,,რადიკალური ოპოზიცია ზარმაცია, ალბათ 2024 წლის არჩევნებამდე ვერც მიაღწევენ”- ალუდა ღუდუშაური

,,რადიკალური ოპოზიცია საპარლამენტო საქმიანობაში ზარმაცია, დღიდან დღემდე მათი რეიტინგი ილევა, ალბათ 2024 წლის არჩევნებამდე ვერც მიაღწევენ,”- ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლების ”ცხოვრების განმავლობაში ვერ მოიძებნა დრო, ქვეყნისთვის იოტისოდენა სასიკეთო საქმე მაინც გააკეთონ”.

„სამწუხაროა, რომ ქვეყანაში ჯერ კიდევ არსებობს ისეთი ოპოზიციური პარტიები, რომლებისთვისაც მთელი მათი ცხოვრების განმავლობაში ვერ მოიძებნა დრო, ქვეყნისთვის იოტისოდენა სასიკეთო საქმე მაინც გააკეთონ. ახლა, როდესაც ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღისთვის, მათ ძირითადად მოეთხოვებათ ერთადერთი, მონაწილეობა მიიღონ დეპოლარიზაციაში და იყვნენ კონსტრუქციულები. ამასაც კი არ აკეთებენ. ესენი არიან საპარლამენტო საქმიანობაში ზარმაცები. თითი თითზე არ აქვთ დადებული ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის. ძალიან სამწუხაროა, რომ ყველა პუნქტთან მიმართებით ასეთი დამოკიდებულება აქვს ოპოზიციას. ესენი არიან ზარმაცები, უქნარები და მათ მიერ არგუმენტირებულ, საქმეზე და შედეგზე ორიენტირებულ ვერც ერთ მოქმედებას ვერ დამისახელებთ. ხედავთ, რა დღეშია რადიკალური ოპოზიციის ნაწილი, დღიდან დღემდე მათი რეიტინგი ილევა და ალბათ 2024 წლის არჩევნებამდე ვერც კი მიაღწევენ“, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

მსგავსი თემები