ქსენია სობჩაკი რუსეთიდან გაიქცა

რუსული მედიის  ინფორმაციით, ტელეწამყვანმა და ბლოგერმა ქსენია სობჩაკმა რუსეთი დატოვა. გავრცელებული ინფორმაციით, მოსკოვის რეგიონში, სობჩაკის აგარაკზე ჩხრეკა ჩატარდა მისი კომერციული დირექტორის, კირილ სუხანოვის წინააღმდეგ აღძრული საქმის ფარგლებში, რომელიც გამოძალვის ბრალდებით დააკავეს.

„მან მოსკოვი გვიან ღამით (სამშაბათს) დატოვა. პარალელურად, გუშინ ინტერნეტით იყიდა ავიაბილეთები დუბაიში, დღეს კი თურქეთში. მან ეს გააკეთა სამართალდამცველების დასაბნევად. შედეგად, იგი ლიეტუვაში შევიდა ბელარუსის გავლით. “ – აცხადებს წყარო.

წყაროს ინფორმაციით, სამართალდამცველებს სობჩაკის დაკავების ორდერი ჰქონდათ, თუმცა მან გაქცევა მოასწრო.

მსგავსი თემები