ევროკავშირი უკრაინას 5 მილიარდიან დახმარებას გამოუყოფს

უკრაინა ევროკავშირისგან 5 მილიარდი ევროს ოდენობის ფინანსურ დახმარებას მიიღებს. დახმარების პაკეტს ხელი უკვე მოეწერა. აღნიშნულ ინფორმაციას ევროკომისარი ვაჭრობის საკითხებში, ვალდის დომბროვსკი ადასტურებს. უკრაინისთვის მორიგი დახმარების შესახებ საკუთარ პოზიციას უკრაინული მხარეც აფიქსირებს. კერძოდ, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი. „ევროკავშირმა ახლახან მოაწერა ხელი ურთიერთგაგების მემორანდუმს 5 მილიარდი ევროს მაკროფინანსური დახმარების გამოყოფის შესახებ. მადლიერი ვარ ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს და ევროკომისარ ვალდის დომბროვსკის ასეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებისთვის“ , – აცხადებს უკრაინის პრემიერი დენის შმიგალი.  

მეტი...

უკრაინელმა სამხედროებმა კიდევ ერთი დასახლება გაათავისუფლეს

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხერსონის მიმართულებით კიდევ ერთი დასახლება გაათავისუფლა. ,,ჯარისკაცები კიდევ ერთხელ ადასტურებენ, რომ უკრაინის ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და ანექსია დარჩება მხოლოდ ქაღალდზე და ოკუპანტების გონებაში” – აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში. უწყების ცნობით, ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ უკრაინულ მიწაზე უკვე ფრიალებს ლურჯი-ყვითელი დროშა.  

მეტი...

,,ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ახალგაზრდები იქნებიან გამოყენებული საზარბაზნე ხორცად ომში უკრაინაში”- ელენე ხოშტარია

პარტია “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრებ ახალგაზრდებს მიმართავს და  „ოკუპანტს ამ ისტორიულ სანაგვეზე არ ჩაჰყვნენ“. ხოშტარიას თქმით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ახალგაზრდები „ამ დანაშაულებრივ ომში უკრაინაში საზარბაზნე ხორცად იქნებიან გამოყენებულები“. ,,ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ახალგაზრდები იქნებიან გამოყენებული საზარბაზნე ხორცად ამ დანაშაულებრივ ომში უკრაინაში. შესაბამისად, ვალდებულად ვთვლი თავს, რომ მივმართოთ როგორც საერთაშორისო თანამეგობრობას, ასევე აფხაზეთში საოკუპაციო რეჟიმის პირობებში მცხოვრებ ჩვენს თანამოქალაქეებს: პირველი: საოკუპაციო რეჟიმი არის საერთაშორისო სამართლებრივად პასუხისმგებელი იმ ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე, რომლებიც ცხოვრობენ იქ. ჩვენ არ ვაპირებთ, რომ მათ დაუსჯელად დავუტოვოთ ეს უფლება და მათ აუცილებლად მოუწევთ…

მეტი...

უკრაინელმა სამხედროებმა დონეცკის ოლქში უსეთის ელიტური ქვედანაყოფი გაანადგურა

უკრაინის ეროვნული გვარდიის პრესსამსახურის ინფორმაციით, დონეცკის ოლქში უკრაინის ეროვნული გვარდიის სპეცრაზმმა რუსეთის ელიტური ქვედანაყოფი გაანადგურა. ,,ეროვნული გვარდიის ერთ-ერთმა სპეცრაზმმა, რომელიც საბრძოლო დავალებებს ასრულებდა დონეცკის ოლქში, გაანადგურა რუსეთის ფედერაციის ელიტური ქვედანაყოფი“, -ნათქვამია განცხადებაში. ამასთან, უკრაინული მედიის ცნობით, უკრაინის ეროვნული გვარდიის სწრაფი რეაგირების დანაყომფმა ლიმანთან რუსული T-72B3 ტანკი აიღო.

მეტი...

,,გიორგი ვაშაძემაც კი, ვერ დაასახელა მტკიცებულება, რომ ივანიშვილი ოლიგარქის რომელიმე კრიტერიუმს აკმაყოფილებს”- მამუკა მდინარაძე

„არის რამდენიმე კრიტერიუმი, რითაც უნდა შეაფასო, მაგალითად, უნდა ერეოდეს პოლიტიკაში, ან რაიმე ფორმით გავლენა ჰქონდეს პოლიტიკურ პროცესებზე. სხვა ყველა პირობა რომ დაკმაყოფილებული იყოს, ამის გარეშე ადამიანს ვერც კანონით, ვერც ისე ვერ დაარქმევ ოლიგარქს,”- ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მისი თქმით,  არ არსებობს არც ერთი მტკიცებულება, რომ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკურ პროცესებზე ახდენს გავლენას ან რაიმე ფორმით ერევა პროცესებში. ,,არ არსებობს არც ერთი მტკიცებულება, რადგან არ არსებობს ეს რეალობა, ეს მოცემულობა, შესაბამისად, არ არსებობს არც ერთი მტკიცებულება საიმისოდ, რომ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკურ პროცესებზე ახდენს გავლენას ან რაიმე ფორმით…

მეტი...

,,მე ვარ სანქციების მსოფლიო რეკორდსმენი”- კადიროვი

ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის განცხადებით დაწესებული სანქციების რაოდენობით მსოფლიო რეკორდსმენია. მისი თქმით, 2011 წლიდან, სულ მცირე 70 შეზღუდვა დაწესდა მის მიმართ. სანქციები ასევე შეეხო მისი ოჯახის წევრებს და ახლო თანამოაზრეებს. ,,მეგობრებო, უახლესი სანქციების ფონზე გადავწყვიტე დათვლა, რამდენი სანქცია წამოაყენეს ჩემს წინააღმდეგ. დიდი ხნის წინ შევწყვიტე მათი დათვლა,  მაგრამ რა მოხდება, თუ მე ვარ სანქციების მსოფლიო რეკორდსმენი და უნდა ვიყო გინესის რეკორდების წიგნის გარეკანზე? დავთვალე. 2011 წლიდან, სულ მცირე 70 შეზღუდვა დაწესდა ჩემს მიმართ, მათ შორის ჩემი ოჯახის წევრების, ჩემი ახლო თანამოაზრეების, რომლებიც შემოიყვანეს მხოლოდ ჩემთან კავშირის გამო, ჩემი ქონების, ჩემი ცხენების…

მეტი...

,,უკრაინულ მოდელს თუ გადმოვიღებთ, კრიტერიუმები შეეხებათ რადიკალური ოპოზიციის დამფინანსებელს”- არჩილ თალაკვაძე

,,ოპოზიცია ითხოვს ერთსიტყვიანი კანონი იქნას მიღებული და იქ ჩაიწეროს მხოლოდ სახელი და გვარი, ვის მიმართაც პოლიტიკური შურისძიება ამოძრავებთ,”- ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერისმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. მისივე თქმით, კანონის უკრაინული მოდელი თუ იქნება გადმოღებული, ამ შემთხვევაში, ოლიგარქთა სიაში რადიკალური ოპოზიციის დამფინანსებელი და მის გუნდში მყოფი ოლიგარქები მოხვდებიან. „ვინაიდან „ნაციონალურ მოძრაობას“ და რადიკალურ ოპოზიციას აქვთ 2012 წელს მიღებული ძალიან სერიოზული პოლიტიკური ტრავმა და აწუხებთ ერთადერთი, პოლიტიკური შურისძიება ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიმართ, სწორედ აქედან გამომდინარეობს მათი განცხადებები. ისინი ატყუებენ საზოგადოებას,  სინამდვილეში, ევროკავშირს არ უთქვამს, რომ ისეთი კანონი უნდა იყოს მიღებული, რომელშიც პირდაპირ ჩაიწერება…

მეტი...

,,გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაფინანსება 95 მლნ ლარით იზრდება”- ოთარ შამუგია

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაფინანსება, 2023 წელს, მიმდინარე წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით, 95 მლნ ლარით იზრდება. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, სამინისტროს ბიუჯეტის ზრდასთან დაკავშირებით მედიის წარმომადგენლებთან განმარტება გააკეთა და აღნიშნა, რომ უწყებას ბიუჯეტის ზრდა ფაქტობრივად, ყველა მიმართულებით აქვს. „პარლამენტისთვის წარდგენილი ბიუჯეტით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაფინანსება 95 მლნ ლარით იზრდება, მიმდინარე წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით. ჩვენ ზრდა გვაქვს, ფაქტობრივად, ყველა მიმართულებით, ყველა პროგრამაში: „შეღავათიანი აგროკრედიტი“, „დანერგე მომავალი“, ასევე, შემნახველი და გადამმუშავებელი საწარმოების თანადაფინანსება და, რა თქმა უნდა, აგროსასურსათო პროდუციის…

მეტი...

ჩეხეთი რუსეთში მყოფ თავის მოქალაქეებს მოუწოდებს, ქვეყანა დატოვონ

ჩეხეთის ხელისუფლება რუსეთში მყოფ თავის მოქალაქეებს მოუწოდებს, ქვეყანა დატოვონ.  ჩეხეთის საგარეო უწყების ცნობით, შეშფოთებული არიან რუსეთში უსაფრთხოების კუთხით გაუარესებული მდგომარეობის გამო და მოუწოდებენ მოქალაქეებს, რაც შეიძლება მალე დატოვონ რუსეთის ტერიტორია. ამასთანმ, ჩეხეთის საგარეო უწყება ურჩევს საკუთარ მოქალაქეებს, თავი შეიკავონ რუსეთში გამგზავრებისგან. „რუსეთის უკრაინაში სამხედრო შეჭრის გაგრძელების კონტექსტში არსებობს უსაფრთხოების კუთხით სიტუაციის გაუარესების საფრთხე, უპირველეს ყოვლისა კი, ევროკავშირის და ნატო-ს წევრი ქვეყნების მოქალაქეებისთვის“, – ნათქვამია განცხადებაში.    

მეტი...

„კახეთში ყურძნის მოსავლის ძირითადი ნაწილი, დაახლოებით 222 ათასი ტონა დაბინავებულია“- ოთარ შამუგია

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ რთველის მიმდინარეობასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და მედიის წარმომადგენლების მხრიდან დასმულ შეკითხვებს უპასუხა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, კახეთში დაახლოებით ყურძნის მოსავლის 80% უკვე გადამუშავებულია. მევენახეებმა, ყურძნის მიღება-გადამუშავებით, დაახლოებით, 230 მლნ ლარამდე ღირებულების შემოსავალი მიიღეს. „რთველი კახეთში დასასრულს უახლოვდება. მოსავლის ძირითადი ნაწილი უკვე დაბინავებულია. გადამუშავებულია 222 ათასამდე ტონა ყურძენი. გადამუშავებული ყურძნიდან 127 ათას ტონამდე რქაწითელია, 82 ათას ტონამდე საფერავი და დაახლოებით 5,3 ათასი ტონა კახური მწვანე და დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია. რთველის პროცესი ორგანიზებულად და შეფერხებების გარეშე მიმდინარეობს. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით…

მეტი...

,,ჩვენი ფრაქცია მუშაობს დეოლიგარქიზაციის შესახებ საკანონმდებლო ინიციატივაზე, რომელიც მიმართული იქნება ივანიშვილის წინააღმდეგ”- ხატია დეკანოიძე

,,ჩვენი ფრაქცია მუშაობს დეოლიგარქიზაციის შესახებ საკანონმდებლო ინიციატივაზე, რომელიც განხილული და მიმართული იქნება ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ,” – ამის შესახებ ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ხატია დეკანოიძემ განაცხადა. მისივე თქმით, ბევრი პოლიტიკური საკითხია, რომელიც საერთაშორისო პარტნიორებთან და საპარლამენტო ოპოზიციასთან უნდა შეთანხმდეს. „უკრაინული მოდელის გადმოქართულებას ჩვენ არასდროს ვითხოვდით, ჩვენთვის ყოველთვის საწყისი იყო ბიძინა ივანიშვილის, როგორც ოლიგარქის ჩარევის აკრძალვა საქართველოს საზოგადოებრივ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში. ახლა რაზეც მმართველი გუნდი მუშაობს, ეს არის ის, რომ მათ სურთ აარიდონ ბიძინა ივანიშვილს ნებისმიერი პასუხისმგებლობა, არ განიხილავენ მას როგორც ოლიგარქს, განსხვავებით მთელი საერთაშორისო საზოგადოებისგან და გადაწყვიტეს საუკეთესო ვერსია აარჩიონ იმისთვის, რომ მათ…

მეტი...

,,თუ პუტინი უკრაინაში ბირთვულ იარაღს გამოიყენებს, აშშ რუსეთის არმიას და სამხედრო ტექნიკას გაანადგურებს”- დევიდ პეტრეუსი

აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ყოფილი უფროსის დევიდ პეტრეუსის განცხადებით, თუ რუსეთის პრეზიდენტი უკრაინაში ბირთვულ იარაღს გამოიყენებს, აშშ და მისი მოკავშირეები გაანადგურებენ რუსეთის არმიას და სამხედრო ტექნიკას უკრაინაში, ასევე ჩაძირავენ რუსეთის შავი ზღვის ფლოტის გემებს. მისივე თქმით, „პუტინი სასოწარკვეთილია“, რადგანაც უკრაინის ძალების აღმოსავლეთში წარმატებულ კონტრშეტევას აგრძელებენ. „უბრალოდ რომ შეგიქმნათ ჰიპოთეტური წარმოდგენა – ჩვენ ვუპასუხებდით ნატო-ს კოლექტიური ძალისხმევით, რომლის ფარგლებშიც გავანადგურებდით კონვენციურ რუსულ ძალებს, რომლებსაც დავინახავთ უკრაინის ბრძოლის ველზე, ასევე ყირიმში და ყველა გემს შავ ზღვაში“, – განაცხადა პეტრეუსმა.      

მეტი...

პროკურატურამ ბათუმის მერიის ყოფილ თანამშრომელს, მეუღლის მიმართ ძალადობის ფაქტზე ბრალი წარუდგინა

პროკურატურამ, ოჯახში ძალადობის ფაქტზე ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის არასამეწარმეო იურიდიული პირის „ბათუმის სპორტული ცენტრი“-ს და „ბათუმის ავტოდრომი“-ს  ყოფილ თანამშრომელს ბრალდება წარუდგინა. უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მეუღლის მიმართ სხვადასხვა დროს ფიზიკური ძალადობა განახორციელა.  სამართალდამცველებმა ბრალდებული დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახში ძალადობა,  (სამი ეპიზოდი)) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურის შუამდგომლობის საფუზველზე, ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

მეტი...

მინისტრის განმარტებით, ექიმმა, რომელსაც მიხეილ სააკაშვილის მონახულება სურდა, სათანადო დოკუმენტაცია ვერ წარმოადგინა

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, ექიმმა ჯეიმს ქობმა, რომელსაც მიხეილ სააკაშვილის მონახულება სურდა, სათანადო დოკუმენტაცია ვერ წარმოადგინა. მინისტრმა განმარტა რა ხარვეზები დაადგინა ჯანდაცვის სამინისტრომ და რატომ არ აქვს ექიმ ჯეიმს ქობის მიხეილ სააკაშვილის მონახულების საშუალება. „ჯანდაცვის სამინისტრო არა, ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირია რეგულირების სააგენტო და სპეციალური კომისია, რომელიც განიხილავს საექიმო საქმიანობის უფლებას საქართველოში. იქნება პაციენტი თუ პატიმარი, ჩვენ მონახულების უფლებას არ გავცემთ. ჩვენ გავცემთ საექიმო საქმიანობის უფლებას. ამ შემთხვევაში, რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, კომისიამ მიზანშეუწონლად ჩათვალა საექიმო საქმიანობის უფლების მიცემა ამ კონკრეტულ ადამიანზე. აღნიშნულ კომისიაში თავად არ…

მეტი...

,,შეარჩიეთ სწორი მეთოდი, ნუ ღრიალებ”- ხმაური თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც ერთ-ერთ ღონისძიებას კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი ესწრებოდა, ხმაური იყო. სტუდენტებს მინისტრთან სტუდენტური საერთო საცხოვრებლების შესახებ სურდათ საუბარი. სტუდენტებმა მინისტრს მოუწოდებს დაინტერესდეს აღნიშნული საკითხით, რაზეც მინისტრმა განაცხადა: ,,თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, შენ რომ იბადებოდი მაშინ დავდიოდი მე”, “შეარჩიეთ სწორი მეთოდი, ნუ ღრიალებ”. „მაისის სტუდენტური მოძრაობის” წევრებმა აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება განცხადება გაავრცელეს, სადაც აღნიშნავენ, რომ სახელმწიფოსგან 6 თვეა არანაირი ქმედითი პასუხი არ მიუღიათ. „დღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვია კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი, თეა წულუკიანი. გამომდინარე იქიდან, რომ სახელმწიფოსგან მთელი 6 თვეა არანაირი ქმედითი პასუხი არ მიგვიღია საერთო საცხოვრებლის აშენებასთან დაკავშირებით…

მეტი...

რუსეთის დუმამ უკრაინის ოთხი რეგიონის ანექსიას ერთხმად დაუჭირა მხარი

რუსეთის სახელმწიფო დუმამ უკრაინის ოკუპირებული რეგიონების რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შესვლას მხარი დაუჭირა. ე.წ. ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის რუსეთთან მიერთებას 413-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ე.წ. ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკისას – 412-მა, ზაპოროჟიეს ოლქის – 409-მ, ხოლო ხესონის – 411-მა. ოთხივე შემთხვევაში გადაწყვეტილების წინააღმდეგ არავინ წასულა. ხვალ, უკრაინის ოკუპირებული ოლქების რუსეთის ფედერაციაში შეყვანა უნდა დაამტკიცოს რუსეთის საკნონმდებლო ორგანოს ზედა პალატამ, ფედერაციის საბჭომ. ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა უკრაინის ოთხი ოლქის ანექსიის შესახებ შეთანხმებებს ხელი 30 სექტემბერს მოაწერა.

მეტი...

,,გარკვეულ პროდუქტებზე შესაძლოა, იყოს მოლოდინი ფასების შემცირების”- ოთარ შამუგია

,,გარკვეულ პროდუქტებზე შესაძლოა, იყოს მოლოდინი ფასების შემცირების და ეს, რა თქმა უნდა, შემდეგ თქვეებში გავლენას იქონიებს ინფლაციაზე,” – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მინისტრის თქმით, ქვეყანას მეტი შემოსავალი აქვს და შესაბამისად გაჩნდა საშუალება, ბიუჯეტში მნიშვნელოვანი კორექტირებები მოხდეს. „ინფლაცია არის ჩვენს მეზობელ ქვეყნებში, ევროპაში და სხვაგან, თუმცა დადებითი დინამიკაა მაგალითად, ხორბლის მიმართულებით ფასების შემცირება და ამან უკვე იქონია გავლენა ჩვენს ბაზარზეც და მწარმოებლების გარკვეულმა ნაწილმა 10 თეთრით შეამცირა ფასი. აქედან გამომდინარე, გარკვეულ პროდუქტებზე შესაძლოა, იყოს მოლოდინი ფასების შემცირების და ეს, რა…

მეტი...

,,პარლამენტი და საზოგადოება უნდა დაუბრუნდეს იმ რეალურ პოლიტიკას, რომელიც მნიშვნელოვანია ჩვენი ხალხისთვის”- შალვა პაპუაშვილი

„ვფიქრობ, პარლამენტი და ზოგადად, საზოგადოება უნდა დაუბრუნდეს იმ რეალურ პოლიტიკას, რომელიც მნიშვნელოვანია ჩვენი ხალხისთვის. ასეთი საგნობრივი პროექტები, ამ ტიპის კანონმდებლობის განხილვა, ჩვენ შესაძლებლობას გვაძლევს, რომ შევთავაზოთ საზოგადოებას უფრო მეტი, საინტერესო და ინტენსიური დისკუსია. პოლიტიკური დღის წესრიგს დისკუსიის დიდი ნაწილი მიაქვს და ის ნაწილი პოლიტიკისა, რომელიც არის რეალური, ადამიანებისთვის გადამწყვეტი, სამწუხაროდ ხანდახან ჩრდილში რჩება ხოლმე. ამიტომ დიდი სიამოვნებაა, ასეთ ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა კლიმატის კანონის შემუშავების პროცესის გახსნით ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.   საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტისა და ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდის…

მეტი...

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სამუშაო ჯგუფის სხდომაზე დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტზე იმსჯელეს

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სამუშაო ჯგუფის სხდომაზე ევროკავშირის ერთ-ერთი რეკომენდაციის, დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტზე იმსჯელეს. კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განმარტებით, ევროპული სტრუქტურების მიერ დეოლიგარქიცაზიის შესახებ უკრაინის მიერ მიღებული კანონის იმპლემენტაციის თაობაზე რეკომენდაცია გაიცა. „შესაბამისად, საქართველოსთვის ის მიდგომა, რაც უკრაინისთვის გაიწერა, რომ დაწყებულიყო კანონის შესრულება, ობიექტურ საზომს წარმოადგენს. ჩვენ სწორებას ვაკეთებთ ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებაზე და თუ მათი მხრიდან მოწონებული იქნა უკრაინული მოდელი, მაშინ ლოგიკურია, რომ იგივე მოდელი ჩვენთან მიმართებაშიც პოზიტიურად შეფასდება. ამიტომ ჩვენ რაიმე ახალი კანონი არ შეგვიქმნია – ავიღეთ უკრაინული მოდელი, ვთარგმნეთ და იგივე პრინციპებზე დაფუძნებით, მის დაინიცირებას მოვახდენთ. ლოგიკა მარტივია –…

მეტი...

,,ნატო-ს მიმართ უკრაინის ორიენტაცია გახდა სპეციალური სამხედრო ოპერაციის ერთ-ერთი მიზეზი”- დიმიტრი პესკოვი

კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, კრემლი ყურადღებით აკვირდება ნატო-ში გაწევრიანების შესახებ უკრაინის გადაწყვეტილებას. მისი თქმით, სწორედ კიევის ალიანსის მიმართ ორიენტაცია გახდა რუსეთის „სპეცოპერაციის“ დაწყების ერთ-ერთი მიზეზი. „ჩვენ ნამდვილად მოვისმინეთ პრეზიდენტ ზელენსკის განცხადებები, ასევე ვნახეთ სხვადასხვა რეაქცია ნატო-ს მხრიდან – არის ქვეყნები, რომლებიც მხარს უჭერენ დაჩქარებული გაწევრიანების ამ ვარიანტს, არიან ქვეყნები, რომლებიც არ უჭერენ მხარს. ნებისმიერ შემთხვევაში, ყველა მიუთითებს კონსენსუსის წესზე. ამიტომ, ჩვენ ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით ამ გადაწყვეტილებას და გვახსოვს, რომ სწორედ ნატო-ს მიმართ უკრაინის ორიენტაცია გახდა სპეციალური სამხედრო ოპერაციის ერთ-ერთი მიზეზი“, – განაცხადა პესკოვმა.

მეტი...

ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის სხდომა გაიმართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტის წევრებმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ სხდომაზე 7 საკითხი განიხილეს. განსახილველ საკითხთა შორის იყო ცვლილება „2022 წლის რთვლის ორგანიზებულად ჩატარებისათვის განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 25 ივლისის №1327 განკარგულებაში. კერძოდ, მიმდინარე წლის რთვლის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში, ხვანჭკარის მიკროზონაში მოწეული 1კგ ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშის ყურძნის შესყიდვისას განხორციელდება ღვინის კომპანიის სუბსიდირება 4 ლარის ოდენობით; ამასთან,  სუბსიდიის მისაღებად ღვინის კომპანია ვალდებული იქნება მევენახეობის სფეროში დასაქმებულ ფიზიკურ პირს ან/და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის მქონე იურიდიულ პირს ალექსანდროულის ან/და მუჯურეთულის…

მეტი...

ოკუპირებულ აფხაზეთში სამხედრო გაწვევა დაიწყო

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ ხელი მოაწერა სამხედრო გაწვევის “განკარგულებას”. ,,განკარგულების” თანახმად, 2022 წლის 1 ოქტომბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, სამხედრო სამსახურში 18-დან 27 წლამდე ასაკის იმ მოქალაქეებს გაიწვევენ, რომლებიც სარეზერვო აღრიცხვაზე არ იმყოფებიან. ბჟანიამ “მინისტრთა კაბინეტს”, რაიონებისა და ქალაქ სოხუმის “ადმინისტრაციებს” დაავალა უზრუნველყონ გაწვევასა და სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებული ღონისძიებების სრული განხორციელება.

მეტი...

ადვოკატის განცხადებით, ნობელის პრემიის ლაურეანტ ექიმს სააკაშვილთან არ უშვებენ

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, საქართველოში სააკაშვილის საქმეში ნობელის პრემიის ლაურეანტ ექიმს ყოფილი პრეზიდენტის მოსანახულებლად არ უშვებენ. შალვა ხაჭაპურიძე სახალხო დამცველს მიმართავს, რათა ჩაერთოს საქმეში და ჯეიმს კობი სააკაშვილთან შეუშვან. „სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით საქართველოში ჩამობრძანდა დოქტორი კობი, რომელიც ნობელის პრემიის ლაურეატი გახლავთ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დარგში. მსგავსი მასშტაბის ფიგურა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის კუთხით, საქართველოში ჯერ არ ყოფილა. მსოფლიოს მრავალმილიარდიან საექსპერტო ჯგუფში ეს ადამიანი არის ნომერ პირველი, ყველაზე მეტად აღიარებული. ჯანდაცვის სამინისტრომ ხარვეზი დაუდგინა. ხარვეზი გახლავთ ის, რომ ბატონ კობის ვითომ არ წარმოუდგენია ბოლო წლების მუშაობის დამადასტურებელი დოკუმენტი. სინამდვილეში, ეს დოკუმენტი არაერთხელ…

მეტი...

„ჩვენი ეკონომიკა მინუსშია! დაბეჭდავენ ფულს, როგორც აქამდე და დაარიგებენ, ოღონდ ამ ფულით უფრო ნაკლებს ვიყიდით, ვიდრე დღეს ვყიდულობთ“- კახა ოქრიაშვილი

პარტია „პროგრესი და თავისუფლებას“ ლიდერი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნავს, რომ ქვეყნის ეკონომიკა მინუსშია. დეპუტატის განცხადებით, ჩვენ გვჭირდება 15 %-იანი ეკონომიკური ზრდა, რაც მისივე თქმით, თავისუფალი, კომპეტენტური მთავრობის პირობებშია შესაძლებელი. „პარლამენტში შემოვიდა 2023 წლის ბიუჯეტის შესახებ კანონპროექტი. მთავარი მაჩვენებელი – ეკონომიკის დაგეგმილი ზრდა 5 %-ია. სად არის ეკონომიკის არნახული, 15 %-იანი ზრდა?! წელს, ცხრა თვის მაჩვენებლით, წლიური ინფლაცია, ანუ ფასების ზრდა ლარში, 10 %-ს აღემატება – ესე იგი უკან მივდივართ. მარტივი მათემატიკა გვიჩვენებს, რომ ჩვენი ეკონომიკა მინუსშია. აქვე, „ოცნება“ აანონსებს, რომ გაზრდიან ხელფასებს და პენსიებს – რის ხარჯზე ?! დაბეჭდავენ…

მეტი...

თამო ვაშალომიძე ნელი დოროყაშვილის წინააღმდეგ სამართლებრივ დავას იწყებს

მოდელი თამო ვაშალომიძე ცნობილი ჩოგბურთელის ყოფილი მეუღლის, ნელი დოროყაშვილის წინააღმდეგ სამართლებრივ დავას იწყებს. საქმე ეხება, 2022 წლის 14 სექტემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში ნელი დოროყაშვილისა და ნიკოლოზ ბასილაშვილის სასამართლო პროცესზე წარმოდგენილ  აუდიო ჩანაწერს, რომელშიც დოროყაშვილი ვაშალომიძეს შეურაცხმყოფელი სიტყვით მოიხსენიებს. როგორც ვაშალომიძე აცხადებს, აღნიშულის შემდეგ მას დიდი ზიანი მიადგა და დოროყაშვილისგან საჯარო ბოდიშს ითხოვდა, რაც მისივე თქმით, დაპირების მიუხედავად არ მომხდარა. ,,2022 წლის 14 სექტემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში ნელი დოროყაშვილისა და ნიკოლოზ ბასილაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართა, სადაც მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილ იქნა აუდიო ჩანაწერი, რომელშიც ნელი დოროყაშვილი მომიხსენიებდა შეურაცხმყოფელი სიტყვით. იმავე საღამოს,…

მეტი...

,,დეოლიგარქიზაციაზე მომზადებული კანონპროექტის მიღება იმას ნიშნავს, რომ საქართველო ევროკავშირის წევრობის სტატუსს ვერ მიიღებს”- გიორგი ვაშაძე

,,დეოლიგარქიზაციის თაობაზე მომზადებული კანონპროექტის მიღება იმას ნიშნავს, რომ საქართველო ევროკავშირის წევრობის სტატუსს ვერ მიიღებს, რასაც „ქართული ოცნება“ მიზანმიმართულად აკეთებს,”- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა. მისი თქმით, ,,ქართული ოცნება”  ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ქვეყანამ სტატუსი ვერ მიიღოს. „საკითხი არის მარტივად: ისევე როგორც ივნისში ე.წ. მოსმენების კანონი მიზანმიმართულად მიიღეს, ასევე ნიკა გვარამია მაშინ დაიჭირეს, როცა პრემიერ-მინისტრი ბრიუსელში ჩადიოდა. ამ ყველაფერს „ქართული ოცნება“ მიზანმიმართულად აგრძელებს, რადგან არის პრორუსული ძალა და უნდა, საქართველო რუსეთთან პირისპირ დატოვოს. თქვან, ეთანხმებიან თუ არა მათი „კაგებეშნიკი“ ოთხეულის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომ საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაზრდის თვალსაზრისით…

მეტი...

,,დეოლიგარქიზაციის კანონი ფუჭი ძალისხმევაა, უკრაინული კანონი კაპიკად არ ვარგა”- ალეკო ელისაშვილი

,,უკრაინული კანონი კაპიკად არ ვარგა და მისი გადმოტანა არაფერს შეცვლის, გარდა იმისა, რომ რამდენიმე მდიდარი ადამიანის ოლიგარქად აღიარება მოხდება,”- ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ წევრმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა. ელისაშვილის თქმით, მართლმსაჯულების ნორმალური სისტემის შემთხვევაში, სპეციალური კანონების მიღება საჭირო აღარ იქნება. „უკრაინული კანონი კაპიკად არ ვარგა და მისი გადმოტანა არაფერს შეცვლის, გარდა იმისა, რომ რამდენიმე მდიდარი ადამიანის ოლიგარქად აღიარება მოხდება. პირველ რიგში მათი, ვინც ოპოზიციას აფინანსებს და იმ მდიდრების, ოპოზიციაში რომ არიან, მეტი არაფერი შეიცვლება. თუ ჩვენ მართლმსაჯულების ნორმალური სისტემა გვექნება, სპეციალური კანონების მიღება ამაზე არ დაგვჭირდება, ავტომატურად გამოირიცხება, რომ ვინმე ჩრდილიდან…

მეტი...

კადიროვი სამ არასრულწლოვან შვილს უკრაინის წინააღმდეგ ომში უშვებს

ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის განცხადებით, სამ არასრულწლოვან ვაჟს უკრაინის წინააღმდეგ ომში უშვებს. კადიროვის მტკიცებით, ომში წასვლა მისი შვილების  სურვილია. ,,მალე ისინი ფრონტის ხაზზე გადავლენ და კონტაქტის ხაზის ურთულეს მონაკვეთებზე იქნებიან. ყოველთვის მჯეროდა, რომ ნებისმიერი მამის მთავარი მიზანია შვილებს ოჯახის, ხალხის, სამშობლოს დაცვა ასწავლოს. თუ მშვიდობა გინდა, მოემზადე ომისთვის!” – აღნიშნავს კადიროვი. კადიროვის შვილები ახმატი, ელი და ადამი 16, 15 და 14 წლისები არიან. კადიროვის თქმით, მათი სამხედრო მომზადება ადრეულ ასაკში დაიწყო.

მეტი...

7 თვეში, საქართველოში ქონება რუსეთის 3319-მა მოქალაქემ შეიძინა

2017 წლის 1-ელი იანვრიდან 2022 წლის 9 სექტემბრის ჩათვლით, საქართველოს ტერიტორიაზე, რუსეთის ფედერაციის 18 864 მოქალაქის ქონება დარეგისტრირდა. 2022 წლის 24 თებერვლიდან 9 სექტემბრის ჩათვლით, საქართველოში ქონება რუსეთის 3319-მა მოქალაქემ შეიძინა, საიდანაც 969 თბილისშია რეგისტრირებული. უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის მონაცემებით, მითითებული პერიოდისთვის რუსეთის ფედერაციის 2407 მოქალაქის საკუთრების უფლება დარეგისტრირდა 2594 საცხოვრებელ ბინა/ერთეულზე. ამასთან, გასული წლების მონაცემებით, 2021 წელს საქართველოში რუსეთის 3496 მოქალაქის უძრავი ქონება დარეგისტრირდა, 2020 წელს – 2184; 2019 წელს – 4175; 2018 წელს – 2503, ხოლო 2017 წელს – 2735. უფრო კონკრეტულად, საქართველოს მასშტაბით რეგისტრირებულ საცხოვრებელ ფართზე (ბინა,…

მეტი...

,,თუ გვინდა პოლიტიკური პრობლემა გადავწყვიტოთ, მაშინ ბიძინა ივანიშვილი საჯარო პოლიტიკაში უნდა დაბრუნდეს”- ვახტანგ მეგრელიშვილი

,,მართლა თუ გვინდა პოლიტიკური პრობლემა გადავწყვიტოთ და ევროპელებსაც კითხვა არ ჰქონდეთ, მაშინ ბიძინა ივანიშვილი საჯარო პოლიტიკაში უნდა დაბრუნდეს” – ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონის მიღება ჩვენნაირ ქვეყანაში, სადაც არ გვაქვს სახელმწიფო ინსტიტუტები, ძალიან დამაზიანებელი იქნება”. „მნიშვნელოვანია, ღიად ვთქვათ, რა პრობლემა გვჭირს. ეს კონკრეტული კანონი ადამიანის უფლებების შემზღუდველია და არათუ დაგვეხმარება, რომ ევროპული ქვეყანა გავხდეთ, არამედ პირიქით – ამ ტიპის კანონმდებლობის მიღება, ჩვენნაირ ქვეყანაში, რომელშიც არ გვაქვს კანონის უზენაესობა, არ გვაქვს ინსტიტუტები და ა.შ. ეს იქნება ძალიან დამაზიანებელი. მოგვიწევს ავხსნათ, რომ დეოლიგარქიზაციის შესახებ…

მეტი...

„განსაკუთრებით გემადლიერებით, პირადად მე!“ – წალენჯიხის მერი ამომრჩევლებს მიმართავს

“2 ოქტომბერი! გარდატეხა ქვეყნის მასშტაბით ქართულ პოლიტიკურ ველზე, რეჟიმის უძლეველობის მითის, ზოგადპოლიტიკურ განწყობებში, აზროვნებაში, რომ, ოლიგარქიაზე გამარჯვება შესაძლებელია, რომ ძალაუფლების წყაროა ხალხი, რომ, თუ ერთ მუნიციპალიტეტში შეიძლება ამ ძალაუფლების დაბრუნება და თავისუფალი არჩევანისთვის გადაცემა, მაშინ, ეს შეიძლება ყველგან, ყველა მუნიციპალიტეტში, მთელს საქართველოში!” – წერს წალენჯიხის ოპოზიციონერი მერი გია ხარჩილავა. მერი საკუთარ ამომრჩევლებს მიმართავს, რომ მათი მადლიერია. „წალენჯიხელებო, ამ მიდგომისთვის, შიდა თავისუფალი არჩევანის შენარჩუნებისთვის და დაცვისათვის მადლიერია საქართველოს ყველა თავისუფალი მოქალაქე, დემოკრატიული, პროგრესული, ქვეყნისმოყვარე საზოგადოება, და, განსაკუთრებით გემადლიერებით, პირადად მე!“ – აცხადებს ხარჩილავა. მერი ძირითად დაკვეთებზეც საუბრობს, რაც მან ხალხისგან მიიღო.…

მეტი...

რუსეთმა “ბელგოროდის” ატომური წყალქვეშა ნავიდან შესაძლოა, საცდელი გაშვება განახორციელოს – მედია

იტალიური გაზეთი La Repubblica-ს ინფორმაციით, ნატოს დაზვერვამ გააფრთხილა ალიანსის სარდლობა, რომ რუსეთმა შესაძლოა განახორციელოს ბირთვული ძრავის მქონე თვითმფრინავი “პოსეიდონის” საცდელი გაშვება “ბელგოროდის” ატომური წყალქვეშა ნავიდან. ,,პოსეიდონს შეუძლია წარმოქმნას რადიოაქტიური ცუნამი, რომელსაც შეუძლია გაანადგუროს ისეთი ქალაქები, როგორიცაა ნიუ-იორკი ან ლოს-ანჯელესი”, – წერს გამოცემა. ამერიკის შეერთებული შტატების დაზვერვის ცნობით, “ბელგოროდი” გაუჩინარდა.

მეტი...

,,ბიძინა ივანიშვილზე დეოლიგარქიზაციის კანონპროექტი ფიზიკურად და ობიექტურად ვერ გავრცელდება”- ანრი ოხანაშვილი

,,ბიძინა ივანიშვილზე დეოლიგარქიზაციის კანონპროექტი ფიზიკურად და ობიექტურად ვერ გავრცელდება,” – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, სამივე კრიტერიუმის გათვალისწინებით, ოლიგარქთა სიაში ვერ მოხვდება. „საქართველოს პარლამენტში მაქსიმალურად გამჭვირვალედ, ინკლუზიურად და პოლიტიკური ჯგუფების ჩართულობით უნდა მოხდეს საკითხის განხილვა. უნდა მოხდეს შესაბამისი კრიტერიუმების განხილვა, შესაბამის პირებთან დაკავშირებით ინფორმაციის მოძიება, საკომიტეტო და პლენარულ სხდომაზე განხილვა და ეს უნდა იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე, რათა ჩვენმა საზოგადოებამ ნახოს ვინ არიან ის პირები, ვინც აკმაყოფილებენ ამ პირობებს და როგორ იქნებიან ეს ადამიანები ოლიგარქების რეესტრში შეყვანილი. შესაბამისად, ამასთან დაკავშირებით ვიმსჯელებთ საქართველოს პარლამენტში. ბიძინა ივანიშვილზე ეს…

მეტი...

საქართველოში ბინადრობის უფლება რუსეთის 3283-მა მოქალაქემ მოითხოვა, საიდანაც დაკმაყოფილდა 2009

2022 წლის 24 თებერვლიდან 9 სექტემბრის ჩათვლით, საქართველოში ბინადრობის უფლების მინიჭების მოთხოვნით რუსეთის მოქალაქეების მიერ 3283 განცხადება შევიდა, საიდანაც 2009 დაკმაყოფილდა, 708-ს უარი ეთქვა, ხოლო 89 განცხადება განხილვაშია. საქართველოში მუდმივი ცხოვრების ნებართვა რუსეთის 952-მა მოქალაქემ ითხოვა, აქედან 661-ის განცხადება დაკმაყოფილდა, 109-ს უარი ეთქვა, ხოლო განხილვაშია 36; შრომითი ბინადრობის უფლება ითხოვა 811-მა პირმა, აქედან 311-ს უარი ეთქვა, 352 დაკმაყოფილდა, ხოლო 17 განცხადება განხილვაშია. მოკლევადიანი ბინადრობის უფლება 714-მა პირმა ითხოვა, საიდანაც 372 დაკმაყოფილდა, 249-ს უარი ეთქვა, 21-ის განცხადება განხილვაშია; ოჯახის გაერთიანების მიზნით ბინადრობის უფლება ითხოვა 295-მა პირმა, აქედან 230 დაკმაყოფილდა, 18-ს უარი…

მეტი...

,,უკრაინის ომი დრამატულ გავლენას ახდენს ევროპის ენერგეტიკულ მდგომარეობასა და ეკონომიკაზე”- შარლ მიშელი

,,რუსეთის ომის დრამატული შედეგების გათვალისწინებით, შევთანხმდით, რომ შევქმნათ ევროპული პოლიტიკური თანამეგობრობა ევროპის კონტინენტის ქვეყნების გაერთიანებისა და პოლიტიკური კოორდინაციის პლატფორმის უზრუნველსაყოფად,” – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის წერილშია ნათქვამი. მიშელის განცხადებით, უკრაინის ომი დრამატულ გავლენას ახდენს ევროპის ენერგეტიკულ მდგომარეობაზე და გავლენას ახდენს ჩვენს ეკონომიკაზე. „სხვადასხვა შეხვედრის დროს, რომლებიც დაგეგმილია, გექნებათ შესაძლებლობა, განიხილოთ ისეთი თემები, როგორიცაა მშვიდობა და უსაფრთხოება, ეკონომიკური მდგომარეობა, ენერგეტიკა და კლიმატი, მიგრაცია და მობილურობა. ევროპის პოლიტიკური გაერთიანების ოფიციალური წერილობითი შედეგი არ არის გათვალისწინებული. უკრაინის ომი დრამატულ გავლენას ახდენს ევროპის ენერგეტიკულ მდგომარეობაზე და გავლენას ახდენს ჩვენს ეკონომიკაზე. ჩვენი…

მეტი...

დავით ნარმანია აწსუს ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის 30 წლის იუბილეზე სიტყვით წარდგა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე, დავით ნარმანია აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის (აწსუ) ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის 30 წლის იუბილეზე სიტყვით წარდგა. სემეკის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა სემეკსა და უნივერსიტეტს შორის მემორანდუმის თანამშრომლობის მნიშვნელობასა და მემორანდუმის ფარგლებში ერთობლივად მიღწეულ შედეგებს. ღონისძიების მონაწილეებისათვის დავით ნარმანიამ წარადგინა მოხსენება ენერგეტიკული ბაზრების შესახებ. მან ისაუბრა საქართველოში ელექტროენერგეტიკის ბაზრის კონცეფციაზე, კონკურენციის მნიშვნელობაზე, ბაზრის მონიტორინგის აუცილებლობასა და სამოქმედო გეგმებზე. მემორანდუმის ფარგლებში სემეკსა და აწსუს შორის ჩამოყალიბებულია მჭიდრო თანამშრომლობა, რომლის ფარგლებშიც უნივერსიტეტში გახსნილია სემეკის აუდიტორია. აუდიტორია აღჭურვილია სწავლის პროცესისათვის საჭირო სხვადასხვა საგნებით. დავით…

მეტი...