის სახელით განცხადება გლდანის მაჟორიტარმა, კონსტანტინე ზარნაძემ გააკეთა, რომელიც მოზარდის ოჯახის ახლობელია. მისი თქმით, მარიტა მეფარიშვილი ამქვეყნიური ანგელოზი აღმოჩნდა, რომელმაც მეგობრები გადაარჩინა. ,,13 წლის მარიტა არის ამქვეყნიური ანგელოზი, იმიტომ რომ მან შეგნებულად გადაარჩინა მეგობარი, როცა დაინახა, რომ საფრთხე ემუქრებოდა. ამიტომ მარიტას ოჯახისთვის თუ რაიმე სახის შვება იქნება ეს, მარიტა ლაზარეს გადამრჩენელი იყო, შემდეგ მებაღე და ქალბატონი მეგი, ვინც პირველადი დახმარება გაუწია. ამ ყველაფერის გათვალისწინებით მივიღეთ ის, რომ დღეს ლაზარემ მშობლების კითხვებს უპასუხა და წყალიც დალია. აპარატიდან მოხსნეს და დამოუკიდებლად სუნთქავს”- განაცხადა კონსტანტინე ზარნაძემ.

მეტი...

,,აშშ სანქციების  კიდევ უფრო გაფართოებისთვის ემზადება”- მედია

,,დასავლეთის სანქციები უკვე ხელს უშლის რუსული არმიის მარაგების შევსებას, თუმცა აშშ მათი კიდევ უფრო გაფართოებისთვის ემზადება, რათა კიდევ უფრო გაართულოს რუსული საბრძოლო მასალის წარმოება,” – ამის შესახებ ინფორმაციას ,,The New York Times” ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციით, აშშ-ს მონაცემებით, თებერვლიდან მოყოლებული დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 6 ათასი ერთეული აღჭურვილობა დაკარგა და ის იმაზე სწრაფად ხარჯავს  საბრძოლო მასალას, ვიდრე ცვლის ახლით. ამასთან, რუსეთი ისეთი კრიტიკული ნაწილების ნაკლებობას განიცდის, როგორიცაა დიზელის ძრავები, ვერტმფრენების, თვითმფრინავებისა და ტანკების ძრავის ნაწილები. ექსპორტის კონტროლის გამო, რუსეთში დაზარალდა მაღალი სიზუსტის იარაღის წარმოებაც.  

მეტი...

,,როდის დაიწყებს კადიროვის არმია რუსების ხოცვას, მხოლოდ დროის საკითხია”- დანილოვი

,,როდის დაიწყებს კადიროვის არმია რუსების ხოცვას – ეს მხოლოდ დროის საკითხია,”- ამის შესახებ უკრაინის უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ოლექსი დანილოვმა განაცხადა. მისი თქმით, რუსეთში ახლა მინიმუმ 4 არმიაა, რომლებიც ერთმანეთში კონფლიქტს დაიწყებენ. ,,რუსეთში ახლა საკმაოდ რთული ვითარებაა. იქ დღეისთვის უკვე მინიმუმ ოთხი არმია ჩნდება. როგორ დაიწყებენ ისინი ერთმანეთთან საუბარს, როგორ მიღებენ მონაწილეობას ამა თუ იმ მოვლენებში, ჯერ რთულია ამის თქმა… ეს ოთხი არმია ადრე თუ გვიან დაიწყებს ერთმანეთთან კამათს. მე არაერთხელ მითქვამს: როდის დაიწყებს კადიროვის არმია რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე რუსების ხოცვას – ეს მხოლოდ დროის საკითხია”, – აღნიშნა დანილოვმა.

მეტი...

,,ნაციონალური მოძრაობისთვის“ საქართველოს რეპუტაცია არაფრად ღირს, როცა საუბრობენ საკუთარ ლიდერზე”- შალვა პაპუაშვილი

„ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ჩვენ ამას შეჩვეული ვართ, მათთვის საქართველოს რეპუტაცია არაფრად ღირს, როდესაც ისინი საუბრობენ საკუთარ ლიდერზე, – ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციას. პაპუაშვილის თქმით, არ არის სასიამოვნო მომენტი, როდესაც ასეთი მნიშვნელოვანი რეზოლუციის გამოყენება ხდება პარტიული ინტერესებისთვის. „ადამიანის, რომლის ბრალეულობაც დადასტურებული აქვს თავად ევროპის საბჭოს, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს, რომელმაც თავის გადაწყვეტილებაში „გირგვლიანი საქართველოს წინააღმდეგ“, პირდაპირ ხელი დაადო სააკაშვილს, ადამიანს, რომელიც უზრუნველყოფდა, რომ სამართლიანი სასჯელი არ შეფარდებოდა დამნაშავე პირებს, სამართალი არ აღსრულებულიყო გირგვლიანის მკვლელების წინააღმდეგ. არ არის სასიამოვნო მომენტი, როდესაც ასეთი მნიშვნელოვანი რეზოლუციის გამოყენება…

მეტი...

,,მნიშვნელოვანია ოკუპაციას, რომელიც საქართველოში მიმდინარეობს, ყველა შეეწინააღმდეგოს საერთაშორისო ინსტრუმენტებით”- შალვა პაპუაშვილი

„გუშინ და დღეს  12 ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარეებსა და მოადგილეებს  შევხვდით.  ეს შეხვედრები ხვალაც გაგრძელდება. საქართველოს მიმართ სოლიდარობა არის მყარი. რაც შეეხება რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას, დევნილების საკითხს, ამ მხრივ მხარდაჭერა უზრუნველყოფილია“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომელიც რუანდაში მიმდინარე საპარლამენტთაშორისო კავშირის 145-ე ასამბლეის ფარგლებში ორმხრივ შეხვედრებს მართავს. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ოკუპაციას, რომელიც საქართველოში მიმდინარეობს, ყველა საერთაშორისო ინსტრუმენტებით შეეწინააღმდეგოს. ასევე  მნიშვნელოვანია საერთაშორისო რეზოლუციებში საქართველოს ჰქონდეს მხარდაჭერა. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ამის პირობასა  და მზაობას გამოხატავენ ასამბლეაში მონაწილე ქვეყნების წარმომადგენლები ორმხრივ შეხვედრებზე. „როცა მსოფლიოს ყურადღება მთლიანად მიპყრობილია…

მეტი...

,,რუსეთს დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონები აღარ სჭირდება, მათ ენერგოდარი სურთ”- მიხაილო პოდოლიაკი

,,რუსეთს დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონები აღარ სჭირდება, ის მზადაა ეს ტერიტორიები უკრაინული მიწის „პატარა ნაწილის“ სანაცვლოდ  დათმოს,” – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა. მისი  თქმით, რუს ოკუპანტებს  დონეცკის ოლქის დაკავება მხოლოდ გარკვეული დროით შეუძლიათ, რადგან იქ მობილიზებული პატიმრები იბრძვიან ,,მათ სურთ წაიღონ მხოლოდ პატარა ნაჭერი, სახელწოდებით ზაპოროჟიეს რეგიონის ნაწილი, სადაც მდებარეობს ქალაქი ენერგოდარი, რათა წაგვართვან ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური. ეს მათი ერთადერთი სურვილია დღეს”, – განაცხადა პოდოლიაკმა.  

მეტი...

,,რუსეთმა რაკეტების ორი მესამედი უკვე გამოიყენა” – ოლექსი რეზნიკოვი

უკრაინის თავდაცვის მინისტრის ოლექსი ლეზნიკოვის განცხადებით, რუსეთმა თავისი რაკეტების ორი მესამედი უკვე გამოიყენა. მისი თქმით, რუსეთს სხვადასხვა ტიპის 600-ზე მეტი რაკეტა რჩება. ,,რუსეთის დემილიტარიზაცია. უკრაინის სამოქალაქო ობიექტებზე ასობით ზუსტი დამიზნების რაკეტის გამოყენებით, აგრესორი სახელმწიფო ამცირებს საკუთარ შესაძლებლობებს სამხედრო ობიექტებზე იერიშების მიტანის მხრივ”, – აღნიშნავს რეზნიკოვი. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ომის დაწყებამდე რუსეთს ისკანდერის ტიპის 900 რაკეტა, “კალიბრის” ტიპის 500 და Х-101 და Х-555 ტიპის 444 ფრთოსანი რაკეტა ჰქონდა.

მეტი...

სამოქალაქო აქტივისტების განცხადებით, 17 ოქტომბერს კახა კალაძის გადადგომის მოთხოვნით, თბილისის მერიასთან შეიკრიბებიან

სამოქალაქო აქტივისტები თბილისის მერის გადადგომის მოთხოვნით, აქციის გამართვას აანონსებენ. აქტივისტების განცხადებით, ისინი ორშბათს, 17 ოქტომბერს, მერიასთან შეიკრიბებიან და  პროტესტს იქამდე გააგრძელებენ, ვიდრე კალაძე არ გადადგება. „კალაძემ რომ თქვა, თუ ჩემი ბრალეულობა დადგინდება მზად ვარ პასუხისმგებლობა ავიღოო. თუ რას ნიშნავს? ვერ იაზრებს, რომ მისი პასუხისმგებლობა უნდა დადგეს? დამნაშავეს ვერ ხედავს ამ პროცესებში? თუ ვერ ხედავს ჩვენ აუცილებლად დავანახებთ. კახა კალაძე აუცილებლად გადადგება. ვინც არიან მონაწილეები, ისინიც აუცილებლად დაისჯებიან. ორშაბათს შევიკრიბებით და აუცილებლად გავაგრძელებთ პროტესტს. შეიძლება, ვიღაცას სინდისი ისე ჰქონდეს დამალული, რომ ერთი დაძახებით ვერ მიხვდეს, რომ უნდა გადადგეს. სანამ ის ვერ მიხვდება ჩვენ გავაპროტესტებთ“,…

მეტი...

,,ნაწილობრივი მობილიზაციისთვის ყველა სახის ღონისძიება ორ კვირაში დასრულდება”- პუტინი

რუსეთში მიმდინარე ნაწილობრივი მობილიზაციისთვის ყველა სახის ღონისძიება ორ კვირაში დასრულდება. რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ასტანაში ვიზიტის შემდეგ განაცხადა. რუსული მედიის ცნობით, პუტინის განცხადებით, დაგეგმილი 300 000-დან 222 000 ადამიანი უკვე გაგზავნილია ქვედანაყოფში და თავდაცვის სამინისტროსგან მობილიზებულთა რაოდენობის გაზრდაზე მოთხოვნა არ ყოფილა. პუტინის თქმით, კონტაქტის ხაზი 1 100 კილომეტრზე იყო გადაჭიმული, მისი დაცვა მხოლოდ საკონტრაქტო ჯარისკაცების ძალებით შეუძლებელი იყო. აქედან გამომდინარე, საჭირო იყო ნაწილობრივი მობილიზაცია.

მეტი...

,,რუსეთი არ ისახავს მიზნად უკრაინის განადგურებას”- ვლადიმერ პუტინი

,,რუსეთი არ ისახავს მიზნად უკრაინის განადგურებას,” – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა. მისი თქმით, ახლა უკრაინაზე მასობრივი დარტყმების მიყენების საჭიროება არ არის. ამასთა, პუტინი თავს იმართლებს და აცხადებს, რომ “ჩემი ქმედებები სწორი და დროულია”. „ახლა არ არის მასობრივი დარტყმების განხორციელების საჭიროება, დღის წესრიგში სხვა ამოცანები დგას. ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით“, – აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.

მეტი...

,,არ მგონია, ქალაქის მერს სათითაოდ, თითოეული ექსპერტიზის საფუძვლიანობის შემოწმება ეკისრებოდეს”- მიხეილ სარჯველაძე

,,როცა ადამიანს საყვედურად ვეუბნებით, რომ რაღაც არ უნდა გაგეკეთებინა, მაშინ უნდა ვუთხრათ, რომ რაღაც სხვაგვარად უნდა გაეკეთებინა და მე არ მგონია, რომ ქალაქის მერს სათითაოდ, თითოეული ექსპერტიზის საფუძვლიანობის შემოწმება ეკისრებოდეს ვალდებულებად,”- ამის შესახებ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა. სარჯველაძის თქმით, დედაქალაქის მერის გადადგომის საფუძველი არ არის. ,,ერთი დღეა გასული ტრაგედიიდან და ადამიანურად ძნელია, რომ თუ ნატამალი სისხლი მაინც გაქვს ორგანიზმში, შეუძლებელია საღი პოზიციები ჩამოიყალიბო, ვიღაცები ცდილობენ ამ ცხელი ვითარების სათავისოდ გამოყენებას და ეს უზნეობაა. საღად შევაფასოთ, გაივლის დრო და შეგვეძლება ყველას რაღაცნაირად, ცივად მიუდგეთ ამ საკითხს და შევაფასოთ რამდენიმე…

მეტი...

,,საქართველო სრულად იზიარებს რუსეთის წინააღმდეგ მიმართულ მსოფლიო გზავნილებს”- ლევან იოსელიანი

,,საქართველო სრულად იზიარებს რუსეთის წინააღმდეგ მიმართულ მსოფლიო გზავნილებს” ,- ამის შესახებ საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრმა, ვიცე- სპიკერმა ლევან იოსელიანმა, სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საშემოდგომო სესიის პლენარული სხდომაზე განაცხადა. ლევან იოსელიანმა  ასამბლეის მონაწილეებს სიტყვით მიმართა. და  რუსეთის აგრესიის შესახებ  ისაუბრა. მან 2022 წლის 9 ოქტომბერს, გაეროს მიერ მიღებულ რეზოლუციაზე გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ რუსეთი ისტორიის არასწორ მხარეს დგას და  აღნიშნულ რეზოლუციას მხოლოდ ხუთმა ქვეყანამ არ დაუჭირა მხარი. ლევან იოსელიანმა ასამბლეის წევრებს შეახსენა, რომ საქართველომ უკვე განიცადა რუსეთის აგრესია და რომ საქართველოს მოსახლეობა მხარს უჭერს გაეროსა და ევროპის საბჭოს რეზოლუციებს.…

მეტი...

,,ჯო ბაიდენს უნდა ვკითხოთ, მზად არის თუ არა ჩემთან მოლაპარაკებებისთვის”- ვლადიმერ პუტინი

,,ჩვენ უნდა ვკითხოთ აშშ-ს პრეზიდენტს ჯო ბაიდენს, მზად არის თუ არა რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის G20-ის სამიტზე,” – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა. მისი თქმით, G20 სამიტზე მისი ვიზიტის საკითხი საბოლოოდ გადაწყვეტილი არ არის. „ჩვენ უნდა ვკითხოთ, მზად არის თუ არა ჩემთან ასეთი მოლაპარაკებების გასამართად. მე ვერ ვხედავ საჭიროებას, მართალი გითხრათ, ზოგადად. ჯერჯერობით არანაირი პლატფორმა არ არსებობს რაიმე მოლაპარაკებისთვის”, – განაცხადა პუტინმა.  

მეტი...

ილონ მასკი უკრაინას სატელიტურ ინტერნეტ STARLINK-ს უფასოდ აღარ მიაწვდის

ილონ მასკის კომპანია SpaceX უკრაინას სატელიტურ ინტერნეტ Starlink-ს უფასოდ აღარ მიაწვდის. მასკის კოპმანიამ პენტაგონს უკვე გაუგზავნა წერილი, რომელშიც მასკი პენტაგონს სთხოვს თავის თავზე აიღოს უკრაინაში Starlink-ის გამოყენების დაფინანსება. Starlink-ის დაფინანსება SpaceX-ის მტკიცებით 120 მილიონ დოლარზე მეტი დაჯდება წლის დანარჩენი პერიოდისთვის და შეიძლება 400 მილიონ დოლარამდე დაჯდეს მომდევნო 12 თვის განმავლობაში. Starlink-ის სატელიტური ინტერნეტ ტერმინალები უკრაინის სამხედროებისთვის კომუნიკაციის სასიცოცხლო წყარო იყო, რაც მათ საშუალებას აძლევდათ ებრძოლათ და დარჩენილიყვნენ კავშირზე მაშინაც კი, როცა მობილური ინტერნეტი და საკაბელო ქსელები ნადგურდებოდა.    

მეტი...

,,ევროპის საბჭოს ისტორიულ რეზოლუციაში ჩემი, როგორც პუტინის პირადი პატიმრის ჩართვა, სიტუაციის ზუსტი აღწერაა”- სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ევროპის საბჭოს რეზოლუციაში მის მოხსენიებას ეხმაურება. სააკაშვილის თქმით, რეზოლუციაში მისი, როგორც პუტინის პირადი პატიმრის მოხსენიება, სიტუციის ზუსტი აღწერაა. ,,ევროპის საბჭოს ისტორიულ რეზოლუციაში ჩემი, როგორც პუტინის პირადი პატიმრის ჩართვა – სიტუაციის ზუსტი აღწერაა, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ მახარებს. ეს აზიანებს საქართველოს საერთაშორისო რეპუტაციას და მიმაჩნია, რომ ამ რთულ ვითარებაში საქართველოს ვნებს მეტი შინაგანი კონფრონტაცია და პირიქით, სჭირდება კონსოლიდაცია და საერთო ენის გამონახვა”, – წერს მიხეილ სააკაშვილი. ცნობისთვის,ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ 13 ოქტომბერს მიიღორეზოლუცია, სადაც ნათქვამია, რომ:„ასამბლეა ასევე მოუწოდებს, გადაიხედოს სხვა პოლიტიკური პატიმრების საქმეები, რომლებიც პრეზიდენტ პუტინის წინააღმდეგ გამოდიან რუსეთში…

მეტი...

,,ჩემი შვილი ედუარდი ცეკვაზე 55-ე სკოლაში დადიოდა, ჩემი ალისა ძალიან ხშირად თამაშობს ვაკის პარკში, შეძრწუნებული ვარ”- სააკაშვილი

ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიას, რომელსაც 13 წლის მარიტა მეფარიშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა მიხეილ სააკაშვილი ეხმაურება და გარდაცვლილის  მშობლებს სამძიმარს უცხადებს. ,,ჩემი შვილი ედუარდი ცეკვაზე 55-ე სკოლაში დადიოდა, ჩემი ალისა ძალიან ხშირად თამაშობს ვაკის პარკში. შეძრწუნებული ვარ იმით, რაც მოხდა და რაც ნებისმიერ ჩვენგანს შეიძლება დამართნოდა. ჩემი გულწრფელი, მამობრივი სამძიმარი მშობლებს.”- აცხადებს სააკაშვილი.

მეტი...

ყირიმის ხიდი 2023 წლის 1 ივლისამდე უნდა აღდგეს – რუსეთი

რუსეთის ხელისუფლებამ განკარგულება გასცა, რომლის თანახმადაც, ყირიმის ხიდი 2023 წლის 1 ივლისამდე უნდა აღდგეს. მედიის ინფორმაციით, მთავრობის  განკარგულებას ხელი რუსეთის პრემიერ-მინისტრმა, მიხაილ მიშუსტინმა მოაწერა. შეგახსენებთ, ყირიმის ხიდზე აფეთქება 8 ოქტომბერს მოხდა. რუსული მხარის მტკიცებით,  ყირიმის ხიდზე მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით 8 პირი დააკავს, მათ შორის 5 რუსი, 3 უკრაინელი და ერთი სომხეთის მოქალაქეა. რუსული გამოძიება ამტკიცებს, რომ მომხდარში ქართველბიც მონაწილეობდნე

მეტი...

,,შადრევნის რეაბილიტაცია დასრულდა აგვისტოს ბოლოს და მას შემდეგ ჩვენი თანამშრომლები ყოველდღიურად მუშაობდნენ ჩართულ აუზში”- თბილისის მერის მოადგილე

თბილისის მერის მოადგილის ანდრია ბასილაიას განმარტებით, ვაკის პარკში მდებარე შადრევნის რეაბილიტაციის პროცესი აგვისტოში დასრულდა და მას შემდეგ სისტემის ტესტირება აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობდა. მისი თქმით, მუნიციპალიტეტი ნებისმიერი პროექტის განხორციელებისას ყოველთვის უსაფრთხოების მაღალ სტანდარტს ითხოვს. „მოგეხსენებათ, ძალიან ბევრი ობიექტი გვაქვს ქალაქში და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემები არსად გვქონია. ამ შემთხვევაშიც, გათვალისწინებული იყო კონკრეტული „რელე“, რომელსაც უნდა ემუშავა ძაბვის ცვალებადობის დროს. ახლა გამოძიების საგანია, რატომ არ იმუშავა ამ ხელსაწყომ. ამასთან, რეალურად შადრევნის რეაბილიტაცია დასრულდა აგვისტოს ბოლოს, რის შემდეგაც, როგორც მუნიციპალიტეტის, ისე კონტრაქტორი კომპანიის თანამშრომლები ყოველდღიურ რეჟიმში იყვნენ ჩართულ შადრევანში, აქტიურად აკეთებდნენ სისტემის ტესტირებას და…

მეტი...

,,შეაპარეს ცვლილება, სადაც მოხსენიებულია მიხეილ სააკაშვილი”- ირაკლი კობახიძე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაზე

,,ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციაში არის ერთი უსამართლო ჩანაწერი, მთავარია, პარტნიორებმა იციან ყველაფერი სააკაშვილის საქმის შესახებ, ”– ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა. კობახიძის თქმით, პარტნიორებმა იციან, რომ  სააკაშვილი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ არის, დანარჩენი კი პოლიტიკური სპეკულაციებია. ,,56 ხმით 600-კაციან ასამბლეაში შეაპარეს რაღაც ცვლილება, სადაც მოხსენიებულია მიხეილ სააკაშვილი. ეს არის ზოგადად სამწუხარო მოვლენა, თუმცა არაფერი გვიკვირს ჩვენ მას შემდეგ, რაც ევროპარლამენტმა 300-ზე მეტი ხმით მიიღო სრულიად უსამართლო რეზოლუცია რამდენიმე თვის წინ. არაფერი განსაკუთრებული. არის ერთი უსამართლო ჩანაწერი, რომელიც მოხვდა PACE-ს რეზოლუციაში. მთავარია, რომ პარტნიორებმა იციან ყველაფერი…

მეტი...

,,ლაზარეს გავუწიე პირველადი დახმარება, გულის მასაჟები…ორივე უმძიმეს მდგომარეობაში იყო”- მეგი ბანცაძე

,,საკმაოდ რთული სიტუაცია დამხვდა იმიტომ, რომ ორივე უმძიმეს მდგომარეობაში იყო,”- ამის შესახებ მეგი ბანცაძემ განაცხადა, რომელმაც ვაკის პარკის შადრევანში დენის დარტყმის შედეგად დაშავებულ ბავშვებს პირველადი დახმარება აღმოუჩინა. მისი თქმით, 13 წლის ლაზარეს პირველადი დახმარება სწორედ მან აღმოუჩინა. ,,ბავშვები, დაშავებულების კლასელები ტიროდნენ. გავიგე, რომ ბავშვები ბასეინში ჩავარდნენ და ცუდად არიანო. მე რომ მივედი გოგონა და ბიჭი წყლიდან უკვე ამოყვანილები იყვნენ, ორივენი იქვე ეწვინათ. საკმაოდ რთული სიტუაცია დამხვდა იმიტომ, რომ ორივე უმძიმეს მდგომარეობაში იყო. მე უშუალოდ ლაზარესთან აღმოვჩნდი ახლოს, გოგონა ჩემგან მოშორებით იყო. ლაზარეს გავუწიე პირველადი დახმარება გულის მასაჟები გავუკეთე, ჩემთან ერთად…

მეტი...

ქუთაისში კაცს დენმა დაარტყა

ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე კაცს დენმა დაარტყა. თვითმხილველების ინფორმაციით, კაცს მობილური ტელეფონი ორმოში ჩაუვარდა, მის ამოსატანად ჩასულს კი დენმა დაარტყა. ადგილზე მობილიზებული იყო  სასწრაფო დახმარება  და პოლიცია. დაშავებული კაცი კლინიკაში გადაიყვანეს. დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

მეტი...

,,ლაშა ფურცხვანიძე პასუხისმგებლობას გრძნობს, მაგრამ არ უთქვამს, რომ დამნაშავე ვარო”- ადვოკატი

,,ლაშა ფურცხვანიძისთვის ბრალის წარდგენას არ ველოდები, არ არის საკმარისი მტკიცებულებები,”- ამის შესახებ კომპანია “გრინსერვის პლუსის” დირექტორის, ლაშა ფურცხვანიძის ადვოკატმა, ტარიელ კიკნაძემ განაცხადა. მისი თქმით, ფურცხვანიძე პასუხისმგებლობას გრძნობს, თუმცა მას არ უთხვამს, რომ დამნაშავეა. ,,დასრულდეს პროცესი და ყველაფერს გეტყვით შემდეგ. მე ვარ ლაშა ფურცხვანიძის ადვოკატი. რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობას ეს კაცი გრძნობს,მაგრამ მას არ უთქვამს, რომ მე დამნაშავე ვარო”,- განაცხადა ტარიელ კიკნაძემ. ცნობისთვის, ლაშა ფურხვანიძე ,,გრინსერვის პლიუსის” დირექტორია, კომპანიის, რომელმაც ვაკის პარკის ტერიტორიაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაატარა. გუშინდელი ტრაგედიის შემდეგ, უკვე თითქმის 24 საათია ლაშა ფურცხვანიძე ვაკე-საბურთალოს პოლიციის მთავარ სამმართველოში იკითხება.

მეტი...

13 წლის ლაზარე ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან მოხსნეს

ვაკის პარკში დაშავებული 13 წლის ლაზარე ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან მოხსნეს და კონტაქტურია. ექიმ დავით ციბაძის თქმით, კრიტიკულმა 24-მა საათმა გაიარა, თუმცა კვლავ რჩება გართულებების რისკი. ,,ამ წუთისთვის ბავშვის მდგომარეობა გაუმჯობესებულია, რაც გამოხატულია იმით, რომ მოიხსნა ფილტვის ხელოვნური ვენტილაციიდან, არის სპონტანურ სუნთქვაზე, შემოდის კონტაქტში, დაეკონტაქტა თავის მშობლებს უკვე. რასაკვირველია, გარკვეული რისკები რჩება, თუმცა პირველი 24 საათის ყველაზე ცუდი რაც შეიძლება მომხდარიყო, ანოქსიული დაზიანება მეტნაკლებად დაძლეულია და ვიმედოვნებ, რომ ძალიან მალე სახლში წავა ლაზარე,”- განაცხადა ექიმმა.

მეტი...

ვაკის პარკში დაშავებული 13 წლის მოზარდი კლინიკიდან გაწერეს

ვაკის პარკში დაშავებული 13 წლის მოზარდი იაშვილის კლინიკიდან გაწერეს. ამასთან, მეორე მოზარდი აპარატიდან მოხსნეს, მისი მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. შეგახსენებთ, გუშინ ვაკის პარკის შადრევანში 3 მოზარდს დენმა დაარტყა. სკოლის მოსწავლეები შადრევანში ბურთის ამოსაღებად შევიდნენ. ერთ-ერთი მოზარდი, 13 წლის მარიტა მეფარიშვილი გარდაიცვალა.

მეტი...

„პასუხისმგებლობას მეც ვგრძნობ, ასეთი ფაქტი არ უნდა მომხდარიყო”- მინისტრი ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიაზე

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი „ნიუს ჰოსპიტალსში“ იმყოფებოდა, სადაც ვაკის პარკში დაშავებული ბავშვი მოინახულა. მინისტრის განცხადებით, გუშინ ძალიან სამწუხარო ფაქტი მოხდა, რაზეც  პასუხისმგებლობას თავადაც გრძნობს. „პასუხისმგებლობას ამაზე მეც ვგრძნობ. ასეთი ფაქტი არ უნდა მომხდარიყო. ძალიან დამძიმებული ვარ ემოციურად, შიგნით ვიყავი და ბავშვიც ვნახე. მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული ბავშვის მდგომარეობა და ვფიქრობ, ერთი საათის განმავლობაში თავად ექიმი გააკეთებს კომენტარს და იქიდან გაიგებთ ყველა სხვა დეტალს“, – განაცხადა აზარაშვილმა.

მეტი...

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ვაკის პარკში დაშავებულმა ბავშვებმა შესაძლოა, კლინიკები მალე დატოვონ

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი „ნიუს ჰოსპიტალსში“ იმყოფებოდა, სადაც ვაკის პარკში დაშავებული ბავშვი მოინახულა. მინისტრის განცხადებით დაშავებულმა ბავშვებმა შესაძლოა, კლინიკები მალე დატოვონ. „ვუსამძიმრებ პატარა ანგელოზის ოჯახს და სრულიად საქართველოს. რაც შეეხება ლაზარეს მდგომარეობას, მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია გუშინდელის შემდეგ. ძალიან დიდი იმედებით გამოვედი კლინიკიდან. დიდხანს ვისაუბრეთ ექიმთან, რეანიმატოლოგთან, ასევე ოჯახის წევრებსაც ვესაუბრე. ვფიქრობ, რომ ძალიან მალე ის დატოვებს კლინიკას. ჩვენი მხრიდან რაც არის საჭირო, ყველაფრისთვის მზად ვართ და ყველაფერს გავაკეთებთ. რაც შეეხება მესამე ბავშვს ანდრიას, ის შეიძლება, ერთი საათის განმავლობაში გაეწეროს იაშვილის კლინიკიდან და თავს კარგად გრძნობს“, – განაცხადა აზარაშვილმა.  

მეტი...

,,ფუი, შეგირცხვა ის ნამუსი, რაც არც არასდროს გაგაჩნდა!” – თეა წულუკიანი ბესო სოლომანაშვილს

მწერალ ბესო სოლომანაშვილის ფეისბუქ პოსტს,  კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი ეხმიანება და აცხადებს, რომ მინისტრი ამბობს, რომ კახა კალაძის შვილისადმი მიწერილი ასეთი სიტყვების შემდეგ სოლომანაშვილს მწერალი, ბრჭყალებში შეიძლება ეწოდოს. „იცნობდეთ: ამ პოსტის მერე – მწერალს ბრჭყალებში, და მდაბიო სვეწილას ბრჭყალების გარეშე და საბჭოურ ენაზე! რა ოხერია მაინც ეს საბჭოური მენტალიტეტი! თავისუფლებისა და ინტელექტუალიზმით აღვსილი ატიტიუდის მანტიაში რომ გამოახვევს ხოლმე მისი პატრონი შუბივით! ეს შუბიც რა მოღალატეა?! ხან სად გამოყოფს ცხვირს, ხან – სად. ფუი, შეგირცხვა ის ნამუსი, რაც არც არასდროს გაგაჩნდა!“- წერს თეა წულუკიანი სოციალურ ქსელში. ცნობისათვის, გახმაურებული პოსტი ბესო სოლომანაშვილმა დაწერა:…

მეტი...

თურქეთში მიიღეს კანონი, რომლითაც დეზინფორმაციის გამავრცელებელი 3 წლამდე პატიმრობით დაისჯება

თურქეთის მეჯლისმა მიიღო კანონი, რომელიც დეზინფორმაციის გავრცელებისთვის ჟურნალისტებისა და სოციალური მედიის მომხმარებლებისთვის 3 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. აღნიშნული კანონი პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიფ ერდოღანმა წარადგინა. არსებული  ინფორმაციით, აღნიშნულ კანონპროექტს ოპოზიციონერი დეპუტატები, ევროპული ქვეყნები, ვენეციის კომისია და მედიათავისუფლების დამცველები აკრიტიკებდნენ, რადგან მათი აზრით,  კანონი სიტყვის თავისუფლებას საფრთხეს უქმნის. კანონის 29-ე მუხლის თანახმად, თურქეთის უსაფრთხოების შესახებ ყალბი ინფორმაციის გავრცელებისთვის 1 დან 3 წლამდე წლამდე თავისუფლების აღკვეთით დაისჯება.

მეტი...

,,გული არ უნდა გაგვიტყდეს, უნდა გვახსოვდეს, რომ როდესაც უფალი გვაძლევს განსაცდელს, იგივე უფალი გვაძლევს ძალას, რომელიც გვეხმარება”- ილია მეორე

,,ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ უფალი როდესაც გავძლევს განსაცდელს, იგივე უფალი გავძლევს ძალას, ძალას, რომელიც გვეხმარება ჩვენ,” – ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში, წირვის დასრულების შემდეგ განაცხადა. „მრავალი სასწაული გვინახავს ჩვენ, მაგრამ ეს სასწაულია, რომ უფალი ჩვენთან არის, უფალი გვიძღვება წინ, უფალი არ დაგვტოვებს ჩვენ, უფალი აგვავსებს სიყვარულითა, არასოდეს შეგვეშინდეს, არ უნდა გაგვიტყდეს გული. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ უფალი როდესაც გვაძლევს განსაცდელს, იგივე უფალი გვაძლევს ძალას, რომელიც გვეხმარება ჩვენ. გულითადად მივესალმები ჩვენს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, რომლებიც დღეს აქ ესწრებიან. ღმერთი იყოს თქვენი მფარველი, ღმერთმა გაგაძლიეროთ. ჩვენთან არს ღმერთი“,…

მეტი...

,,ენჯეოშნიკები“ ჩემი მტრები არიან”- იაგო ხვიჩია

„ენჯეოშნიკები“ ჩემი მტრები არიან, – ამის შესახებ „გირჩის“ დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა. ხვიჩია 9-კაციანი ჯგუფის მიერ ომბუდსმენობის კანდიდატების შეფასების საკითხს გამოეხმაურა. მისი თქმით, არასამთავრობო სექტორის მხრიდან მხარდაჭერას არ ელოდა. „ზოგადად, მგონი, ყველასთვის გასაგები იყო, რომ „ენჯეოშნიკები“ მე ქულას არ დამიწერდნენ, ასეც მოხდა. მგონია, რომ მთავარი შეცდომა, რაც ამ ადამიანების შერჩევის დროს დავუშვით, ის არის, რომ ესენი უხელფასოდ ვამუშავეთ. რომ ნახოთ შეფასების კრიტერიუმები, მიხვდებით, რა უხარისხოდ არის ნამუშევარი, რადგან ანაზღაურების გარეშე ვამუშავეთ. „ენჯეოშნიკები“ ხომ იცით, რომ ჩემი მტრები არიან, შესაბამისად, მე მათგან მეგობრობას არ ველოდები. ცხადი იყო, რომ ერთმანეთს დაუჭერდნენ მხარს…

მეტი...

,,ვიბრუნებთ, რაც ჩვენია – ვერავინ და ვერაფერი შეგვაჩერებს“- ვალერი ზალუჟნი

,,ვიბრუნებთ, რაც ჩვენია – ვერავინ და ვერაფერი შეგვაჩერებს“,- – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ვალერი ზალუჟნიმ განაცხადა. მისი თქმით, ბრძოლის ველი რთულია, მაგრამ კონტროლირებადი, რადგან უკრაინული ძალები აგრძელებენ კონტრშეტევას. „სასტიკი ბრძოლების დროს, რუსული ჭურვების ფოლადის წვიმის ქვეშ, ჩვენი მიწის ყოველ მტკაველს ვიცავდით. შევაჩერეთ მტრის შემოტევა და დავასამარეთ მითი რუსული არმიის უძლეველობის შესახებ. ახლა კი ვიბრუნებთ, რაც ჩვენია – ვერავინ და ვერაფერი შეგვაჩერებს“, – აღნიშნავს ზალუჟნი.

მეტი...

,,დიდი იმედი გვაქვს ჩვენი ეკლესიის, ჩვენი პატრიარქის, ჩვენ ყველანი უნდა გავერთიანდეთ ეკლესიის გარშემო”- ირაკლი ღარიბაშვილი

,,ჩვენთვის, ყველასთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი პატრიარქის, ჩვენი ბრძენი წინამძღოლის რჩევებს, მის დარიგებებს. დიდი იმედი გვაქვს ჩვენი ეკლესიის, ჩვენი პატრიარქის, ჩვენ ყველანი უნდა გავერთიანდეთ ეკლესიის გარშემო, ისე როგორც მოვედით დღევანდელობამდე ერთიანად, ერთ მუშტად შეკრული, ასე უნდა გავაგრძელოთ წინსვლა,” – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სვეტიცხოველში განაცხადა, სადაც სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით წირვას დაესწრო. მთავრობის მეთაურის თქმით, დღეს დიდი გამოწვევების წინაშე დგას მსოფლიო და საქართველო მშვიდად გადის ამ განსაცდელს. „დღეს რთული დრო არის მთელ მსოფლიოში. არა მხოლოდ ჩვენს რეგიონში, არამედ მთელ მსოფლიოში. ძალიან დიდი გამოწვევების წინაშე დგას მსოფლიო, სამყარო, მაგრამ მადლობა უფალს,…

მეტი...

დენის დარტყმის შედეგად დაშავებული 13 წლის ბიჭი კონტაქტური გახდა

ვაკის პარკში, დენის დარტყმის შედეგად დაშავებული 13 წლის ბიჭის მდგომარეობა გაუმჯობესდა, მოზარდი  კონტაქტური გახდა. არსებული ინფორმაციით, რამდენიმე წუთის წინ ლაზარემ ბუნებრივად გამოიღვიძა, ტვინის ფუნქციონირება აღდგა და დაფიქსირდა პირველი რეფლექსებიც, მან  ხელ-ფეხი გაამოძრავა. 13 წლის სკოლის მოსწავლე ამ დრომდე რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე რჩება. ცნობისთვის, გუშინ ვაკის პარკის შადრევანში 3 მოზარდს დენმა დაარტყა. სკოლის მოსწავლეები შადრევანში ბურთის ამოსაღებად შევიდნენ. ერთ-ერთი მოზარდი გარდაიცვალა, ორი კი ამ დრომდე კლინიკაში იმყოფებიან.

მეტი...

,,სამწუხაროდ, დიდი უბედურება დატრიალდა”- ირაკლი ღარიბაშვილი

,,მინდა კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო გარდაცვლილი ახალგაზრდა მარიტას ოჯახს, მის ახლობლებს, მის მეგობრებს, ჩვენს საზოგადოებას ეს დატრიალებული უბედურება,” – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სვეტიცხოველში განაცხადა, სადაც სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით წირვას დაესწრო. „გუშინ სამწუხაროდ, დიდი უბედურება დატრიალდა. დღეს ჩვენ არ გვაქვს საზეიმო განწყობა. მე მინდა, კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო გარდაცვლილი ახალგაზრდა მარიტას ოჯახს, მის ახლობლებს, მის მეგობრებს, ჩვენს საზოგადოებას ეს დატრიალებული უბედურება. ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული და გაანათლოს“, – განაცხადა პრემიერმა.

მეტი...