„დაუწექი, შეუძვერი რუსეთს, თანამედროვე ქართველის ფსიქიკა“ – გუბაზ სანიკიძე

„ალტ ინფოს“ ხელმძღვანელების მოსკოვში ვიზიტსა და შემდეგ გაკეთებულ განცხადებებს გუბაზ სანიკიძე მოღალატეობრივს უწოდებს და აცხადებს, რომ ეს რუსეთისთვის დაწოლა და გაწოლაა. საუბარია რუსულ პროექტზე, რომელიც მიხედვითაც, ქართველო ახალგაზრდები გადასამზადებლად რუსეთში გაემგზავრებიან. მთელ თანხას კი კრემლი გაიღებს. „ის ახალგაზრდები, ვინც რუსეთში წასვლას აპირებს, წავიდეს. არც მაგნაირი სპორტსმენები გვინდა და არც მაგნაირი ახალგაზრდები. არანაირი მაგნაირი არ მინდა, რუსეთში რომ წავა გადასამზაებლად.  სამშობლოს ღალატი არის ჩვეულებრივი ყოველდღიური ცხოვრების წესი. დაუწექი, შეუძვერი რუსეთს. დრიხტიტარო – დრახტიტარო, მიწის ზემოთ მაინც ვარო… ეს არის თანამედროვე ქართველის ფსიქიკა“ – აცხადებს გუბაზ სანიკიძე. .

მეტი...

„რომ ნახავთ, რუსეთი წაიქცევა და პუტინს რომელიმე კოშკზე დაკიდებენ, რას აპირებთ ქართველებო?“ – გუბაზ სანიკიძე

„ახალი სამყარო იბადება. აგერ ნახავთ, ასე იქნება. რას აპირებთ, რას? სანამდე გინდათ ამ შიშში იცხოვროთ? რომ ნახავთ რომ რუსეთი წაიქცევა, რას აპირებთ ქართველებო“  – ასე მიმართავს გუბაზ სანიკიძე მმართველ გუნდს. მისი თქმით ომს უკრაინა იგებს, რუსეთი კი დაიშლება. „ძალიან მალე, ჩვენ მოვესწრებით რუსეთის, როგორც იმპერიალისტური სახელმწიფოს ნგრევას.  შეიძლება საერთოდ, დაიშალოს ან არ დაიშალოს, ან სულაც ნაწილობრივ დაიშალოს ან სახე იცვალოს.  უკრაინა იგებს ომს. რუსეთი რომ დაემხობა, პუტინს რომ კრემლის რომელიმე კოშკზე ჩამოკიდებენ, ან რომ გაიქცევა, მერე რას აპირებს ჩვენი ხელისუფლება და მოღალატეები? რას ვაპირებთ კავკასიაში რუსეთის გავლენებს რომ სხვა სახელმწიფოების…

მეტი...

სომხეთი აზერბაიჯანს მორიგ პროვოკაციებში ადანაშაულებს  

სომხეთის პრემიერი აზერბაიჯანს მორიგ ბრალდებას უყენებს და აცხადებს, რომ აზერბაიჯანი სომხეთის წინააღმდეგ ახალი სამხედრო აგრესიის დასაწყებად მიზეზებს ეძებს. „აზერბაიჯანი ცეცხლის შეწყვეტისას საკუთარ დარღვევებს მუდმივად სომხეთს ადანაშაულებს.  ეს და სხვა, აშკარად მიანიშნებს სომხეთის წინააღმდეგ ახალი სამხედრო აგრესიის ძიებაზე. ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის შესანარჩუნებლად და საზღვრის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საჭიროა მუდმივი საერთაშორისო მექანიზმი, აზერბაიჯანი კი შეთანხმების პრინციპებს არღვევს“, – აცხადებს  სომხეთის პრემიერი ნიკოლ ფაშინიანი.  

მეტი...

უკრაინამ და რუსეთმა ტყვეები გაცვალეს

უკრაინასა და მოსკოვსა  შორის ტყვეები გაიცვალა. ამჯერად რუსეთმა  ტყვეობიდან 108 უკრაინელი ქალი გაათავისუფლა. ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი ავრცელებს. მისი ინფორმაციით, გაცვლილ ტყვეებს შორის არის  „აზოვსტალიდან“ გაყვანილი 37 ქალი. „დღეს შესაძლებელი გახდა, ჩაგვეტარებინა ტყვეების მორიგი მასშტაბური გაცვლა. განსაკუთრებით ემოციური და ნამდვილად განსაკუთრებული.  ტყვეობიდან გავათავისუფლეთ 108 ქალი. ტყვეობაში იმყოფებოდნენ დედები და ქალიშვილები, რომლებსაც ძალიან ელოდნენ ახლობლები“, –  აცხადებს ერმაკი. რაც შეეხება რუსულ მხარეს, მათ უკრაინამ 110 ტყვე გადასცა, რომელტა შორის მეზღვაურებიც არიან.  

მეტი...

პოლიციის განყოფილებაში ვაკის პარკის შადრევნის პროექტის ავტორები იკითხებიან

ვაკის პარკში მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით ვაკე-საბურთალოს პოლიციის მთავარ სამმართველოში გამოკითხვის პროცესი გრძელდება. ამ წუთებში პოლიციაში კომპანია ,,ელემსის” ხელმძღვანელებს კითხავენ. ეს სწორედ ის კომპანიაა, რომელმაც შადრევნის პროექტი მოამზადა. როგორც მოწმის სტატუსით პოზიციაში დაბარებულთა ადვოკატი აცხადებს, კომპანიამ ვაკის პარკის შადრევნის პროექტი მოამზადა, რომელიც  ,,გრინსერვის პლიუსმა” განახორციელა. მისივე თქმით, შესრულებული პროექტი ევროპულ სტანდარტებს შეესაბამება. შეგახსენებთ, რომ, შადრევანში დენის დარტყმის შედეგად 3 მოზარდი დაშავდა. ერთ-ერთი კი გარდაიცვალა.

მეტი...

17 ოქტომბერი ვეტერანის დღეა!

ვეტერანის დღესთან დაკავშირებით, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში მიღება გაიმართა, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, მინისტრები, პრეზიდენტის ადმინისტრაციის, დიპლომატიური კორპუსის, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის, საპატრიარქოს, ბიზნესსექტორის, სამსახურის პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები და ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანები დაესწრნენ. ‘’რა თქმა უნდა, ჩვენი საზოგადოების განვითარების საზომი არის ის, თუ როგორ ვუფასებთ ჩვენს ვეტერანებს მათ მიერ გაღებულ წვლილს, მათ ღვაწლს. ჩვენი ხელისუფლება, ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში, ვაკეთებთ და გავაკეთებთ მაქსიმუმს, რომ კიდევ უფრო მეტად დავაფასოთ თქვენი ღვაწლი. თქვენს მაგალითებზე უნდა აღვზარდოთ ჩვენ ახალგაზრდა თაობები. კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ სწორედ ვეტერანების დაფასებაა ჩვენი და ჩვენი…

მეტი...

რუსეთში სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა

მოსკოვის ქალაქი იესკი ცეცხლის ალშია გახვეული. ქალაქში თვითმფრინავი ჩამოვარდა, რომელიც მაღალსართულიან საცხოვრებელ კორპუსს დაეცა.  დაუზუსტებელი ინფორმაციით, საუბარია სამხედრო თვითმფრინავზე. შემთხვევის ადგილს მაშველები და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები შემთხვევის ადგილს ვერ უახლოვდებიან. დაშავებულებისა და დაღუპულების შესახებ, ამ ეტაპზე ინფორმაცია არ ვრცელდება.  ქალაქი იესკი აზოვის ზღვის სანაპიროზე მარიუპოლთან ახლოს მდებარეობს. თავდაცვის სამინისტროში ადასტურებენ, რომ თვითმფრინავი აფრენისას ჩამოვარდა და ის სამხედრო მოიერიშე იყო. მფრინავმა კი კატაპულტირება მოასწრო.

მეტი...

ევროკავშირი 15 000 უკრაინელ სამხედროს გადაამზადებს

უკრაინელი ჯარისკაცები სამხედრო მომზადებას ევროკავშირის ტერიტორიაზე გაივლიან.   აღნიშნული გადაწყვეტილება ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ერთიანად, ლუქსენბურგში მიმდინარე შეხვედრაზე  მიიღეს. ევროპული საბჭოს ინფორმაციით, მისია უზრუნველყოფს უკრაინელი ჯარისკაცების ინდივიდუალურ, კოლექტიურ და სპეციალიზებულ მომზადებას. მისიის შტაბ-ბინა კი ბრიუსელი იქნება. „მინდა, მკაფიოდ ვთქვა, უკრაინის მხარდაჭერა რჩება ჩვენს მთავარ პრიორიტეტად. პუტინი მარცხდება პოლიტიკურად, მორალურად, ამის მიუხედავად ის განაგრძობს ესკალაციას, მათ შორის მთელი უკრაინის ფარგლებში სამოქალაქო სამიზნეებზე იერიშით. ჩვენ შევთანხმდით ევროკავშირის სამხედრო დახმარების მისიის შექმნაზე, უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარდაჭერით. მომზადება ჩატარდება ევროპულ მიწაზე. მისიის ფარგლებში მომზადებას გაივლის 15 ათასამდე სამხედრო.  შეთანხმების მიხედვით, უკრაინისთვის დამატებით 500 მილიონი ევრო გამოიყოფა,…

მეტი...

სენაკში ახალგაზრდა, მშობიარე ქალი გარდაიცვალა

სენაკის მუნიციპალიტეტში, კლინიკა ,,სენამედში ” ახალგაზრდა მშობიარე ქალი გარდაიცვალა.  40 წლამდე ქალს სასწრაფო საკეისრო კვეთა ჩაუტარეს, თუმცა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. რაც შეეხება ჩვილს, ბავშვი გადარჩა.  

მეტი...

,,სააკაშვილის საკითხმა რეზოლუციაზე ტოქსიკური გავლენა მოახდინა”- არჩილ თალაკვაძე

,,სააკაშვილის საკითხმა რეზოლუციაზე ტოქსიკური გავლენა მოახდინა და დარწმუნებული ვარ, ბევრი მათ შორის, უკრაინელი დეპუტატიც კი უკმაყოფილო იყო, ამ ცვლილების ინიციირებით”,-  ამის შესახებ პარლამენტის ვიცე – სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ ევროსაბჭოს მიერ მიღებულ რეზოლუციაზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, სააკაშვილთან დაკავშირებულ ცვლილებას  600 დეპუტატიდან მხოლოდ 55 – მა დაუჭირა მხარი. ,,სინამდვილეში, საქართველოს დელეგაციის წევრებმა, “ქართული ოცნების” პოლიტიკურმა გუნდმა პოლიტიკურ კომიტეტზე, სადაც ეს რეზოლუცია იყო ინიციირებული და განხილული, მხარი დავიჭირეთ რეზოლუციის თავდაპირველ ვერსიას, პირადად მე ვესწრებოდი კომიტეტის შეხვედრას, სადაც ჩემი პოზიცია კენჭისყრის დროს დავაფიქსირე, ანუ საქართველომ და საქართველოს სახელისუფლებო გუნდმა უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციას ხმა მისცა პოლიტიკური…

მეტი...

ხელვაჩაურში 5 წლის ბავშვი ძაღლმა დაკბინა

ხელვაჩაურში 5 წლის ბავშვი ძაღლმა დაკბინა. არსებული ინფორმაციით, ბავშვი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა. ბავშვს დაზიანებები სახის არეში აღენიშნება. ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დაშავებული ქირურგიულ განყოფილებაშია მოთავსებული და შესაძლოა ყბა-სახის ქირურგიული ოპერაცია დასჭირდეს.

მეტი...

ევროკავშირი უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მისიას ქმნის

ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებით,უკრაინაში ევროკავშირის სამხედრო დახმარების მისია შეიქმნება.  EUMAM Ukraine -ს მისია უზრუნველყოფს უკრაინის შეიარაღებული ძალების ინდივიდუალურ, კოლექტიურ და სპეციალიზებულ მომზადებას. ,,მისიის მიზანია დაეხმაროს უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო შესაძლებლობების გაზრდას, რათა ეფექტურად ჩაატარონ სამხედრო ოპერაციები, რათა უკრაინამ დაიცვას თავისი ტერიტორიული მთლიანობა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, ეფექტურად დაიცვას თავისი სუვერენიტეტი და მშვიდობიანი მოსახლეობა“, – ნათქვამია განცხადებაში.  მისიის მანდატი თავდაპირველად ორი წლით განისაზღვრება და მთლიანი ამ პერიოდის ხარჯი თითქმის 107 მილიონი ევრო. ევროკავშირის საბჭომ ასევე გადაწყვიტა კიდევ 500 მილიონი ევრო გამოყოს, ევროპის მშვიდობის ფონდის ფარგლებში, უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარდაჭერის მიზნით. „უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის…

მეტი...

კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

კიევში, შევჩენკოს რაიონში, სახლის ნანგრევების ქვეშ, მეოთხე ადამიანის ცხედარი იპოვეს. კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით, ნანგრევების ქვეშ შესაძლოა ხალხი კიდევ იყოს მოყოლილი. ადგილზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოები კვლავ გრძელდება. სამი დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს. ორი მათგანი საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის თანამშრომელია. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ქვეყნის საჰაერო თავდაცვის სისტემამ სამი ფრთოსანი რაკეტა გაანეიტრალა, რომელიც კიევის მიმართულებით მიფრინავდა.

მეტი...

,,სააკაშვილი თურმე პუტინის პატიმარი ყოფილა”- ირაკლი ზარქუა

,,სააკაშვილი, რომელიც ბრალდებულია და მისჯილი აქვს, თურმე პუტინის პატიმარი ყოფილა. ესე იგი, გირგვლიანის მკვლელობა და შემდეგ მისი ხელის დაფარება თურმე პუტინის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი იყო,”- ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ ევროსაბჭოს რეზოლუციაზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერენ, რუსეთი აგრესორი და ოკუპანტია, მაგრამ ვერ გაიზიარებდნენ “იმ სიცრუეს, რაც მეოთხე პუნქტში შეიტანეს. „ვფიქრობ, ეს კიდევ ერთი სამარცხვინო მცდელობა იყო ფასიანი ლობისტების მხრიდან. იმდენად უსუსურები იყვნენ როგორც „ნაციონალური მოძრაობა“ და მათი სატელიტები უკრაინის რადაში, მათ შორის ევროსაბჭოში წარმომადგენლები, ვინც ჰყავთ ფასიანი ლობისტები, რომ ჩემი აზრით, ამ სამარცხვინო რეზოლუციის მხარდაჭერა…

მეტი...

ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის სხდომა გაიმართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტის წევრებმა სხდომაზე 11 საკითხი განიხილეს. განსახილველ საკითხთა შორის იყო საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „გოგნის ქარის ელექტროსადგურის“ პროექტის კონცეფციის მოწონებისა და თანმდევი ღონისძიებების განხორციელების თაობაზე“, რომელიც თერჯოლისა და ტყიბულის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე ქარის ელექტროსადგურების მოწყობას ითვალისწინებს. ელექტროსადგურის სავარაუდო დადგმული სიმძლავრე 103,5 მგვტ იქნება,  სავარაუდო წლიური გამომუშავება – 362 მლნ.კვტ.სთ, ხოლო საპროექტო ღირებულება – 130 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს. მთავრობის წევრებმა ასევე განიხილეს საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტები ,,პირისათვის საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მინიჭების შესახებ“, რომლის საფუძველზეც რვა კომპანიას საერთაშორისო სტატუსი მიენიჭება.

მეტი...

,,დრო მოვიდა დაუწესდეს სანქციები ირანს”- დმიტრო კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება ირანისთვის სანქციების დაწესებას ითხოვს. მისი თქმით, ეს იქნება მესიჯი ყველასთვის, რომ ვინც რუსეთს დაეხმარება იგრძნობს ამის ფასს. ,,დღეს, უკრაინა-ირანის ურთიერთობების ისტორიაში პირველად, მე მოვუწოდე ირანის წინააღმდეგ დაწესდეს სანქციები. მოთმინება აღარ შეიძლება, ჩვენ ვისმენთ სხვადასხვა ახსნას და არგუმენტებს დიდი ხანია, თუმცა სიმართლის დამალვა შეუძლებელია და ეს სიმართლე დღეს კიევის სახლებში შეფრინდა. ამიტომ, დრო მოვიდა დაუწესდეს სანქციები ირანს რუსეთისთვის იარაღის მიწოდების გამო”, – განაცხადა კულებამ. ცნობისთვის, დღეს დილით, რუსი ოკუპანტები  უკრაინის დედაქალაქს 28 ირანული დრონით დაესხნენ. ქალაქში 5 აფეთქება მოხდა.  

მეტი...

ჩინეთი ევროპისთვის გაზის მიწოდებას წყვეტს

,,Bloomberg”- ის ინფორმაციით, ჩინეთის განვითარებისა და რეფორმების ეროვნულმა კომისიამ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ გაზის იმპორტიორებს განუცხადა, რომ შეწყვიტონ თხევადი ბუნებრივი აირის გადაყიდვა ევროპასა და აზიაში. არსებული ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი, საკუთარი მიწოდების უზრუნველყოფაა ზამთრის სეზონისთვის.  

მეტი...

,,ირანი პასუხისმგებელია უკრაინელების მკვლელობებზე”- მიხაილო პოდოლიაკი

,,ირანი პასუხისმგებელია უკრაინელების მკვლელობებზე,” – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველი, მიხაილ პოდოლიაკი სოციალურ ქსელში წერს. „ირანი პასუხისმგებელია უკრაინელების მკვლელობებზე. ქვეყანა, რომელიც ჩაგრავს საკუთარ ხალხს, ახლა რუს ურჩხულებს აძლევს იარაღს მასობრივი მკვლელობებისთვის ევროპის გულში. სწორედ ამას ნიშნავს დაუმთავრებელი საქმეები და დათმობა ტოტალიტარიზმთან. შემთხვევა, როდესაც სანქციები არ არის საკმარისი“, – წერს პოდოლიაკი „ტვიტერში.“ ცნობისთვის, დღეს დილით, რუსი ოკუპანტები  უკრაინის დედაქალაქს 28 ირანული დრონით დაესხნენ. ქალაქში 5 აფეთქება მოხდა.

მეტი...

სემეკის წევრი გიორგი ფანგანი „თვინინგ ლაითის“ მმართველი კომიტეტის სხდომაზე სიტყვით წარდგა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრმა, გიორგი ფანგანმა ევროკავშირის დაფინანსებით სემეკში მიმდინარე თვინინგ ლაითის პროექტის მმართველი კომიტეტის სხდომა გახსნა. მან სიტყვით მიმართა სხდომის მონაწილეებს და დადებითად შეაფასა ევროკავშირის დახმარება სემეკში დიგიტალიზაციის ხელშეწყობასა და სტრატეგიის შემუშავებასთან დაკავშირებით. სემეკის წარმომადგენლებთან ერთად, შეხვედრას ესწრებოდნენ იტალიის ენერგეტიკული მომსახურების სამსახურისა (GSE) და საქართველოში ევროდელეგაციის წარმომადგენლები. მონაწილეებმა განიხილეს პროექტის მიმდინარეობა, ამ ეტაპზე განხორციელებული აქტივობები და მიღწეული შედეგები, ასევე პროექტის შემდგომი სამუშაო გეგმა. ევროკავშირის მიერ დაფინანსებული თვინინგ ლაითის პროექტის – „საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მხარდაჭერა დიგიტალიზაციისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნისა და დიგიტალიზაციის სტრატეგიის…

მეტი...

ირაკლი ზარქუას განცხადებით, რუსეთთან არსებული სავიზო რეჟიმი გადახედვას არ საჭიროებს

უმრავლესობის წევრი, ირაკლი ზარქუა პრეზიდენტის განცხადებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ რუსეთთან სავიზო რეჟიმის საკითხის გადახედვის საჭიროება არ დგას. მისი თქმით, ქვეყნაში არსებობს ფილტრაციის სისტემა, რომელიც არაკეთილმოსურნეების შემოსვლას გამორიცხავს. ,,ჩვენ რუსეთთან მიმართებაში გვაქვს ფილტრაციის ის სისტემა, რომელიც გამორიცხავს არაკეთილმოსურნეების შემოსვლას ჩვენ ქვეყანაში, ამის ნათელი დადასტურებაა დღემდე რამდენმა გადმოკვეთა რუსეთის მოქალაქემ, მათ შორის ტრანზიტად გამოიყენეს, ამაზეც ითქვა, თუმცა არანაირი პროვოკაცია აქ არ მომხდარა. ეს მიუთითებს იმაზე რომ როგორც ხელისუფლების შესაბამისი სტრუქტურები, შსს ასევე უსაფრთხოების სამსახურები მუშაობენ შესაბამისად, ფილტრაცია აქვთ შესაბამისი, აქედან გამომდინარე, არ საჭიროებს გადახედვას”, – განაცხადა ზარქუამ. ,,გამორიცხული არ არის, რომ…

მეტი...

დამამცირებელი მოპყრობის, ძალადობის, მუქარის, და პირადი ცხოვრების საიდუმლოს გავრცელების ფაქტებზე ბრალდებულს პატიმრობა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამცირებელი მოპყრობის, ძალადობის, მუქარის, თვითნებობის და პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვების, შენახვის და გავრცელების ფაქტებზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულმა სექსუალური ორიენტაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, დაზარალებულის მიმართ დამამცირებელი მოპყრობა განახორციელა. ასევე რამდენჯერმე იძალადა მასზე და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. უწყების ცნობით, სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით ასევე დადასტურდა, რომ ბრალდებულმა უკანონოდ მოიპოვა და შეინახა დაზარალებულის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ინფორმაცია, რაც ინტერნეტის მეშვეობით უკანონოდ გაავრცელა. ,,სამართალდამცველებმა ბრალდებული 2021 წლის 21 თებერვალს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს…

მეტი...

,,რუსეთთან სავიზო რეჟიმის გადახედვის საჭიროებას ვერ ვხედავ”- ლაშა ხუციშვილი

,,დღეს არსებული კონტროლის მექანიზმები სრულად პასუხობს იმ გამოწვევებს, რა გამოწვევებიც ქვეყანას აქვს, შესაბამისად, ამ ეტაპზე რუსეთთან სავიზო რეჟიმის გადახედვის საჭიროებას მე პირადად ვერ ვხედავ, – ამის შესახებ განცხადება საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა განაცხადა, რითაც  სალომე ზურაბიშვილის მოლდოვაში დღეს გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა. ლაშა ხუციშვილის თქმით, დღეს არსებული კონტროლის მექანიზმები სრულად პასუხობს იმ გამოწვევებს, რა გამოწვევებიც ქვეყანას აქვს. „დღეს არსებული მექანიზმები, რომელი მექანიზმებითაც ხდება შესაბამისი კონტროლი, მათ შორის სავიზო რეჟიმი კონტროლის ერთ-ერთი საშუალებაა, ვთქვათ, ვინ იქნას შემოშვებული ქვეყანაში და ვინ არა, საფრთხეებს ვინ შეიცავს ან არ შეიცავს, როდესაც ესა თუ ის…

მეტი...

,,მერიას არ აქვს შესაბამისი ლეგიტიმაცია, რომ ეჭვი შეიტანოს სახელმწიფოს მიერ აკრედიტებული ექსპერტის დასკვნაში”- ანდრია ბასილაია

თბილისის მერის მოადგილის ანდრია ბასილაიას განცხადებით, ნებისმიერი პროექტის განხორციელების დროს, თბილისის მუნიციპალიტეტი იბარებს კონკრეტული ეტაპების დასრულებულ სამუშაოებს, რომელსაც თან ახლავს სახელმწიფოს მიერ აკრედიტებული ექსპერტის დასკვნა. როგორც მან შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, ვაკის პარკის რეაბილიტაციის შემთხვევაში, საექსპერტო დასკვნა ცალსახად, ყველა ეტაპზე დადებითი იყო. „ჩვენი უწყება ამოწმებს, აკრედიტებულია თუ არა ექსპერტი, აქვს თუ არა შესაბამისი საქმიანობის შემოწმების უფლება, რაც შემოწმებულია. ასევე, დასკვნის შინაარსს – არის თუ არა დასკვნა დადებითი. ვაკის პარკის რეაბილიტაციის შემთხვევაში, დასკვნა ცალსახად, ყველა ეტაპზე იყო დადებითი. დასკვნაში ცალსახად იყო ნახსენები, რომ შესრულებული სამუშაო შეესაბამება პროექტს და პროექტი შესრულებულია ქვეყანაში…

მეტი...

დავით ნარმანიამ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში სემეკის 2021 წლის ანგარიში წარადგინა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე სემეკის საქმიანობის 2021 წლის ანგარიში წარადგინა. დავით ნარმანიამ ისაუბრა 2021 წლის განმავლობაში განხორციელებულ პროექტებზე, მომხმარებელთა ინტერესების დაცვასა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაზე ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში. სემეკის თავმჯდომარემ დეტალურად უპასუხა დეპუტატების მიერ დასმულ კითხვებს, რომლებიც რეგულირებად სექტორებში ქსელზე მიერთებისა და მომსახურების ხარისხის საკითხებს უკავშირდებოდა. სემეკის მიერ გაწეულ საქმიანობასა და სამომავლო ხედვებს კომიტეტმა დადებითი შეფასება მისცა. დავით ნარმანიამ ანგარიშის წარდგენისას აღნიშნა, რომ ხშირია სპეკულაციები საქართველოში რუსეთიდან ბუნებრივი გაზის გაზრდილ…

მეტი...

,,გამორიცხული არ არის, რომ რუსეთთან საკმაოდ ლიბერალური სავიზო რეჟიმის გადახედვა მოგვიწიოს”- სალომე ზურაბიშვილი

,,რუსეთის მოქალაქეების შემოსვლა ნამდვილად არის გამოწვევა, გამორიცხული არ არის, რომ საკმაოდ ლიბერალური სავიზო რეჟიმის გადახედვა მოგვიწიოს,” – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა. „რუსი მოქალაქეების შემოსვლას საქართველოში ნამდვილად არის გამოწვევა. არ ვიტყოდი საფრთხეს, მაგრამ გამოწვევა არის, მათ შორის არიან საქართველოს ყოფილი მოქალაქეები, რომლებიც ჩამოდიან დღეს გამოწვეული იმ პირობებიდან, რაც არსებობს რუსეთში. ასევე, არიან რუსი მოქალაქეები, რომლებიც სხვადასხვა მიზეზების გამო შემოდიან საქართველოში. მთავარია, საზოგადოება იყოს დარწმუნებული, რომ კონტროლის ყველა მექანიზმები არის გამოყენებული, არ გაჩნდეს საფრთხე. ამისთვის მგონი, მეტი კომუნიკაციაა საჭირო, მეტი ინფორმირება ჩვენი საზოგადოების, რომ ყველა მხრივ, ყველა შესაძლო საფრთხე…

მეტი...

,,არა არ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა”- ირაკლი ზარქუა კალაძეზე

,,არა არ უნდა აიღოს”- ასე პასუხობს უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა  ჟურნალისტის კითხვას,  უნდა აიღოს თუ არა პასუხისმგებლობა თბილისის მერმა ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიაზე. ,,არის კონკრეტული საგამოძიებო ნაწილი, რომელიც მიმდინარეობს. დაველოდებით, გამოიკვეთება კონკრეტულად ბრალდებები, კონკრეტულ ფაქტზე. ამის შესაბამისად კომენტარი და შესაბამისი მოთხოვნები იყოს, წინასწარ რომ აკეთებენ, ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ მათი ამოცანაა, შოუ დადგან. ყველა ტრაგედიაზე ჰგონიათ, რომ ქულების დაწერის შესაძლებლობა მიეცემათ”, – განაცხადა ზარქუამ. ამასთან, დეპუტატო ”ლელოს” ინიციატივას ეხმიანება, რომელიც მმართველი გუნდისგან ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნას ითხოვს. ,,ის სამუშაოები, რაც გატარდა შადრევანთან დაკავშირებით, აკრედიტებული ექსპერტიზის დასკვნით მიიღო მერიამ, მცდელობაა ტრაგედიებზე…

მეტი...

კიევზე განხორციელებულ თავდასხმას 6 თვის ორსული ემსხვერპლა

კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით, რუსების მიერ „კამიკაძე -დრონებით“ განხორციელებული თავდასხმის შედეგად ჩამოშლილი კორპუსიდან სამი გარდაცვლილი ადამიანის ცხედარი ამოჰყავთ. მისივე ინფორმაციით,  გარდაცვლილთა შორის 6 თვის ორსული ქალი და მისი მეუღლე არიან. ,,რუსეთს უკრაინა უკრაინელების გარეშე სჭირდება. მათ უნდათ რომ იცხოვრონ გათბობის, ელექტროენერგიის, სიცოცხლის გარეშე. მათ ტერიტორია სჭირდებათ”, – განაცხადა კლიჩკომ. კიევის მერის განცხადებით, რუსეთის დღევანდელი თავდასხმა კიევზე “უკრაინელი ხალხის გენოციდის” ნაწილია.

მეტი...

,,ნებისმიერი ჩვენგანი არის მზად, პასუხი აგოს, თუ რაიმე ბრალეულობა გამოიკვეთება”- თბილისის მერის მოადგილე ვაკის პარკის ტრაგედიაზე

,,ვთანამშრომლობთ გამოძიებასთან და ნებისმიერი ჩვენგანი არის მზად, პასუხი აგოს, თუ რაიმე ბრალეულობა გამოიკვეთება,”– ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაიამ ვაკის პარკში მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევასთან დაკავშირებით განაცხადა. მისივე თქმით, მთავარი ინტერესია, დადგინდეს მიზეზები, რის გამოც უსაფრთხოების მექანიზმმა არ იმუშავა. ,,რაც შეეხება ამ პროექტს – კიდევ ერთხელ უნდა განვმარტო თუ როგორ და რატომ წარიმართა ეს პროცესი. ზოგადად, როგორც გარემოს დაცვის სამსახური, ისე როგორც სხვა საქალაქო სამსახური და სახელმწიფო უწყება ერთნაირად აწარმოებს საქმეს ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებით. პირველ რიგში ჩვენ შევადგინეთ ტექნიკური დავალება ამ რეაბილიტაციის პროექტზე, სადაც იყო ჩადებული ყველა ის მოქმედი სამშენებლო…

მეტი...

,,მე ღმერთისგან პასუხისმგებლობა უკვე მაქვს სიცოცხლის ბოლომდე, ახლა რა პასუხისმგებლობა იქნება, არ მაინტერესებს”- ლაშა ფურცხვანიძე

„მე ღმერთისგან პასუხისმგებლობა უკვე მაქვს სიცოცხლის ბოლომდე, ახლა რა პასუხისმგებლობა იქნება, ამ ეტაპზე ნამდვილად არ მაინტერესებს“- ამის შესახებ „გრინსერვის პლუსის“ დირექტორმა, ლაშა ფურცხვანიძემ განაცხადა. ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით დღეს,  ფურცხვანიძე ვაკე-საბურთალოს პოლიციის განყოფილებაში კიდევ ერთხელ გამოკითხეს. მისი თქმით, შადრევანში ელექტროგაყვანილობა შემოწმებული იყო. ,,შემოწმებული ელექტროობა, შემოწმებული იყო დაინსტალირების დროსაც და მერეც იყო შემოწმებული, დამატებითი, კონკრეტული კითხვები კითხეთ გამოძიებას,”- განაცხადა ფურცხვანიძემ. ამასთან, ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, თუ რატომ იყო დამონტაჟებული წყალში 220 ვოლტიანი კვების ბლოკი, ფურცხვანიძემ უპასუხა: ,,ყველგან არის ეს წყალში, რიყის შადრევანზე მიდით და გადაიღეთ, იტალიელების მოწყობილია, იტალიელი სპეციალისტების, მიდით და…

მეტი...

რუსულმა ძალებმა უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას დაარტყეს

უკრაინული მხარის ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა, ამჯერად, იერიში ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე მიიტანეს. შედეგად კი ასობით დასახლება ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. „რუსი ტერორისტები კვლავ დაესხნენ თავს უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას სამ ოლქში. კერძოდ, დაფიქსირდა კიევში დრონებით ხუთ დარტყმა. დაზიანებულია ენერგეტიკული ობიექტები და საცხოვრებელი სახლი, ასევე აგრესორმა სარაკეტო დარტყმები განახორციელა კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე დნეპროპეტროვსკისა და სუმის ოლქებში. იერიშის შედეგად ასობით დასახლებული პუნქტი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა“, – აცხადებს უკრაინის პრემიერი დენის შმიგალი.  

მეტი...

„მზად ვართ ვაგოთ პასუხი“ – მერის მოადგილე, ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიაზე

თბილისის მერის მოადგილემ, ანდრია ბასილაიამ ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით მედიასთან განცხადება გააკეთა. როგორც ბასილაიამ აღნიშნა, ბრალეულობის შემთხვევაში, ყველა მზადაა პასუხისმგებლობისთვის. „ჩვენი მთავარი ინტერესია, მოხდეს მიზეზების გამოკვლევა, რატომ არ იმუშავა ამა თუ იმ უსაფრთხოების მექანიზმმა, რომელიც ამ პროექტში იყო ჩადებული. სრულად ვთანამშრომლობთ გამოძიებასთან და ნებისმიერი ჩვენთაგანი მზად არის, ვაგოთ პასუხი თუ კი რაიმე ბრალეულობა გამოიკვეთება. ასეთ შემთხვევაში,  მზად ვართ ვაგოთ პასუხი“ – აღნიშნა ვიცე მერმა. შეგახსენებთ, რომ ვაკის პარკის შადრევანში,  სამ არასრულწლოვანს დენმა დაარტყა. ერთ-ერთი მოზარდი, 13 წლის მარიტა გარდაიცვალა.

მეტი...

გამწვანების პროექტის გარეშე, კომპანიები მშენებლობის ნებართვას ვერ მიიღებენ

მშენებლობის ნებართვის მიღების მიზნით, გამწვანების პროექტის წარდგენა მთელი ქვეყნის მასშტაბით სავალდებულო გახდება. გამონაკლისს მხოლოდ ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლები წარმოადგენს. ამას ითვალისწინებს კანონპროექტი „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილების შეტანის თაობაზე. კანონპროექტი დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა. კომიტეტის სხდომაზე პარლამენტის წევრმა, მაია ბითაძემ კანონპროექტის არსზე და მიღების აუცილებლობაზე ისაუბრა. „ეს წესი თბილისის მასშტაბით 2019 წლიდან მოქმედებს და შედეგები უკვე სახეზეა. წარმოდგენილი ცვლილება ითვალისწინებს გამწვანების პროექტის, როგორც სამშენებლო ნებართვის განუყოფელ ნაწილად აღიარებას. კერძოდ, რეგლამენტირებული იქნება, რომ სამშენებლო პროექტს უნდა ახლდეს სამშენებლო ტერიტორიაზე დაგეგმილი გამწვანების სივრცის მოწყობის…

მეტი...

რუსეთი განრისხებულია ისრაელის გადაწყვეტილებით, რომ მიაწოდოს უკრაინას იარაღი

ისრაელის გადაწყვეტილებას, რომ უკრაინა შეიარაღებით მოამარაგოს, რუსული მხარე პასუხობს და უგუნურ ქმედებად მიიჩნევს. როგორც  რუსეთის  უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი აცხადებს, მსგავსი ქმედებით ისრაელი რუსეთთან გზებს კეტავს და ურთიერთობას ანადგურებს. „ისრაელი,  როგორც ირკვევა,  აპირებდა იარაღის მიწოდებას კიევის რეჟიმისთვის. ეს ძალიან უგუნური ნაბიჯი. ეს გაანადგურებს ყველა სახელმწიფოთაშორის ურთიერთობას ჩვენს ქვეყნებს შორის. არაფერს ვამბობ იმაზე, რომ ბანდერას შეშლილები ნაცისტები იყვნენ და ასე დარჩნენ. უბრალოდ, შეხედეთ მათი თანამედროვე მხლებლების სიმბოლიკას. თუ მათ იარაღს მიაწვდიან, დროა, ისრაელმა ბანდერა და შუხევიჩი გმირებად გამოაცხადოს“, – განაცხადა მედვედევმა. შეგახსენებთ, რომ ისრაელის დიასპორის საკითხებში მინისტრმა განაცხადა, რომ…

მეტი...

„ძალიან სწორია, რომ უკრაინამ და მოლდოვამ კანდიდატის სტატუსი მიიღო“ – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, უკრაინისა და მოლდოვასთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება სწორი და სამართლიანი გადაწყვეტილებაა და საქართველო ამ ქვეყნებთან შეჯიბრში არ უნდა ოყოს. „ძალიან სწორია, რომ უკრაინამ და მოლდოვამ, რომლებიც სხვა პირობებში იმყოფებოდნენ, კანდიდატის სტატუსი მიიღეს. ჩვენც ამისი იმედი გვქონდა, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ, ჩვენ რაღაცნაირად ერთმანეთთან შეჯიბრში ვართ. ეს არ არის სილამაზის შეჯიბრი. შეჯიბრი თუ არსებობს, არსებობს ჩვენს თავთან“ – აცხადებს სალომე ზურაბიშვილი. პრეზიდენტს შეფასებით, საქართველოს ევროკავშირის წინაშე აქვს გამოწვევები და ეს გამოწვევები შესასრულებელია. „თითოეულმა ქვეყანამ უნდა შეასრულოს ის რეფორმები და ის რეკომენდაციები, რაც გვეხება. ჩვენს შემთხვევაში 12-ია და ეს 12…

მეტი...

კლინიკების ნაწილს, სადაც ექიმების თანხები მიითვისეს, თანხა ამ ეტაპისთვის არ დაუბრუნებიათ

​კოვიდპანდემიის პერიოდში, კლინიკების მხრიდან სამედიცინო პერსონალისთვის გამოყოფილი თანხების მითვისების ფაქტებზე კვლევა ამ დრომდე გრძელდება. ცნობილია კლინიკები, სადაც  პანდემიის მართვისთვის გამოყოფილი თანხების არამიზნობრივი ხარჯვა და მითვისება ხდებოდა, თუმცა, ამ ეტაპისთვის, სამინისტრო მათ დასახელებას თავს არიდებს. როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ილია ღუდუშაური აცხადებს, რამდენიმე კლინიკამ დავალიანება გადაიხადა, ნაწილმა კი – არა. „ამ ეტაპისთვის, ვერც თანხას დავასახელებ და ვერც კლინიკებს. როცა დავა გადაწყდება, ოფიციალურად გეცნობებათ. ჩვენ იმ კლინიკების სია გამოვაქვეყნეთ, რომლებმაც კოვიდდანამატები ექიმებს არ გადაუხადეს. შესაბამისად, საჭიროდ ჩავთვალეთ, რომ ეს საზოგადოებისთვის ცნობილი ყოფილიყო. ამ მიმართულებით შემიძლია გითხრათ, რომ რამდენიმე კლინიკამ უკვე გადაიხადა, სხვა კლინიკებთან…

მეტი...

კიევზე თავდასხმის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი გაიზარდა

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, კიევზე თავდასხმის შედეგად, გარდაცვლილთა რიცხვი 2-მდე გაიზარდა. დაბომბვის შედეგად დაშავდა 4 ადამიანი. 12:25 საათის მონაცემებით მაშველებმა 19 ადამიანის გადარჩენა შეძლეს. კიევის მერის ინფორმაციით, უკრაინის დედაქალაქს დღეს დილით 28 დრონით შეუტიეს. ქალაქში 5 აფეთქება მოხდა.

მეტი...