ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი რუსეთის მხრიდან გზავნილებს, რომ უკრაინა „ბინძური ბომბის“ გამოყენებას ცდილობს, ცრუ ბრალდებას უწოდებს. ამ თემაზე ენტონი ბლინკენს კიდევ ერთხელ მოუწია განცხადების გაკეთება.
„დღეს ვესაუბრე ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგს. ვისაუბრეთ უკრაინისთვის სამომავლო დახმარების გაწევაზე და დავგმეთ რუსეთის ცრუ ბრალდებები იმასთან დაკავშირებით, რომ უკრაინა საკუთარ ტერიტორიაზე „ბინძური ბომბის“ გამოყენებისთვის ემზადება“, – აცხადებს ენტონი ბლინკენი.
შეგახსენებთ, რომ რუსული მხარე ცდილობს ქვეყნების ლიდერები დაარწმუნოს, რომ უკრაინა „ბინძური ბომბის“ გამოყენებაზე მუშაობს.