აშშ-მა ირანს სანქციები დაუწესა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ირანში ახალგაზრდა ქალის გარდაცვალების გამო, რომელიც ძალადობის მსხვერპლი გახდა, ირანს მორიგი საფრთხეები დაუწესა.

შტატების სახაზინო დეპარტამენტის ინფორმაციით, შეზღუდვები ეხება ისლამური რევოლუციის მცველთა კორპუსის მაღალჩინოსნებს, ასევე ირანის სასჯელთაღსრულების წარმომადგენლებსა და ინტერნეტში ცენზურასთან დაკავშირებულ პირებსა და ორგანიზაციებს.

სანქციები ასევე შეეხოთ ირანის დაზვერვისა და უსაფრთხოების სამინისტროს ორ მაღალჩინოსანს; რავინის აკადემიას, სადაც აშშ-ის ცნობით, ხდება კიბერუსაფრთხოების სფეროში კადრების მომზადება და სამინისტროს თანამშრომელთა რეკრუტირება. სანქციები დაუწესდა ირანულ კომპანია Samane Gostar Sahab Pardaz Private Ltd Co-ს, რომელიც ამერიკული მხარის განცხადებით, უზრუნველყოფს ირანის მთავრობისთვის ინტერნეტში ცენზურას, თვალთვალსა და ჯაშუშობას.

„ჩვენ გავაგრძელებთ გზების ძიებას, რომ მხარი დავუჭიროთ ირანელ ხალხს, როდესაც ისინი მშვიდობიანად მართავენ საპროტესტო გამოსვლებს თავიანთი უფლებების და ფუნდამენტური თავისუფლებების დასაცავად. ჩვენ გავაგრძელებთ საფასურის დაკისრებას ირანში იმ პირებსა და კომპანიებზე, რომლებიც ჩართული არიან ირანელი ხალხის წინააღმდეგ სასტიკ რეპრესიებში“, – აღნიშნულია ენტონი ბლინკენის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ირანში ანტისამთავრობო გამოსვლები ამ დრომდე არ შეწყვეტილა და ის 22 წლის მაჰსა ამინის გარდაცვალების გამო დაიწყო.

მსგავსი თემები