„ეს ყველაფერი კრემლის მაქინაციებია. აბა, შეხედეთ საკუთარ თავს“ – პუტინი ისევ იმუქრება

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი აცხადებს, რომ რუსეთი საკუთარ არსებობას იცავს და დარწმუნებულია, რომ საღი აზრი იზეიმებს. „რუსეთი არ აპირებს გახდეს ახალი ჰეგემონი. უბრალოდ, იცავს საკუთარი არსებობისა და თავისუფალი განვითარების უფლებას. რუსეთი არ უპირისპირდება დასავლეთის ელიტას. არ ვაპირებთ გავხდეთ რაიმე ახალი ჰეგემონი. ყოველთვის მჯეროდა და მჯერა  საღი აზრის ძალის. დარწმუნებული ვარ, რომ ადრე თუ გვიან, მულტიპოლარული მსოფლიო წესრიგის ახალ ცენტრებსაც და დასავლეთსაც მოუწევთ თანაბარი საუბრის დაწყება ჩვენთვის საერთო მომავალზე. რაც უფრო ადრე, მით უკეთესი, რა თქმა უნდა“, – ასეთია პუტინის მორიგი გზავნილი. მისი შეფასებით, დღევანდელი რეალობით, ალტერნატიული ზარი დივერსიად აღიქმება. „ნებისმიერი ალტერნატიული თვალსაზრისი…

მეტი...

„უკრაინის სუვერენიტეტის ერთადერთი გარანტორი შეიძლება იყოს რუსეთი“ – ვლადიმერ პუტინი

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ისევ უკრაინის მიწებზე საუბრობს და აცხადებს, რომ ის, ერთ დროს რუსეთს ეკუთვნოდა. პუტინი სტალინს ახსენებს და ამბობს, რომ სწორედ მისი დამსახურებაა, რომ უკრაინას დღეს ტერიტორიები აქვს. „სტალინმა აიღო და გადასცა უკრაინას რიგი პოლონური, უნგრული და რიგი რუმინული ტერიტორიები ამ ქვეყნებიდან მათი ტერიტორიების წაღების შემდეგ. პოლონელებს, რომლებიც არ მონაწილეობდნენ ჰიტლერის კოალიციაში, აღმოსავლეთ გერმანული მიწის ნაწილი. ეს ისტორიული ფაქტია და ამგვარად შეიქმნა დღევანდელი უკრაინა. ღიად ვამბობ, რომ უკრაინის სახელმწიფოებრიობის და სუვერენიტეტის ერთადერთი, ნამდვილი და სერიოზული გარანტორი შეიძლება იყოს მხოლოდ რუსეთი, რომელმაც შექმნა დღევანდელი უკრაინა“, – აცხადებს ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტი.…

მეტი...

„ყველაფერს ვერ გაგიმხელთ, ეს თავდასხმაა“ – პრეზიდენტი ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი საინფორმაციო შეტევის ნაწილს უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას რომ რუსი სამხედროები ხერსონიდან გარბიან. როგორც ზელენსკი აცხადებს,  რუსეთის სამხედრო ძალები ხერსონიდან არ მიდიან და მათი „მზადება გასვლისთვის“, საინფორმაციო ოპერაციაა. „ვერ ვხედავ, რომ ისინი ხერსონიდან გარბიან. ეს საინფორმაციო შეტევაა. ყველაფერს ვერ გაგიმხელთ. ეს თავდასხმაა, რომ ჩვენ იქ მივიდეთ და მოვხსნათ ხალხი სხვა სახიფათო მიმართულებებიდან. ეს ყველაფერი იყო საინფორმაციო ოპერაცია. ისინი არ არიან მზად ხერსონის დასატოვებლად. ისინი ადგილზე არიან. ჩვენ ამას ვხედავთ“ – აცხადებს პრეზიდენტი ზელენსკი. ვოლოდიმირ ზელენსკის განმარტებით, რუსეთი შეჩერებას არ აპირებს და მხოლოდ ერთი გეგმა აქვთ. „უკრაინა ხერსონის გათავისუფლებას აუცილებლად შეძლებს.…

მეტი...

„გამგები გაიგებს… ჩემი მიმართვის ადრესატები ამერიკელი პარტნიორები არიან“ – ლევან მურუსიძე

ამერიკაში, მოსამართლეების გაცვლით პროგრამებში მონაწილეობასთან დაკავშირებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრ ლევან მურუსიძეს დღეს განმარტებების გაკეთება მოუწია. როგორც მურუსიძე აცხადებს, მისი განცხადების ადრესატები მოსამართლეები არ ყოფილან. „გამგები გაიგებს. ჩემი მომართვის ადრესატები არ ყოფილა არც არასამთავრობოები და არც მოსამართლეები. შესაბამისად, დარწმუნებული ვარ, რომ  ბევრი ლაპარაკის გარეშე, ვისაც მივმართე მათთვის ყველაფერი გასაგებია. ვის მივმართე და მივმართე ჩვენს ამერიკელ პარტნიორებს და ზუსტად, დარწმუნებული ვარ, ისინი ზუსტად გაიგებდნენ ჩემი მიმართვის შინაარსს. რაც შეეხება იმას, რომ ჩემი კოლეგები დღეს შეფასებებს აკეთებდნენ, მე მიმაჩნია, რომ მათი ადრესატი დღეს მე არ ვარ. შესაბამისად, ჩემი მიზანი არ ყოფილა, ვინ…

მეტი...

შიშველ ფოტოებს უღებდნენ, ავრცელებდნენ და აშანტაჟებდნენ

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და პირადი ხასიათის მიმოწერის უკანონოდ მოპოვების ფაქტზე ხუთი პირი დააკავა. ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულები სხვადასხვა დროს მათთან ურთიერთობაში მყოფი დაზარალებული პირების შიშველი სხეულის ამსახველ ფოტოებს, ვიდეოებს, ინტიმური და პირადი ხასიათის მიმოწერებს ინახავდნენ, სოციალურ ქსელში ათავსებდნენ, მობილური ტელეფონის მეშვეობით დაზარალებულის ნათესავებსა და ახლობლებს უგზავნიდნენ, ცალკეულ შემთხვევებში კი აღნიშნულ ვიდეო და ფოტო მასალას დაზარალებულებთან ურთიერთობის გაგრძელებისათვის შანტაჟის იარაღად იყენებდნენ. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე საქართველოს პროკურატურამ დაკავებულებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლით, 159-ე მუხლის პირველი…

მეტი...

აფხაზური ენა იუნესკომ გაქრობის საფრთხის წინაშე მყოფი ენების ნუსხაში შეიტანა – ჯემალ გამახარიას განცხადება  

“ამ დღეს, სრულიად საქართველო, აფხაზეთის ჩათვლით, აფხაზური ენის დღეს აღნიშნავს. სამწუხაროდ, „დამოუკიდებელ“, სინამდვილეში კი რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში, როგორც მოსალოდნელიც იყო, აფხაზური ენა არა თუ არ ვითარდება, პირიქით, სულ უფრო და უფრო კნინდება“ – აცხადებს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია აფხაზური ენის დღესთან დაკავშირებით. მისი შეფასებით, იუნესკომ აფხაზური ენა უკვე შეიტანა გაქრობის ნუსხაში. „არც თუ ისე შორეულ მომავალში, შესაძლოა, საერთოდაც გაქრეს. იუნესკო-მ ის უკვე შეიტანა გაქრობის საფრთხის წინაშე მყოფი ენების სიაში. ნათქვამია, „რა ენა წახდეს, ერიც დაეცეს“ (გრ. ორბელიანი) – აფხაზი ეთნოსიც დენაციონალიზაციის, საკუთარი იდენტობის დაკარგვის რეალური საფრთხის…

მეტი...

„პრემიერი ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა ქაჯთან“ – რომან გოცირიძე

საქართველოს პარლამენტის წევრი რომან გოცირიძე  უნგრეთის პრეზიდენტს ქაჯს უწოდებს და აცხადებს, რომ სწორედ ამ ქაჯს ესტუმრა საქართველოს პრეზიდენტი. „პრემიერი  ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა ორბანთან, ქაჯთან. არაპოლიტიკური ენით რომ ვთქვა, ის არის ქაჯი, რომელიც აფერხებს განვითარებას თავისი პოლიტიკით. ქაჯია თავისი ულტრამემარჯვენე პოლიტიკით, ნაციონალისტური პოლიტიკით, უკრაინისადმი არასწორი პოლიტიკით. ყველანაირ სანქციებს ხელს უშლის, რადგანაც ყველას ვეტო დაადო.  ვინ ეკითხება ორბანს ევროკავშირი დაადებს თუ არა ვეტოს სატანას, რუსეთის პატრიარქს. პატრიარქის სანქცია მხოლოდ ერთადერთმა ქვეყანამ დაბლოკა – ორბანმა. ის ამბობს, რომ უკრაინაში პროცესები უნდა დამთავრდეს მშვიდობით. ყველა ამბობს, რომ უკრაინას სჭირდება იარაღი და უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს…

მეტი...

,,მინდა გამოვყო მტრული გარემო და პარლამენტარისთვის შეუფერებელი მეტყველების სტანდარტი”- მარიკა არევაძე ომბუდსმენობის კანდიდატებთან გასაუბრებაზე

სახალხო დამცველობის კანდიდატი მარიკა არევაძე პარლამენტში სახალხო დამცველობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესს ეხმაურება და განცხადებას ავრცელებს. მისი თქმით, „ქართული ოცნების“ დეპუტატების მხრიდან არ ხდებოდა კანდიდატების ხედვებით დაინტერესება და ხდებოდა კანდიდატების აზრის გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში შეჭრა. „მინდა გამოვეხმაურო სახალხო დამცველობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესს და ამ პროცესის პირველ დღეს. მიმაჩნია, რომ სახალხო დამცველის კანდიდატის მიმართ მთავარი კითხვები მიმართული უნდა ყოფილიყო ხედვებზე, ინსტიტუციის წინაშე არსებულ გამოწვევებზე და მათი დაძლევის გზებზე. სამწუხაროდ, ფრაქცია „ქართული ოცნების“ დეპუტატების მხრიდან არ ხდებოდა კანდიდატების ხედვებით დაინტერესება და ხდებოდა კანდიდატების აზრის გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში შეჭრა. აღნიშნული კი ტოვებს განცდას, რომ…

მეტი...

რუსეთის დუმამ მიიღო კანონპროექტი, რომელიც “ლგბტ პროპაგანდას” კრძალავს

რუსეთის სახელმწიფო დუმამ პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომელიც “ლგბტ პროპაგანდას” კრძალავს. ინიციატივების თანაავტორი იყო 390 დეპუტატი, მათ შორის ფრაქციის ყველა ლიდერი და ვიცე-სპიკერი. კანონის მიხედვით იკრძალება ლგბტ თემის გაშუქება და სექსუალურ უმცირესობებთან დაკავშირებული ინფრმაციის გავრცელება. ცვლილებები შეეხება: ინტერნეტს, მედიას, წიგნებს, აუდიოვიზუალურ სერვისებს, კინოსა და რეკლამას. “ლგბტ პროპაგანდისთვის” ჯარიმები და იურიდიული პირებისთვის საქმიანობის შეჩერებაც განისაზღვრა.

მეტი...

,,ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან”- ირაკლი ღარიბაშვილი

,,ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან,” – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს. მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო საქართველოსა და უნგრეთს შორის არსებული  ორმხრივი თანამშრომლობის დინამიკასა და კავშირების გაღრმავების აუცილებლობას. „შეხვედრაზე ყურადღება გავამახვილეთ  საქართველოსა და უნგრეთს შორის არსებული  ორმხრივი თანამშრომლობის დინამიკაზე და ჩვენი კავშირების  შემდგომი გაღრმავების აუცილებლობაზე მრავალი მიმართულებით. მადლობას ვუხდი უნგრეთს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მტკიცე მხარდაჭერისთვის,“- აღნიშნულია „ტვიტში“.

მეტი...

,,უკრაინა ესპანეთისგან სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს მიიღებს”- ოლექსი რეზნიკოვი

უკრაინის თავდაცვის მინისტრის, ოლექსი რეზნიკოვის განცხადებით, უკრაინა ესპანეთისგან სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს მიიღებს. მისივე თქმით, ესპანელ კოლეგასთან მარგარიტა რობლესთან ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების საკითხი განიხილა. „პროდუქტიული საუბარი მქონდა ესპანეთის თავდაცვის მინისტრ მარგარიტა რობლესთან. გმადლობთ მხარდაჭერისთვის და იმისთვის, რომ იყავით პირველი, ვინც შემოგთავაზეთ Hawk-ის სისტემები, რათა ჩვენი ცა უფრო უსაფრთხო გაგეხადათ. ჩვენ ველოდებით სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს, რომელსაც მალე მივიღებთ“, – განაცხადა რეზნიკოვმა.

მეტი...

,,ნაცემია, თვალი ამოვარდნილი აქვს, ორი მცირეწლოვანი ბავშვი ჰყავს”- კახეთში მომხდარი მკვლელობის დეტალები

მკვლელობა კახეთში – ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ძმამ და მოკლა. გარდაცვლილი სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოში მცხოვრები 34 წლის მერი ალადაშვილია. ადგილობრივების ინფორმაციით, ძმებს  მანქანაში შელაპარაკება მოუვიდათ. დაპირისპირებულების გაშველება კი მათთან ერთად მყოფმა დამ სცადა, რა დროსაც მან სხეულის მძიმე დაზიანება მიიღო. შედეგად ქალი ადგილზე დაიღუპა. ,,ძმებმა სცემესო, ნაცემია, თვალი ამოვარდნილი აქვს. ორი მცირეწლოვანი ბავშვი ჰყავს“ – ამბობს ადგილობრივი. ცნობისთვის, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა მამაკაცმა სიღნაღში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, თავის დას – 1988 წელს დაბადებულ მ.ა.-ს ფიზიკური დაზიანება მიაყენა, რის შედეგადაც ქალი ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა დანაშაულში ბრალდებული ზ.ა. ცხელ კვალზე დააკავეს.

მეტი...

ხარკოვში კიდევ ერთი მასობრივი სამარხი აღმოაჩინეს

ხარკოვის რეგიონში, ბორივის რაიონში კიდევ ერთი მასობრივი სამარხი აღმოაჩინეს. უკრაინის ეროვნული პოლიციის ინფორმაციით, სამარხში სულ მცირე 17 ადამიანის ცხედარი იპოვეს. ,,წინასწარი მონაცემებით, საფლავში სულ მცირე 17 ადამიანია დაკრძალული – მშვიდობიანი მოქალაქეები და შეიარაღებული ძალების ჯარისკაცები. გამომძიებლებმა სამი სამხედრო მოსამსახურის ცხედარი პირველ დღეს ამოიღეს”, – განაცხადეს პოლიციაში სამარხიდან ამოღებულ ყველა ცხედარს სასამართლო ექსპერტიზაზე გადაასვენებენ, სადაც გარგდაცვალების მიზეზები და მათი ვინაობა დადგინდება.

მეტი...

,,მკვეთრი სიგნალი და გზავნილი ოლიგარქებისთვის, მათ შორის, ივანიშვილისთვის” – დეკანოიძე მოლდოველი ოლიგარქების დასანქცირებაზე

,,ამ ახალი სანქციების გამოქვეყნება, რომელშიც ინდივიდუალურად, პოროვნებები არიან შესულები, ნიშნავს, რომ მსოფლიო გადასულია ყველა იმ ინდივიდის დასჯაზე, ვინც ჩართულია ადამიანი უფლებების წინააღმდეგ მოქმედებაში”,- ასე ეხმიანება „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ხატია დეკანოიძე აშშ-ის მიერ, მოლდოველი ოლიგარქების, ვლადიმირ პლახატნიუკსა და ილან შორის სანქცირებას. მისი თქმით, სანქცირებული პლახატნიუკი იყო მოლდოვის ისეთივე არაფორმალური მმართველი, როგორც არის ივანიშვილი საქართველოსთვის. ,,ეს გზავნილია ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც ხელს უშლის დემოკრატიის განვითარებას ქვეყანაში, პირველ რიგში – ივანიშვილი და მისი დამქაშები და ასევე, ადამიანები, ვინც ხელს უშლიან რეგიონის უსაფრთხოებას და დასავლეთის გაძლიერებას რეგიონში. ბიძინა ივანიშვილი არ არის საფრთხე მხოლოდ…

მეტი...

,,ყველაფერს ვაკეთებთ ჩვენი ხალხისა და უკრაინის დამოუკიდებლობის დასაცავად”- ვოლოდიმირ ზელენსკი

,,ჩვენ თავს ვიცავთ მათგან, ვისაც ჩვენზე მეტი რაკეტა და ხალხი ჰყავს, მაგრამ სრულიად მოკლებულია წესიერებას,”- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელ ”ფეისბუქში” წერს. ,,ჩვენ თავს ვიცავთ მათგან, ვისაც ჩვენზე მეტი რაკეტა და ხალხი ჰყავს, მაგრამ სრულიად მოკლებულია წესიერებას. ეს არის საზიზღარი ომი რუსეთის მხრიდან. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ჩვენი ხალხისა და უკრაინის დამოუკიდებლობის დასაცავად. ეს ჩვენი წმინდა მოვალეობაა. მოვალეობა ჩვენი ხალხის ყველა თაობის წინაშე, ვინც იცხოვრა და ვინც იცხოვრებს ჩვენს მიწაზე,”-  წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.

მეტი...

ძლიერი წვიმის შედეგად, ბათუმის რამდენიმე ქუჩა დაიტბორა

ბათუმში ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა. წვიმის შედეგად, ხიმშიაშვილის, კობალაძისა და ე.წ ჭაობის დასახლებაში ქუჩები დაიტბორა. არსებული ინფორმაციით, სანიაღვრე არხების გაჭედვის გამო, ქალაქის რამდენიმე ქუჩა პარალიზებულია.  

მეტი...

გველი ხიდისთავის საბავშვო ბაღში – შენობაში შეპარული ქვეწარმავალი ვერ იპოვეს

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავის საბავშვო ბაღში  სასწავლო პროცესის დროს გველი  შეიპარა.  ქვეწარმავალი თანამშრომელმა შენიშნა. ბაღში სასწავლო პროცესი სამი დღის განმავლობაში შეჩერებული იყო. ჩატარდა შენობის დეზინფექცია, თუმცა ქვეწარმავალი ვერ იპოვეს. ამ დროისთვის ხიდისთავის საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი აღდგენილია.

მეტი...

,,სახელები და გვარები რომ შეცვალოთ, ზუსტად იგივე ტექსტით შეიძლება ბიძინა ივანიშვილის დასანქცირება”- გიორგი ვაშაძე

,,სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარემ, გიორგი ვაშაძე  აშშ-ის მიერ, მოლდოველი ოლიგარქების, ვლადიმირ პლახატნიუკსა და ილან შორის სანქცირებას. ვაშაძის თქმით, ზუსტად იგივე ტექსტით შეიძლება ბიძინა ივანიშვილის დასანქცირება. ,,ვერ იქნება ვერც ერთი გამონაკლისი. ეს უნდა იცოდეს ივანიშვილმა და უნდა იცოდეს ყველამ, რომ ვინც რუსეთთან თანამშრომლობს, დასავლეთს ემტერება, მტრად აცხადებს ევროპას და ამერიკას, მოყვარედ კი, რუსეთს, მოუწევს სანქცირებულთა სიაში მოხვედრა. სახელები და გვარები რომ შეცვალოთ, ნახავთ, რომ ზუსტად იგივე ტექსტით შეიძლება ბიძინა ივანიშვილის დასანქცირება. რაც წერია პლახატნიუკზე ერთი -ერთშია, განსხვავება ამ ორს (ივანიშვილსა და პლახატნიუკს) შორის არ არის. ამიტომ ყველას მიაკითხავს სანქციები, მტრების იდენტიფიცირება ხდება, პლახატნიუკი ამერიკამ…

მეტი...

ირაკლი ხახუბიას ცხედარს ექსპერტიზა უტარდება – უცნობია ვის ეკუთვნის იარაღი, რომელიც დეპუტატის სახლში იპოვეს

,,ქართული ოცნების” გარდაცვლილი დეპუტატის, ირაკლი ხახუბიას ცხედარს სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ექსპერტიზა უტარდება. ამ ეტაპისთვის უცნობია ვის ეკუთვნის იარაღი, რომელიც დეპუტატის სახლში აღმოაჩინეს და რომლიდანაც გასროლა განხორციელდა. როგორც საქართველოს პარლამენტის წევრის ქონებრივი დეკლარაციაში არ არის მითითებული, რომ დეპუტატი იარაღს ფლობდა. ცნობისთვის, დეპუტატი  საკუთარ სახლში გარდაცვლილი დილით, ოჯახის წევრებმა იპოვეს. არსებული ინფორმაციით, დეპუტატმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

მეტი...

,,ქართველი ორჯონიკიძეები – არანაირი იდეოლოგია და ხედვა არ აქვთ, რაც ქვეყნის ინტერესებთან არის დაკავშირებული”- ქადაგიშვილი ოპოზიციაზე

,,საქართველო თავის გზით მიდის, მაგრამ სამწუხაროდ, არიან ქართველი ორჯონიკიძეები, რომლებიც ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ ამ გზაზე სიარულს ხელი შეუშალონ“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განცახადა. მისივე თქმით, გიორგი ვაშაძეს, ელენე ხოშტარიასა და ზურაბ ჯაფარიძეს არანაირი იდეოლოგიური ხედვა არ გააჩნიათ. „ეს არის მათი იდეოლოგია, სხვა არანაირი იდეოლოგია და ხედვა არ აქვთ, რაც ქვეყნის ინტერესებთან არის დაკავშირებული. მათი არც გაერთიანებით და არც გაუერთიანობით საქართველოს სიკეთე არ ექნება. მთელი უბედურება ის არის, რომ ოპოზიციის დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ ნებისმიერ ფასად აუცილებელია, რაც შეიძლება სწრაფად ხელისუფლების, მათ შორის არაკონსტიტუციური…

მეტი...

ძალადობა საარჩევნო უბანზე – პროკურატურამ ორი პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო

საქართველოს პროკურატურამ 2020 წლის 31 ოქტომბერს, თბილისში საარჩევნო უბანზე ძალადობის ფაქტზე ორი პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 31 ოქტომბერს, საქართველოს პარლამენტის წევრთა არჩევნების მიმდინარეობისას, თბილისში, მირიან მეფის ქ.№16ა-ში განთავსებულ №90 კენჭისყრის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელმა ზ.კ.-მ და კ.ხ-მ ერთმანეთის მიმართ ძალადობა განახორციელეს. კ.ხ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 162 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (არჩევნების დანიშვნის დღიდან არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებამდე კენჭისყრის შენობაში სხვაგვარი ძალადობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ჯარიმას ან/და ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ზ.კ.-ს მიმართ…

მეტი...

,,ვაშაძე და ჯაფარიძე ახლა უკვე ქვეყნის გარეთ დადიან და სახელმწიფოს საწინააღმდეგო კამპანიას ეწევია”- ანრი ოხანაშვილი

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის განცხადებით, გიორგი ვაშაძე და ზურაბ ჯაფარიძე ახლა უკვე საქართველოს ფარგლებს გარეთ დადიან და ქვეყნის საწინააღმდეგო აგიტაციას, კამპანიას ეწევიან. მისივე თქმით, სამარცხვინო საქციელი და  ქვეყნისა და საზოგადოების წინააღმდეგ საბოტაჟია. „ესენი არიან ადამიანები, რომლებიც საკუთარ ქვეყანასა და ხალხს ბრალს სდებენ, თითქოს ჩვენ ევროპისაკენ არ მივისწრაფვით. ეს ადამიანები ჩვენი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო პროპაგანდისტები არიან და მათ ქვეყნის შიგნით არავითარი ლეგიტიმაცია არ აქვთ. მათ საზოგადოებასთან მისვლისა და მათგან მხარდაჭერის მიღების რესურსი არ აქვთ. ახლა უკვე ქვეყნის ფარგლებს გარეთ დადიან, სადაც ქვეყნის საწინააღმდეგო აგიტაციასა და კამპანიას ეწევიან, რაც…

მეტი...

,,გვინდა, რომ საქართველოს და რუმინეთის გავლით მივიღოთ ელექტროენერგია რითაც ძალიან ბევრ ბუნებრივ აირს დავზოგავთ”- ვიქტორ ორბანი

,,ჩვენ გვინდა, რომ საქართველოს და რუმინეთის გავლით მივიღოთ ელექტროენერგია რითაც ძალიან ბევრ ბუნებრივ აირს დავზოგავთ, რომელსაც ამჟამად ელექტროენერგიის გამომუშავებისთვის ვიყენებთ- ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა საქართველოს პრემიერ- მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ვიქტორ ორბანის თქმით, თუ უნგრეთს ელექტროენერგია მომავალში პირდაპირ მიეწოდება, ბუნებრივი აირის შეძენა აღარ მოუწევთ. ,,შეხვედრებზე ასევე შევეხეთ ენერგეტიკულ საკითხს. მინდა ვაცნობო უნგრეთის საზოგადოებას, რომ მსხვილი ენერგეტიკული ინიციატივები მუშავდება და ეს ჩვენთვის არის საინტერესო. ჩვენ გვინდა ახალი, დიდი ელექტროენერგიის გადამცემი ხაზები გვქონდეს და აზერბაიჯანიდან, საქართველოს და რუმინეთის გავლით მივიღოთ ენერგია და აი, ამ ინიციატივით ჩვენ დავზოგავთ…

მეტი...

,,საქართველო მტკიცედ მიჰყვება ევროპულ არჩევანს, ჩვენი ეკონომიკა ვითარდება, გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა”- ირაკლი ღარიბაშვილი

,,საქართველო მტკიცედ მიჰყვება თავის გზას, თავის ევროპულ არჩევანს. ჩვენი ეკონომიკა ვითარდება. გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. ჩვენ მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენი ქვეყანა რაც შეიძლება მალე დაუახლოვდეს კიდევ უფრო მეტად ევროპას და ევროპულ სტრუქტურებს,” – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის თმით, მიმდინარეობს მუშაობა 12 რეკომენდაციაზე და მაქსიმუმი კეთდება იმისთვის, რომ საქართველომ სტატუსი რაც შეიძლება მალე მიიღოს. „ჩვენ ახლა ვმუშაობთ იმ 12 რეკომენდაციაზე, რომელიც იქნა განსაზღვრული ევროპული საბჭოს და ევროკომისიის მიერ. ამაზე აქტიურად მიდის მუშაობა. ჩვენ კარი გავუღეთ ყველა აქტორს, იქნებოდა ეს…

მეტი...

,,ომი უკრაინაში არის აბსოლუტურად მიუღებელი, ჩვენი სურვილია, რომ რაც შეიძლება მალე დასრულდეს ეს ომი”- ირაკლი ღარიბაშვილი

,,ომი უკრაინაში რა თქმა უნდა, არის აბსოლუტურად მიუღებელი. ჩვენ ყველა პლატფორმაზე მხარს ვუჭერთ უკრაინას. ჩვენი სურვილია, რომ რაც შეიძლება მალე დასრულდეს ეს ომი და ჩვენი ამოცანა და სურვილი არ უნდა იყოს ამ ომის გახანგრძლივება, არამედ, ჩვენი საერთო ამოცანა უნდა იყოს, რომ მოხდეს ამ მომაკვდინებელი ომის შეჩერება, რაც შეიძლება მალე,” -ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის თმით, უკრაინის ომი აისახება ბევრ სფეროზე და  ამას სჭირდება შესაბამისი, ადეკვატური გამკლავება. „ომი უკრაინაში რა თქმა უნდა, არის აბსოლუტურად მიუღებელი. ჩვენ ყველა პლატფორმაზე მხარს ვუჭერთ უკრაინას.…

მეტი...

აშშ ევროპაში განახლებული ბირთვული იარაღის განთავსების პროცესს აჩქარებს – ,,პოლიტიკო”

აშშ-მა ევროპაში ნატო-ს სამხედრო ბაზებზე განახლებული ბირთვული ავიაბომბების განთავსების პროცესი დააჩქარა. ამის შესახებ ინფორმაციას „პოლიტიკო“ აშშ-ის დიპლომატიურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. განახლებული „ბი61-12“ გრავიტაციული ავიაბომბის განთავსება თავდაპირველად მომავალი წლის გაზაფხულზე იყო დაგეგმილი, ახლა კი მიმდინარე წლის დეკემბერში იგეგემება. პოლიტიკოს ცნობით, გადაწყვეტილება მიზნად ისახავს ძველი შეიარაღების განახლებას აშშ-სა და მოკავშირეების ბომბდამშენებისა და გამანადგურებლების პოტენციური გამოყენების მიზნით. „ეს ხდება იმ დაძაბულობის ფონზე, როდესაც რუსეთი უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოყენებით იმუქრება. აშშ-ის პროგრამა მიზნად ისახავს შეცვალოს რამდენიმე ადრინდელი ვერსია, მათ შორის 100-მდე ბომბი, რომლებიც ინახება გერმანიის, იტალიის, ბელგიის, ნიდერლანდების და თურქეთის საჰაერო ბაზებზე“, – წერს „პოლიტიკო“. პენტაგონის სპიკერმა…

მეტი...

,,გადაწყვეტილება დისკრიმინაციული იყო, როდესაც კანდიდატის სტატუსი მიენიჭა მოლდოვას და უკრაინას და არა საქართველოს”- ვიქტორ ორბანი

,ძალიან ცუდი გადაწყვეტილება იქნა გამოცხადებული ბრიუსელში, ეს გადაწყვეტილება დისკრიმინაციული იყო, როდესაც კანდიდატის სტატუსი მიენიჭა მოლდოვას და უკრაინას და არა საქართველოს,  ეს ვერ იქნება გამართლებული ვერც მორალურად და ეს არის საზიანო გადაწყვეტილება,”- ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ვიქტორ ორბანის თქმით, საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს იმიტომ, რომ ბოლო წლებში ძალიან ბევრს მუშაობს და უნგრეთი მის მხარდაჭერას გააგრძელებს. „კიდევ ერთი საკითხი , რომელსაც შევეხეთ, ეხება ევროკავშირის მიმართ საქართველოს სულისკვეთებას და მისი წევრობის სურვილს. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ძალიან ცუდი გადაწყვეტილება იქნა გამოცხადებული ბრიუსელში. ეს გადაწყვეტილება…

მეტი...

,,დიდი სურვილი გვაქვს, რომ უკრაინულ-რუსული ომი დასრულდეს მალე, საქართველოს მოსაზრებაც იგივეა”- ვიქტორ ორბანი

,,უნგრეთში არსებობს ძალიან ძლიერი, პოზიტიური გრძნობები საქართველოს მიმართ. შეიძლება ითქვას, მიკერძოებაც. ეს იმას ნიშნავს, რომ შესანიშნავი საწყისი პლატფორმა გვაქვს მოლაპარაკებებისთვის,” – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, უნგრეთს და საქართველოს გააჩნია მიდარი ისტორია, მდიდარი კულტურული ტრადიციები. „მინდა მივესალმო ჩემი კოლეგის, ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის და მისი დელეგაციის ვიზიტს უნგრეთში. პრესისთვის მინდა ვთქვა, რომ გუშინ მე და ბატონ ირაკლის გვქონდა ხანგრძლივი დისკუსია და დღევანდელ ფორმატში გაგრძელდა ეს შეხვედრები. უნგრეთში არსებობს ძალიან ძლიერი, პოზიტიური გრძნობები საქართველოს მიმართ. შეიძლება ითქვას, მიკერძოებაც. ეს იმას ნიშნავს, რომ…

მეტი...

ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ძმამ და მოკლა – პოლიციამ ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1987 წელს დაბადებული ზ.ა. დააკავეს. მას ბრალად ედება ოჯახის წევრის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. დანაშაული 10-დან 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ,,გამოძიებით დადგინდა, რომ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა მამაკაცმა სიღნაღში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, თავის დას – 1988 წელს დაბადებულ მ.ა.-ს ფიზიკური დაზიანება მიაყენა, რის შედეგადაც ქალი ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა დანაშაულში ბრალდებული ზ.ა. ცხელ კვალზე დააკავეს. ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-117-ე მუხლის მე-4…

მეტი...

,,საზოგადოებამ ქვეყნის ნამდვილი პატრიოტი, მაღალი რანგის პროფესიონალი და ღირსეული ადამიანი დაკარგა”- პრემიერი დეპუტატის გარდაცვალებაზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტის წევრის, ირაკლი ხახუბიას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ ირაკლი ხახუბიას სახით, „ქართულმა ოცნებამ“, პარლამენტმა და მთლიანად ქართულმა საზოგადოებამ ქვეყნის ნამდვილი პატრიოტი, მაღალი რანგის პროფესიონალი და ღირსეული ადამიანი დაკარგა. „ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ საქართველოს პარლამენტის წევრის, ბატონი ირაკლი ხახუბიას გარდაცვალების გამო. მისი სახით, ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა, პარლამენტმა და მთლიანად ქართულმა საზოგადოებამ ქვეყნის ნამდვილი პატრიოტი, მაღალი რანგის პროფესიონალი და ღირსეული ადამიანი დაკარგა. გულწრფელ სამძიმარს და თანადგომას ვუცხადებ ბატონი ირაკლის ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და კოლეგებს”,- აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი. ცნობისთვის, დეპუტატი  საკუთარ სახლში გარდაცვლილი დილით, ოჯახის წევრებმა იპოვეს. არსებული ინფორმაციით, დეპუტატმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

მეტი...

 ,,დეზინფორმაცია და პროპაგანდა არის შხამი,  საქართველო არ არის ერთადერთი ადგილი, სადაც ამ პრობლემებს ვაწყდებით”- პაველ ჰერჩინსკი

,,დეზინფორმაცია და პროპაგანდა არის შხამი, რომელიც გამოიყენება მთელ მსოფლიოში, ასე რომ, საქართველო არ არის ერთადერთი ადგილი, სადაც ამ პრობლემებს ვაწყდებით,” – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა. პაველ ჰერჩინსკიმ საქართველოს მიერ  ევროკავშირის  12 რეკომენდაციის შესრულებაზეც ისაუბა. „ვიცი, რომ ქართულმა მხარემ საკუთარ თავს დაუწესა ძალიან მჭიდრო ვადები. გუშინ მქონდა რამდენიმე შეხვედრა საქართველოს პარლამენტში, ხვალაც მივალ პარლამენტში. რასაკვირველია, ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით ამ ყველაფერს და იმედი გვაქვს, რომ პროცესი ჩატარდება ძალიან ინკლუზიურად და გამჭვირვალედ, ყველა დაინტერესებული მხარის, მათ შორის ოპოზიციური პარტიების მონაწილეობით და მათ უნდა იმუშაონ ძალიან კონსტრუქციულად. შეფასების პროცესი მომავალ…

მეტი...

ოკუპირებულ დონეცკში ნავთობის საცავი იწვის

უკრაინაში, რუსეთის მიერ ოკუპირებულ დონეცკის რეგიონში, ქალაქ შახტარსკში ნავთობის საცავი იწვის. ქალაქის ე.წ. ხელმძღვანელის, ვიტალი ხოცენკოს ინფორმაციით, რკინიგზის სადგურთან 12 საწვავის რეზერვუარი დაზიანდა უკრაინული ჯარების მიერ დაბომბვის შედეგად. ქალაქის მერის განცხადებით, უკრაინელმა ჯარებმა შახტარსკის რკინიგზის სადგური დაბომბეს, რამაც ხანძარი გამოიწვია.

მეტი...

კახეთში ძმამ და მოკლა

კახეთში, სიღნაღის მუნიციპალიტეტში ნახევარ ძმამ ნახევარ და დაჭრა. მიყენებული ჭრილობებით, ქალი ადგილზე გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, კონფლიქტის მიზეზი ეჭვიანობა გახდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა სავარაუდო დამნაშავე ცხელ კვალზე დააკავეს. საქმეზე დაწყებულია გამოძიება.

მეტი...

სახელმწიფო სექტორში დასაქმებულთა შრომის ანაზღაურებაზე ბიუჯეტიდან 2013-2021 წლებში ჯამში დაახლოებით 14.6 მლრდ. ლარი გაიცა -,,ენმ-ს” კვლევა

,,ბიუროკრატიული ხარჯების ყველაზე დიდი წილი სახელმწიფო სექტორში დასაქმებულთა შრომის ანაზღაურებაზე მოდის,  ცხრა წლის განმავლობაში გაცემული შრომის ანაზღაურება აღემატება ერთი წლის საშუალო ბიუჯეტს”,- ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშიას“ კვლევაშია ნათქვამი. ფრაქციის ცნობით, კვლევის მიზანი საქართველოში არსებული ბიუროკრატიული აპარატის სიდიდისა და მასზე გაწეული დანახარჯების შესწავლა. „დღეისათვის ცნობილი არ არის, თუ რამდენი ადამიანია დასაქმებული საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტს დაქვემდებარებულ სახელმწიფო დაწესებულებებში. სახელმწიფო ბიუჯეტში არ ჩანს შრომითი ხელშეკრულებით (გარდა ცენტრალური ბიუჯეტის ფარგლებში არსებული სსიპ-ებში და ა(ა)იპ-ებში) დასაქმებულ თანამშრომელთა რაოდენობა. ბიუროკრატიული ხარჯების ყველაზე დიდი წილი სახელმწიფო სექტორში დასაქმებულთა შრომის ანაზღაურებაზე მოდის. სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2013-2021…

მეტი...

ეროვნული სატყეო სააგენტო სამცხე-ჯავახეთში სატყეო-სამეურნეო გზების აღდგენით სამუშაოებს ახორციელებს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეროვნული სატყეო სააგენტო, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, სოფელ სვირში, 9 კილომეტრამდე მონაკვეთზე ტყეკაფებამდე მისასვლელი სატყეო-სამეურნეო გზების აღდგენით სამუშაოებს ახორციელებს. „ეროვნული სატყეო სააგენტო სატყეო-სამეურნეო გზების რეაბილიტაციას მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს. ტყეკაფებამდე მისასვლელი სატყეო-სამეურნეო გზების აღდგენა, ერთი მხრივ, მოსახლეობას გაუადვილებს ტყეკაფებიდან საშეშე მერქანის გამოტანას, მეორე მხრივ, კი, ხელს შეუწყობს ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებების ჩატარებას და ტყის მოვლა-აღდგენის სამუშაოებს. შედეგად, ტყეების ეკოლოგიური მდგომარეობა და ხანძრებთან ბრძოლის ღონისძიებების ეფექტიანობა გაუმჯობესდება“, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, კახა კაკაბაძემ. სატყეო-სამეურნეო გზების რეაბილიტაციის პარალელურად, ეროვნული სატყეო სააგენტო ხე-ტყის დამზადების, დახარისხებისა და…

მეტი...

,,რუსეთმა მიზანში შესაძლოა, დასავლეთის კომერციული თანამგზავრები ამოიღოს”- რუსეთის საგარეო უწყება

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დასავლეთის კომერციული თანამგზავრები შესაძლოა, მოსკოვისთვის სამიზნე გახდეს. რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელის, კონსტანტინ ვორონცოვის თქმით, რუსეთმა შეიძლება, მიზანში ამოიღოს კომერციული თანამგზავრები, თუ მათ უკრაინის დასახმარებლად გამოიყენებენ. „კვაზი-სამოქალაქო ინფრასტრუქტურა შეიძლება, გახდეს საპასუხო დარტყმის ლეგიტიმური სამიზნე. დასავლეთის ქმედებები კოსმოსში მშვიდობიანი საქმიანობისთვის და ასევე დედამიწაზე მრავალი სოციალ-ეკონომიკური პროცესებისთვის, რომლებზეც დამოკიდებულია ადამიანების კეთილდღეობა, და პირველ ყოვლისა, განვითარებად ქვეყნებში, გაუმართლებელ რისკებს აჩენს“, – განაცხადა ვორონცოვმა.

მეტი...