პრეზიდენტი აცხადებს, რომ ისრაელთან ურთიერთობა დათბა

უკრაინული მხარე ადრე უკმაყოფილებას გამოთქვამდა, რომ მათ ისრაელის მხრიდან, დახმარების მხრივ, არაფერი მიუღიათ. დღეს კი, პრეზიდენტი ზელენსკი აცხადებს, რომ ისრაელთან უკრაინის ურთიერთობა დათბა. ვოლოდიმირ ზელენსკის შეფასებით, ამჟამად უკრაინა ისრაელთან თანამშრომლობის გზის დასაწყისშია.

„ყველას უხერხულობას უქმნის ჩვენი ურთიერთობები, თუმცა ისინი ბოლო დროს უფრო თბილი გახდა. პაუზის შემდეგ ჩვენ ვხედავთ წინ გადადგმულ ნაბიჯებს. ისრაელთან თანამშრომლობის დასაწყისში ვართ. და ეს არის დადებითი ტენდენცია ისრაელის მხრიდან. მადლობელი ვარ ამისთვის. ისრაელმა იცის, რა არის ომი. მიგვაჩნია, რომ ისრაელმა უფრო მეტად უნდა დაუჭიროს მხარის უკრაინას. ჩვენ გვჭირდება ისრაელის პოლიტიკური ლიდერობა“, – განაცხადა პრეზიდენტმა ზელენსკიმ.

მსგავსი თემები