ლევან მურუსიძის განცხადებით, სასამართლო სისტემის ლანძღვა ბოროტებაა

მოსამართლე ლევან მურუსიძე, რომელიც დრეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად აირჩიეს, აცხადებს, რომ ვინც სასამართლო სისტემას ლანძღავს, ქვეყნისთვის ბოროტებას აკეთებს. „სასამართლო არ არის ის თემა, რომლის გამოც ფერხდება კანდიდატის სტატუსის მიღება. რაც შეეხება უკრაინას და მოლდოვას, საქართველოს სასამართლო გაცილებით წინ არის… სასამართლოს ხელზე დახვევა და საუბარი იმაზე, რომ საქართველოში სასამართლო არ არის ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული ბოროტებაა“ – განაცხადა მურუსიძემ მედიასთან. მისივე შეფასებით, მთავარი პრობლემა სასამართლო სისტემაში არის მოსამართლეთა გადატვირთულობა, რაც გამოსასწორებელია. „ჩემი გეგმა არის ის, რომ ანგარიშვალდებული ვარ მოქალაქეების წინაშე. მთავარი პრობლემა, ეს არის გადატვირთულობა. მოქალაქეები წლები ელოდებიან გადაწყვეტილების მიღებას. ეს არ…

მეტი...

ლევან მურუსიძე და დიმიტრი გვრიტიშვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებად აირჩიეს

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეთა კონფერენცია დასრულდა. 31-ე კონფერენციამ საბჭოს ახალი წევრები აირჩია და ისინი არიან: ლევან მურუსიძე და დიმიტრი გვრიტიშვილი. დიმიტრი გვრიტიშვილის კანდიდატურა მოსამართლეებმა დაასახელეს, ლევან მურუსიძემ კი საკუთარი თავი თავად წარადგინა.  

მეტი...

მეტროს ლიანდაგში მგზავრი ჩავარდა

გარკვეული პერიოდის განმავლობაში მეტროს მუშაობა გაჩერებული იყო.  „თავისუფლების მოედანზე,“ მგზავრი ლიანდაგში ჩავარდა.  როგორც თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში აცხადებენ, მგზავრის ლიანდაგებიდან ამოსაყვანად საჭირო გახდა ძაბვის გამორთვა. „ლიანდაგში მგზავრი ჩავარდა. აღნიშნულის გამო, მეტროს პირველი ხაზი სრულად გაჩერებულია. მოძრაობა შეჩერებულია ვარკეთილი-ახმეტელის ხაზზე. საბურთალოს ხაზი ჩვეულებრივ მუშაობას. როგორც ამბობენ, მგზავრი გადარჩა, თუმცა, დაზუსტებული ინფორმაცია არ გვაქვს. ცოტა ხანში მგზავრს ამოიყვანენ და მოძრაობა შემდგომ აღდგება“, – აცხადებენ თბილისის მეტროპოლიტენში.  

მეტი...

შეიძლება „სეფორაში“ ან „ვიქტორია სეკრეტში“ მისმა საყვარელმა “იშოფინგა” – ნელი დოროყაშვილი ნიკოლოზ ბასილაშვილზე

2 წლიანი სასამართლო დავისა და ნომერ პირველი ჩოგნის, ნიკოლოზ ბასილაშვილის გამამართლებელი განაჩენის მიუხედავად, მისი ყოფილი მეუღლე ნელი დოროყაშვილი გაჩერებას არ აპირებს და აცხადებს, რომ ბრძოლას ახლა იწყებს. დავის ერთ-ერთი ეპიზოდი ეკონომიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას ეხებოდა, სადაც ნელი დოროყაშვილი განმარტავს, რომ მას ყოფილი  მეუღლე ბანკის პლასტიკურ ბარათს უბლოკავდა და ასე სჯიდა. სასამართლომ ნელი დოროყაშვილის მიერ მოყოლილი რეალურად არ მიიჩნია, რადგანაც, გადამოწმების შედეგად, დაცვის მხარემ საპირისპირო პაქტები და მტკიცებულებები წარადგინა. უფრო მეტიც, ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატებმა ის ფაქტებიც შეისწავლეს და ჩამოთვალეს, რამდენჯერ მოიტყუა დოროყაშვილმა სასამართლოზე. ერთ-ერთი კონკრეტული ეპიზოდი კი ნიუ იორკში ვიზიტს ეხება,…

მეტი...

ნელი დოროყაშვილი ექსპერტს თანხის აღებაში ადანაშაულებს

ცნობილი ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლე ნელი დოროყაშვილი ახალი ბრძოლისთვის ემზადება. უფრო მეტიც, ის ექსპერტს თანხის აღებაში ადანაშაულებს. საუბარია ექსპერტ ნათია წერეთელზე, რომლის დასკვნაც სასამართლოზე მტკიცებულების სახით იყო წარმოდგენილი. როგორც მოსამართლემ განაცხადა, ნიკოლოზ ბასილაშვილი განიცდიდა ფსიქოლოგიურ ტანჯვას ყოფილი მეუღლის მხრიდან. ამას ადასტურებს ის სამედიცინო დასკვნაც რომელიც ექსპერტმა გასცა. ნელი დოროყაშვილი კი აცხადებს, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილმა ექსპერტის დასკვნა დიდი ფულით იყიდა. „ნიკოლოზმა ექსპერტი ნათია წერეთელი ალბათ მოისყიდა და გადაიხადა ძალიან ბევრი, ნულიანით ბოლოში, ფული და  რომელმაც დაწერა რომ ნიკოლოზი იყო ჩემი მხრიდან ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ. ასე შეიძლება ნებისმიერი ადამიანი მივიდეს, გადაიხადოს…

მეტი...

სასტუმროებს: „ჰოტელსა“ და „ტიტანიკს“ პროსტიტუციისთვის იყენებდნენ – დაკავებულია 6 ადამიანი

პროსტიტუციის ხელშეწყობისა და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემისთვის 6 ადამიანი დააკავეს. მათ ბრალი ედებათ პროსტიტუციის ხელშეწყობაში. უწყების ინფორმაციით, 1967 წელს დაბადებულ, წარსულში ნასამართლევ ფ.ა.-ს, 1964 წელს დაბადებულ, წარსულში ნასამართლევ მ.ჯ.-ს, 1954 წელს დაბადებულ, წარსულში ნასამართლევ მ.ბ.-ს, 1989 წელს დაბადებულ ნ.კ.-ს, 1982 წელს დაბადებულ ს.ფ.-ს და 1972 წელს დაბადებულ ბ.ა.-ს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ პროსტიტუციის ხელშეწყობასა და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემაში ედებათ ბრალი. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები თბილისში მდებარე სასტუმროების – „ჰოტელისა“ და „ტიტანიკის“ ნომრებს პროსტიტუციაში ჩაბმულ ქალებს, კლიენტების მომსახურების მიზნით, გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ, სისტემატურად გადასცემდნენ.…

მეტი...

თბილისში მომხდარი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთი ადამიანი დააკავეს 

გუშინ, ლაღიძის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების შედეგად, პოლიციამ 1987 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ლ.მ. დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავა. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. როგორც უწყებაში განმარტავენ, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულს მიმდინარე წლის 22 ოქტომბერს თბილისში, ლაღიძის ქუჩაზე, ურთიერთშელაპარაკება მოუვიდა ოთხ პირთან, რა  დროსაც მათი მიმართულებით ხელყუმბარა ისროლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ხელყუმბარის აფეთქების შედეგად დაშავდა 3 პირი: 1994 წელს დაბადებული ლ.ბ., 1991 წელს დაბადებული გ.ა. და 1983 წელს დაბადებული გ.ზ. სამივე მათგანს საავადმყოფოში შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდება. სამი…

მეტი...

ლიკანში, კორპუსის აფეთქების შედეგად დაშავებული ქალი გარდაიცვალა

75 წლის ქალი სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ტრამვებით გარდაიცვალა. მას მრავლობითი დაზიანებები ჰქონდა. აფეთქება ლიკანში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში გუშინ მოხდა. აფეთქება კი ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია. 75 წლის ქალი აფეთქების სიძლიერემ კორპუსიდან გადმოაგდო და ბეტონის ფილები დაეცა. ამ ეტაპზე, ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.  ადგილზე ექსპერტებს ელოდებიან. რაც შეეხება თავშესაფრის გარეშე დარჩენილ ოჯახებს, ნაწილმა ღამე ნათესავებთან გაატარა, ნაწილი კი სასტუმროში გადაიყვანეს.  

მეტი...

უკრაინამ გერმანიისგან საბრძოლო აღჭურვილობა მიიღო

გერმანია აგრძელებს უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდებას. ამჯერად, ომში მყოფმა ქვეყანამ იარაღის მორიგი ნაკადი მიიღო. ინფორმაცის გერმანიის მთავრობა ავრცელებს და ჩამონათვალსაც აკეთებს. საუბარია  ხუთ საევაკუაციო ჯავშანმანქანა Bergepanzer 2 -ზე; შვიდ მძიმე და საშუალო პონტონურ სისტემაზე; 167 ათასი ვაზნაზე;  30 საზენიტო თვითმავალი დანადგარი „გეპარდზე“; Stinger 500 საზენიტო რაკეტზე; 15 ათასამდე ტანკსაწინააღმდეგო ნაღმზე; 350 ათასი დეტონატორსა და დრონების საწინააღმდეგო აღჭურვილობაზე. ეს სწორედ ის შეიარაღებაა, რომელიც უკრაინას სჭირდება.  

მეტი...

გლანდების ოპერაციას 23 წლის გოგო ემსხვერპლა

გლანდების ოპერაციის შემდგომი გართულებებით, სამ­ტრე­დი­ა­ში, 23 წლის გოგო გარ­და­იც­ვა­ლა. როგორც გარდაცვლილის ახლობლები აცხადებენ, მან ოპერაცია ქუთაისში  დღის უკან ჩაიტარა, სახლში კი უცებ სისხლდენა განუვითარდა. გოგო კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა, ვერ გადაარჩინეს. კლინიკა “გიდი”, სადაც გარდაცვლილს ოპერაცია ჩაუტარდა მოკლე კომენტარს აკეთებს. კლინიკის ინფორმაციით, ოპერაცია წარმატებით დასრულდა და გარ­თუ­ლე­ბა არ მოჰ­ყო­ლია. ასევე, აღნიშნავენ, რომ მდგო­მა­რე­ო­ბა სრუ­ლი­ად და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლი იყო და გოგონა გაწერეს. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.  

მეტი...