ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპელ ლიდერებთან ერთად, პანელური დისკუსიის შედეგები შეაჯამა

შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, სამუშაო ჯგუფის სახელით “მშვიდობა და უსაფრთხოება ევროპის კონტინენტზე”, დისკუსიის შემაჯამებელი მოსაზრებები წარუდგინა სამიტში მონაწილე ქვეყნების ლიდერებს. სამუშაო ვახშამზე დამსწრე ლიდერებმა ასევე შეაჯამეს სამიტის და, კერძოდ, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების პირველი შეხვედრა. ლიდერები შეთანხმდნენ, რომ მომდევნო სამი სამიტი ჩატარდება მოლდოვაში, ესპანეთსა და დიდ ბრიტანეთში. ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებთან ერთად, მონაწილეობდა პოლიტიკური გაერთიანების პირველი პლენარული სესიის გახსნაში. სამიტის ფარგლებში გაიმართა ოთხი თემატური მრგვალი მაგიდა-მშვიდობისა და უსაფრთხოების, ასევე ენერგეტიკის, კლიმატისა და ეკონომიკის თემებზე. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ესტონეთის პრემიერ-მინისტრ კაია კალასთან ერთად თავმჯდომარეობდა მრგვალ მაგიდას – “მშვიდობა და უსაფრთხოება”. დისკუსიებს ასევე თავმჯდომარეობდნენ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი ედუარდ ჰეგერი, მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ, საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი კირიაკოს მიცოტაკისი, შვეიცარიის…

მეტი...

„რუსეთის სპეცსამსახურებს შორის ძლიერი კონფლიქტი დაიწყო”- მიხაილო პოდოლიაკი

„რუსეთის სპეცსამსახურებს შორის ძლიერი კონფლიქტი დაიწყო, ყველა ეძებს სამხედრო მარცხისთვის დამნაშავეებს”,-  ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა. მისივე თქმით, ქერჩის ხიდის აფეთქება რუსეთის ძალოვან სტრუქტურებს შორის კონფლიქტის გამოვლინებაა. ,,ქერჩის ხიდთან დაკავშირებით. ეს კონკრეტული გამოვლინებაა კონფლიქტის, რომლის ერთ მხარეს ფედერალური უსაფრთხოების სამსახური და კერძო სამხედრო კომპანიაა, მეორე მხრივ კი თავდაცვის სამინისტრო და რუსეთის ფედერაციის გენერალური შტაბი“, – განაცხადა პოდოლიაკმა. ამასთან, პოდილიაკი აღნიშნავს, რომ ხიდის აფეთქება არა მხოლოდ ასუსტებს “ეფესბეს” პოზიციებს, რომელმაც დაუშვა ეს მომხდარიყო, არამედ ალიბს აძლევს სამხედროებს უკრაინის სამხრეთში სისტემატური მარცხისთვის.

მეტი...

ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ელექტრომომარაგების ერთადერთი გარე წყარო მწყობრიდან გამოვიდა

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელის განცხადებით, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე თავდასხმის შედეგად, სადგურის ელექტრომომარაგების ერთადერთი გარე წყარო მწყობრიდანაა გამოსული. „ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური უნდა ამუშავდეს“, – წერს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელი. მისივე თქმით, ეს დიდ საფრთხეს ქმნის. რეაქტორის გასაგრილებლად საჭირო დენი ახლა სადგურს მხოლოდ დიზელის ავარიული გენერატორებით მიეწოდება. თითოეულ ასეთ გენერატორში სულ მცირე 10 დღის სამყოფი საწვავია.    

მეტი...

მოსკოვში სამხედროების მასობრივი დაკავება დაიწყო

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ინფორმაციით, მოსკოვში სამხედროების მასობრივი დაკავება დაიწყო. მათივე ცნობით, მოსკოვის ცენტრში მოძრაობა გადაკეტილია. ,,რუსეთის დედაქალაქში სამხედროების წინააღმდეგ მიმართული “ღონისძიებათა კომპლექსი“ დაიწყო. მოსკოვის ცენტრში მოძრაობა გადაკეტილია. ქალაქში ძერჟინსკის სახელობის ოპერატიული დანიშნულების ქვედანაყოფები შევიდნენ – როსგვარიის “ელიტა”. ისინი პოლიციასთან ერთად ცენტრისკენ მიდიან. ცნობილია სამხედროების მრავალრიცხოვანი დაკავებები და ბლოკირებები. შედეგად, მოსკოვის პერიმეტრზე ყველა სამხედრო ნაწილი მზადყოფნაშია მოყვანილი”, – ნათქვამია დაზვერვის მთავარი სამმართველოს განცხადებაში.

მეტი...

ბოტანიკურ ბაღში „პურის ფესტივალი’’ იმართება

საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ორგანიზებით, „პურის ფესტივალი” მესამედ იმართება. ღონისძიების ფარგლებში, წარმოდგენილია ბოტანიკური ბაღის ქართული მარცვლოვანი კულტურების კოლექცია და საქართველოში მოქმედი პურის მწარმოებელი კომპანიების სარეალიზაციო და სადემონსტრაციო პროდუქცია. ფესტივალი გაიხსნა თეატრალიზებული წარმოდგენით, სადაც გაცოცხლებული იყო ძველი პურის ცხობის ტრადიციები ქართული ფოლკლორული ანსამბლ „მჭელის“ მონაწილეობით. დამთვალიერებელი ორი დღის განმავლობაში იხილავს შემეცნებით ილუსტრაციას ხორბლის ქართული ენდემური სახეობების გავრცელების შესახებ. ღონისძიებაზე ასევე გამოფენილია ძველი ისტორიული ფოტოები, რომელზეც ასახულია პურთან დაკავშირებული საინტერესო ფაქტები. „პურის ფესტივალზე“ დამთვალიერებელს შესაძლებლობა აქვს, დააგემოვნოს სხვადასხვა სახეობის ქართული პური, დაესწროს მესხური ქადებისა და ცომის ზელის მასტერკლასს და ჩაერთოს თემატურ გათამაშებებში.…

მეტი...

„საკვებს ვერ იღებს, არ შეუძლია ადამიანს მოძრაობა”- გიული ალასანია

მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი კატეგორიულად უარს ამბობს საკვების მიღებაზე. მისივე თქმით, მდგომარეობა მძიმეა და მოძრაობა არ შეუძლია. „საკვებს ვერ იღებს, ეს ძალიან სერიოზული პრობლემაა. კატეგორიულად უარს ამბობს. ვლაპარაკობთ იმაზე, თუ როგორ შეიძლება ამის კომპენსაცია, გადასხმით ან რაღაცით. მამშვიდებს, წყნარად იყავი, ყველაფერი კარგად იქნებაო. როგორ იქნება კარგად, არ ვიცი, რადგან ვხედავ, რომ ყველაფერი ცუდად არის. პრაქტიკულად სულ წევს, ასეთ მდგომარეობაში ადრე არ ყოფილა. ეს რამდენიმე დღეა სულ წევს. არ შეუძლია ადამიანს მოძრაობა. ამერიკელი ექიმი დარწმუნდა, რომ არის მძიმე მდგომარეობა, ეს ეხება ხერხემალს“, – განაცხადა გიული ალასანიამ.

მეტი...

,,არ ვიცით, სადამდე შეიძლება მიაღწიოს პუტინის განდიდების ბოდვამ”- გერმანიის თავდაცვის მინისტრი

„ჩვენ არ ვიცით, სადამდე შეიძლება მიაღწიოს პუტინის განდიდების ბოდვამ“,- ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, კრისტინ ლამბრეხტმა განაცხადა. მისივე თქმით, ლიეტუვის მიმართ რუსეთის მუქარა სერიოზულად უნდა იქნას მიღებული. „ფაქტია, რომ ჩვენ, ნატო-მ, მეტი უნდა გავაკეთოთ ჩვენი საერთო უსაფრთხოებისთვის, რადგან არ ვიცით, სადამდე შეიძლება მიაღწიოს პუტინის განდიდების ბოდვამ. ჩვენ მოვისმინეთ რუსეთის მუქარა ლიეტუვის მიმართ, რომელიც ახორციელებდა ევროპულ სანქციებს კალინინგრადთან საზღვარზე. ეს პირველი მუქარა არ არის და ჩვენ ის სერიოზულად უნდა მივიღოთ და მზად ვიყოთ“, – განაცხადა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა.  

მეტი...

რუსეთმა უკრაინაში შეიარაღებული ძალების ახალ მეთაურად სერგეი სუროვიკინი დანიშნეს

უკრაინის ომში ჩართული რუსული სამხედრო ძალების მეთაურად გენერალი სერგეი სუროვიკინი დანიშნეს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის სამინისტროში ავრცელებს. უკრაინაში მყოფი რუსული სამხედრო დაჯგუფებების მეთაურის შეცვლის გადაწყვეტილება რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ მიიღო. სუროვიკინი 2017 წელს რუსეთის სამხედრო საჰაერო ძალებს ხელმძღვანელობდა. 2017 წლის მარტიდან ის სირიაში რუსულ ძალებს ედგა სათავეში. „ის არის ცნობილი, როგორც კორუმპირებული და სასტიკი გენერალი რუსული არმიის სტანდარტებისთვისაც კი“, -წერს უკრიანული მედია.

მეტი...

,,ყველაფერი გაკეთდება, რომ პატიმარს რაიმე პრობლემა არ შეექმნას”- კალაძე სააკაშვილზე

,,ყველა პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობას უზრუნველყოფს შესაბამისი სამსახური და მათ შორის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობას. ყველაფერი გაკეთდება, რომ პატიმარს რაიმე პრობლემა არ შეექმნას,” – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ  განაცხადა. კალაძემ უპასუხა კითხვას იმის შესახებ, რომ „უცხოელი ექიმები სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას სავალალოს უწოდებენ“, კახა კალაძემ განაცხადა, რომ „ეს არ არის მართალი, ტყუილია“. ,,კი, კი, იტყუებიან. ეს არ არის სწორი ინფორმაცია. ყველა პატიმარს შესაბამის სერვისებზე ხელი მიუწვდება – თუ საჭიროა ექიმების ჩართულობა, ჩართული არიან, თუნდაც ის, რომ სააკაშვილი კლინიკაშია გადაყვანილი და იქ აგრძელებს მკურნალობას. ასე რომ თუ რომელიმე პატიმარს რაიმე საჭიროება ექნება…

მეტი...

,,ქოცმედია რეკავს პარტიაში ჩვენს თანამებრძოლებთან და კომენტარს ითხოვენ – სპორტული აქტივობის დროს მივიღე დაზიანება”- მელია

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც, პარტიაში დაპირისპირების შედეგად მან დაზიანებები მიიღო და ხელი აქვს მოტეხილი. მელიას თქმით, მან დაზიანება სპორტული აქტივობის დროს მიიღო. „ამ ბოლო ხანებში, პარტიისა და პირადად ჩემს მიმართ აგორებულმა ცილისმწამებლურმა კამპანიამ და დეზინფორმაციის კორიანტელმა დიდ მასშტაბს მიაღწია, რაც ცალსახად მხოლოდ რუსული ოცნებისა და იმ ადამიანების ინტერესშია, ვისთვისაც საკუთარი გავლენების გაძლიერება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე „ოცნების“ დამარცხება და ქვეყნის გამარჯვება, ამჯერად ავრცელებენ ცნობას, რომ თითქოსდა პარტიაში დაპირისპირებისას ხელი მოვიტეხე. ამასთან დაკავშირებით, ქოცმედია რეკავს პარტიაში ჩვენს თანამებრძოლებთან და კომენტარს ითხოვენ. ნუ შეაწუხებთ, მე მოგახსენებთ: სპორტული აქტივობის…

მეტი...

,,დასავლეთი თავად ცდილობს, ბირთვული იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებული რიტორიკის გაღვივებას”- სერგეი ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, დასავლეთი თავად ცდილობს, ბირთვული იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებული რიტორიკის გაღვივებას და რუსეთი გამოჰყავს ბირთვული საფრთხის წყაროდ. მისი თქმით, რუსეთის ბირთვული შეკავების პოლიტიკა თავდაცვით ხასიათს ატარებს. „რაც შეეხება ხმამაღალ განცხადებებს, რომ ბირთვული იარაღის გამოყენება რუსეთს შედეგებს მოუტანს, ასეთი მუქარის ენა მიუღებელია. ჩვენ ამ განცხადებებს შესაბამისი დასავლელი პოლიტიკოსების სინდისზე ვტოვებთ. მათთან ამ თემაზე დისკუსიის გამართვას არ ვაპირებთ, ეს აშკარად აზრს მოკლებულია“, – აცხადებს ლავროვი.  

მეტი...

,,ლევან თედიაშვილს სახელმწიფო და ფონდი „ქართუ“ ეხმარება, მზად ვარ, მეც გვერდით დავუდგე”- კახა კალაძე

დედაქალაქის მერი კახა კალაძე მედიასთან საუბრისას გამოეხმაურა ცნობილი ქართველი მოჭიდავის, ლევან თედიაშვილის შესახებ სოციალური ქსელებით გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ლეგენდარული სპორტსმენი სახელმწიფოს მხრიდან უყურადღებოდ არის მიტოვებული. კახა კალაძის თქმით, ლევან თედიაშვილზე საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ გრანტიდან ყოველთვიურად 1 500 ლარი, ხოლო სახელმწიფოს მხრიდან – ყოველთვიურად 2 000 ლარი გაიცემა. „რამდენადაც მე მაქვს ინფორმაცია, საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ ბატონ ლევანს ფინანსურად ეხმარება. ზუსტი თანხა ზუსტად არ ვიცი, მგონი, ეს არის 1 500 ლარი ყოველთვიურად. გარდა ამისა, სახელმწიფოს მხრიდან მას აქვს 2 000 ლარის ოდენობის ყოველთვიური დაფინანსება. თუ რაიმე დამატებით არის საჭირო, პირადად მე მზად…

მეტი...

„ნაციონალურ მოძრაობაში“ ერთმანეთზე რაღაც კომპრომატებით იმუქრებიან, ეს არის შიდაპარტიული ბრძოლა კლანებს შორის”- კალაძე

„ნაციონალურ მოძრაობაში“ ერთმანეთზე რაღაც კომპრომატებით იმუქრებიან, ეს არის შიდაპარტიული ბრძოლა კლანებს შორის, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა. მისივე თქმით, არ ინტერესდება ვინ, ვის და რატომ ებრძვის. „ერთი რამ არის ცხადი და აშკარა, შიდა დაპირისპირებაა და ისინი ამას საჯაროდაც არ ერიდებიან. ერთმანეთზე რაღაც კომპრომატებით იმუქრებიან და ეს არის შიდაპარტიული ბრძოლა კლანებს შორის. სიმართლე გითხრათ, დიდად არ ვინტერესდები „ნაციონალურ მოძრაობაში“ რა დინებებია, ვინ, ვის, რატომ ებრძვის, ეს მათი გადასაწყვეტია. ჩვენთვის მთავარია,  გავაკეთოთ ჩვენი საქმე, უამრავი გამოწვევაა და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ამ გამოწვევებს ღირსეულად ვუპასუხოთ“, – აღნიშნა კალაძემ.

მეტი...

ყირიმის ხიდზე აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ინფორმაციით, ყირიმის ხიდზე აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. „დაღუპულები სავარაუდოდ არიან მსუბუქი ავტომობილის მგზავრები, რომლებიც აფეთქებულ სატვირთოსთან ახლოს იმყოფებოდნენ. წყლიდან ამოყვანილია ორი ცხედარი – ქალისა და მამაკაცის, მათი ინდენტიფიცირება გრძელდება, – განაცხადეს რუსეთის საგამოძიებო კომიტეტში. მათივე ცნობით, გამოძიება ფლობს ინფორმაციას აფეთქებული სატვირთოსა და მისი მფლობელის შესახებ.  

მეტი...

უკრაინულმა მხარემ ლუგანსკის ოლქზე წარმატება მოიპოვა

უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის ჯგუფის წარმომადგენელის,  სერჰი ჩერევატის განაცხადებით, უკრაინელებმა წარმატებას ლუგანსკის ოლქშიც მიაღწიეს. მისივე ინფორმაციით,  ლუგანსკის ოლქის სოფელი მაკიივკა გათავისუფლებულია. „მტერი ცდილობს, დაგვარტყას და განახორციელოს შტურმი და თავდასხმის ოპერაციები ბახმუტისა და ავდიივკას მიმართულებით.  ჩვენი ჯარისკაცები გაბედულად იგერიებენ მათ, გვაქვს წარმატებები“, – აცხადებს ჩერევატი.  

მეტი...

ყირიმის ხიდი აფეთქდა

ხიდი, რომელიც რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმს ოკუპანტ რუსეთთან აკავშირებს აფეთქება მოხდა. ხიდზე ძლიერი ხანძარია. ტელეგრამ არხებზე ვრცელდება ინფორმაცია, ფოტოები და ვიდეო, რომ მნიშვნელოვნად დაზიანებული და დანგრეულია საავტომობილო გზის ნაწილიც. რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის განმარტებით ხიდზე ინციდენტი ნავთობის ცისტერნის აფეთქებამ გამოიწვია. ყირიმის ხიდზე, ამ დროისთვის ყველა სახის სატრანსპორტო მოძრაობა შეჩერებულია.

მეტი...

თბილისში, უცხო ქვეყნის მოქალაქემ საქართველოს მოქალაქე მოკლა, ბრალდებული დაკავებულია

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 2002 წელს დაბადებული ი.ზ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში ერთ-ერთი ბინის მეპატრონისგან შევიდა შეტყობინება, რომ მის მიერ გაქირავებული ბინის კარი დაკეტილი იყო, ხოლო დამქირავებელი – უცხო ქვეყნის მოქალაქე ი.ზ. კონტაქტზე არ გამოდიოდა. მიღებული შეტყობინების საფუძვე ლზე, ადგილზე გამოცხადდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები, რომლებმაც აღნიშნული ბინის კარის საკეტის გაღება დაიწყეს, რა დროსაც კარი შიგნიდან გააღო ი.ზ.-მ და გაქცევას შეეცადა. მან წინააღმდეგობა გაუწია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის…

მეტი...

მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის შესახებ დასკვნა რამდენიმე დღეში იქნება

პატიმრობაში  მყოფი მიხეილ სააკაშვილის ახლობლები და ადვოკატები აშშ-დან მოწვეული ექიმის დასკვნას ელოდებიან, როგორც ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა, დასკვნა რამდენიმე დღეში იქნება. საუბარია აშშ-დან მოწვეული ორთოპედ-ტრავმატოლოგის, ჯეიმს კობის დასკვნაზე. ორთოპედ-ტრავმატოლოგმა ჯეიმს კობი მიხეილ სააკაშვილთან შევიდა და შესაბამისი პროცედურებიც ჩაუტარა.

მეტი...