,,ევროპასაც სჭირდება, ჰყავდეს ისეთი პარტნიორი და წევრი, როგორიც საქართველოა”- არჩილ თალაკვაძე

,,ევროპის გაფართოება არის გარდაუვალი და საჭიროც. ეს მოვისმინეთ დღეს ჩვენ ორმხრივ შეხვედრებზე. არა მხოლოდ საქართველოს სჭირდება, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი, არამედ ევროპასაც სჭირდება, რომ ჰყავდეს ისეთი პარტნიორი და წევრი ოჯახში როგორიც საქართველოა. ამისთვის საჭიროა ინსტიტუციური რეფორმების დასრულება და იმ საქმის ბოლომდე მიყვანა, რაც ჩვენ ჩვენს საზოგადოებასთან ერთად დავიწყეთ და ბოლო წლების განმავლობაში განსაკუთრებით აქტიურად ვასრულებთ ამ სამუშაოს“,-ამის შესახებ ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომელიც საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, ხორვატიაში, ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის პირველ საპარლამენტო სამიტში მონაწილეობს. არჩილ თალაკვაძის თქმით, ორმხრივ შეხვედრებზე ევროპელ პარტნიორებთან განხილული იყო საქართველოს პროგრესი, ასევე, რეკომენდაციების შესრულების საკითხი და…

მეტი...

ირაკლი ღარიბაშვილმა ილჰამ ალიევი გააცილა

აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის სამუშაო ვიზიტი საქართველოში დასრულდა. ილჰამ ალიევი შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გააცილა. აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი, სამთავრობო დელეგაციასთან ერთად, საქართველოს 24 ოქტომბერს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში, გაიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის პირისპირ შეხვედრა, რის შემდეგაც ირაკლი ღარიბაშვილმა და ილჰამ ალიევმა მედიისთვის განცხადებები გააკეთეს.

მეტი...

,,მას შემდეგ, რაც რეკომენდაციები შესრულდება, ჩვენი მოლოდინია, რომ ევროკავშირმა შეძლებისდაგვარად სწრაფად მისცეს ამ პროცესს შეფასება”- შალვა პაპუაშვილი

,,დღეს გვქონდა შეხვედრები მასპინძელი ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარესთან, ასევე, ევროპარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან და ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის, ჩეხეთის პარლამენტის თავმჯდომარესთან. ჩვენი საუბარი უპირველეს ყოვლისა შეეხებოდა სოლიდარობას უკრაინის მიმართ და ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის პირველ საპარლამენტო ასამბლეას“,-ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა  განაცხადა, რომელიც საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, ხორვატიაში, ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის პირველ საპარლამენტო სამიტში იღებს მონაწილეობას. შალვა პაპუაშვილის თქმით, ორმხრივი შეხვედრები ევროპელ კოლეგებთან არის კარგი შესაძლებლობა ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების. მისი თქმით, შეხვედრებზე საუბარი შეეხო 12 რეკომენდაციის შესრულების მიმდინარეობას და პროგრესს ამ მიმართულებით. „ეს არის კარგი შესაძლებლობა, რომ ვილაპარაკოთ ორმხრივ ურთიერთობებზე სხვადასხვა ქვეყანასთან…

მეტი...

ირაკლი ღარიბაშვილმა ილჰამ ალიევს სადილზე უმასპინძლა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს სადილზე უმასპინძლა. აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის პატივსაცემად სადილი „შატო მუხრანში“ გაიმართა. ვიზიტის ფარგლებში, გაიმართა ორი ქვეყნის ლიდერებს  შორის შეხვედრა პირისპირ ფორმატში, რის შემდეგაც მხარეებმა მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გააკეთეს.

მეტი...

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ლუგანსკის ოლქის სამი დასახლება გაათავისუფლეს

უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით,  შეიარაღებულმა ძალებმა საოკუპაციო ძალებისგნა,  ლუგანსკის ოლქის სამი და დონეცკის ოლქის ერთი დასახლება გაათავისუფლეს. მათივე ცნობით, გათავისუფლებულია ლუგანსკის ოლქის კარმაზინივკას, მიასოჟარივკასა და ნევსკის დასახლებები, ხოლო დონეცკის ოლქის ნოვოსადოვის დასახლება. ამ დროისთვის, დონეცკის რაიონში, 40 დასახლებული პუნქტია გათავისუფლებული.

მეტი...

„დრო ხომ არ დადგა, თქვენმა სახელმწიფომ აირჩიოს, ვისკენ ხართ?”- ზელენსკი ისრაელს მიმართავს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ისრაელს მიმართავს, ჩამოყალიბდნენ, ვის უჭერენ მხარს, უკრაინას თუ რუსეთს. ზელენსკიმ  მადლობა გადაუხადა ისრაელს სამედიცინო დახმარებისთვის და იმედი გამოთქვა, რომ უკრაინა სამხედრო დახმარებასაც მიიღებს. „დრო ხომ არ დადგა, თქვენმა სახელმწიფომ აირჩიოს, ვისკენ ხართ? ან დემოკრატიულ სამყაროსთან, რომელიც იბრძვის არსებობის საფრთხის წინააღმდეგ, ან მათთან, ვინც თვალს ხუჭავს რუსულ ტერორზე მაშინაც, როდესაც ეს გლობალურ უსაფრთხოებას სრული განადგურება ემუქრება?“,- განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.    

მეტი...

,,ჩვენ გვსურს, უკრაინა გახდეს ევროკავშირის წევრი”- ოლაფ შოლცი

,,უკრაინის აღდგენისას მხედველობაშია მისაღები, რომ ეს ქვეყანა მომავალში ევროკავშირის წევრი გახდება,” – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ბერლინში გერმანია-უკრაინის რიგით მეხუთე ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა. მისივე თქმით, გერმანია იქამდე დაუჭერს მხარს უკრაინას, ვიდრე საჭირო იქნება. „ჩვენ გვსურს, უკრაინა გახდეს ევროკავშირის წევრი და ეს მკაფიო სიგნალია ინვესტორებისთვის, რომ მათი დღევანდელი ინვესტიციები არის ევროკავშირის მომავალ ქვეყანაში ინვესტირება“, – განაცხადა ოლაფ შოლცმა.  

მეტი...

,,მოსამართლემ “მეფის” მხილება არ მაპატია და გადაწყვიტა ჩემი ჩაწიხვლა”- ნელი დოროყაშვილი

ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლე, ნელი დოროყაშვილი სოციალურ ქსელში ვრცელ განცხადებას აქვეყნებს. როგორც დოროყაშვილი აღნიშნავს,  მოსამართლე ხათუნა ხარჩილავამ ე.წ “მეფის” მხილება არ აპატია და მისი ”ჩაწიხვლა” გადაწყვიტა. ,,სულისკვეთება თუ იგი წრფელია სამარადისოდ განუსჯელი არ დარჩება. მოსიარულე გვამი ქუჩაში ანდაც რომელიმე მდინარის სანაპიროზე თუკი შეგხვდებოდათ წლების წინ ეს მე ვიყავი. ტირილი ცრემლიან სახეზე შეშრობილი მიმხმარი ცრემლებით, ნაცრისფრად მოფაკრულ პირისახეზე ღიმილის ნატამალი არ ეტყობოდა. ციმციმა პატარა გოგოს სახეზე თვალები აღარ ელავდნენ. მას ატყუებდა ყველა, ასამარებდა და ცოცხლად მიწას აყრიდნენ წლები. გონებამიხდილს და დაღლილს ყოველი ახალი დღის შიშით აღარ უნდოდა გამტანჯველი სიბოროტის გაძლება…

მეტი...

,,პრეზიდენტი არ ყოფილა ინფორმირებული ილჰამ ალიევის საქართველოში სამუშაო ვიზიტის შესახებ”- პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ სალომე ზურაბიშვილი არ ყოფილა ინფორმირებული ილჰამ ალიევის საქართველოში ვიზიტის შესახებ. „საქართველოს პრეზიდენტი მიესალმება აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ბატონი ილჰამ ალიევის სამუშაო ვიზიტს საქართველოში. საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია მიზანშეწონილად მიიჩნევს საზოგადოებას აცნობოს, რომ პრეზიდენტი არ ყოფილა ინფორმირებული ჩვენი მეზობელი და მეგობარი ქვეყნის პრეზიდენტის, ბატონი ილჰამ ალიევის საქართველოში სამუშაო ვიზიტის შესახებ. საქართველოს პრეზიდენტის სურვილისა და მზაობის მიუხედავად, სამწუხაროდ, პრეზიდენტებს შორის ვერ შედგა შეხვედრა, რომელიც ქვეყანაში ყველა სახელმწიფო მეთაურის ვიზიტისას ტრადიციულად იმართება. საქართველოს პრეზიდენტი კიდევ ერთხელ გამოხატავს მზაობასა…

მეტი...

,,ნატო გააკეთებს ყველაფერს, რომ უკრაინამ ომში გაიმარჯვოს”- იენს სტოლტენბერგი

,,ნატო გააკეთებს ყველაფერს, რომ უკრაინამ ომში გაიმარჯვოს,”– ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა  განაცხადა. მისი თქმით, რუსეთისგან გაჟღერებული მუქარის მიზანი მათი დაშანტაჟება და უკრაინისთვის დახმარების შეწყვეტაა. „ჩვენ ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით მათ მოქმედებებს, ვიჩენთ სიფრთხილეს. განსაკუთრებით ახლა, როდესაც ისინი ბირთვული წვრთნების ჩატარებას აპირებენ. უკრაინის წინააღმდეგ ბირთვული იარაღის ნებისმიერი გამოყენების რისკი დაბალია. ჩვენ მკაფიოდ ვეუბნებით რუსეთს, რომ მას სერიოზული შედეგები ელოდება, თუ უკრაინაში ბირთვულ იარაღს გამოიყენებს. ასევე, ვახსენებთ რუსეთს, რომ შეუძლებელია ბირთვული ომის მოგება, ამიტომ მისი დაწყება არ ღირს“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.  

მეტი...

,,მართლმსაჯულების რეფორმამ უნდა გადაჭრას ის ძირითადი და მთავარი გამოწვევები, რაც დგას სასამართლოს წინაშე”- კელი დეგნანი

,,ვფიქრობ, მართლმსაჯულების რეფორმამ უნდა გადაჭრას ის ძირითადი და მთავარი გამოწვევები, რაც დგას სასამართლოს წინაშე, მაგალითად, ზოგიერთ სასამართლოში არის ძალიან ბევრი დაგროვილი საქმე, ზოგან არის მოსამართლეების ნაკლებობა და რაც მთავარია, მოქალაქეებმა უნდა მიიღონ სათანადო მხარდაჭერა მართლმსაჯულების კუთხით, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა. კელი დეგნანი ლევან მურუსიძისა და დიმიტრი გვრიტიშვილის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრებად დაამტკიცებას გამოეხმაურა. „ამის შეფასებას გააკეთებს ალბათ ევროკავშირის კომისია. რაც შეეხება თავად მართლმსაჯულების რეფორმას, ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეფორმა და არა მხოლოდ ნაწილი იმ 12 რეკომენდაციისა. ამაზეა საუბარი ასოცირების ხელშეკრულებაშიც და ეს ძალიან მნიშვნელოვანი…

მეტი...

,,მე არ ვეძებ თავისუფლებას, მე ის ისედაც მაქვს, მე ვეძებ სამართლიანობას და თქვენი ვალია მაპოვნინოთ”- ნიკა გვარამია

,,მე არ ვეძებ თავისუფლებას, მე ის ისედაც მაქვს, მე ვეძებ სამართლიანობას და თქვენი ვალია მაპოვნინოთ სამართლიანობა და სამართალი,” – ამის შესახებ  „მთავარი არხის“ დამფუძნებელმა, ნიკა გვარამიამ თბილისის სააპელაციო სასამართლოში განაცხადა, სადაც  მისი საქმის დასკვნითი პროცესი გაიმართა. გვარამიას თქმით, მას ზუსტად იგივე რეაქცია ექნებოდა სხვა დროს რომ მიღებულიყო ეს გადაწყვეტილება და  ზუსტად იგივე რეაქცია ექნებოდა ჯარიმა რომ ყოფილიყო პატიმრობის ნაცვლად. „რა შემიძლია გითხრათ თქვენ პერსონალურად? – თქვენი გადასაწყვეტია, თქვენი პროფესიული სინდისი რას გიკარნახებთ. სინდისს ვერ დააძალებთ, ისევე, როგორც ბოდიშის მოხდას ვერ დააძალებთ ადამიანს იმიტომ, რომ ეს მისი პერსონალური დამოკიდებულებაა. ისე ვერ…

მეტი...

,,ნებისმიერი რამ, რაც ჰყოფს საქართველოს და უკრაინას სარგებელს აძლევს მხოლოდ რუსეთს”- კელი დეგნანი

„ნებისმიერი რამ, რაც ჰყოფს საქართველოს და უკრაინას ან ხელს უწყობს უთანხმოებას საქართველოსა და უკრაინას შორის, სარგებელს აძლევს მხოლოდ და მხოლოდ რუსეთს“,– ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა. ელჩის თქმით, მას არ სურს უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველის, ალექსეი არესტოვიჩის განცხადებაზე ისაუბროს. „არ მსურს, არესტოვიჩის ნაცვლად გავცე პასუხი, ვერ გავცემ პასუხს, იგი არის უკრაინის მთავრობის წევრი. მე გეტყვით აშშ-ის პოზიციას. ჩვენ თანიმდევრულად და მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს, რაც გულისხმობს ევროკავშირისა და ნატო-ს წევრობას, ვწევთ ყველანაირ ძალისხმევას, რომ საქართველომ მიაღწიოს თავის ამ მიზნებს. ვფიქრობ, ახლა არსებობს რეალური შესაძლებლობა ამისა, თუკი…

მეტი...

,,უნდა შევეშვათ კონსოლიდაციას წარსულის გარშემო, ეს სირცხვილია და ჩამორჩენილობის ნიშანია”- ნიკა გვარამია

„უნდა შევეშვათ კონსოლიდაციას წარსულის გარშემო. ეს სირცხვილია და ჩამორჩენილობის ნიშანია. კონსოლიდაცია უნდა მოხდეს მომავლის გარშემო, რომელიც აქ არის კართან და გვიკაკუნებს და ჩვენ არ ვაღებთ“, – ამის შესახებ  „მთავარი არხის“ დამფუძნებელმა, ნიკა გვარამიამ თბილისის სააპელაციო სასამართლოში განაცხადა, სადაც  მისი საქმის დასკვნითი პროცესი მიმდინარეობს. გვარამიას თქმით, მას იმედი აქვს, რომ გამოვა ციხიდან, რადგან მისი ბედი მხოლოდ ქართული სასამართლოს წინაშე არ წყდება, წინ არსებობს სტრასბურგის სასამართლოა. „რაც შეეხება ჩემს ყოფნას იზოლაციაში, გალიაში თუ რა დავარქვა ამას არ ვიცი, მე არ ვოცნებობ თავისუფლებაზე – ეს მაქვს. იმედი მაქვს, რომ გამოვალ, იმიტომ, რომ ჩემი…

მეტი...

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი გახდება

გაერთიანებული სამეფოს მომდევნო პრემიერ-მინისტრი ყოფილი ფინანსთა მინისტრი რიში სუნაკი გახდება. არსებული ინფორმაციით, პრემიერობისთვის ბრძოლაში ჩართვაზე ბოლო მომენტში უარი თქვა თემთა პალატის ლიდერმა პენი მორდონტმა, რომელმაც მხარდაჭერა გამოუცხადა რიში სუნაკს. ცნობისთვის, დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი, ლიზ ტრასი თანამდებობიდან 20 ოქტომბერს გადადგა. ბრიტანეთში ახალი პრემიერმინისტრი წელს უკვე მეორედ აირჩიეს.

მეტი...

,,მე თავისუფლება მოსაპოვებელი არ მაქვს, მე ვიბრძვი სხვისი თავისუფლებისთვის და ჩემი ქვეყნის თავისუფლებისთვის”- ნიკა გვარამია

,,მე თავისუფლება მოსაპოვებელი არ მაქვს, მე თავისუფალი ადამიანი ვარ, მე ვიბრძვი სხვის თავისუფლებისთვის და ჩემი ქვეყნის თავისუფლებისთვის,”- ამის შესახებ  „მთავარი არხის“ დამფუძნებელმა, ნიკა გვარამიამ თბილისის სააპელაციო სასამართლოში განაცხადა, სადაც  მისი საქმის დასკვნითი პროცესი მიმდინარეობს. გვარამიას თქმით, იბრძვის  ისე, როგორც შეუძლია, ”როგორც შეიძლება ადამიანი იბრძოდეს 4 კედელს შორის, უსამართლოდ დატყვევებული.” ,,მთავარი ჩემთვის არის ის, რატომ ვარ აქ და არის თუ არა ეს ჩემი შეგნებული არჩევანი. ცხადია, რომ არის. მე ვისმენ ხოლმე ტელევიზიითაც, ჩემთან შემოსული ადამიანების საუბრებიდანაც, ზოგჯერ შთაბეჭდილება მრჩება, რომ მოდიან ხოლმე ჩემს სანახავად როგორც ზოოპარკში ეგზოტიკური ჟირაფის და მეუბნებიან, რომ…

მეტი...

აფეთქება თბილისში – პროკურატურამ ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ თბილისში დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობის და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტებზე  ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ 22 ოქტომბერს, ქ.თბილისში, ლაღიძისა და ქუთათელაძის ქუჩების კვეთაზე, ფიზიკური დაპირისპირებისას ბრალდებულმა ასაფეთქებელი მოწყობილობა – ხელყუმბარა ააფეთქა, რის შედეგადაც სამ პირს სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანებები მიაყენა. ,,ბრალდებულის მიერ ჩადენილი ქმედების შედეგად  ასევე საფრთხე შეექმნა შემთხვევის ადგილზე მყოფ მოქალაქეთა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 109-ე მუხლის „ბ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით (ორზე მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობა, ისეთი…

მეტი...

რუმინეთის თავდაცვის მინისტრი უკრაინასთან დაკავშირებული კომენტარის გამო თანამდებობიდან გადადგა

რუმინეთის თავდაცვის მინისტრი, ვასილე დინკუ უკრაინასთან დაკავშირებული კომენტარის გამო თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს. ვასილე დინკუს განცხადებით, უკრაინის ერთადერთი შანსი, დაასრულოს ომი, რუსეთთან მოლაპარაკებაა. „ჩემი ჟესტი განპირობებულია იმით, რომ შეუძლებელია თანამშრომლობა რუმინეთის პრეზიდენტთან, შეიარაღებული ძალების მთავარსარდალთან. ვფიქრობ, გადადგომა აუცილებელია, რათა ზიანი არ მიადგეს გადაწყვეტილებებსა და პროგრამებს, რომლებიც მოქნილ სამეთაურო ჯაჭვს საჭიროებს და არ დაიბლოკოს რიგი პროექტებისა, რომლებიც აუცილებელია სამინისტროსა და არმიისთვის“, – განაცხადა დინკუმ.

მეტი...

ხერსონის ოლქში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 90-ზე მეტი დასახლება გაათავისუფლეს

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ხერსონის ოლქში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 90-ზე მეტი დასახლება გაათავისუფლეს. გათავისფულებული დასახლებების ტერიტორიაზე  12 ათასზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. ცნობისთვის, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელის, კირილ ბუდანოვის განცხადებით, საოკუპაციო ძალებს ხერსონის ოლქში ახალი სამხედრო შენაერთები შეჰყავთ  და თავდაცვისთვის ემზადებიან.

მეტი...

,,ჩვენი გამარჯვების გზა ადვილი არ არის, მაგრამ შეგვიძლია გავუმკლავდეთ მას – მივალთ ჩვენს საზღვარზე”- ზელენსკი

,,ჩვენი გამარჯვების გზა ადვილი არ არის. მაგრამ დარწმუნებული ვართ: ჩვენ ამას გავუმკლავდებით. ჩვენ მივაღწევთ ჩვენს საზღვარს, მის ყველა მონაკვეთს,” – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, უკრაინელი ხალხი დაინახავს ქვეყნიდან გაქცეულ ოკუპანტებს. ,,ჩვენი გამარჯვების გზა ადვილი არ არის, მაგრამ დარწმუნებული ვართ, ჩვენ შეგვიძლია გავუმკლავდეთ მას. ჩვენ მივალთ ჩვენს საზღვარზე, მის ყველა მონაკვეთზე და ვნახავთ მტრის ზურგს. ვნახავთ, როგორ უბრწყინავს ჩვენ ხალხს თვალები და დავინახავთ გაცქეული ოკუპანტების ქუსლებს. ეს ჩვენი საერთო გამარჯვება იქნება!”- წერს ზელენსკი.

მეტი...

,,მომდევნო წელს კიდევ უფრო მეტ კაპიტალდაბანდებას მოვახდენთ”- ილჰამ ალიევი

,,საქართველო და აზერბაიჯანი წარმოდგენილნი არიან ერთ ფრონტზე და ერთად ვიმუშავებთ იმისთვის, რომ ჩვენი ეროვნული ინტერესები, ორი მოძმე ერის ინტერესები ისეთ ურთიერთობებზე იყოს აწყობილი, ისეთ მნიშვნელოვან ურთიერთობებს  ქმნიდეს, რომ მსოფლიოსაც მოუტანოს სარგებელი და ჩვენი მეგობრობა არის ამის საფუძველი, –  ამის შესახებ აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა ილჰამ ალიევმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც აზერბაიჯანის პრეზიდენტმა აღნიშნა, აზერბაიჯანი აპირებს ექსპორტზე გაიტანოს ელექტროენერგია საერთაშორისო ბაზრებზე და რა თქმა უნდა  მარშრუტი აუცილებლად გაივლის საქართველოს. ,,ჩვენ გვიხარია, რომ სავაჭრო ბრუნვა იზრდება,  ბოლო 9 თვის განმავლობაში, გადავცდით 1 მილიარდი დოლარის ოდენობის ბრუნვას. აზერბაიჯანიდან  საქართველოში ინვესტირებულია მნიშვნელოვანი…

მეტი...

,,საკრებულოში მისვლას გადავწყვეტ მე, მივალ, როცა საჭიროა და გავცემ ყველანაირ შეკითხვას პასუხს, როცა ამის დრო და აუცილებლობა იქნება”- კახა კალაძე

თბილისის მერი  საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატების მოთხოვნას ეხმაურება, რომლის თანახმადაც, კახა კალაძე ვაკის პარკში მომხდართან დაკავშირებით საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე უნდა მივიდეს. კალაძის თქმით, საკრებულოში მაშინ მივა და გასცემს ყველანაირ შეკითხვას პასუხს, როცა ამის დრო და აუცილებლობა იქნება. „კახა კალაძეს არასდროს არ დაუხევია უკან ოპოზიციასთან თანამშრომლობაზე, არასდროს. აი, თუნდაც ახალი არჩეული იყო საკრებულო, როდესაც ვიყავი მისული, მაშინვე დავაფიქსირე ჩემი მზაობა თანამშრომლობასთან, მაგრამ თანამშრომლობა ცალმხრივი ვერ იქნება. შესაბამისად, ჩვენ გვახსოვს მათი დამოკიდებულება, განცხადებები, შეურაცხყოფები, ცილისწამება. თუ კი რაიმე სიბინძურე შეიძლება ადამიანმა მოიფიქროს, ყველაფერს კადრულობენ. საკრებულოში მისვლას რაც შეეხება, ამას გადავწყვეტ მე. მივალ, როცა საჭიროა…

მეტი...

,,დღეს მოძრაობას 200-მდე ახალი წევრი შეემატა”- „ხალხის ძალა“ ფართოვდება

„ხალხის ძალა“ ფართოვდება, დღეს მოძრაობას 200-მდე ახალი წევრი შეემატა – ესენი არიან საკრებულოს წევრები და თანამდებობის პირები უკლებლივ ყველა მუნიციპალიტეტიდან, – ამის შესახებ მოძრაობის ლიდერებმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს. მათივე განცხადებით, “ხალხის ძალის” პირველი ამოცანა ქვეყნისთვის “მეორე ფრონტის” გახსნის თავიდან არიდება იყო, რაც წარმატებით მოახერხეს. „ბოლო პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა და საჯარო განცხადებებმა კიდევ ერთხელ მკაფიოდ დაადასტურა, რამდენად სწორი და ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე მიღებული გადაწყვეტილება იყო, როცა საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალა“ ჩამოვაყალიბეთ და ჩვენს ერთ-ერთ მთავარ ამოცანად დავისახეთ, საქართველოს მოსახლეობას ღიად ველაპარაკოთ იმ საფრთხეებისა და გამოწვევების შესახებ, რომელთა წინაშეც დღეს ჩვენი…

მეტი...

სემეკის წევრებმა დავით ნარმანია თავმჯდომარის პოზიციაზე მეორე ვადით აირჩიეს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში (სემეკ) კომისიის თავმჯდომარის არჩევნები გაიმართა. „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, კომისიის წევრებმა ფარული კენჭისყრით, ხმათა უმრავლესობით კომისიის თავმჯდომარედ დავით ნარმანია, მეორე ვადით აირჩიეს. დავით ნარმანიას თავმჯდომარეობის პირველი ვადის პერიოდში სემეკს ISO 9001:2015 საერთაშორისო სტანდარტის ხარისხის მართვის სისტემის სერტიფიკატი მიენიჭა, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში განათლების ხელშეწყობის კუთხით ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი ჩამოყალიბდა, ენერგეტიკული ბაზრების რეფორმის ფარგლებში შემუშავდა და დამტკიცდა რეფორმის განხორციელების ხელშემწყობი 50-ზე მეტი ნორმატიული აქტი, შემუშავდა ნეტო-აღრიცხვის განვითარების ხელშემწყობი მექანიზმები, დაინერგა დავების განხილვის გამარტივებული პროცედურები, შემუშავდა და განხორციელდა მომსახურების მარტივი ხელმისაწვდომობის სხვადასხვა პროექტები,…

მეტი...

,,ვაკის პარკის ტრაგედიამ გამანადგურა, პარალელურად, მაქვს პასუხისმგებლობა ამ ქალაქში მცხოვრები ადამიანების წინაშე”- კალაძე

დედაქალაქის მერი კახა კალაძე ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიას კიდევ ერთხელ გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს დღე დედაქალაქის ისტორიაში უმძიმესი და პირადად მისთვის, გამანადგურებელი იყო. კახა კალაძის თქმით, დედაქალაქში მცხოვრები მოქალაქეების წინაშე აქვს პასუხისმგებლობა და ვალდებულება, გააგრძელოს საქმიანობა ისე, როგორც ეს ქალაქის განვითარებისთვისაა აუცილებელი. „კიდევ ერთხელ მინდა, შევეხო იმ ტრაგედიას, რომელიც 11 დღის წინ დატრიალდა. უმძიმესი დღე დედაქალაქის ისტორიაში, უმძიმესი დღე ოჯახისთვის, პირადად ჩემთვის – ტრაგედია, რომელმაც გამანადგურა. პარალელურად, უნდა აღვნიშნო, რომ მაქვს უდიდესი პასუხისმგებლობა აღებული, პასუხისმგებლობა ამ ქალაქში მცხოვრები ადამიანების წინაშე, პასუხისმგებლობა იმ ასეულობით ათასი ადამიანის წინაშე, რომელმაც ნდობა გამომიცხადა.…

მეტი...

,,აზერბაიჯანი არის საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორი”- ირაკლი ღარიბაშვილი

,,ჩვენ ვისაუბრეთ, არსებულ ენერგეტიკულ, ეკონომიკურ, სავაჭრო და სატრანსპორტო პროექტებზე და მათ მნიშვნელობაზე. საქართველო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ქვეყანაა და მეგობარია აზერბაიჯანის – აზერბაიჯანი არის საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორი,” –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრს ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, ორ ქვეყანას შორის არსებული კეთილმეზობლური, მეგობრული და სტრატეგიული  პარტნიორობიდან და თანამშრომლობის დღის წესრიგიდან გამომდინარე ვიზიტს უდიდესი მნიშვნელობა აქვს. „ბატონო პრეზიდენტო, ასევე, მივესალმები თქვენს მიერ პრაღაში გაჟღერებულ ინიციატივას ერთობლივი, სამმხრივი სადისკუსიო ფორმატის მექანიზმის შექმნის თაობაზე სამხრეთ კავკასიაში. ჩვენ ასევე ვისაუბრეთ,…

მეტი...

„მიმდინარე მოვლენები რეგიონში, უსაფრთხოების საკითხები ჩვენი დისკუსიების ცენტრშია მოქცეული“ – ილჰამ ალიევი თბილისში

აზერბაიჯანის პრეზიდენტის განცხადებით,  საქართველოში ვიზიტი ორი ქვეყნის თანამშრომლობას კიდევ უფრო გარღმავდება და თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადავა. როგორც თბილისში მყოფმა პრეზიდენტმა აღნიშნა, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო ხელშეკრულება უნდა გაფორმდეს. „მე საქართველოს პრემიერ-მინისტრს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებების შესახებ ვაცნობე და მიგვაჩნია, რომ ამ კონფლიქტის მოგვარება აზერბაიჯანსა და სომხეთის მიერ მშვიდობის შეთანხმების ხელმოწერას საჭიროებს. ჩვენ სომხეთს 5 ძირითადი პრინციპი უკვე გავუზიარეთ და იმდენი გვაქვს, რომ სომხეთი პოლიტიკურ ნებას გამოიჩენს, სამშვიდობო მოლაპარაკებებს დაიწყებს და სამშვიდობო შეთანხმებას ხელს მოაწერს“ – აღნიშნა პრეზიდენტმა  ალიევმა საქართველოში ვიზიტისას. მისივე შეფასებით, ერთ-ერთი სასაუბრო თემა რეგიონში მიმდინარე მოვლენები…

მეტი...

,,ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით ექსპორტი გაიზრდება, გვინდა, გამოვიყენოთ და დაიტვირთოს ბაქო-სუფსის ტერმინალიც”- ილჰამ ალიევი

,,ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენი გაზრდის ექსპორტს, ამ მილსადენით გაიზრდება ექსპორტი და კიდევ უფრო დაიტვირთება. გვინდა, გამოვიყენოთ ბაქო-სუფსას ტერმინალიც,”- ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა. მისივე თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრაზე, საუბარი სამომავლო ენერგეტიკულ პოლიტიკასაც შეეხო. ,,ჩვენ ვისაუბრეთ სამომავლო ენერგეტიკულ პოლიტიკაზე, როგორც პრემიერმა ბრძანა, გავცვალეთ მოსაზრებები იმ პროექტების თაობაზე, რომელიც განხორციელებული გვაქვს. საოპერაციო კუთხით ძალიან წარმატებულია ეს პროექტები და მოუთმენლად ველოდებით ახალი პროექტების დაწყებას, რათა გაიზარდოს ბუნებრივი აირის ექსპორტი საერთაშორისო ბაზრებზე. ჩვენ ვაპირებთ 22 მილიონი კუბური მეტრის ექსპორტს და უფრო გავზარდოთ მომდევნო წლებში. წელს ხელი მოვაწერეთ ურთიერთგაგების მემორანდუმს აზერბაიჯანსა და ევროპას…

მეტი...

,,ყველანი ვთანხმდებით, რომ ის, რაც ხდება უკრაინაში, უნდა დარეგულირდეს მოლაპარაკების გზით”- ირაკლი ღარიბაშვილი

,,რეგიონსა და მსოფლიოში სწრაფად ცვალებადი და რთული გამოწვევების პირობებში, დიდი მნიშვნელობა ენიჭება მშვიდობასა და სტაბილურობას, რომელიც არის საკვანძო მოცემულობა ჩვენი რეგიონის და ზოგადად, ჩვენი ხალხების კეთილდღეობისთვის,”- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივი განცხადებებისას აღნიშნა. მისი თქმით, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის  არსებობს უნიკალური ურთიერთობა და მეგობრობა, რომელიც ეფუძნება მჭიდრო ისტორიულ კავშირებს. „მინდა აღვნიშნო, რომ თქვენი ღვაწლი კანონზომილია აზერბაიჯანისა და საქართველოს ურთიერთობების დაახლოებაში და ჩვენი მეგობრობის, ჩვენი ძმობის განმტკიცებაში. ჩვენს ქვეყნებს შორის არსებობს მართლაც უნიკალური ურთიერთობა და მეგობრობა. ეს ურთიერთობები ეფუძნება მჭიდრო ისტორიულ კავშირებს, ურთიერთპატივისცემას და…

მეტი...

,,ქარიც გვესალმება, თავს ვგრძნობ სახლში”- ილჰამ ალიევი

,,ქარიც გვესალმება, თავს ვგრძნობ სახლში,”- ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა  საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივი განცხადებებისას აღნიშნა. მისივე თქმით, დღევანდელი ვიზიტი შეიტანს წვლილს მოძმე ერების ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარებაში. ,,ბედნიერები ვართ, რომ თქვენს ლამაზ ქვეყანაში ჩამოვედით. ქარი ბაქოს მაგონებს, ამით დასტურდება, რომ ქარიც გვესალმება, თავს ვგრძნობ სახლში. მიხარია, რომ კვლავ ვიმყოფები თქვენს ქვეყანაში. ხშირად გვაქვს შეხვედრები საქართველოს პრემიერ-მინიტრ ირაკლი ღარიბაშვილთან. გასულ წელს, ბატონი ირაკლი ორჯერ იყო ჩამოსული აზერბაიჯანში. საერთაშორისო ღონისძიებებზეც ვხვდებით ერთმანებთს და დარწმუნებული ვარ, დღევანდელი ვიზიტიც შეიტანს წვლილს მოძმე ერების ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარებაში. ეს ყველაფერი…

მეტი...

ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს შეხვდა. საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გამართულ პირისპირ შეხვედრაზე საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის არსებულ განსაკუთრებულ მეგობრულ ურთიერთობებსა და სტრატეგიულ პარტნიორობას გაესვა ხაზი. აღინიშნა ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიულ პარტნიორობის მაღალი დონე და აქტიური პოლიტიკური დიალოგი. ხაზი გაესვა სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით ინტენსიურ თანამშრომლობას. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ რეგიონში მშვიდობა და სტაბილურობა ეკონომიკურ განვითარებას უზრუნველყოფს. ითქვა, რომ საქართველო და აზერბაიჯანის რესპუბლიკა საგარეო პოლიტიკის მიმართულებით მჭიდროდ თანამშრომლობენ და არსებული გამოწვევების დასაძლევად გაერთიანებული ძალებით მუშაობენ. გამოითქვა ორ ქვეყანას შორის ორმხრივი პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული…

მეტი...

,,თურქეთმა სრულად აითვისა რუსეთის მეთოდები”- საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

,,თურქეთმა სრულად აითვისა რუსეთის მეთოდები. ის ნათლად აცხადებს, „ფრთხილად იყავით, თუ არ გსურთ, გახდეთ შემდეგი უკრაინა“, – ამის შესახებ საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ნიკოს დენდიასმა უკრაინაში ვიზიტის შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, საბერძნეთისა და უკრაინის აღმოსავლელი მეზობლებისთვის საზღვრები ხელოვნურია. „საბერძნეთსა და უკრაინას საერთო გამოწვევები აქვთ, რადგან ორივე ქვეყანას აღმოსავლეთის საზღვრებზე დიდი, აგრესიული მეზობელი ჰყავს. ორივე მეზობელი ამტკიცებს, რომ ჩვენი ტერიტორიები არასწორად იყო შექმნილი წარსულში რუსეთისა და ოსმალეთის იმპერიებისგან“, – განაცხადა საბერძნეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.    

მეტი...

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის ინფორმაციით, დღეს, თბილისის დროით 13:20 საათზე, წალკასთან, სოფელ მამიშლართან მიწისძვრა მოხდა. მათივე ცნობით, მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრემ  3.0 (ML) მაგნიტუდა შეადგინა.

მეტი...

,,თუ რუსეთი ამბობს, თითქოს უკრაინა რაღაცას ამზადებს, ეს ნიშნავს, რომ რუსეთმა უკვე მოამზადა ეს ყველაფერი”- ზელენსკი

,,თუ რუსეთი რეკავს და ამბობს, თითქოს უკრაინა რაღაცას ამზადებს, ეს ნიშნავს ერთს – რუსეთმა უკვე მოამზადა ეს ყველაფერი,”- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. მისივე თქმით, ხლა მსოფლიომ მაქსიმალურად მკაცრი რეაგირება უნდა მოახდინოს. ,,რუსეთის თავდაცვის მინისტრი, სერგეი შოიგუ აწყობს სატელეფონო კარუსელს, ურეკავს საგარეო საქმეთა მინისტრებს და ესაუბრება რაღაც ბინძური ბირთვული ბომბის შესახებ. ყველამ კარგად იცის, ვინ არის ამ ომში ყველა სიბინძურის წყარო, რისი წარმოდგენაც კი შეიძლება. თუ ვინმეს შეუძლია გამოიყენოს ატომური იარაღი ევროპის ჩვენ ნაწილში ეს მხოლოდ ერთი სუბიექტია და ამ სუბიექტმა უბრძანა ამხანაგ შოიგუს, სადმე დაერეკა. თუ რუსეთი…

მეტი...

,,რუსეთის ტერორისტულ სახელმწიფოდ აღიარება იყო მიუღებელი „ქართული ოცნებისთვის“- ნიკა მელია

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის მიერ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტისთვის წერილობით მიმართვას ეხმიანება. მისი თქმით, საუბარი იმაზე, თითქოს სააკაშვილის ფაქტორი გახდა შემაკავებელი მთლიანად რეზოლუციისთვის, არის ძალიან დიდი ტყუილი. „ეს მორიგი ყალბი არგუმენტია, რომელსაც ტრადიცია ჩაუყარა „ქართულმა ოცნებამ“ – ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებში საპირისპირო პოზიციის დაფიქსირებისას, „ოცნება“ ეძებს მიზეზს თუ როგორ გაიმართლოს თავი. სინამდვილეში მათ მხარი არ დაუჭირეს რეზოლუციას ერთადერთი ძალიან მძიმე მიზეზის გამო – რუსეთის ტერორისტულ სახელმწიფოდ აღიარება იყო მიუღებელი „ქართული ოცნებისთვის“ და მოიყვანეს სისრულეში თავიანთი განზრახვა. მათ თავისუფლად შეეძლოთ რეზოლუციისთვის მხარი დაეჭირათ და მხოლოდ შესწორებისთვის არ გამოეთქვათ…

მეტი...

,,შოიგუს სატელეფონო ზარების მიზანი, სავარაუდოდ, NATO-ს დაშინება და დაყოფაა”- ომის შემსწავლელი ინსტიტუტი

ომის შემსწავლელი ინსტიტუტის შეფასებით, “ბინძური ბომბის” შესახებ რუსეთის თავდაცვის მინისტრის განცხადებების მიზანი, სავარაუდოდ, NATO-ს დაშინება და დაყოფაა. ამერიკელი ანალიტიკოსების განცხადებით, ქვეყნების თავდაცვის მინისტრებთან შოიგუს სატელეფონო ზარები შეაფასეს. საუბრისას შოიგუ ამტკიცებდა, რომ უკრაინა ბინძური ბომბის გამოყენებისთვის ემზადება. ექსპერტების განმარტებით, მსგავსი განცხადებებით რუსეთი ცდილობს NATO-ში განხეთქილება დათესოს და მათი მხრიდან უკრაინისადმი მხარდაჭერა შეასუსტოს. ანალიტიკოსების შეფასებით, გამოიყენებს თუ არა რუსეთი იარაღს ამის პროგნოზირება რთულია, ვინაიდან ეს გადაწყვეტილება პუტინზეა დამოკიდებული.

მეტი...