ახალქალაქში სკოლასთან ავტომობილი 9 წლის ბავშვს დაეჯახა

ახალქალაქში  ავტომობილი მე-4 სკოლის წინ ტროტუარზე 9 წლის გოგოს დაეჯახა.  შემთხვევა დღეს, დღის პირველ ნახევარში მოხდა.

ავტომობილი დაბალი სიჩქარით მოძრაობდა, რის გამოც ბავშვმა მსუბუქი დაზიანებები მიიღო.

გოგონა სასწრაფო დახმარების მანქანით ექსპერტიზაზე გადაიყვანეს.

შემთხვევის ადგილზე პოლიციის ეკიპაჟები იყო მობილიზებული.

მსგავსი თემები