,,პრობლემა არის კონკრეტულ თანამშრომელთან დაკავშირებით, რომელიც გაღიზიანებულია”- კახა კალაძე აუზზე

თბილისის მერის, კახა კალაძის  განცხადებით, სპორტულ ცენტრ „იმედის“ აუზთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

მისივე თქმით, ბავშვების ინტოქსიკაციასთან დაკავშირებული ინფორმაცია, აუზის თანამშრომელმა გაავრცელა, რომელიც სხვა თანამშრომლის სამსახურიდან გაშვების გამო, გაღიზიანებული იყო.

,,ჩვენ ვისაუბრეთ სიმართლე. ვისაუბრეთ, იმასთან დაკავშირებით, თუ რა არის რეალობა და ვისაუბრეთ იმასთან დაკავშირებით, რომ საზოგადოებამ იცოდეს სიმართლე. დღეს მთავრობის სხდომაზე გავაკეთე განცხადებები, არსებობს დასკვნები წყლის ვარგისიანობასთან დაკავშირებით, არსებობს ასევე ყოველდღიური სინჯების აღება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ აუზი იყოს მოწესრიგებული და არანაირ პრობლემას არ წარმოადგენდეს.

პრობლემა არის კონკრეტულ თანამშრომელთან დაკავშირებით, რომელიც გაღიზიანებულია ერთი კონკრეტული თანამშრომლის გაშვებით. ეს ისტორია ახლა არ დაწყებულა, თუმცა მე არ მინდა ამ დეტალებში შევიდე. არ მინდა ამ თემას შევეხო, თუმცა ყველაფერს მოჰყვება შესაბამისი რეაგირება,” – განაცხადა კალაძემ.

მსგავსი თემები