იენს სტოლტენბერგის განცხადებით, პუტინის გამარჯვება კატასტროფა იქნება

ნატოს გენერალური მდივანი აცხადებს, რომ რუსეთ-უკაინის ომში რუსეთის გამარჯვება არ შეიძლება. როგორც იენს სტოლტენბერგი განმარტავს, არ შეიძლება, პუტინს გამარჯვების საშუალება მისცე.

„არ დავიწყებ ფიქრს, თუ რამდენ ხანს გაგრძელდება ომი, მაგრამ მხოლოდ ორ რამეს ვიტყვი. პირველი – მზად ვართ, დავეხმაროთ უკრაინას იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო გახდება. არ შეგვიძლია პრეზიდენტ პუტინს გამარჯვების საშუალება მივცეთ. ეს კატასტროფა და ტრაგედია იქნებოდა უკრაინელებისთვის, მაგრამ ამავდროულად ჩვენც, ნატოს მოკავშირეებს, უფრო მოწყვლადს გაგვხდის, ვინაიდან ამის მერე აქედან გაკვეთილი იქნება გამოტანილი, რომ პრეზიდენტ პუტინს შეუძლია სამხედრო ძალის გამოყენებით მიზნის მიღწევა“ – აღნიშნა ატოს გენერალურმა მდივანმა.

ასევე, როგორც სხვა ლიდერები, იენს სტოლტენბერგიც აცხადებს, რომ ყველა ომი, საბოლოოდ, მოლაპარაკებით სრულდება.

„ის, რისი მიღწევაც უკრაინას მოლაპარაკების მაგიდასთან შეუძლია, მთლიანად არის დამოკიდებული იმაზე, თუ რის მიღწევას შეძლებს ბრძოლის ველზე. რაც უფრო ძლიერია უკრაინა ბრძოლის ველზე, მით უფრო მალე მიიღწევა პოლიტიკური გადაწყვეტილება“ – აცხადებს სტოლტენბერგი.

მსგავსი თემები