ინდონეზიაში პითონმა ქალი გადაყლაპა

ინდონეზიაში, ჯამბის პროვინციაში პითონმა ქალი მოკლა და მთლიანად გადაყლაპა. არსებული ინფორმაციით,  54 წლის ჯაჰ­რა გა­სულ პა­რას­კევს პლან­ტა­ცი­ებ­ში წა­ვი­და სა­მუ­შა­ოდ, რის შემ­დეგაც დაიკარგა.

და­კარ­გულ ქალს ჯერ მე­უღ­ლე ეძებ­და, შემ­დეგ კი  საქ­მე­ში სამ­ძებ­რო ჯგუ­ფი ჩა­ერ­თო. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი მას 2 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ეძებ­დნენ.

ბო­ლოს კი პი­თონს წა­ა­წყდნენ, რო­მელ­საც მუ­ცე­ლი უჩ­ვე­უ­ლოდ ჰქონ­და გა­ბე­რი­ლი. ქალის ცხედარი, სწორედ პითონის მუცელში აღმოაჩინეს.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც პითონმა ინდონეზიაში ადამიანი მოკლა და შეჭამა.

მსგავსი თემები