„გრინსერვის პლუსის“ დაკავებული თანამშრომლების ადვოკატი აცხადებს, რომ ბრალი აბსურდულია  

ადვოკატი ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიისთვის დაკავებული “გრინსერვის პლუსის” წარმომადგენლებს შეხვდა. ლაშა ფურცხვანიძის,  დევი კახოიძისა და ბექა მირღვლიანის ადვოკატი მამუკა ბლიაძე აცხადებს, რომ კომპანიის წარმომადგენლების არანაირი ბრალეულობა არ იკვეთება. „საქმეში არანაირი მტკიცებულება არ არსებობს. შევხვდი სამივე პიროვნებას, ვისაც მე ვიცავ. ბრალდება არის აბსურდი, საქმეში არანაირი მტკიცებულება არ არის. ამჟამად გადაიყვანენ დროებითი მოთავსების იზოლატორში. ბრალის ფორმულირება ჯერ არ ვიცით. მეტის თქმა მხოლოდ მაშინ შემეძლება, როცა ბრალს წარუდგენენ”, – განაცხადა ადვოკატმა მედიასთან. შეგახსენებთ, რომ ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე 9 ადამიანი დააკავეს. დაკავებულთა შორის არიან კომპანია “გრინსერვის პლუსის” ხელმძღვანელი ლაშა ფურცხვანიძე და თბილისის მერიის გარემოს…

მეტი...

ვაკის პარკის ტრაგედიისთვის დაკავებული ლაშა ფურცხვანიძე პოლიციის სამმართველოში მიიყვანეს

ამ წუთებში, ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე დაკავებული სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის ხელმძღვანელი ვაკე-საბურთალოს პოლიციის მთავარ სამმართველოში გადაიყვანეს. პოლიციაში მიიყვანეს სხვა დაკავებულებიც. მათ ბრალს სავარაუდოდ ხვალ წაუყენებენ. „გრინსერვის პლუსის” ხელძღვანელის ადვოკატიც  ვაკე-საბურთალოს პოლიციის მთავარ სამმართველოში მისი უფლებადამცველიც მივიდა, თუმცა, წინასწარი შეფასებები არ გაუკეთებია. ადვოკატის თქმით, მას შემდეგ შეეძლება საქმეზე საუბარი, როცა ფურცხვანიძეს შეხვდება. შეგახსენებთ, რომ ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე 9 პირი დააკავეს. დაკავებულთა შორის არიან კომპანია “გრინსერვის პლუსის” ხელმძღვანელი ლაშა ფურცხვანიძე და თბილისის მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილე გიორგი ვახტანგაშვილი.

მეტი...

რას ედავებიან დაკავებულ მერიის თანამშრომელსა და კომპანიის ხელმძღვანელს ვაკის პარკის ტრაგედიასთან დაკავშირებით?!

ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად გამოვლინდა დარღვევები, რასაც 13 წლის მარიტას სიცოცხლე ემსხვერპლა. 9 დაკავებულს შორისაა სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის – „გრინსერვის პლუსის” ხელმძღვანელი ლაშა ფურცხვანიძე და თბილისის მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილე გიორგი ვახტანგაშვილი. ლაშა ფურცხვანიძეს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით და 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულებს ედავება, რაც გულისხმობს გულგრილობას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. მას ასევე ედავებიან ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენებას. თბილისის მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილე გიორგი ვახტანგაშვილს კი  ბრალად სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის…

მეტი...

ვაკის პარკის ტრაგედიაზე დაკავებულია 9 პირი, დაკავებულთა წრე შესაძლოა გაფართოვდეს

შინაგან საქმეთა სამინისტროში არ გამორიცხავენ, ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, დაკავებულთა წრე გაფართოვდეს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის და ვაკე-საბურთალოს პოლიციის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების შედეგად, 13 ოქტომბერს ვაკის პარკის ტერიტორიაზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით 9 პირი დააკავეს“ – აღნიშნული განცხადება შსს-ში სპეციალურ ბრიფინგზე გაკეთდა, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ კახა მურადაშვილი დაკავებულთა წრის გაფართოებას არ გამორიცხავს. კითხვაზე: საქმის კურსში არ იყო თბილისის მერიის გარემოს დაცვის სამსახურის ხელმძღვანელი მისი მოადგილის ქმედებასთან დაკავშირებით, მურადაშვილმა ასე უპასუხა: „გამოძიება გრძელდება, არ დასრულებულა. შესაძლოა, გაიზარდოს ბრალდებულთა წრე. დანარჩენს მოგახსენებთ შემდეგში“,…

მეტი...

სამშენებლო ნორმებისა და წესების დარღვევა, ყალბი დოკუმენტების შედგენა – რა გამოიკვეთა ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით

„შესწავლის შედეგად გამოკვეთილია, რომ ვაკის პარკში შადრევანთან მიმართებაში როგორც სამშენებლო ნორმებისა და წესების დარღვევას, ისე ინსპექტირების ნაწილში ყალბი დოკუმენტის შედგენას ჰქონდა ადგილი“ –  აცხადებენ შსს-ში ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით. მომხდარი ტრაგედიაზე შსს-ში სპეციალურ ბრიფინგი ჩაინიშნა, რომელსაც „მედიაცენტრი მთავარი“ უცვლელად გთავაზობთ. „შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის და ვაკე- საბურთალოს პოლიციის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების შედეგად, 13 ოქტომბერს ვაკის პარკის ტერიტორიაზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით 9 პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 22 ოქტომბერს, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურსა და შპს „გრინსერვის +“-ს შორის გაფორმდა…

მეტი...

არსებული ინფორმაციით, ლაშა ფურცხვანიძე დაკავებულია

არსებული ინფორმაციით, ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ რამდენიმე პირი დააკავა. ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დაკავებულებს შორის ,,გრინ სერვის +”-ის” ხელძღვანელი, ლაშა ფურცხვანიძეცაა. ცნობისთვის, ვაკის პარკის შადრევნის სარეაბილიტაციო სამუშაოები გრინ სერვისი+-მა შეასრულა. ვაკის პარკში მომხდარი ფაქტის გამოძიების შედეგების შესახებ, შსს-ში ბრიფინგი ჩაინიშნა. უწყებაში განცხადება 18 საათზე გაკეთდება. შეგახსენებთ, 13 ოქტომბერს ვაკის პარკის შადრევანში, ბურთის ამოსატანად ჩასულ სამ ბავშვს დენმა დაარტყა. შემთხვევის შედეგად, 13 წლის მარიტა მეფარიშვილი გარდაიცვალა.

მეტი...

,,ნახაზი გვაქვს, სადაც მითითებულია რამდენი ტუმბო უნდა ყოფილიყო შადრევანში”- თბილისის მერის მოადგილე

თბილისის მერის მოადგილე, ანდრია ბასილაია კომპანია „მან ელ ემ სის“ წარმომადგენლის მიერ მედიაში გაკეთებული განცხადებას აფასებს, რომლის თქმითაც, მათ მიერ წარდგენილ პროექტში, ვაკის პარკის შადრევნის ე.წ. ტუმბოები გარეთ იყო გამოტანილი და პროექტი მათთვის გაუგებარი მიზეზით არის შეცვლილი. ბასილაიას განცხადებით, ვაკის პარკის შადრევანში ტუმბოების მონტაჟი ისე განხორციელდა, როგორც პროექტით იყო გათვალისწინებული. „ძალიან სამწუხარო განცხადებაა. პროექტში ნათლად არის მითითებული, თუ რა ტიპის ტუმბოები უნდა იყოს პროექტში. პროექტში გათვალისწინებული იყო ჩაძირული ტუმბო, მრგვალ შადრევანზე, რომელიც მითითებულია, რომ ჩაძირული უნდა იყოს, შესაბამისად, ეს ტუმბო გარეთ ვერ იქნებოდა. ეს ტუმბო რომ გარეთ ყოფილიყო, სხვა ტიპის…

მეტი...

ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, შსს-ში ბრიფინგი ჩაინიშნა

ვაკის პარკში მომხდარი ფაქტის გამოძიების შედეგების შესახებ, შსს-ში ბრიფინგი ჩაინიშნა. უწყებაში განცხადება 18 საათზე გაკეთდება. შეგახსენებთ, 13 ოქტომბერს ვაკის პარკის შადრევანში, ბურთის ამოსატანად ჩასულ სამ ბავშვს დენმა დაარტყა. შემთხვევის შედეგად, 13 წლის მარიტა მეფარიშვილი გარდაიცვალა.

მეტი...

უკრაინაში რუსეთის აგრესიას 425 ბავშვი ემსხვერპლა, 815-ზე მეტი კი დაშავდა

უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინაში 425 ბავშვი დაიღუპა, 815-ზე მეტი კი დაშავდა. უწყების ინფორმაციით, ყველაზე მეტი ბავშვი – 411 – დონეცკის ოლქში დაშავდა. ხარკოვში – 258; კიევში -16; მიკოლაევში – 77; ზაპოროჟიეში – 69; ჩერნიჰივში – 68; ლუგანსკში – 64; დნიპროპეტროვსკში – 31. პროკურატურის განცხადებით, რუსეთის თავდასხმების შედეგად 2 663 სასწავლო დაწესებულება დაზიანდა, 326 კი მთლიანად განადგურდა.

მეტი...

კიევზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 3-მდე გაიზარდა

კიევი მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, სამშაბათს დილით კიევზე რუსული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი სამამდე გაიზარდა. მისი ინფორმაციით, გარდაცვლილები ერთ-ერთი კრიტიკული ინფრასტრუქტურული ობიექტის თანამშრომლები იყვნენ. ,,კიევის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე დღევანდელი თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა”,- წერს ვიტალი კლიჩკო Telegram-ზე. ორ კრიტიკულ ინფრასტრუქტურულ ობიექტზე თავდასხმის გამო, კიევის მოსახლეობას ელექტროენერგიისა და წყლის დაზოგვისკენ მოუწოდებენ.

მეტი...

,,ელექტროსადგურების 30% განადგურებულია” – ვოლოდიმირ ზელენსკი

10 ოქტომბრის შემდეგ, უკრაინის ელექტროსადგურების 30 პროცენტი განადგურდა – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკი ”ტვიტერის” ოფიციალურ გვერდზე წერს. მისი თქმით, პუტინის რეჟიმთან მოლაპარაკებისთვის სივრცე აღარ რჩება. ,,რუსული ტერორისტული თავდასხმების კიდევ ერთი მიზანი – ენერგეტიკულ და კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმა და მათი დაზიანება. 10 ოქტომბრის შემდეგ ელექტროსადგურების 30% განადგურებულია, რამაც მთელს ქვეყანაში ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვა გამოიწვია. პუტინის რეჟიმთან მოლაპარაკებისთვის სივრცე აღარ რჩება,”- წერს ზელენსკი.

მეტი...

თავდასხმა ენერგეტიკულ ობიექტებზე – რუსულმა ძალებმა უკრაინაში კიდევ ერთი თბოელექტროსადგური დაბომბეს

მორიგი თავდასხმა ენერგეტიკულ ობიექტებზე – საოკუპაციო ძალებმა უკრაინაში კიდევ ერთი თბოელექტროსადგური დაბომბეს. რუსეთის თავდასხმების შემდეგ, უკრაინის სულ მცირე სამ ქალაქში ელექტროენერგია გაითიშა. უკრაინის ოფიციალური პირების განცხადებით, ორი დარტყმა განხორციელდა ენერგეტიკულ ობიექტზე ჟიტომირში. ,,ორი დარტყმა ელექტრომომარაგების ობიექტზე. საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახური მუშაობს ადგილზე“, – განაცხადა  პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილემ, კირილ ტიმოშენკომ. ჟიტომირის მერის ინფორმაციით,  ქალაქში ელექტროენერგია და წყალი არ არის. მისივე თქმით, საავადმყოფოები სარეზერვო ელექტრომომარაგებაზე მუშაობენ.

მეტი...

ესტონეთის პარლამენტმა რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ აღიარა

ესტონეთის პარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. რეზოლუციას მხარი 88 დეპუტატმა დაუჭირა. ესტონეთის საკანონმდებლო ორგანო  კიდევ ერთხელ გმობს უკრაინის ტერიტორიის ანექსიას და ადასტურებს, რომ ესტონეთი არასოდეს აღიარებს რუსეთის მიერ ჩატარებულ ფსევდორეფერენდუმებს. ესტონეთის პარლამენტი ასევე მხარს უჭერს საერთაშორისო სასამართლოსა და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ დაწყებულ გამოძიებას უკრაინის ტერიტორიაზე ჩადენილი დანაშაულების დასადგენად და საჭიროდ მიიჩნევს აგრესიის დანაშაულის ჩამდენი პირების გასამართლებას საერთაშორისო ტრიბუნალის მიერ.

მეტი...

,,სააკაშვილი არის არა პუტინის მოწინააღმდეგე, არამედ მოკავშირე”- არჩილ თალაკვაძე

,,ბევრმა იცის, რომ სააკაშვილი არის არა პუტინის მოწინააღმდეგე, არამედ მოკავშირე, რადგან წლების განმავლობაში მისი და მისი გუნდის მიერ ჩადენილი დარღვევები მხოლოდ რუსეთის ინტერესებში შედიოდა,”- ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. მისი თქმით, სააკაშვილის საკითხის ხელოვნურად შემოტანამ ძალიან ტოქსიკური ზეგავლენა მოახდინა რეზოლუციაზე. „სამწუხაროა, რომ ისეთ მნიშვნელოვან საკითხზე, როგორიცაა უკრაინა და მისი მხარდაჭერა, სააკაშვილის საკითხის ხელოვნურად შემოტანამ ძალიან ტოქსიკური ზეგავლენა მოახდინა რეზოლუციაზე. მოსაზრებები გაიყო და ევროპის საბჭოში ბევრი ადამიანი არ ეთანხმება ჩანაწერს, რომელიც გაკეთდა. ბევრმა იცის, რომ სააკაშვილი არის არა პუტინის მოწინააღმდეგე, არამედ მოკავშირე, რადგან წლების განმავლობაში მისი და მისი გუნდის…

მეტი...

იაგო ხვიჩიას განცხადებით, ომბუდსმენად არჩევის შემთხვევაში „კანონიერი ქურდების“ უფლებებს დაიცავს

„გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერის იაგო ხვიჩიას განცხადებით,  სახალხო დამცველად მისი არჩევის შემთხვევაში ე.წ. კანონიერი ქურდების უფლებების დასაცავად იბრძოლებს. ხვიჩია შესაბამისი კანონპროექტის ინიცირებასაც აანონსებს. მისი თქმით, ე.წ. ქურდებთან ბრძოლა 2 ათწლეულის განმავლობაში, სინამდვილეში ახალი სანქციის გამოკვეთას ისახავს მიზნად. „მინდა დავაანონსო ერთი-ერთი კანონპროექტი და მოგიყვეთ მოკლე ისტორია ამის შესახებ. ეს კანონპროექტი შეიძლება ერთი შეხედვით ძალიან ეპატაჟურია, ბევრი ადამიანის მხარდაჭერით შეიძლება სარგებლობდეს არსებული ნორმები, მაგრამ 2005 წლის ბოლოს და 2006 წლის დასაწყისში, როცა ეს კანონი იხილებოდა, უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტი ახალი დამთავრებული მქონდა და ვუყურებდი ამ კანონის განხილვის პროცესს პარლამენტში. საქმე ეხება „ქურდული სამყაროს შესახებ“…

მეტი...

„დღეს ვნახეთ „ნაციონალური მოძრაობის“ „ვირეშმაკობა“- ითხოვენ სისხლს, იმიტომ რომ ეს არის მათი ბუნება”-მამუკა მდინარაძე

„კარგი იქნებოდა, რომ სამძიმარი გვეთქვა ყველას და დიდი ტკივილი არ მიგვეყენებინა იმ ხალხისთვის, ვისაც ვაკის პარკში დატრიალებული ტრაგედია ყველაზე მეტად სტკივა, მაგრამ ვნახეთ ამ ტრაგედიით სარგებლობა და ტრაგედიის გაპოლიტიზირების მცდელობა – რაც ამაზრზენია. ტრაგედიით ნუ ვისარგებლებთ ნურავინ. ტრაგედიაში არასდროს, არავინ უნდა დაინახოს საკუთარი შანსი,  არასდროს არავინ  უნდა დაინახოს შანსი ქვეყნის იმიჯის დაზიანებაში“,  -ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით დღეს ოპოზიციის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებებში ასევე, ევროპული რეგლამენტების საერთაშორისო ნორმების უდიდესი უცოდინრობა გამოვლინდა. „დღეს ვნახეთ „ნაციონალური მოძრაობის“ „ვირეშმაკობა“. მათ პარტნიორების მეშვეობით რეზოლუციაში „შეაპარეს“ მიხეილ სააკაშვილის პუნქტი…

მეტი...

,,კარიკატურა პოლიტიკოსების გადასაყენებელი მერი არ გვყავს”- ბექა ოდიშარია

„იქნებ რაიმე სტანდარტები დავამკვიდროთ ამ ტრაგედიის მერე – ერთი მხრივ, რომ ტექნიკური, პროფესიული თვალსაზრისით, მაქსიმალურად ვიყოთ დაზღვეულები ასეთი ტრაგედიებისგან და ავირიდოთ მომავალში და, მეორე მხრივ, რომ მოხდეს გამოძიება და წინასწარ ანათემას არ გადავცეთ უდანაშაულო ადამიანები. მხოლოდ მას შემდეგ, რაც დადგინდება ჭეშმარიტება, ბუნებრივია სამართალი აღსრულდება“, – განაცხადა დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ბექა ოდიშარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე თბილისში, ვაკის პარკში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით. მისი თქმით,  რომ გამოძიება აუცილებლად მიუკერძოებლად ჩატარდება და  პროცესი გაგრძელდება იქამდე, სანამ არ იქნება ცნობილი დამნაშავე. „ვინც კი შემხებლობაშია ამ ამბავთან, არავის არ ინდობს გამოძიება. ეს პროცესი გაგრძელდება იქამდე,…

მეტი...

,,შეხედავ, კაფანდარა ბავშვს მოჰყავს უშველებელი, ვეშაპივით ძაღლი, ალიკაპის გარეშე და იმის გამკავებელი ის ბავშვი არაა”- ალეკო ელისაშვილი

,,შეხედავ, კაფანდარა ბავშვს მოჰყავს უშველებელი, ვეშაპივით ძაღლი, ალიკაპის გარეშე და იმის გამკავებელი ის ბავშვი არაა – ფობიებში და ძაღლებთან ბრძოლაში არ უნდა გადაგვეზარდოს, მაგრამ რაღაც შუალედია დასაკავებელი,”- ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილმა განცადა. „შეხედავ, მოდის ვიღაც კაფანდარა ბავშვი და მოჰყავს უშველებელი, ვეშაპივით ძაღლი. არ იკბინება, არ იკბინებაო გეუბნება – რას ჰქვია არ იკბინება?! ალიკაპი არ უკეთია და იმის გამკავებელი ის ბავშვი არაა ან მოხუცი ქალი, ვინც მოასეირნებს ამ ძაღლს. რაღაცა არის გასაკეთებელი და ისევ ჩვენი გასაკეთებელია. ეს რაღაც ფობიებში არ უნდა გადაგვეზარდოს და ძაღლებთან ბრძოლაში, მაგრამ რაღაცა შუალედი…

მეტი...

თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს

თბილისის მერია  ვაკის პარკის შადრევანთან დაკავშირებით შპს „ელ ემ სის“ წარმომადგენლის განცხადებას ეხმაურება და განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, თბილისის მერია, შესაბამისი სამსახურები მჭიდროდ თანამშრომლობენ საგამოძიებო უწყებასთან და მზად არიან, პასუხი გასცეს ყველა შეკითხვას. „გვინდა გამოვეხმაუროთ შპს „ელ ემ სის“ წარმომადგენლის მიერ მედიაში გაკეთებულ განცხადებას, თითქოს მათ მიერ წარდგენილ პროექტში, ვაკის პარკის შადრევნის ე.წ. ტუმბოები გარეთ იყო გამოტანილი და პროექტი მათთვის გაუგებარი მიზეზით არის შეცვლილი. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ შპს „ელ ემ სის“ მიერ წარმოდგენილ პროექტში გარკვევით წერია: „ჰორიზონტალური-ჩაძირული ტუმბო მრგვალი შადრევნისთვის“. პროექტში ასევე მითითებულია დანადგარის ტექნიკური მონაცემები. კიდევ ერთხელ…

მეტი...

უბედური შემთხვევა კახეთში – წისქვილის დანადგარმა კაცი ჩაითრია

უბედური შემთხვევა კახეთში – თელავის მუნიციპალიტეტში, სოფელ ყარაჯალასთან მდებარე წისქვილში, 42 წლის კაცი წისქვილის დანადგარმა ჩაითრია. შემთხვევის შედეგად კაცი ადგილზე გარდაიცვიალა. დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

მეტი...

,,არა, კახი რა შუაშია, ახლა კახიმ ხომ არ დაამონტაჟა?! და 220 ვოლტს რა უნდოდა შადრევანში?”- ხაბეიშვილი

„ვარკეთილის მეტროში ჭერის ექსპერტიზა რომ გააკეთა კომპანიამ, იმ კომპანიას, რომ ანდობ ვაკის შადრევანს, მერე საერთოდ რაზე უნდა ვილაპარაკოთ?!,”- ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა ლევან ხაბეიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. „რამდენი თანამდებობის პირი იყო ვაკის პარკში შადრევანის გახსნაზე. დედაქალაქის მერიის ყველა სამსახური, საკრებულოს წარმომადგენლები იქ იყვნენ. ვიდეოსა და ფოტოებში ჩანდა, რომ ძალიან ბევრი, 100-150 კაცი იქნებოდა გახსნაზე. მას შემდეგ ყველა დაიმალა, პასუხისმგებლობის აღება არავის უნდა. თუ რამე გაფუჭდა მუშის ან ხელოსნის ბრალია და თუ გაკეთდა აუცილებლად კალაძემ გააკეთა. ჩვენ აღმშენებლები ვართ, რა მაგარად ვიმუშავეთო, მაგრამ როგორც კი პასუხისმგებლობის საკითხი დგება, მაშინვე გაქრება.…

მეტი...

,,სისულელეებს როცა ილაპარაკებთ, გაგახსენდეთ, რომ ქართველ სამხედროებს, ომის დაწყება დააბრალეთ”- მდინარაძე ოპოზიციას

,,სისულელეებს როცა ილაპარაკებთ, გთხოვთ, გაგახსენდეთ, რომ ქართველ სამხედროებს მოღალატეობრივად, ომის დაწყება დააბრალეთ, მაშინ არ დაგეჭირათ ამ ნაწილისთვის მხარი,”- ასე პასუხობს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციისთვის ხმის მიცემის შესახებ ოპოზიციის განცხადებებს.  მდინარაძის თქმით, 2008 წელს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მხარი დაუჭირა რეზოლუციას, სადაც ქართველ სამხედროებს ომის დაწყება ბრალდებოდათ. ,,როდესაც ოპოზიციას აწუხებს, ორი კაცის ხმამაღალი გადალაპარაკება ერთმანეთში, ამით არის აღშფოთებული და არ აწუხებს პროცედურასთან დაკავშირებული ტყუილი, რომ თითქოს შესაძლებელი იყო, მხარი დაეჭირათ რაღაც ნაწილისთვის და რაღაც ნაწილისთვის არ დაეჭირათ, მაშინ, მათ, კიდევ ერთხელ, აღიარეს ღალატი. 2008 წელს, თურმე, მათი…

მეტი...

„უნდა შევისისხლხორცოთ, რომ კორუფცია სამშობლოს ღალატია და ყოველდღიურ ცხოვრებაში სათანადოდ ვიმოქმედოთ“- კახა ოქრიაშვილი

„უნდა შევისისხლხორცოთ, რომ კორუფცია სამშობლოს ღალატია და ყოველდღიურ ცხოვრებაში სათანადოდ ვიმოქმედოთ“!,”- ამის შესახებ პარტია „პროგრესი და თავისუფლებას“ ლიდერმა, კახა ოქრიაშვილმა განაცხადა. ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, ადვილი გამოსაცნობია ვინ არის საქართველოში კორუმპირებული. „უნდა შევისისხლხორცოთ, რომ კორუფცია სამშობლოს ღალატია და ყოველდღიურ ცხოვრებაში სათანადოდ ვიმოქმედოთ“! გოლდა მეირი ისრაელის პრემიერ-მინისტრი იყო, 1969-1974 წლებში. ეს მისი, ფაქტობრივად ნახევარი საუკუნის წინ ნათქვამი სიტყვებია ისრაელზე, როცა ებრაელები თავიანთ ქვეყანას ნულიდან აშენებდნენ და რა აქტუალურია ეს სიტყვები ქართველებისთვის დღეს! აი, რას ნიშნავს სახელმწიფოებრივი აზროვნება: „თუ გსურთ ააშენოთ ქვეყანა, რომელშიც თქვენი შვილები დაბრუნდებიან, თუ გსურთ ააშენოთ ქვეყანა, რომელსაც ისინი მხოლოდ…

მეტი...

,,ბარბარე რაფალიანცის მკვლელობა ასე უაპელაციოდ ვინც დაგაბრალათ, თქვა დიდი სისულელე”- დავითულიანი ოპოზიციას

,,ბარბარე რაფალიანცის მკვლელობა ასე უაპელაციოდ ვინც დაგაბრალათ, თქვა დიდი სისულელე, იმიტომ, რომ გამოძიებამ დღემდე ვერ დაადასტურა, მაგრამ მეორე, უბედურება იცით რა არის ?! ისეთები გქონდათ გაკეთებული, რომ ხალხმა ეს დაიჯერა და მიიღო,”- ამ სიტყვებით საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა დავითულიანმა ოპოზიციის წარმომადგენლებს მიმართა. დავითულიანის თქმით, ოპოზიციას უაპელაციოდ სურს, ადამიანს ბავშვის სიკვდილის ტვირთი დააკისროს. „უკანასკნელ წლებში ისე ხდება, რომ დიდი ტრაგედიები ტრიალდება ჩვენს ქვეყანაში და მერე ხდება ამისი გაუბრალოება პოლიტიკურ დისკურსში შემოტანით, რაც არის ცალკე ტრაგედია, რომ ასე შეგვიძლია ამხელა ტრაგედიები საკამათო და საპოლემიკო გავხადოთ. სამწუხაროდ, ჩვენი ოპონენტების ნაწილს არჩეული აქვთ ეს…

მეტი...

,,უფლება არ მაქვს საკუთარი პოზიცია დავაფიქსირო”- კობახიძე კითხვაზე, მიიჩნევს თუ არა პუტინის რეჟიმს ტერორისტულად

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე კითხვას, მიიჩნევს თუ არა პუტინის რეჟიმს ტერორისტულად, პასუხობს, რომ საკუთარი პოზიციის გამოთქმის უფლება  მას არ აქვს. „საერთაშორისო თანამეგობრობას საკუთარი მყარი პოზიცია ამ თემებთან დაკავშირებით ჩამოყალიბებული არ აქვს, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას და იმის მიხედვით გაგიზიარებთ ჩვენს პოზიციას. მე უფლებაც არ მაქვს ასეთ მნიშვნელოვან თემაზე საკუთარი პოზიცია დავაფიქსირო,“- განაცხადა კობახიძემ. კობახიძის თქმით, ის არ არის რიგითი მოქალაქე, რომელმაც საკუთარ სულისკვეთებაზე შეიძლება ისაუბროს. ,,ჯერჯერობით ასეთი გადაწყვეტილება არ მიუღიათ ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორებს. ჩვენ დაველოდებით საერთაშორისო თანამეგობრობის პოზიციებს. ვნახოთ, ამის შემდეგ შეიძლება სხვადასხვა საკითხზე მსჯელობა, თუმცა, საერთაშორისო თანამეგობრობას ამ…

მეტი...

,,ვეებერთელა ლოდები მოსწყდა და გრუხუნით შესასვლელში ჩამოცვივდა”- ქვათა ცვენა ვარძიაში

ვარძიის მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე,  მთის ფერდობზე ქვათა ცვენა დაიწყო. არსებული ინფორმაციით, მომხდარის შედეგად ძეგლს საფრთხე არ დამუქრებია. ,,წუხანდელი გადაუღებელი წვიმის შემდეგ ამ დილით ვარძიის სამონასტრო კომპლექსის წინა ნაწილში, საყარაულოს თავზე, ვეებერთელა ლოდები მოსწყდა და გამაყრუებელი ხმით და გრუხუნით შესასვლელში ჩამოცვივდა და დაიმსხვრა. საბედნიეროდ, მცველი უვნებლად გადარჩა!“ – წერს სოციალურ ქსელში კუკური მეტრეველი. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, განცხადება გაავრცელა კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულმა სააგენტომაც. ,,მიმდინარე წლის 18 ოქტომბერს, დილის საათებში, ვარძიის მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე, პერიმეტრზე შესასვლელ შლაგბაუმთან, მთის ფერდობზე დაიწყო ქვათა ცვენა (დაგორდა ლოდები). თუმცა, როგორც აღინიშნა, ეს არის მუზეუმის მიმდებარე ტერიტორია კულტურული…

მეტი...

,,კახი კალაძე იმიტომ გყავთ გაჩხერილი ყელში, რომ დაგამთავრათ”- ირაკლი ზარქუა

,,კახი კალაძე იმიტომ გყავთ გაჩხერილი ყელში, რომ სხვა ლიდერებთან ერთად პოლიტიკურად დაგამთავრათ, როგორც დედაქალაქში, ასევე მთელ საქართველოში და ამას ვერ პატიობთ,”- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ პლენარულ სხდომაზე ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიაზე საუბრისას განაცხადა. ზარქუას თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლები   ადამიანის ტრაგედიებზე მონადირეები არიან. „რაც მოხდა, მთელი საქართველოს ტრაგედიაა და კიდევ ერთხელ გარდაცვლილის ოჯახისა და ახლობლების წინაშე სამძიმარს ვამბობთ. აი, ეს არის ჩვენი რადიკალური ოპოზიციის სახე. ესენი არიან ადამიანის ტრაგედიებზე მონადირეები. ხაბეიშვილი არის იმ პარტიის სახე, რომელიც თავისმა ბელადმა მიაჩვია, რომ თვითონ თავი რომ გადაერჩინა, იმ წამსვე დასრულებული არ იყო 10 კაცი,…

მეტი...

,,ვერც ერთი დემაგოგიური განცხადება ვერ გადაფარავს იმ სამარცხვინო პოზიციას, რომელიც იყო ევროსაბჭოში საქართველოს უმრავლესობის მიერ წარმოდგენილი”- დეკანოიძე

„ვერანაირი დემაგოგია ვერ გადაფარავს იმას, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებული იყო უმნიშვნელოვანესი ისტორიული რეზოლუცია“,- ამის შესახებ ხატია დეკანოიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პოლიტიკური განცხადებების რეჟიმში გამოსვლისას  განაცხადა. ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ თავმჯდომარის ხატია დეკანოიძის განცხადებით, უმრავლესობის განცხადებები დღეს ვერ გადაფარავს პოზიციას, რომელიც იყო ევროსაბჭოში საქართველოს უმრავლესობის მიერ წარმოდგენილი. „რეზოლუცია რეალურად აცხადებს შემდეგს: პირველი, რომ პუტინის რეჟიმი არის ტერორისტული სახელმწიფო, ტერორისტული რეჟიმი, რომელიც რეალურად სჩადის საერთაშორისო გენოციდს და დანაშაულებს უკრაინაში. მეორე – საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნა, რომელმაც რეალურად სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში უნდა  მისცეს ყველა ის დამნაშავე, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული…

მეტი...

,,რა სამსახური შენ გქონდა ქალო, შენც ახლა ნაომი ქემბელი არ მყავდე”- ზალიკო ბერგერი დოროყაშვილს

,,ძალადობის მსხვერპლი მოტყლარწული ნელი,”- ასე აფასებს დიზაინერი ზალიკო ბერგერი, ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლის, ნელი დოროყაშვილის ინტერვიუს ლელა წურწუმიას საავტორო გადაცემაში. ,,რა სამსახური შენ გქონდა, ქალო შენც ახლა ნაომი ქემბელი არ მყავდე. რაც ყველაზე ღადაობაა ჩემთან გამოდიოდა თურქულ საღამოზე, ფოტოები უნდა მოვძებნო. ნელკა მისულა ლელკასთან, ახლა ვითომ არ იცის ეს რა აფერისტკაა. თან ნელკას როგორი სიტყვები უსწავლია, ადვოკატური, იმიჯი რომ შეიცვალა. საქმე რაშია, იმას რატო არ ყვება მე და დემნაზე რო ატრა…. დემნა გაიგე რა ხდება? ნელკა გვიჩივის დემნა,”- აცხადებს ზალიკო ბერგერი.

მეტი...

,,2008 წელს თქვენ რომ გემოქმედათ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, ასეთი შერცხვენილები არ იქნებოდით”- გივი მიქანაძე

„2008 წელს თქვენ, რომ გემოქმედათ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, როდესაც მხარი დაუჭირეთ 1633 რეზოლუციას და მასში ასახულ მე-5 პუნქტს, საზოგადოების, ჩვენი გმირი ჯარისკაცებისა და რუსეთის აგრესიის შედეგად დაღუპული ადამიანების სულისა და მათი ოჯახების წინაშე ასეთი შერცხვენილები არ იქნებოდით“,- ასე გამოეხმაურა პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გივი მიქანაძე  ოპოზიციის წევრთა განცხადებებს უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციაზე ხელისუფლების წარმომადგენლების პოზიციასთან დაკავშირებით.  პარლამენტის წევრის თქმით,  მიმდინარე წლის აპრილში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს მიერ ევროპის საბჭოს წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით დაამტკიცა რეზოლუცია, სადაც გაკვრითაც კი არ არის მინიშნებული რაიმე სააკაშვილის უკანონო თავისუფლების აღკვეთასა თუ მის ე.წ.…

მეტი...

,,ყველა შეგვძრა ვაკის პარკში დატრიალებულმა ტრაგედიამ, ასეთ დროს თანაგრძნობის ყველა სიტყვა ფერმკრთალდება”- შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე  ვაკის პარკში მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევას გამოეხმაურა და გარდაცვლილი მოზარდის ოჯახს და ახლობლებს მიუსამძიმრა.  „ყველა შეგვძრა თბილისში, ვაკის პარკში დატრიალებულმა ტრაგედიამ. ასეთ დროს თანაგრძნობის ყველა სიტყვა ფერმკრთალდება. მინდა, რომ თქვენი და ჩემი სახელით გამოვხატო იმ მწუხარების თანაზიარება, რომელსაც განიცდიან მარიტა მეფარიშვილის ოჯახის წევრები, ნათესავები, მეგობრები. მე დარწმუნებული ვარ, რომ მიმდინარე გამოძიება ყველა დეტალს დაადგენს, თუმცა, ამ ტრაგედიას, სამწუხაროდ, აღარაფერი ეშველება“,-განაცხადა შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. დეპუტატებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს გარდაცვლილი მარიტა მეფარიშვილის ხსოვნას.

მეტი...

რუსეთმა კიევის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე იერიში მიიტანა – ზოგიერთ რაიონში ელექტროენერგიის მიწოდება შეწყდა

რუსებმა კიევის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე მორიგი იერიში მიიტანეს. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ზოგიერთ რაიონში ელექტროენერგიის მიწოდება შეწყდა. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილის კირილ ტიმოშენკოს განცხადებით, ქალაქის მარცხენა სანაპიროზე ენერგომომარაგების ობიექტზე სავარაუდოდ, სამი დარტყმა განხორციელდა.  

მეტი...

„26 მაისს, როცა ადამიანი განზრახ მოკლეს, თავი იმით იმართლეს, რომ დენმა დაარტყა, მაშინ ეს თურმე ნორმალური ამბავი ყოფილა”- გია ვოლსკი

,,ასეთი გააფთრებული შეტევა კონკრეტულ პირებზე მაშინ, როცა სურათი ჯერ აბსოლუტურად ნათელი არ არის, მხოლოდ პოლიტიკური მიზნების რეალიზებას ემსახურება,”- ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიაზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, უნდა დადგინდეს მიზეზები და შემდეგ ვიმსჯელოთ, ვისი პასუხისმგებლობაა. „ოპოზიციის გარკვეული ნაწილი ტრაგედიიდან ტრაგედიამდე ცხოვრობს და იკვებება იმ ვითარებით, რაც საქართველოში პერიოდულად იქმნება. ხან ხანძარია, ხან მეწყერია. სამწუხაროდ, ადამიანების სიცოცხლე გარკვეულ გარემოებებს ეწირება, მაგრამ ასეთი გააფთრებული შეტევა კონკრეტულ პირებზე მაშინ, როცა სურათი ჯერ აბსოლუტურად ნათელი არ არის, მხოლოდ პოლიტიკური მიზნების რეალიზებას ემსახურება. არ მინდა, პოლიტიკური ხაზები გავავლო და…

მეტი...

ზუგდიდში სკოლასთან ბავშვს მანქანა დაეჯახა

ზუგდიდში, რუსთაველის ქუჩაზე, მესამე საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბავშვს მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. არსებული ინფორმაციით, მოზარდს მსუბუქი დაზიანებები აქვს. დაშავებული კლინიკაში მძღოლმა თავად მიიყვანა. დამატებითი დეტალები უცნობია.

მეტი...

,,ბათუმი რა, დუბაი გახდა? – რუსებმა საქართველოში უძრავი ქონების 2 500 ობიექტი შეიძინეს და კიდე შეიძენენ”- თინა კანდელაკი

კრემლის პროპაგანდისტი თინა კანდელაკი საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ეხმაურება, რომლის თქმით, საქართველომ, შესაძლოა, რუსეთის მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის საკითხს გადახედოს. კანდელაკის თქმით, ”რუსეთის კონფლიქტი დასავლეთთან საქართველოსთვის ოქროს საბადო გახდა”. „საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ რუსეთის მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლა უნდა გადაიხედოს და მიზეზი საქართველოს უსაფრთხოების ინტერესებია. მინდა გავიცინო, მაგრამ ალბათ უფრო მივუსამძიმრებ. რუსეთის კონფლიქტი დასავლეთთან საქართველოსთვის ოქროს საბადო გახდა. 2022 წლის მარტიდან რუსეთის მოქალაქეებმა საქართველოს ბანკებში 400 მლნ აშშ დოლარი განათავსეს. ეს კი დასასრული არ არის, რადგანაც ანგარიშები ისევ იხსნება და ფულის გადარიცხვა გრძელდება. მხოლოდ სექტემბერში საქართველოში 170 მლნ დოლარი…

მეტი...

რუსეთმა ომის დაწყებიდან დღემდე, დაახლოებით 65 850 ჯარისკაცი დაკარგა

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსეთმა ომის დაწყებიდან დღემდე, დაახლოებით 65 850 ჯარისკაცი დაკარგა. გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია:​ ჯარისკაცი – დაახლოებით 65 850; ​ტანკი – 2 548; ჯავშანტექნიკა – 5 219; საარტილერიო სისტემა – 1 622; სარაკეტო სისტემა – 372; საზენიტო საბრძოლო სისტემა – 188; თვითმფრინავები – 268; ვერტმფრენი – 242; ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 1 276; საკრუიზო რაკეტები – 318; საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 3 985; გემი/ნავი/კატარღა – 16; სპეციალური აღჭურვილობა – 144.

მეტი...