„ყველა კვლევა მწვავე დიფიციტს აჩვენებს“ – სააკაშვილის ამერიკელი ექსპერტი

მიხეილ სააკაშვილთან ვიზიტის შემდეგ, ამერიკიდან ჩამოსულმა ექსპერტმა ჟურნალისტებთან პრეზიდენტის მდგომარეობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ყველა კვლევა მწვავე დეფიციტს აჩვენებს. შაჰინ ლახანის შეფასებით, დეტალებზე ამ ეტაპზე ვერ ისაუბრებს. „ჩატარებულია მთელი რიგი კვლევები. დაწყებული ხერხემლის კვლევიდან დამთავრებული ტვინის ფუნქციური გამოკვლევით და ასევე სხვადასხვა ტიპის ნევროლოგიური კვლევები. ყველა ეს კვლევა აჩვენებს მწვავე დეფიციტს, ყველა იმ სასიცოცხლო მაჩვენებლისა, რაც ნორმალურ ადამიანს, ნორმალური ჯანდაცვის პირობებში არ უნდა ჰქონდეს“, – განაცხადა შაჰინ ლახანმა.  

მეტი...

„პარამეტრები არის ზღვარზე, კოლაფსი გველოდება“ – მიხეილ სააკაშვილის უცხოელი ადვოკატი

პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი მასიმო დანჯელინო მესამე პრეზიდენტის მდგომარეობასთან დაკავშირებით მედიასთან ვრცლად საუბრობს და აცხადებს, რომ ამის შემდეგ მოსალოდნელია მისი სიცოცხლის მოსპობა. „პრეზიდენტმა სააკაშვილმა გუშინ, მას შემდეგ, რაც მის ოთახში პროკურატურის წარმომადგენლები შეიჭრნენ და სასამართლო სხდომის გამართვას შეეცადნენ, მაღალი წნევისა და შეტევის ფონზე გონება დაკარგა. გონების დაკარგვის ეპიზოდი არ არის პირველი. ჩვენ ყველას კარგად გვახსოვს არაერთი ეპიზოდი, როცა მას გონების დაკარგვის შემთხვევები უფიქსირდება ძლიერი აღელვების და შოკური მდგომარეობის გამო, რაც გამოწვეული არის მოულოდნელი თავდასხმებით და სტუმრების ვიზიტებით მის ოთახში. ჩვენ დღეს შევძელით და სააკაშვილთან შევიდა ბატონი ლახანი, ამერიკელი ნერვოლოგი,…

მეტი...

პუტინმა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან დაკავშირებით განკარგულება გამოსცა

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განკარგულებით, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ობიექტები რუსეთის ფედერალურ საკუთრებაში გადადის. განკარგულებას ხელი უკვე მოეწერა. „რუსეთის ფედერაციის მთავრობამ უნდა უზრუნველყოს, რომ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ატომური ობიექტები და მისი საქმიანობის განსახორციელებლად საჭირო სხვა ქონება ფედერალურ საკუთრებაში იყოს მიღებული“, – აღნიშნულია პუტინის ხელმოწერილ დოკუმენტში.

მეტი...

ნელი დოროყაშვილი ნიკოლოზ ბასილაშვილის დედას სასამართლოში ჩივილით ემუქრება

ცნობილი ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლე ყველას სასამართლოში უჩივის, ვინც მასზე აუგად საუბრობს. მან არაერთხელ უჩივლა ყოფილ დედამთილს, თუმცა, დღევანდელი სასამართლო პროცესის შემდეგ განაცხადა, რომ ყოფილ დედამთილს სასამართლოში ისევ უჩივლებს. ნელი დოროყაშვილის დღევანდელი გაღიზიანების მიზეზი ის სმს გზავნილები აღმოჩნდა, რაც ნიკოლოზ ბასილაშვილის დედამ სასამართლოს წარუდგინა და რომელიც ნელი დოროყაშვილის მასთან მიმოწერას ეხება. როგორც დოროყაშვილი განმარტავს, მსგავსი მიმოწერა მას არ ახსენდება, ამიტომ სასამართლოს უნდა მიმართოს. “სხვა მოლოდინი ამ ადამიანისგან არ მქონია. ეს ოჯახი ისევ აგრძელებს დისკრედიტაციას. ფაქტობრივად, რაც ხდებოდა ჩემი დისკრედიტაცია, დაკნინება, ფსიქოლოგიური წნეხი ამ ოჯახის მხრიდან ისევ გრძელდება. მეც მაქვს ტელეფონში…

მეტი...

ნიკოლოზ ბასილაშვილის დედამ სასამართლოს ვიდეო წარუდგინა, სადაც ნელი დოროყაშვილი ბავშვს მასზე ცუდ სიტყვებს ალაპარაკებს

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს ნიკოლოზ ბასილაშვილის დედა გამოიკითხა, რომელსაც ყოფილი რძალი ნელი დოროყაშვილი ძალადობაში ადანაშაულებს.  ნატალია ნაჭყებიამ სასამართლოს ნელი დოროყაშვილის გზავნილები გააცნო, რომელიც საპირისპიროს ადასტურებს, რომ, დოროყაშვილი ახორციელებდა ფსიქოლოგიურ ზეწოლას ბასილაშვილების ოჯახზე. ასევე, მან სასამართლოს წარუდგინა ვიდეო, სადაც ნელი დოროყაშვილი საკუთარ, მცირეწლოვან შვილს ბებიაზე ცუდს ალაპარაკებს. „ბავშვი გამოყენებული იქნა იარაღად“ – აღნიშნა ნატალია ნაჭყეპიამ სასამართლოზე. „ნიკა საქართველოში რომ ჩამოდიოდა, ჩვენთან რჩებოდა. ეს იყო ჩემთვის მანიშნებელი, რომ ისინი ერთად არ ცხოვრობდნენ. თუ არ ვცდები, 2016-2017 წელი იყო, ნიკამ მთხოვა, ადვოკატი მომეძებნა. ნელი დოროყაშვილის ძმა გახდა ავად, ეს ისე განვიცადეთ. თავს უფლებას…

მეტი...

პუტინის განცხადებით, ის პატივს სცემს უკრაინელ ერს და მათ კულტურას

ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტი უკრაინელი ერის მიმართ  მიმართ პატივისცემას ადასტურებს და აცხადებს, რომ მათ არასდროს მოექცევა ისე, როგორც უკრაინა რუსულ კულტურას ექცევა. „ყოველთვის, დღევანდელი დღეების ტრაგედიის მიუხედავად, ჩვენ უდიდესი პატივისცემით ვეპყრობით უკრაინულ ერს, უკრაინულ კულტურას, უკრაინულ ენას, ლიტერატურას და ასე შემდეგ. ჩვენ არასდროს დაგვიშვია ის, რასაც უკრაინაში აკეთებენ რუსული კულტურისა და რუსული ენის მიმართ. ჩვენი მხრიდან ჩვენ სხვა გზით წავალთ – პატივისცემით მოვეპყრობით ყველაფერ უკრაინულს”, – აცხადებს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი.  

მეტი...

„ომი ახალ ფაზაში შევიდა“ –  ჯოზეფ ბორელი

„რუსეთის ატომური მუქარის მიუხედავად, უკრაინისადმი ევროკავშირის მხარდაჭერა უცვლელია“ –  აცხადებს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელი. როგორც დიპლომატმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ომი უკვე ახალ ფაზაში შევიდა. „ომი ახალ ფაზაში გადავიდა და ცხადია რომ ეს სახიფათო ფაზაა.  საშინელ სცენარს ვხედავთ, რომელზეც თვალები არ უნდა დავხუჭოთ. ეს ატომური სახელმწიფოს მონაწილეობით ჩვეულებრივი ომის სცენარია. ატომური სახელმწიფოსი, რომელიც სცენარს შორდება და ატომური იარაღის გამოყენებით იმუქრება. ეს მართლაც შემაშფოთებელი სცენარია, რომელშიც ჩვენ უნდა ვაჩვენოთ, რომ უკრაინისადმი ჩვენი მხარდაჭერა ურყევია”, – აღნიშნა ბორელმა. მისივე შეფასებით, პუტინი ზამთარს ელოდება, რომ უკრაინას…

მეტი...

დიდი ოდენობით თანხის მითვისების ბრალდებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბუღალტერი დააკავეს

საქართველოს პროკურატურამ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხების მითვისებისა და კრედიტის უკანონოდ მიღების ფაქტზე, „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის“ ბუღალტერი და მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი პირი დააკავა. პროკურატურამ აღნიშნულ საქმეზე გამოძიება სახელმწიფო აუდიტის სამსახურისა და უნივერსიტეტის შიდა აუდიტის მომართვების საფუძველზე დაიწყო. ,,საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილმა ბუღალტერმა, ამ პოზიციაზე მუშაობის პერიოდში, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, უნივერსიტეტის ანგარიშიდან მასთან დაკავშირებული პირების საბანკო ანგარიშებზე გადარიცხა და მიითვისა დიდი ოდენობით – 165 000 ლარი. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფმა პირმა „თიბისი ბანკი” შეცდომაში შეიყვანა, თითქოს, უნივერსიტეტში სხვადასხვა პოზიციებზე მუშაობდა, რის შედეგადაც უკანონოდ მიიღო 105000 ლარის კრედიტი. დაკავებულებს ბრალდება სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის მითვისების,მითვისებაში დახმარების და კრედიტის უკანონოდ მიღების…

მეტი...

,,მაქვს უფლება არ დავეთანხმო მის განცხადებას კატეგორიულად”- მამუკა მდინარაძე კელი დეგნანზე

ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე  არასამთავრობო სექტორთან დაკავშირებით, საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებას ეხმიანება. მისი თქმით, თუკი მთავრობის გადადგომა, ამავე მიზნით მიტინგის და აქციების გამართვა, ტექნიკური მთავრობის მოთხოვნა შედის კრიტიკის ჩარჩოებში, მაშინ კელი დეგნანის განცხადებას დაეთანხმება. ,,მე მაინც მიმაჩნია მთავრობის გადადგომის მოთხოვნა, აქციების დაორგანიზება და ამგვარ პოლიტიკურ აქტივობებში მონაწილეობა უფლებადამცველის საქმე არ არის. თუ მე მართალი ვარ ამ შემთხვევაში, ასევე მართალი ვარ თუ ამ განცხადებას არ დავეთანხმები. მე შემიძლია პატივისცემა დავუდასტურო, მაგრამ ამის მიუხედავად, არ დავეთანხმო მის განცხადებას კატეგორიულად, ამის უფლება მაქვს. ნუ გაქვთ ის წარმოდგენა, რომ არსებობენ ადამიანები,…

მეტი...

„ქორწილში ნარსია რომ დავინახო, შეიძლება გადავხტე იქიდან და თავი მოვიკლა“ – ნელი დოროყაშვილი

„ძალიან არ მინდა ჩვენი მეჯვარე იყოს და გეხვეწებით რამე მოიფიქრეთ და უთხარით სანამ დროა იმ ოჯახს“ – ეს არის ნელი დოროყაშვილის გზავნილი, რომელსაც ის მომავალ დედამთილს ქორწილამდე წერდა და ფსიქოლოგიურ ზემოქმედებასაც ახდენდა. სოციალურ ქსელებში გავრცელებული ფოტოები, რომელზეც ნელი დოროყაშვილისა და ცნობილი ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის  ქორწილია ასახული, საზოგადოებაში დიდი განხილვის თემაა. კერძოდ, არის შეფასებები და კითხვები, რატომ არის წყვილი გაბრაზებული, გაბუტული და უჩვეულო ქორწილის დღეს. როგორც ირკვევა, ამ ყველაფრის მიზეზი ნიკოლოზ ბასილაშვილის მეჯვარე და „კიკალას“ სტუდია გახდა, რომელიც თურმე ნელი დოროყაშვილს „გულზე არ ეხატებოდა“. „ნატო დეიდა, როგორ ხართ?  გუშინ ველაპარაკე ნიკას და…

მეტი...

,,უკრაინას შეუძლია გაიმარჯვოს, უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს, უკრაინა გაიმარჯვებს”- ლიზ ტრასი

,,ჩვენ მხარს დავუჭერთ ჩვენს უკრაინელ მეგობრებთან იმდენხანს, რამდენ ხანსაც საჭირო იქნება. უკრაინას შეუძლია გაიმარჯვოს, უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს და უკრაინა გაიმარჯვებს“,”-ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ლიზ ტრასმა განაცხადა. მისივე თქმით, უკრაინის ტერიტორიის დათმობას არანაირი სამშვიდობო შეთანხმება არ უნდა ითვალისწინებდეს. „უკრაინელი ხალხი იბრძვის არა მხოლოდ მათი უსაფრთხოებისთვის, არამედ ყველა ჩვენგანის უსაფრთხოებისთვის. ეს არის ბრძოლა თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის მთელ მსოფლიოში. პუტინის მიერ უკრაინის ტერიტორიის უკანონო ანექსია მიმართულია დემოკრატიის დამხობისა და საერთაშორისო სამართლის დარღვევისკენ,“- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.    

მეტი...

,,თუკი მეტად დაზუსტება არ იქნება, ბევრს დარჩება შთაბეჭდილება, რომ ოპოზიციის მესიჯბოქსი ემთხვევა ელჩის პათოსს”- მდინარაძე დეგნანზე

,,ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით, საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებას ეხმიანება. მდინარაძე ელჩს მოუწოდებს მეტად მკაფიო განცხადებებისკენ, რადგან თუკი მეტად დაზუსტება არ იქნება, ბევრ ადამიანს დარჩება შთაბეჭდილება, რომ ოპოზიციის მესიჯბოქსი ემთხვევა პარტნიორი ქვეყნის ელჩის პათოსს. „გუშინ ხატია დეკანოიძე გამოვიდა და თქვა, რომ კანონი უნდა მოერგოს ბიძინა ივანიშვილს, დღეს კელი დეგნანი გამოდის და ამბობს, რომ ქართული სპეციფიკით უნდა იყოს ეს კანონი შედგენილი. თუკი აქ უფრო მკაფიოობა არ იქნება და თუკი მეტად დაზუსტება არ იქნება, ბევრ ადამიანს ამ ქვეყანაში და ქვეყნის გარეთაც კი დარჩება შთაბეჭდილება, რომ ოპოზიციის მესიჯბოქსი…

მეტი...

,,ნელი ჩემთვის როგორც შვილი ისე იყო”- ნიკოლოზ ბასილაშვილის დედამ ჩვენება მისცა

თბილისის საქალაქო სასამართლოში ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.  სასამართლოში ჩვენება მისცა  ნიკოლოზ ბასილაშვილის დედამ  ნატალია ნაჭყებიამ, რომელმაც მასსა და ნელი დოროყაშვილს შორის არსებულ ურთიერთობაზე ისაუბრა. ნატალია ნაჭყებიას განცხადებით, ნელი დოროყაშვილი მისთვის შვილივით იყო. ,,ქორწინებამდე ორი წლით ადრე გავიცანი, რამდენადაც ვიცი, ინტერნეტით გაიცნეს ერთმანეთი. ნელი ჩემთვის როგორც შვილი ისე იყო. პირადი ამონაწერები მაქვს და ადვოკატებისთვის არ მიმიცია, ამის საჭიროება მას შემდეგ გახდა, რაც ნელიმ ჩვენება მისცა და ეს ტელევიზიით გაჟღერდა, ეს ჩანაწერები იმის დამადასტურებელია, რომ სიცრუე ისაუბრა. პირველად ნელიმ თხოვნით მომმართა, რომ მას ნიკას მეჯვარე არ მოსწონდა, ყველა შეხედულების გაზიარება…

მეტი...

ზელენსკი რუსეთის პოლიტიკური და სამხედრო ლიდერების პასუხისგებისთვის სპეციალური ტრიბუნალის შექმნას ითხოვს

,,უკრაინის წინააღმდეგ ჩადენილი აგრესიისთვის უნდა შეიქმნას სპეციალური ტრიბუნალი, რათა დაისაჯონ ისინიც, ვისზეც, სამწუხაროდ, ხელი არ მიუწვდება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს და მსოფლიოს ყველა სხვა სასამართლო ინსტიტუტს“,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა  ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. მისივე თქმით,  უკრაინაში ჩადენილი დანაშაულებისთვის რუსეთის პოლიტიკურ და სამხედრო ლიდერებს პასუხი უნდა აგებინონ. „ჩვენ პასუხისგებაში უნდა მივცეთ ისინი, ვისი გადაწყვეტილებითაც დაიწყო ეს ყველაფერი. ისინი, ვინც თავდაპირველი დანაშაული ჩაიდინა. დანაშაული, რომელშიც თავმოყრილია ის ბოროტება, რაც რუსმა ოკუპანტებმა გამოავლინეს. და ჩვენ ჯერ კიდევ არ გვაქვს ისეთი ინსტიტუციური საფუძველი, რომ აგრესიის დანაშაულისთვის პასუხი აგებინოს რუსეთის პოლიტიკურ და სამხედრო ხელმძღვანელობას“, –…

მეტი...

,,ეს ჩანაწერები იმის დამადასტურებელია, რომ ნელი დოროყაშვილმა სიცრუე ისაუბრა”- ბასილაშვილის დედა

თბილისის საქალაქო სასამართლოში ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. ამ წუთებში სასამართლოში ჩვენებას აძლევს ნიკოლოზ ბასილაშვილის დედა ნატალია ნაჭყებია. ნიკოლოზ ბასილაშვილის დედამ სასამართლოზე მისი და ნელი დოროყაშვილის მიმოწერა წარმოადგინა, რაც ნაჭყებიას თქმით ადასტურებს, რომ დოროყაშვილის ცრუობს. ,,ქორწინებამდე ორი წლით ადრე გავიცანი, რამდენადაც ვიცი, ინტერნეტით გაიცნეს ერთმანეთი. ნელი ჩემთვის როგორც შვილი ისე იყო. პირადი ამონაწერები მაქვს და ადვოკატებისთვის არ მიმიცია, ამის საჭიროება მას შემდეგ გახდა, რაც ნელიმ ჩვენება მისცა და ეს ტელევიზიით გაჟღერდა, ეს ჩანაწერები იმის დამადასტურებელია, რომ სიცრუე ისაუბრა. პირველად ნელიმ თხოვნით მომმართა, რომ მას ნიკას მეჯვარე არ მოსწონდა, ყველა…

მეტი...

მელიქიშვილის გამზირზე ტრანსპორტის გადაადგილების სქემა დროებით შეიცვლება

მელიქიშვილის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით, ხვალიდან ტრანსპორტის გადაადგილების სქემა დროებით შეიცვლება. თბილისის მერიის ინფორმაციით, ავტომობილები რუსთაველის გამზირის მიმართულებით გადაადგილებას შეძლებენ ცალმხრივად, ჭავჭავაძის გამზირიდან და კეკელიძის ქუჩიდან. ასევე, მელიქიშვილის გამზირიდან მარცხნივ მოხვევით, კოსტავას ქუჩის მიმართულებით. რუსთაველის გამზირიდან მომავალი ავტომობილები კოსტავას ქუჩის საშუალებით, გადაადგილებას შეძლებენ ცალმხრივად, გმირთა მოედნის მიმართულებით, ქიაჩელისა და ახვლედიანის ქუჩებიდან კი მოძრაობა დასაშვები იქნება ნიკოლაძის ქუჩის გავლით, კოსტავას ქუჩის მიმართულებით. რეაბილიტაციის განმავლობაში, მძღოლები ვარაზისხევის ქუჩაზე ცალმხრივად იმოძრავებენ და გადაადგილებას შეძლებენ, როგორც ჭავჭავაძის გამზირის, ასევე, მელიქიშვილის გამზირისა და კეკელიძის ქუჩის მიმართულებით. საზოგადოებრივი ტრანსპორტი გადაადგილდება შემდეგი მიმართულებებით: ვაკის რაიონიდან მოძრავი…

მეტი...

,,პუტინი  ელოდება “გენერალური ზამთრის” მოსვლას, რომელიც ყოველთვის იხსნიდა რუსულ არმიას”- ჯოზეფ ბორელი

,,პუტინი  ელოდება “გენერალური ზამთრის” მოსვლას, რომელიც ყოველთვის ამთავრებდა რუსეთის არმიის გადარჩენას,”- ამის შესახებ საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა განაცხადა. ბორელის თქმით, მხარდაჭერა უკრაინისადმი ურყევი უნდა იყოს, რადგან უკრაინის უსაფრთხოება განუყოფლად არის დაკავშირებული ევროპის უსაფრთხოებასთან. ,,პუტინი ფიქრობს, რომ დემოკრატიები სუსტია, რომ საზოგადოებრივი აზრის სისტემები ცივ ზამთარს ვერ გადაურჩებიან. ის ელოდება “გენერალური ზამთრის” მოსვლას, რომელიც ყოველთვის ამთავრებდა რუსეთის არმიის გადარჩენას. ის ელოდება სიცივეს, გაზის მიწოდების შეფერხებას, მაღალ ფასებს და დაბალ ტემპერატურას, რათა შეარყიოს ჩვენი ნება, გავაგრძელოთ უკრაინის მხარდაჭერა. ეს ის ადგილია, სადაც ევროპელებს ვთხოვთ გაიგონ, რა არის სასწორზე.…

მეტი...

,,ოფიციალურად, ლუგანსკის ოლქის დეოკუპაცია დაიწყო”- სერგეი გაიდაი

ლუგანსკის სამხედრო საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის სერგეი გაიდაის ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ლუგანსკის ოლქში რამდენიმე დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს. გაიდაის განცადებით, ლუგანსკის ოლქის დეოკუპაცია დაიწყო. „ახლა უკვე ოფიციალურად – ლუგანსკის ოლქის დეოკუპაცია დაიწყო. რამდენიმე დასახლებული პუნქტი უკვე გათავისუფლებულია რუსული არმიისგან და იქ უკრაინის შეიარაღებული ძალები უკვე უკრაინულ დროშას წევენ“ , – წერს გაიდაი.

მეტი...

ე.წ. „2012 წლის ციხის კადრების“ საქმეზე, ზურაბ ადეიშვილისა და დავით ჭაკუას მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა

პატიმართა მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზების, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულების ფალსიფიკაციის ორგანიზების, მოწმეზე ზემოქმედების და დანაშაულის პროვოკაციის ორგანიზების ფაქტზე, იუსტიციის ყოფილი მინისტრის და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი თავმჯდომარის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა. პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლოში ბრალდების მხარის მიერ გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა რომ, 2012 წლის სექტემბრის დასაწყისში იუსტიციის იმჟამინდელმა მინისტრმა შეიტყო, რომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №8 დაწესებულებაში გადაღებული იყო პატიმრების ცემისა და წამების ამსახველი ვიდეომასალა, რომელიც შესაძლოა გამოქვეყნებულიყო ევროპის რომელიმე ქვეყნის ტელევიზიით. 2012 წლის 17 სექტემბერს, ამ უკანასკნელმა აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით საქართველოს მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე და…

მეტი...

შვედმა დეპუტატმა ირანელი ქალების სოლიდარობის ნიშნად ევროპარლამენტში თმა მოიჭრა

შვედმა დეპუტატმა ევროპარლამენტში, ირანელი ქალების სოლიდარობის ნიშნად, თმა მოიჭრა. „ვიდრე ირანელი ქალები არ იქნებიან თავისუფალნი, ჩვენ თქვენ გვერდით ვიქნებით“, – განაცხადა ევროპარლამენტის წევრმა სტრასბურგში გამართულ სესიაზე, რომელზეც ირანში არსებული ვითარება განიხილებოდა. ცნობისთვის, ორ კვირაზე მეტია, რაც ირანში საპროტესტო გამოსვლები მიმდინარეობს. დემონსტრაციები 22 წლის მაჰსა ამინის გარდაცვალებას მოჰყვა. ახალგაზრდა ქალი მაჰსა ამინი თეირანში ჰიჯაბის ტარების წესის დარღვევისთვის დააკავეს. ის 16 სექტემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა. თვითმხილველები აცხადებენ, რომ ქალს დაკავებისას სცემეს.

მეტი...

,,თავს დამნაშავედ არ ვთვლი” – ნიკოლოზ ბასილაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში მივიდა

ყოფილი მეუღლის მიმართ ძალადობაში ბრალდებული ნიკოლოზ ბასილაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში მივიდა. ცნობილი ჩოგბურთელი პირველად ესწრება სხდომას. „სანამ პროცესები არ დამთავრდება, მანამდე განცხადებას არ გავაკეთებ. როგორც კი დამთავრდება, ყველაფერზე აუცილებლად გავაკეთებ კომენტარს. თავს დამნაშავედ არ ვთვლი”,- განაცხადა ბასილაშვილმა. შეგახსენებთ, ყოფილი მეუღლე ნეკა დოროყაშვილი ნიკოლოზ ბასილაშვილს ძალადობაში ადანაშაულებს. სასამართლო პროცესები უკვე რამდენიმე თვეა მიმდინარეობს.  

მეტი...

,,ივანიშვილი არასდროს ყოფილა ოლიგარქი, ის ყოველთვის იყო ქველმოქმედი”- ირაკლი ზარქუა

,,რადიკალურმა ოპოზიციამ უკვე დაიწყო რაღაც ლავირებები, ზუსტად იციან, რომ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი პირდაპირ ოლიგარქად გამოაცხადებს მათ შორის, მათ დამფინანსებლებს,” – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა. ირაკლი ზარქუას თქმით, ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქი არასდროს ყოფილა. „ჩვენ ვასრულებთ 12-პუნქტიან გეგმას, ხოლო რადიკალურმა ოპოზიციამ უკვე დაიწყო რაღაც ლავირებები, ზუსტად იციან, რომ ეს ის კანონპროექტია, რომელიც ჩამოართმევს და პირდაპირ ოლიგარქად გამოაცხადებს, მათ შორის, მათ დამფინანსებლებს, ეს არის ბატონი კეზერაშვილი. კეზერაშვილი ხომ იცით, ვინ არის, ფული რომ მოჰპარა თავდაცვის სამინისტროდან ჩვენს ჯარისკაცებს და ახლა რომ იქიდან აფინანსებს რადიკალურ ოპოზიციას და დემოკრატიის შუქურად რომ…

მეტი...

ევროკავშირის ელჩები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მერვე პაკეტზე შეთანხმდნენ

ევროკავშირის ელჩებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მერვე პაკეტი შეათანხმეს. სანქციების მერვე პაკეტის ფარგლებში ევროკავშირის წევრი ქვეყნები შეთანხმდნენ, რუსულ ნავთობზე ფასის ზედა ზღვარი დააწესონ. სანქციების ახალი პაკეტი  ასევე მოიცავს ექსპორტსა და იმპორტზე დამატებით შეზღუდვებს, აგრეთვე ინდივიდუალურ საქნციებს რუსეთის მთავრობის წარმომადგენლების წინააღმდეგ. ევროკომისიის ხელმძღვანელმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა დაადასტურა სანქციების დამტკიცება. მოსალოდნელია, რომ ახალი პაკეტი ოფიციალურად 6 ოქტომბერს გამოქვეყნდება.

მეტი...

,,არ ვფიქრობ, რომ რაიმეს აღება თქვენი ქვეყნის სპეციფიკის გათვალისწინების გარეშე კარგად იმუშავებს”- ელჩი დეოლიგარქიზაციის კანონზე

,,არ ვფიქრობ, რომ რაიმეს აღება თქვენი ქვეყნის სპეციფიკის გათვალისწინების გარეშე, კარგად იმუშავებს,”– ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა. ელჩის თქმით, ყველა ქვეყანას საკუთარი მიდგომა აქვს და საქართველოშიც ადგილობრივ გარემოებებზე უნდა იყოს მორგებული დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონი. „დეოლიგარქიზაციის შესახებ საკითხი ნებისმიერ ქვეყანაში არის, თუ როგორ უმკლავდება არასათანადო გავლენას ნებისმიერი ადამიანის მხრიდან ქვეყნის პოლიტიკურ და ეკონომიკურ პროცესებში, ნებისმიერ საკითხზე, რითაც არის მცდელობა, გავლენა მოახდინონ მთავრობის ფუნქციონირებაზე ან საზოგადოებაზე ფულის ან გავლენის საშუალებით. ეს არის ბევრი ქვეყნისთვის აქტუალური საკითხი, მათ შორის ჩემი ქვეყნისთვის. არის ბევრი გზა, რითაც ქვეყნები უმკლავდებიან არასათანადო გავლენას პოლიტიკურ სექტორში.…

მეტი...

,,ვიქტორ ჯაფარიძე და მისი ოჯახის წევრები 11 სხვადასხვა კომპანიის მეწილეები არიან, ფლობენ არაერთ ქონებას მესტიასა და თბილისში”- ,,საერთაშორისო გამჭირვალობა”

,,დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე და მისი ოჯახის წევრები 11 სხვადასხვა კომპანიის მეწილეები არიან, ფლობენ არაერთ ქონებას მესტიასა და თბილისში, მათ შორის ორ სასტუმროს” – ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭირვალობის” მიერ მომზადებულ ანგარიშშია ნათქვამი. დეპუტატი 2022 წლის 4 ოქტომბერს მმართველი პარტიიდან გავიდა და შეუერთდა დეპუტატთა იმ ჯგუფს, რომელმაც მოძრაობა “ხალხის ძალა” დააფუძნეს. ამავე დღეს მან ტელეკომპანია “პოსტვ-ის” 52% წილი 520 000 ლარად იყიდა. „ვიქტორ ჯაფარიძე და მისი ოჯახის წევრები ჯამში 11 სხვადასხვა კომპანიის მეწილეები არიან, ფლობენ არაერთ ქონებას მესტიასა და თბილისში, მათ შორის ორ სასტუმროს. ვიქტორ ჯაფარიძესთან დაკავშირებულმა კომპანიებმა სახელმწიფო შესყიდვებიდან 7,775,565 ლარი მიიღეს.…

მეტი...

,,ოპოზიციის მოსაწონი ვერაფერი გავაკეთეთ”- კახა კალაძე

,,ოპოზიციის მოსაწონი ვერაფერი გავაკეთეთ. სავარაუდოდ, მათ მოსაწონს ვერაფერს გავაკეთებთ,”- ასე აფასებს დედაქალაქის მერი, კახა კალაძე დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტის „ქართული ოცნების“ ვერსიაზე ოპოზიციის კრიტიკას. თბილისის მერის თქმით, დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონი შესაძლოა, პირდაპირ აისახოს ოპოზიციის წარმომადგენლებსა და მათ დამფინანსებლებზე. ,,ოპოზიციის მოსაწონი ვერაფერი გავაკეთეთ და სავარაუდოდ, მათ მოსაწონს ვერაფერს გავაკეთებთ. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გავაგრძელოთ რეფორმების ის ხაზი, რაც დაწყებული გვაქვს და ქვეყანამ მიიღოს სტატუსი. რაც შეეხება კანონს, ცხადია, ეს შეიძლება პირდაპირ აისახოს მათ წარმომადგენლებსა და დამფინანსებლებზე. ძალიან კარგად ესმით ეს და დარწმუნებული ვარ, ამიტომ აქვთ აგრესია და აჟიოტაჟი ამ კანონპროექტზე. საქართველოს…

მეტი...

,,სამოქალაქო საზოგადოებისგან შეფასების მოსმენა ზოგჯერ არაკომფორტულია, თუმცა მათი როლია, დაიცვან მოქალაქეების ინტერესები”- კელი დეგნანი

საქართველოში აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის განცხადებით, ზოგჯერ არაკომფორტულია სამოქალაქო საზოგადოებისგან შეფასების მოსმენა, თუმცა მათი როლია, დაიცვან მოქალაქეების ინტერესები და უზრუნველყონ მთავრობის ანგარიშვალდებულება. ელჩის თქმით, სამოქალაქო საზოგადოება კრიტიკულ როლს ასრულებს ჯანსაღ დემოკრატიაში. ,,სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ ზოგიერთი თავდასხმა იყო განსაკუთრებით გასაკვირი, რადგან პარლამენტის მრავალმა წევრმა, რომელიც მუშაობდა სამოქალაქო საზოგადოებაში მთავრობაში მოსვლამდე, იცის, რომ სამოქალაქო საზოგადოება ასრულებს კრიტიკულ როლს ჯანსაღ დემოკრატიაში. ზოგჯერ არაკომფორტულია სამოქალაქო საზოგადოებისგან შეფასების მოსმენა, თუმცა ეს არის მათი როლი – დაიცვან მოქალაქეების ინტერესები და უზრუნველყონ მთავრობის ანგარიშვალდებულება. ზოგჯერ ეს შეფასება არაკომფორტულია, თუმცა მათი ამოცანა არაა მთავრობისთვის მუშაობა, კონკრეტული პოლიტიკური პარტიისთვის…

მეტი...

,,მთავრობისგან დამაბნეველი გზავნილი მოდის”- კელი დეგნანი

,,გარშემო უამრავი დეზინფორმაცია და შეთქმულების თეორიაა, ფაქტია, რომ 30 წლის განმავლობაში აშშ ერთგული იყო და ეხმარებოდა საქართველოს, მხარს უჭერდა ქვეყანას ეკონომიკის განვითარებაში და უკეთესი სამუშაო ადგილების შექმნაში,” – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა. ელჩის თქმით, ხელისუფლებისგან დამაბნეველი გზავნილი მოდის. „მე კომენტარს ვერ გავაკეთებ პოლიტიკურ განვითარებაზე საქართველოში. ვფიქრობ, ქართველი ხალხი კარგად ხედავს, რაც აქ ხდება. ჩვენ ვთქვით, რომ მთავრობისგან დამაბნეველი გზავნილი მოდის, რომ ჩვენ დაკავშირებული ვართ მათთან, ვინც, როგორც ჩანს, აპირებს, ძირი გამოუთხაროს აშშ-სა და საქართველოს შორის პარტნიორობას და პრემიერ-მინისტრისა და სხვა პირებისგან განცხადებები, აშშ-სა და საქართველოს და…

მეტი...

გრეტა წიწავა დეპუტატი გახდა

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა გენრიეტა წიწავას პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის საკითხს მხარი დაუჭირა. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ მოწოდებული მასალები განიხილა საქართველოს პარლამენტის გამოკლებული წევრის, თამარ ტალიაშვილის ადგილმონაცვლის, გენრიეტა წიწავას პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის თაობაზე და მიზანშეწონილად მიიჩნია, რომ პარლამენტმა ცნოს გენრიეტა წიწავას პარლამენტის წევრის უფლებამოსილება.  აღნიშნულ საკითხს კომიტეტის წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი.

მეტი...

ანჯელინა ჯოლი ბრედ პიტს ძალადობაში ადანაშაულებს

მსახიობი ანჯელინა ჯოლი ყოფილ მეუღლეს ბრედ პიტს ძალადობაში ადანაშაულებს. ანჯელინა ჯოლიმ სასამართლოში უკვე წარადგინა სარჩელი, რომელშიც აღწერილია, როგორ მოხდა მასზე და მათ შვილებზე მსახიობის თავდასხმა კერძო თვითმფრინავში. როგორც დოკუმენტებშია აღნიშნული, რომ პიტი არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა. ძალადობის ფაქტი  2016 წლის სექტემბერში მოხდა და როგორც ჯოლი აცხადებს, რომ განქორწინებას ამას უკავშირდება. „პიტმა ჯოლის თავში ხელი მოჰკიდა და შეაჯანჯღარა, შემდეგ კი მხრებზე ხელი მოჰკიდა და აბაზანის კედელს მიანარცხა. მას შემდეგ, რაც ერთი ბავშვი სიტყვიერად ჩაერია, პიტმა “საკუთარ შვილს შეუტია, ერთ შვილს ახრჩობდა, მეორეს სახეში გაარტყა”, – ნათქვამია სარჩელში.  

მეტი...

პოლიციამ თბილისში დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა 1996 წელს დაბადებული გ.ჭ., ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, თბილისში დააკავეს. სამინისტროს ცნობით, დანაშაული შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 5 ოქტომბერს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სხეულზე დაზიანება მიაყენა 1996 წელს დაბადებულ ლ.ს.-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაშავებული მამაკაცი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც მას შესაბამისი დახმარება გაეწია. პოლიციამ, ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გ.ჭ. მომხდარიდან მალევე, ბრალდებულის სახით დააკავა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის…

მეტი...

მიხეილ სააკაშვილი საკვებისა და მედიკამენტების მიღებაზე უარს აცხადებს

,,მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ ვიდრე ექსპერტიზა არ დამთავრდება, წამლების მიღების აზრს ვერ ვხედავო. პირიქით, სიტუაცია კიდევ უფრო რთულდება და რთულდება. საჭმელს ვერ იღებს, ტკივილები აქვს,”- ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკტმა შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა. ამასთან, ამერიკელმა ადვოკატმა, მასიმო დანჯელომ განაცხადა, რომ სააკაშვილმა უარი თქვა საკვების მიღებაზე. “ჩვენ ჯერ კიდევ აქ ვართ და ველოდებით ექიმი კობისთვის თანხმობას. სამედიცინო ექსპერტები მოთმინებით იცდიან კლინიკა “ვივამედის” შესასვლელში. იმედი გვაქვს, რომ ეს თანხმობა მალე გვექნება. ჩვენ დიდი ხანია, ძალიან მოთმინებით ვიცდით. ჩვენ ასევე გვაქვს ინფორმაცია, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი არ იღებს საკვებს. მას საჭმელი მიუტანეს, თუმცა უარი…

მეტი...

,,ორი დღის წინ საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრთა გადაყვანის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა”- კახა კალაძე

,,ორი დღის წინ საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრთა გადაყვანის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა,” – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. კახა კალაძის თქმით, დღის განმავლობაში მგზავრთა ჯამური გადაყვანის რაოდენობა მეტროსა და ავტობუსში იყო მილიონ 35 ათასი. „ეს არის რეკორდული მაჩვენებელი, როგორც მეტროსთვის, ასევე ავტობუსისთვის. მეტროს შემთხვევში განხორციელდა 502 508 მგზავრობა, ავტობუსის შემთხვევაში 532 076 მგზავრობა. ამ ყველაფრის მიუხედავად, მეტროს პირველი ხაზიდან მეორე ხაზზე გადასასვლელ გვირაბში თქვენ იცით, როგორი პრობლემები იყო, იცით, რომ ფიოზიკურად გავლა შეუძლებელი იყო, რაც ძალიან დიდი დისკომფორტს წარმოადგენდა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც მეტროს აღნიშნულ მონაკვეთს იყენებდნენ. იცით, რომ სადგურის მოედანზე ჩვენი…

მეტი...

მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრისა“ და „ვარკეთილის“ ჩასასვლელებში დამატებითი „ტურნიკეტები“ მოეწყობა

მგზავრთა ნაკადების მატებასთან დაკავშირებით, მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრისა“ და „ვარკეთილის“ ჩასასვლელებში ახალი, დამატებითი ავტომატური საკონტროლო გამშვები პუნქტები – ე.წ. ტურნიკეტები მოეწყობა. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. „პრობლემურია მეტროსადგურები „ვარკეთილი“ და „ახმეტელის თეატრი“, სადაც ჩასასვლელ-ამოსასვლელი ვერ ატარებს იმ მგზავრების ნაკადს, რომელიც მეტროპოლიტენს განსაკუთრებით პიკის საათებში იყენებს. ჩვენ ამ მიმართულებით დაწყებული გვაქვს მუშაობა, განსაზღვრულია პრობლემები და ვიცით, რა უნდა გაკეთდეს როგორც მოკლევადიან, ისე გრძელვადიან პერსპექტივაში. რასაც ვუყურებთ, მოკლევადიან პერსპეტივაში პრობლემაა ე.წ. ტურნიკეტები, რომელიც ვერ ატარებს პიკის საათში მგზავრთა გაზრდილ ნაკადს. აზიის განვითარების ბანკთან ერთად, ვმუშაობთ ასევე, რომ მოხდეს „ახმეტელის თეატრის“ მეორე ჩასასვლელის პროექტის დაფინანსება და განხორციელება. ამას…

მეტი...

თბილისის მერია რამდენიმე მეტროსადგურში შშმ პირთა ადაპტაციის პროექტს განახორციელებს

საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობით, მეტროს სისტემაში ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა ჩატარდა, რომლის ფარგლებშიც, შშმ პირებისთვისშერჩეული სადგურების სრული მექანიზაცია-აღჭურვა იგეგმება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, კვლევის ფარგლებში, მეტროსადგურებში გარკვეული რეფორმები უკვე განხორციელდა. „ქალაქების განვითარების ინიციატივა აზიისთვის“ (CDIA) და აზიის განვითარების ბანკის (ADB) ჩართულობით, ჩავატარეთ წინასწარი ტექნიკურ-ეკონომიკური მიზანშეწონილობის კვლევა, რომლის მიზანია, უზრუნველყოს ინვესტიციების გაგრძელება თბილისის მეტროს სისტემაში. პირველ რიგში, ჩვენ უსაფრთხოების მიმართულებამოვაწესრიგეთ. დაახლოებით, 450 კმ ძალოვანი კაბელები მთლიანად განახლდა, შეიცვალა. ასევე, მოწესრიგდა მეტროს გამნიავებელი სისტემები – ახალი აგრეგატები დაყენდა,თუმცა, რეფორმა უნდა გაგრძელდეს, რადგან მეტროს განახლება…

მეტი...

,,ვიწყებთ უკრაინის ნატოში გაწევრიანების პროცესს – წინ მივდივართ ნახტომებით”- დავით არახამია

,,ვიწყებთ უკრაინის ნატოში გაწევრიანების პროცესს და მივიყვანთ ბოლომდე ,”- ამის შესახებ უკრაინის რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ლიდერმა, დავით არახამიამ განაცხადა. არახამიას თქმით, უკრაინის ნატოში გაწვრიანების პროცესი დაწყებულია და და უკან დასახევი გზა აღარ არსებობს. ,,ჩვენ ვიწყებთ უკრაინის ნატოში გაწევრიანების პროცესს და მივიყვანთ ბოლომდე –  ჩვენი ოფიციალური განცხადება უკვე ნატოს შტაბ-ბინაშია, ბრიუსელში. მანამდე, 4 მარტს, საშინელი ამბების მწვერვალზე, პრეზიდენტმა გვითხრა, რომ ომის დასრულებამდე ნატო-სა და ევროკავშირის წევრები გავხდებოდით. სიმართლე გითხრათ, მაშინ ვერ წარმოვიდგენდი. ომამდე, არაფორმალურ შეხვედრებზე, დასავლელი ელჩები, ჩანაწერების გარეშე, პირდაპირ ამბობდნენ, რომ არ სურდათ რუსეთთან დაპირისპურება ჩვენი განზრახვების გამო. მაგრამ…

მეტი...