„ნატო“ მოსკოვს მიმართავს, მარცვლეულის ექსპორტზე შეთანხმება განაახლოს

პუტინის გადაწვეტილებას ე.წ. მარცვლეულის შეთანხმებიდან გასვლასთან დაკავშირებით,  ჩრდილო ატლანტიკური ალიანსიც აფასებს და პუტინს მიმართავს. ნატო მოსკოვს მოუწოდებს, ოპერატიულად განაახლოს გაეროს შუამავლობით მიღწეული შეთანხმება, რომელიც უკრაინიდან მარცვლეულის ეqსპორტს ითვალისწინებდა. როგორც „ნატო“-ს სპიკერი ოანა ლუნგესკუ აღნიშნავს, კრემლმა უნდა დაასრულოს საკვების იარაღად გამოყენება და შეწყვიტოს ომი უკრაინაში. „ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს გადახედოს გადაწყვეტილებას და დაუყოვნებლივ განაახლოს შეთანხმება, რაც საშუალებას მისცემს საკვებს მიაღწიოს მათთან, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება” , – აცხადებს სპიკერი. შეგახსენებთ, რომ რუსეთი უარს ამბობს, მიღწეული შეთანხმების მონაწილე იყოს და აღნიშნულის მიზეზად ყირიმის მიმართულებით ხიდის აფეთქებას ასახელებს.  

მეტი...

ხიდი ჩაინგრა, ასობით ადამიანი მდინარეში ჩაცვივდა

ინდოეთში, უბედური შემთხვევა მოხდა. გუჯარათის შტატში ხიდი ჩაინგრა და ასობით ადამიანი მდინარეში ჩაცვივდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, შემთხვევის დროს, ხიდზე არანაკლებ 400 ადამიანი გადაადგილდებოდა. არიან დაღუპულებიც. აღნიშნული ხიდი სულ რამდენიმე დღის გახსნილი იყო. ადგილზე მაშველები მუშაობენ.  

მეტი...

რუსეთმა „არამეგობრული ქვეყნების“ ნუსხაში კიდევ ერთი კუნძული შეიყვანა

​პიტკერნის კუნძულები, რომელიც ბრიტანეთის ზღვისიქითა ტერიტორიაა, რუსეთმა „არამეგობრული ქვეყნების“ ნუსხაში დაამატა. კუნძულზე სულ 50 მოსახლე ცხოვრობს და მათი პოზიცია რუსეთთან დაკავშირებით კრემლისთვის თვალშისაცემი აღმოჩნდა. „არამეგობრულ ქვეყნებში“ ის კუნძულები თუ ქვეყნები ირიცხება, ვინც რუსეთის პოლიტიკას მხარს არ უჭერს და მას ემიჯნება. ასევე ისინი, ვინც უკრაინის მტკიცე მხარდამჭერები არიან.  

მეტი...

რუსეთში ელექტროსადგური იწვის

რუსეთში, ნიჟნი-ნოვგოროდის ოლქის ადმინისტრაციულ ერთეულში, ელექტროსადგურს ცეცხლი უკიდია. ადგილზე შესაბამისი ბრიგადები არაინ მობილიზებულები, თუმცა, ამ დრომდე, ხანძარს ვერ აქრობენ. ხანძრის გაჩენის მიზეზები უცნობია.

მეტი...

დაღუპულთა და გარდაცვლილთა რაოდენობა გაიზარდა, 4 000-მდე კი დაკარგულად ითვლება

„ჰელოუინის“ დღესასწაულთან დაკავშირებით, სეულში, ჭყლეტვის შედეგად, გარდაცვლილთა რაოდენობა გაიზარდა. გაიზარდა დაშავებულთა რაოდენობაც. ათეულობით ადამიანს კი ამ დრომდე ეძებენ. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილია153 ადამიანი, ათეულობოთ დასავდა, 4 000-ზე მეტი ადამიანი კი დაკარგულად ითვლება. მასობრივი ჭყლეტის მიზეზი უცნობია. იტევონის რაიონი ჰელოუინის აღსანიშნად ყველაზე  პოპულარულ ადგილად ითვლება. სტუმრები სხვადასხვა ქვეყნიდანაც კი ჩადიან და ბილეთები წინასწარ იჯავშნება. რატომ მოხდა მასობრივი ჭყლეტა, ამ დრომდე პასუხი არ არსებობს, თუმცა, როგორც ადგილზე აცხადებენ, არც ხანძარი ყოფილა და არც რამე უბედური შემთხვევა, რის გამოც, იქ შეკრებილები გაქცევას ცდილობდნენ. დაღუპულთა უმეტესობა 20 წლამდე ახალგაზრდები არიან. მათ შორის არიან…

მეტი...

უცნობი მამაკაცი ბავშვებს აეკიდა და სადღაც წაყვანას ცდილობდა

ვარკეთილის მეტროში ბავშვებზე ძალადობის და გატაცების მცდელობის მორიგი ფაქტი დაფიქსირდა. 10 წლამდე ბავშვებს უცხო მამაკაცი კონკრეტულ შეთავაზებას უკეთებდა და მანამ მისდია, სანამ შესაძლებლობა მიეცა. როგორც ბავშვების დედა ამბობს, შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა ბავშვები ცეკვიდან შინ ბრუნდებოდნენ და მეტროთი სარგებლობდნენ. „მატარებელში აედევნა ვიღაც კაცი. რომ გადმოვიდნენ ვარკეთილის მეტროსადგურში, უკვე სახლში რომ მოდიოდნენ უფროსს უთხრა ამ მამაკაცმა, რომ ბავშვი უნდა წაეყვანა ექიმთან, ვინაიდან ახველებდა. უფროსმა ჩემმა შვილმა უთხრა, რომ არ სჭირდებოდათ ექიმის დახმარება, იმიტომ, რომ დედა ჰყავთ ექიმი. მოდიოდნენ სახლში. არ შეეშვა ეს ადამიანი  და ბავშვს დაუწყო ძიძგილაობა,  რის შედეგადაც, ჩემს უფროსს შვილს…

მეტი...

„რუსეთი საკვებს ისევ იარაღად აქცევს“ – აშშ-ის სახელმწიფო მდივანი

ე.წ. მარცვლეულის შეთანხმებიდან გასვლასთან დაკავშირებით, აშშ-ის პრეზიდენტისა და მსოფლიოს სხვა ლიდერებთან ერთად, განცხადებას შტატების სახელმწიფო მდივანიც აკეთებს, როგოც ენტონი ბლინკენი აცხადებს, რუსეთი მოსახლეობას ისევ შიმშილისთვის წირავს, რადგანაც მარცვლეულს იარაღის ძალას აძლევს. „რუსეთის ნებისმიერი ქმედება, რომელიც ზიანს მიაყენებს მარცვლეულის ამ კრიტიკულად მნიშვნელოვან ექსპორტს, არსებითად არის განცხადება, რომ ადამიანებმა და ოჯახებმა, მთელ მსოფლიოში, უფრო მეტი უნდა გადაიხადონ საკვებისთვის ან იშიმშილონ. შეთანხმების შეჩერებით, რუსეთი საკვებს კვლავ იარაღად აქცევს მის მიერ დაწყებულ ომში, რაც პირდაპირ გავლენას ახდენს დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებსა და სურსათის გლობალურ ფასებზე. რუსეთის გადაწყვეტილება ამწვავებს ისედაც მძიმე ჰუმანიტარულ კრიზისებს…

მეტი...

რუსული მედიის ინფორმაციით, გენერალი ლაპინი მდინარეში გარდაცვლილი იპოვეს

რუსული მედიის ინფორმაციით, რუსი გენერალი ალექსანდრე ლაპინი მდინარე მოსკოვში გარდაცვლილი იპოვეს. აღნიშნული ინფორმაციას ოფიციალურად არ დადასტურებულა. შეგახსენებთ, ოქტომბრის დასაწყისში კადიროვი ლიმანის დაკარგვაში სწორედ ლაპინს ადანაშაულებდა და მისი პასუხისმგებლობის საკითხს აყენებდა. ლაპინის გადაყენებისკენ ვლადიმერ პუტინს ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი და “ვაგნერის” კერძო სამხედრო კომპანიის მფლობელი ევგენი პრიგოჟინი მოუწოდებდნენ.

მეტი...

რუსეთი ბრიტანეთს ტერორისტული თავდასხმის დაგეგმვაში ადანაშაულებს

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ბალტიის ზღვაში, ჩრდილოეთის ნაკადის მილსადენებზე მომხდარი აფეთქების დაგეგმვაში დიდ ბრიტანეთს ადანაშაულებს. „ბრიტანეთის საზღვაო ძალების ქვედანაყოფის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს მიმდინარე წლის 26 სექტემბერს ბალტიის ზღვაში ტერორისტული თავდასხმის დაგეგმვაში, უზრუნველყოფასა და განხორციელებაში“, – აღნიშნულია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში. ბრიტანეთი რუსეთის ბრალდებას „ეპიკური მასშტაბის ტყუილს“ უწოდებს. „უკრაინაში უკანონო შეჭრის შედეგად მიღებული კატასტროფული შედეგების გადასაფარად, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ეპიკური მასშტაბის სიცრუის გავრცელებითაა დაკავებული. ეს გამოგონილი ისტორია უფრო მეტს ამბობს, რუსეთის მთავრობაზე, ვიდრე დასავლეთზე“, – აცხადებენ ბრიტანეთის თავდაცვის უწყებაში.

მეტი...

პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო – დაკავებულია 6 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობი, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს და გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოების, სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის, კახეთის პოლიციის დეპარტამენტის, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს – დაკავებულია 6 პირი. უწყების ინფორმაციით, დაკავებულებს ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა და ტარება ედებათ ბრალად. დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით, 2 პირი:…

მეტი...

,,ოკუპანტებმა ხერსონის სასჯელაღსრულების კოლონიიდან პატიმრები გაიყვანეს და ადგილზე სამხედრო ბაზა შექმნეს”- გენშტაბი

უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით,  რუსეთმა ე.წ. “ევაკუაციის” ფარგლებში,  ქალაქ ხერსონის 90-ე სასჯელაღსრულების კოლონიიდან პატიმრები გაიყვანეს. მათივე ცნობით, კოლონიას  პირადი შემადგენლობისა და სამხედრო ტექნიკის განსათავსებლად იყენებს. “არსებული ინფორმაციით, ე.წ. “ევაკუაციის” დროს ოკუპანტებმა ხერსონის No90 სასჯელაღსრულების კოლონიიდან პატიმრები გაიყვანეს. მტერი აღნიშნული დაწესებულების ტერიტორიას რუსული არმიის პირადი შემადგენლობისა და სამხედრო ტექნიკის განსათავსებლად იყენებს.” – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

მეტი...

პესკოვის განცხადებით, პუტინს მარცვლეულის ექსპორტის შესახებ შეთანხმებიდან გასვლის შესახებ ერდოღანთან არ უსაუბრია

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით,  ვლადიმერ პუტინს მარცვლეულის ექსპორტის შესახებ შეთანხმებიდან გასვლის შესახებ თურქეთის პრეზიდენტისთვის ინფორმაცია არ მიუწოდებია. მისი თქმით,  ერდოღანს და პუტინს შორის სატელეფონო საუბარი არ შემდგარა და არც იგეგმება. ცნობისთვის, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანამ მარცვლეულის ექსპორტის შესახებ შეთანხმებაში მონაწილეობა შეაჩერა. მიზეზად კი ანექსირებულ ყირიმში შავი ზღვის ფლოტის გემებზე თავდასხმა დაასახელეს.

მეტი...

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები ახმეტაში GCF პროექტის მიმდინარეობას გაეცნენ

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები კახა კაკაბაძე და ნინო თანდილაშვილი პროექტის „საქართველოში ტყის სექტორის რეფორმის განხორციელების მხარდაჭერა- ECO.Georgia“ მიმდინარეობის საკითხებს ახმეტის მუნიციპალიტეტში გაეცნნენ. აღნიშნულ 7 წლიან პროექტს საქართველოს მთავრობა დედოფლისწყაროს, თელავის, ახმეტის, ყვარლის, ჩოხატაურის, ლანჩხუთის, ოზურგეთისა და თიანეთის მუნიციპალიტეტებში ახორციელებს. ღონისძიებას გერმანიის საელჩოს, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება(GIZ) და საქართველოში კლიმატის მწვანე ფონდის (GCF) პროექტის წარმომადგენლები, ასევე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსშესაბამისი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ. „მნიშვნელოვანია, ყველა სექტორში არსებობდეს კლიმატის ცვლილების ადაპტაციისაკენ მიმართული ღონისძიებები, რომელიც არსებულ გამოწვევებს უპასუხებს. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ აღებული ვალდებულებების სრულყოფილად შესრულებისთვის, რათა განვახორციელოთ…

მეტი...

დაიღუპა 151 და დაიკარგა 2 600-ზე მეტი – ჰელოუინი კორეაში

სეულში,  იტევონის რაიონში ჰელოუინის დღესასწაულზე მომხდარი  მასობრივი ჭყლეტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 151-მდე გაიზარდა, 2 600-ზე მეტი კი დაკარგულად ითვლება. ტრაგედია სამხრეთ კორეის დედაქალაქის ითხევონის რაიონში მოხდა, სადაც ბევრი ღამის კლუბი, კაფე და რესტორანია განლაგებული. ამ რაიონში კოვიდპანდემიის გამო გამოცხადებული შეზღუდვების გაუქმების შემდე პირველად იმართებოდა ღონისძიებები. მედიის ცნობით,  ჭყლეტის დროს სეულის აღნიშნული რაიონის ქუჩებში 100 000 ადამიანი იყო შეკრებილი. დაღუპული  ადამიანების ხსოვნის პატივსაცემად, დღეიდან 5 ნოემბრამდე, ქვეყნის მასშტაბით გლოვა გამოცხადდა.  

მეტი...

„რუსეთს ყველამ უნდა მოსთხოვოს „შიმშილის თამაშის“ შეწყვეტა“ – დმიტრო კულება

პუტინის გადაწყვეტილება ე.წ. მარცვლეულის შეთანხმებიდან გასვლასთან დაკავშირებით, მსოფლიოს ბევრ ქვეყანას შიმშილის ზღვარზე აყენებს. აღნიშნულს უკრაინული მხარეც ეხმიანება და აცხადებს, რომ ახლა, ჯერი მსოფლიო ლიდერებზეა. ერთ-ერთი, ვინც აღნიშნულ საკითხზე საკუთარი პოზიცია დააფიქსირა, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულებაა. „ჩვენ გაფრთხილებდით რუსეთის გეგმებზე, ჩაეშალა შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივა. ახლა მოსკოვი ტყუილი საბაბით ბლოკავს „მარცვლეულის დერეფანს“, რომელიც უზრუნველყოფდა მილიონობით ადამიანის სასურსათო უსაფრთხოებას. მოვუწოდებ ყველა სახელმწიფოს, მოითხოვოს რუსეთისგან, შეწყვიტოს შიმშილის თამაში და დაუბრუნდეს თავის ვალდებულებებს“, – აცხადებს კულება. „რატომ უნდა გადაწყვიტოს კრემლის ხროვამ, ექნება თუ არა ხალხს საკვები?!“ – ზელენსკი რუსეთის „მარცვლეულის შეთანხმებიდან“ გასვლაზე

მეტი...

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი დაიღუპა

გუშინ, რუსეთ-უკრაინის ომში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ინფორმაციას დაღუპულის ახლობლები ავრცელებენ, თუმცა, მის ვინაობას ამ ეტაპისთვის არა ასახელებენ. ქართველი მებრძოლების ინფორმაციით, დაღუპული რუსი სამხედროების შეტევის მსხვერპლი გახდა. შეგახსენებთ, რომ უკრაინაში დაღუპული ერთ-ერთი ქართველი გუშინ სამხედრო პატივით დაკრძალეს.

მეტი...

„რატომ უნდა გადაწყვიტოს კრემლის ხროვამ, ექნება თუ არა ხალხს საკვები?!“ – ზელენსკი რუსეთის „მარცვლეულის შეთანხმებიდან“ გასვლაზე

მორიგ ვიდეომიმართვაში, უკრაინის პრეზიდენტი ე.წ. მარცვლეულის შეთანხმებაზე საუბრობს, რომელშიც რუსეთიც მონაწილეობდა და კონკრეტული შედეგიც დადგა. როგორც პუტინი განმარტავს,  შეთანხმებიდან რუსეთის გასვლის გამო “დიდი ოცეულის” და გაეროს ქვეყნებმა მკაცრი პოზიცია უნდა დააფიქსირონ. „მკაცრი საერთაშორისო რეაქციაა საჭირო. როგორც გაეროს, ისევე სხვა დონეებზეც. მათ შორის, “დიდი ოცეულის” ქვეყნების დონეზე. როგორ შეიძლება რუსეთი G20-ში სხვა სახელმწიფოებს შორის იყოს, როდესაც ის გააზრებულად მუშაობს რამდენიმე კონტინენტზე შიმშილისთვის… ეს ნონსენსია. “დიდ ოცეულში” რუსეთის ადგილი არ არის”, – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი მორიგ ვიდეომიმართვაში. მისი შეფასებით, რუსეთი მაქსიმალურდ აკეთებს, რომ აფრიკის, ახლო აღმოსავლეთისა და სამხრეთ აზიის მილიონობით მცხოვრები ხელოვნური…

მეტი...

პუტინმა გენერალ-პოლკოვნილი ლაპინი გადააყენა

რუსეთის ცენტრალური სამხედრო ოლქის მეთაური, გენერალ-პოლკოვნიკი ალექსანდრ ლაპინი თანამდებობიდან გაუშვეს. გენერალი ჩეჩნეთის ლიდერთან დაპირისპირებას შეეწირა. გავრცელებული ინფორმაციით, სწორედ რამზან კადიროვმა და რაზმ  “ვაგნერის” სამხედრო კომპანიის მფლობელი ევგენი პრიგოჟინი მიმართავდნენ პუტინს, ის მოეშორებინათ. კადიროვი ლაპინს “არაკომპეტენტურსაც” უწოდებდა და პუტინს მის შეცდომებზე მიუთითებდა. უფრო მეტიც, კადიროვი აცხადებდა, რომ ლაპინს რუსეთის  გენერალური შტაბი მფარველობდა. უკრაინაში „შეცდომებსაც“ სწორედ მას მიაწერენ.  

მეტი...