უკრაინამ და რუსეთმა ტყვეები ისევ გაცვალეს

უკრაინას და რუსეთს შორის ტყვეების გაცვლის მორიგი ეტაპი განხორციელდა. ამჯერად, უკრაინამ 10 მებრძოლი დაიბრუნა.

„ჩვენები სახლში არიან. მოვახდინეთ ტყვეთა მორიგი გაცვლა. მოვახერხეთ 10 უკრაინელი სამხედროს სახლში დაბრუნება. მათ შორისაა ერთი ოფიცერი და 9 რიგითი და სერჟანტი. ასევე გადმოგვეცა ამერიკელი მოხალისეს, აშშ-ის არმიის ვეტერანის ჯოშუა ალან ჯონსის ცხედარი, რომელიც უკრაინისთვის ომობდა და ოკუპანტებთან ბრძოლაში დაიღუპა. მადლობას ვუხდი სამხედრო ტყვეების მოპყრობის საკითხების საკოორდინაციო შტაბს“ – აცხადებს  უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი.

მსგავსი თემები