უკრაინამ მედვედევი და ზახაროვა ძებნილად გამოაცხადა

რუსეთის უშიშროების  საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი მარია ზახაროვა ძებნილები არიან. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა განცხადება გაავრცელა, სადაც საუბარია, რომ ისინი ბრალდებულები არიან. უკრაინული მხარის ინფორმაციით, მედვედევსა  და  ზახაროვას ბრალად ედებათ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და ხელშეუხებლობის ხელყოფა. შესაბამისად, მათ უკრაინული საგამოძიებო ორგანოები ეძებენ.

მეტი...

„ვგლოვობთ გარდაცვლილებს“ – პრემიერი და პრეზიდენტი პუტინს ესტონეთ-რუსეთის საზღვრიდან მიმართავენ

ესტონეთის პრემიერ-მინისტრი კაია კალასი და ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ესტონეთ-რუსეთის სასაზღვრო გამშვები პუნქტიდან ერთობლივ ვიდეომიმართვას ავრცელებენ. როგორც უმაღლესი დონის ქალი პოლიტიკოსები აცხადებენ,  ის, რაც რუსეთმა უკრაინაში ჩაიდინა, ეს არის ტერორი და სისასტიკე. „შოკირებული და შეძრწუნებული ვარ კიევზე და უკრაინის სხვა ქალაქებზე განხორციელებული სასტიკი თავდასხმით. რუსეთმა კიდევ ერთხელ აჩვენა მსოფლიოს, რას წარმოადგენს.  ეს არის ტერორი და სისასტიკე. პასუხისმგებელმა პასუხი უნდა აგოს. ვგლოვობთ გარდაცვლილებს და სამძიმარს ვუცხადებ ჩვენს უკრაინელ მეგობრებს.  უკრაინელებმა იციან, რომ ჩვენ მათ გვერდით ვიდგებით, ვიდრე ამის საჭიროება იქნება“, – აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა. ესტონეთის პრეზიდენტის განცხადებით, უკრაინას სასწრაფოდ სჭირდება…

მეტი...

თბილისის ცენტრში  ბიზნესმენის მანქანა ააფეთქეს

ბიზნესმენ  მარლენ მეტონიძის მანქანა ააფეთქეს.  შემთხვევა ქალაქის ცენტრში, ალექსიძის ქუჩაზე, „ქინგ დევიდის“ მიმდებარედ მოხდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაზიანებულა. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა და მიმდინარეობს გამოძიება ბიზნესმენის ავტომანქანას  ექსპერტიზა უტარდება. ბიზნესმენის ადვოკატი ამ ეტაპზე ვერაფერს ამბობს. არ გამოირიცხება, ეს იყოს შურისძიება. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვის უკან,  მეტონიძე ,,ლაგუნა ვერეზე” მომხდარ სისხლიან დაპირისპირების ერთ-ერთი  ფიგურანტი იყო.  კერძოდ, ის შეხვედრაზე ჯავშანჟილეტითა და 17 კაცის თანხლებით მივიდა. მაშინ, ორმხრივ სროლისას ორი ადამიანი ემსხვერპლა, მეტონიძე დაიჭრა.  

მეტი...

გელათში ხანძარი გაჩნდა, დამწვარია შენობის ნაწილი

არასამთავრობო ორგანიზაცია  “ევროპა ჩვენი სახლია” ინფორმაციას და ფოტოებს ავრცელებს სადაც გელათის სამონასტრო კომპლექსის დამწვარი ნაწილი ჩანს. ორგანიზაციის ინფორმაციით,  დამწვარია მთავარი ტაძრის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე შენობის ნაწილი, რომელსაც მონასტრის წინამძღვრის კელიის დანიშნულება ჰქონდა.

მეტი...

„ჩვენი ფოკუსი უკრაინის ომზეა“ – შვეიცარია

შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტი უკრაინაში წარმოებულ რუსეთის ომზე საუბრობს და აცხადებს, რომ უკრაინას შვეიცარიის სრული მხარდაჭერა აქვს. იგნასიო კასისი რეგიონის უსაფრთხოებაზეც საუბრობს და აცხადებს, რომ ეუთოს სამშვიდობო მისიები უნდა გააქტიურდნენ. „შვეიცარია შეშფოთებულია რეგიონში არსებული სიტუაციით. ჩვენი ფოკუსი ახლა უკრაინაში მიმდინარე ომზეა, თუმცა მთელ რეგიონზეც, სადაც არასტაბილური ვითარებაა. საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებში ადრე იმედს ვამყარებდით ეუთო-ს სამშვიდობო მისიების მუშაობაზე, მაგრამ ახლა ეს მისიაც რაღაცნაირად დაბლოკილია. გვსურს, რომ რეგიონში არსებულ კონფლიქტის ზონებში საერთაშორისო მისიები აქტიურად იყვნენ წარმოდგენილნი. საერთო ინტერესია, რაც შეიძლება მალე შევაჩეროთ ომი უკრაინაში და დარეგულირდეს სიტუაცია მთელ რეგიონში“ – აცხადებს იგნასიო კასისი.  

მეტი...

სახალხო დამცველის კანდიდატების შემფასებელი ჯგუფი შედეგს 13 ოქტომბერს გაასაჯაროვებს

პარლამენტში სახალხო დამცველის შერჩევის პროცედურა მიმდინარეობს. ომბუდსმენობის კანდიდატების შეფასების სამუშაო ჯგუფი სახალხო დამცველობის  მსურველ 19 კანდიდატს აფასებს. „შემფასებელი ჯგუფი აფასებს  19 კანდიდატს, რომელმაც შემოიტანა განაცხადი და 13 ოქტომბერს ექნება ამ ჯგუფს თავისი შეფასებები, რომელიც გასაჯაროვდება, შემდეგ კი ოპოზიციას, ფრაქციებს, პოლიტიკურ ჯგუფებს, უფრაქციო დეპუტატების 7 კაციან ჯგუფს შეეძლება  21 ოქტომბრის ჩათვლით ვადაში  დაასახელოს კანდიდატები, რომელიც არ უნდა იყოს 7-ზე ნაკლები“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. რეგლამენტში შეტანილი ცვლილების  მიხედვით, 2022 წელს სახალხო დამცველის თანამდებობაზე საქართველოს პარლამენტს კანდიდატურები საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით დადგენილი წესით  წარედგინა. პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით განისაზღვრა სპეციალური შეფასების სამუშაო ჯგუფის შექმნა 9 წევრის შემადგენლობით. სამუშაო ჯგუფის…

მეტი...

თსუ-ს რექტორის პოზიციის დასაკავებლად, არჩევნები 20  ოქტომბერს გაიმართება

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის პოზიციაზე, რომელიც ამჟამად ვაკანტურია, არჩევნები 20 ოქტომბერს ჩაინიშნა. აღნიშნული გადაწყვეტილება აკადემიურმა საბჭო, მიიღო. რეგისტრაცია 11 ოქტომბრის 10.00 საათზე დაიწყება და 13 ოქტომბრის 18.00 საათამდე გაგრძელდება. კანდიდატების განაცხადების განხილვის შემდეგ, რექტორის მოვალეობის შემსრულებელს აკადემიური საბჭო ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, არაუმეტეს 6 თვის ვადით აირჩევს. თსუ რექტორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობის დასაკავებლად კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია პირს, რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი. კანდიდატმა სხვა საბუთებთან ერთად უნდა წარმოადგინოს უნივერსიტეტის განვითარების მოკლევადიანი სამოქმედო გეგმა. თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ თანამდებობიდან გადადგომის თაობაზე…

მეტი...

,,შეძრწუნებული ვარ რუსეთის დარტყმებით უკრაინაში, ეს სიგიჟე უნდა შეწყდეს”- შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი  უკრაინის ქალაქებზე დღეს დილით განხორციელებულ თავდასხმებს ეხმაურება. ,,შეძრწუნებული ვარ რუსეთის განურჩეველი დარტყმებით სამოქალაქო ობიექტებსა და უდანაშაულო ადამიანებზე კიევსა და მთელს უკრაინაში. ეს სიგიჟე უნდა შეწყდეს. მოხარული ვარ, რომ ქართველი დიპლომატები უკრაინის ქალაქებში უსაფრთხოდ არიან. ჩემი ფიქრები მათთანაა, ვინც დაბომბვის შედეგად დაშავდა,”- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. ცნობისთვის, რუსულმა ძალებმა უკრაინის ქალაქებზე დღეს დილით თავდასხმები განახორციელეს. რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ტერიტორიის მიმართულებით 75 რაკეტა გაუშვეს. დაბომბავის შედეგად დაიღუპა 10 ადამიანი.

მეტი...

,,წმინდა მიწაზე ვლოცულობ თქვენთვის და მშვიდობისთვის, მე ბედნიერი ვარ”- ალა პუგაჩოვა

ცნობილი რუსი მომღერალი ალა პუგაჩოვა რუსეთის დატოვების შემდეგ ისრაელში იმყოფება. შესაბამის ინფორმაციის მომღერალი სოციალურ ქსელში ავრცელებს. ,,მადლობას ვუხდი ჩემი თაყვანისმცემლების მრავალმილიონიან არმიას სიყვარულისა და მხარდაჭერისთვის, ტყუილ-მართალის გარჩევისთვის,  წმინდა მიწაზე ვლოცულობ თქვენთვის და მშვიდობისთვის. მე ბედნიერი ვარ,”- წერს ალა პუგაჩოვა ,,ინსტაგრამზე” ცნობისთვის, ალა პუგაჩოვას რუსეთის დატოვება ომის საწინააღმდეგო განცხადებების გამო მოუწია. მომღერლის სკანდალურ განცხადებებს კრემ­ლის მომ­ხრე­ე­ბი და პრო­პა­გან­დის­ტე­ბი აკ­რი­ტი­კე­ბენ. რუსეთის ხელისუფლებამ ალა პუგაჩოვას მეუღლე მაქსიმ გალკინი უცხო ქვეყნის აგენტების სიაში შეიყვანა. ამასთან, თავად მომღერალმაც მიმართა ქვეყნის იუსტიციის სამინისტროს, მეუღლის მსგავსად ისიც შეეყვანათ აგენტების სიაში.

მეტი...

,,მგონი, საზოგადოებამ უკვე აღმოაჩინა ოლიგარქი, მაგრამ არა იმ მისამართზე, რომელზეც ოპოზიციის ნაწილი მოელოდა”- შალვა პაპუაშვილი

„გაფაციცებით ყველა ეძებს ოლიგარქს და მგონი, საზოგადოებამ უკვე აღმოაჩინა ზოგი ოლიგარქი, მაგრამ არა იმ მისამართზე, რომელზეც ამას ოპოზიციის გარკვეული ნაწილი მოელოდა“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ქართული იურიდიული თუ არაიურიდიული საზოგადოება დილემის წინაშე აღმოჩნდა, რადგან მათ საკითხის მიმართ ყალბი აღქმები ჩამოაყალიბეს. „მგონი, პოლიტიკური სპექტრის ნაწილს უკვე ეწია ეს ცოდვა, რაც ოლიგარქიის საკითხსს შეეხება. ჩვენს ქვეყანაში ეს ტერმინი შემოიღო, დაამკვიდრა ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ერთმა ნაწილმა და მთელი ბედის ირონიაც იმაშია, რომ როდესაც საქმე საქმეზე მიდგა, ვნახეთ, ეს ცოდვა საბოლოო ჯამში, ოპოზიციის ნაწილს თავად შემოუბრუნდა. ამიტომ…

მეტი...

„მართვის უსისტემობა და კვალიფიციური კადრების დევნა“ – სპორტული ოჯახი კულტურის სამინისტროდან გამოყოფას ითხოვს

„ჩვენ არცერთი დარგის, სამინისტროსა თუ მისი ხელმძღვანელობის, მით უფრო პიროვნების, წინააღმდეგი არ ვართ. არც პოლიტიკური ამბიციები გვამოძრავებს. ქართული სპორტი სწორი სახელმწიფო პოლიტიკის გატარებას და გონივრული მართვის სისტემას საჭიროებს!“ – აცხადებენ სპორტული საზოგადოების წარმომადგენლები, რომლებიც სპორტის მიმართულების ცალკე უწყებად გამოყოფას და ითხოვენ. სპორტული ოჯახის შეკრებს ხვალ, ლისის ტბის ტერიტორიაზე გაიმართება. სწორედ აქ გაჟღერდება ის ძირითადი მოთხოვნები, რასაც სპორტსმენები აყენებენ და რომლის შესახებაც ოფიციალური განაცხადი „მედიაცენტრ მთავარს“ ექსკლუზიურად მიაწოდეს.   „ზუსტად 33 წლის წინ, ქართულმა სპორტულმა საზოგადოებამ, მრავალი წინააღმდეგობის და დაბრკოლების მიუხედავად, თავისი გადაწყვეტილება დამოუკიდებლობის შესახებ ღიად გამოაცხადა! (06.10.1989 თბილისის ჭადრაკის სასახლე)…

მეტი...

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, მთავრობის სხდომა გაიმართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტის წევრებმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ სხდომაზე 9 საკითხი განიხილეს. განსახილველ საკითხთა შორის იყო საქართველოს კაპიტალის ბაზრის განვითარების 2022-2028 სტრატეგიისა და მისი 2022-2024 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცება, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკური სივრცის ერთიანობის, ეკონომიკური საქმიანობის თავისუფლებას, კონკურენტული და სტაბილური საინვესტიციო გარემოს ჩამოყალიბებას. აღსანიშნავია, რომ კაპიტალის ბაზრის განვითარების სტრატეგია მიმართულია კაპიტალის ბაზრის ამოქმედების გზით ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობაზე. სტრატეგია შესაბამისობაშია საქართველოს განვითარების სტრატეგია – ხედვა 2030-თან და შეესაბამება ევროკავშირთან გაფორმებულ ასოცირების შეთანხმებას. სტრატეგია შემუშავდა შესაბამისი სახელმწიფო უწყებების, კერძო სექტორის წარმომადგენლების, აზიის განვითარების ბანკის ექსპერტებისა და კონსულტანტების აქტიური ჩართულობით.

მეტი...

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი ედიშერ კვარაცხელიაა

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი ედიშერ კვარაცხელიაა. არსებული ინფორმაციით, ედიშერ კვარაცხელია დონეცკის ოლქში დღეს დილით რუსეთის მხრიდან განხორციელებულ სარაკეტო იერიშს ემსხვერპლა. ქართველი მებრძოლი უკრაინის შეირაღებულ ძალებში  2014 წლიდან მსახურობდა. ცნობისთვის, უკრაინაში რუსეთის აგრესიას 20 ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა.

მეტი...

პარლამენტის თავმჯდომარე ვენეციის კომისიას და ეუთო/ოდირს წერილით მიმართავს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ვენეციის კომისიასა და ეუთო/ოდირს წერილს უგზავნის. წერილში პაპუაშვილი თხოვნით მიმართავს, საარჩევნო კოდექსში ინიცირებული ცვლილებების თაობაზე ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისისა და ვენეციის კომისიის ერთობლივი დაჩქარებული მოსაზრება შეიმუშაონ. „პატივცემულო კოლეგებო, 2022 წლის ივლისიდან საქართველო ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების პროცესში იმყოფება. ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება გაცემული რეკომენდაციების დაკმაყოფილების შემდეგ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ითვალისწინებს. საქართველოს პარლამენტი თავად უძღვება ამ პროცესს საპარლამენტო პოლიტიკური პარტიებით, შესაბამის სახელმწიფო უწყებებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების (აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის მეშვეობით, რომელიც საქართველოს მასშტაბით 200-ზე მეტი სამოქალაქო ორგანიზაციისგან…

მეტი...

,,უკრაინის გვერდით ვდგავართ, დამატებითი სამხედრო მხარდაჭერა გზაშია”- ჯოზეფ ბორელი

,,უკრაინის გვერდით ვდგავართ. ევროკავშირის დამატებითი სამხედრო მხარდაჭერა გზაშია“, – ამის შესახებ ვროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა. ბორელი რუსეთის მიერ განხორციელებულ თავდასხმებს გმობს. „შოკირებული ვარ რუსეთის მიერ კიევსა და უკრაინის სხვა ქალაქებში მშვიდობიან მოქალაქეებზე განხორციელებული თავდასხმებით. ასეთი ქმედებების ადგილი 21-ე საუკუნეში არ არის. მე ამ ქმედებებს უმკაცრესად ვგმობ“, – წერს ბორელი.

მეტი...

დეოლიგარქიზაციის საკითხთან დაკავშირებულ კანონპროექტზე პარლამენტი ვენეციის კომისიის დასკვნას ელოდება

დეოლიგარქიზაციის საკითხთან დაკავშირებულ კანონპროექტზე პარლამენტი ვენეციის კომისიის დასკვნას ელოდება. „ჩვენი მთავარი საზრუნავი იყო, ეს დოკუმენტი ყოფილიყო დაინიცირებული და ველოდებით შესაბამის დასკვნას. ამ შემთხვევაში უკრაინის ხელისუფლება როგორც კი მიიღებს ვენეციის კომისიის დასკვნას, მისი პირდაპირპროპორციული გამოყენება და მასზე მსჯელობა შეგვეძლება ჩვენც. ამიტომ ბევრი საკითხი შეიძლებოდა სხვაგვარად დაგვეწერა, მათ შორის, გამომდინარე და თანმდევი კანონპროექტებიც, თუმცა ჩვენი ამოსავალი პრინციპი იყო , რომ ის დასკვნა, რომელიც გაიცემა უკრაინასთან მიმართებით, მისი გამოყენება იყოს შესაძლებელი“,- განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილმა  ბიუროს სხდომაზე. მისივე თქმით, შესაძლოა დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებულ კანონპროექტს გამომდინარე კანონპროექტებიც დასჭირდეს. „უნდა შევთანხმდეთ კონცეპტუალურ საკითხზე და…

მეტი...

,,არანაირი “ხალხის ძალა” არ არსებობს, ეს არის “ქართული ოცნების” ქვედანაყოფი”- სალომე სამადაშვილი

,,არანაირი “ხალხის ძალა” არ არსებობს, ეს არის “ქართული ოცნების” ქვედანაყოფი და მათ აქვთ ბიძინა ივანიშვილისგან, როგორ ჩანს, დავალება მიღებული,”-  ამის შესახებ “ლელოს” დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, დავალების მიზანი სტრატეგიულ მოკავშირეებთან ურთიერთობის მაქსილალურად დაზიანებაა. ,,არანაირი “ხალხის ძალა” არ არსებობს, ეს არის “ქართული ოცნების” ქვედანაყოფი და მათ აქვთ ბიძინა ივანიშვილისგან, როგორ ჩანს, დავალება მიღებული, რომ მაქსიმალურად დააზიანონ ურთიერთობები სტრატეგიულ მოკავშირეებთან, მათ შორის ღია და საჯარო თავდასხმების გზით, მაშინ როცა ჩვენი ამოცანა არის ამ ურთიერთობების განმტკიცება. ეს ემსახურება ერთადერთ რამეს – ივანიშვილის ძალაუფლების შენარჩუნებას ქვეყანაში ქართული სახელმწიფოს ხარჯზე, რადგან ივანიშვილმა და მისმა…

მეტი...

,,აბა, რა გეგონა ზელენსკი-დოყლაპიავ: შენთვის შეიძლებოდა და სხვებისთვის არა?”- კადიროვი

„ზელენსკი წუწუნებს, რომ კიევისა და სხვა ქალაქების თავზე რაკეტები დაფრინავს. აბა, რა გეგონა ზელენსკი-დოყლაპიავ: შენთვის შეიძლებოდა და სხვებისთვის არა?“ – ასე ეხმაურება ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი   რუსულმა ძალების მიერ  უკრაინის ქალაქებზე განხორციელებულ თავდასხმებს. კადიროვის ზელენსკის გაქცევისკენ მოუწოდებს. „ზელენსკი, ჩვენ შენ გაფრთხილებდით, რომ რუსეთს სინამდვილეში ჯერ არ დაუწყია, ასე რომ, საკმარისია ეგ იაფფასიანი წუწუნი, მაგას აჯობებს, სანამ კიდევ არ მოფრენილა, გაიქცე. გაიქეცი, ზელენსკი, გაიქეცი, უკან დასავლეთისკენ არც გაიხედო, ისე.“- აცხადებს კადიროვი.

მეტი...

„ადამიანები ნანგრევების ქვეშ არიან – მაშველები მუშაობენ, რომ ხალხი გადაარჩინონ”- ოლექსი კულება

რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლექსი კულებას ინფორმაციით, სარაკეტო თავდასხმის შედეგად, კიევის რეგიონში რამდენიმე ადამიანი შენობების ნანგრევების ქვეშ არის მოყოლილი. „ადამიანები ნანგრევების ქვეშ არიან… მაშველები და შესაბამისი სამსახურები ადგილზე მუშაობენ, რათა ხალხი რაც შეიძლება მალე გადაარჩინონ“, – წერს ოლექსი კულება Telegram-ზე გამოქვეყნებულ პოსტში. კულებას ცნობით დაზიანდა “კრიტიკული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურა”. მისივე თქმით,  შესაძლოა  ელექტროენერგიის გათიშვის და წყალმომარაგების შეწყვეტის პრობლება შეიქმნას. კულება მოსახლეობას წყლის შეგროვებისკენ მოუწოდებს. ამასთან, უკრაინის ხელისუფლების ცნობით, უკრაინის დედაქალაქ თითქმის კიევში ექვს საათიის შემდეგ საჰაერო თავდასხმის განგაში დასრულდა. გაფრთხილება ადგილობრივი დროით 6:47 საათზე დაიწყო და  12:25 საათზე დასრულდა.

მეტი...

უკრაინის მიმართულებით გასროლილმა სამმა რაკეტამ მოლდოვის საჰაერო სივრცე დაარღვია

მოლდოვის ვიცე-პრემიერის და საგარეო საქმეთა მინისტრის, ნიკუ პოპესკუს ინფორმაციით, მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთის ელჩი დაიბარეს. საგარეო უწყების ცნობით, უკრაინის მიმართულებით გასროლილმა სამმა რაკეტამ მოლდოვის საჰაერო სივრცე დაარღვია. „დღეს დილით, შავ ზღვაში მდებარე რუსული გემებიდან, უკრაინის მიმართულებით გასროლილმა სამმა ფრთოსანმა რაკეტამ მოლდოვის საჰაერო სივრცე გადაკვეთა. გავეცი დავალება, რომ ახსნა-განმარტების მისაცემად გამოიძახონ რუსეთის ელჩი“, – წერს ნიკუ პოპესკუ.

მეტი...

,,ჩვენს ტერიტორიაზე ტერორისტული აქტების მცდელობები თუ გაგრძელდება, რუსეთის პასუხი იქნება მკაცრი”- ვლადიმერ პუტინი

,,ჩვენს ტერიტორიაზე ტერორისტული აქტების განხორციელების მცდელობები თუ გაგრძელდება, რუსეთის პასუხი იქნება მკაცრი,” – ამის შესახებ, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა. პუტინის თქმით, რუსულმა ძალებმა დარტყმა მიაყენეს უკრაინაში ენერგეტიკულ, სამხედრო და საკომუნიკაციო ობიექტებს. „კრიმინალისტიკური და სხვადასხვა ექსპერტიზა, ასევე მოწოდებული ოპერატიული ინფორმაცია ცხადჰყოფს, რომ აფეთქებები, რომლებიც მოხდა 8 ოქტომბერს, არის ტერორისტული აქტი, რომელიც მიმართული იყო რუსეთის მნიშვნელოვანი სამოქალაქო კრიტიკული ინფრასტრუქტურის განადგურებისკენ. ნათელია, რომ ამ ტერაქტის შემკვეთები, ორგანიზატორები და შემსრულებლები არიან უკრაინული სპეცსამსახურები. კიევის რეჟიმი დიდი ხანია, იყენებს ტერორისტულ მეთოდებს. კიევის რეჟიმმა თავისი ქმედებებით საკუთარი თავი გაათანაბრა საერთაშორისო ტერორისტულ ფორმირებებთან. დღეს…

მეტი...

უკრაინის პრეზიდენტი და ოლაფ შოლცი „დიდი შვიდეულის“ საგანგებო შეხვედრის მოწვევაზე შეთანხმდნენ

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი და გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი სატელეფონო საუბრის დროს „დიდი შვიდეულის“ საგანგებო შეხვედრის მოწვევაზე შეთანხმდნენ. აღნიშნულ ინფორმაციას  ვოლოდიმირ ზელენსკი „ტვიტერში“ წერს. „გერმანიის კანცლერთან, ოლაფ შოლცთან, რომელიც „დიდ შვიდეულს“ თავმჯდომარეობს, შევთანხმდით, მოვიწვიოთ ჯგუფის საგანგებო შეხვედრა. დაგეგმილია ჩემი სიტყვით გამოსვლა, რომლის დროსაც ვისაუბრებ რუსეთის მიერ განხორციელებულ ტერაქტებზე“, – წერს ზელენსკი.

მეტი...

,,რუსეთის თავდასხმის შედეგად 11 ინფრასტრუქტურული ობიექტი დაზიანდა”- დენის შმიგალი

უკრაინის პრემიერ-მინისტრის, დენის შმიგალის ინფორმაციით, უკრაინის 8 რეგიონსა და დედაქალაქ კიევში დღეს დილით რუსული ძალების მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად 11 ინფრასტრუქტურული ობიექტი დაზიანდა, მისივე თქმით, მოსახლეობა მზად უნდა იყოს ელექტროენერგიის, წყალმომარაგებისა და კომუნიკაციის დროებითი შეწყვეტისთვის. ცნობისთვის, რუსულმა ძალებმა უკრაინის ქალაქებზე დღეს დილით თავდასხმები განახორციელეს. ბოლო მონაცემებით, კიევის ცენტრში დაბომბვებს სულ მცირე რვა ადამიანი ემსხვერპლა. მედიის ცნობით, სარაკეტო იერიშების შედეგად 24 ადამიანი დაშავდა.

მეტი...

პუტინი და ლუკაშენკო ჯარების ერთობლივი რეგიონული ჯგუფის განთავსებაზე შეთანხმდნენ

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და ალექსანდრ ლუკაშენკო ჯარების ერთობლივი რეგიონული ჯგუფის განთავსებაზე შეთანხმდნენ. აღნიშნულ ინფორმაციას, თავად ბელარუსის პრეზიდენტი ავრცელებს. „სამოკავშირეო სახელმწიფოს დასავლეთ საზღვრებზე სიტუაციის გამწვავებასთან დაკავშირებით, ჩვენ შევთანხმდით რუსეთის ფედერაციისა და ბელარუსის რესპუბლიკის რეგიონალური ძალების განთავსებაზე. ეს ყველაფერი ჩვენი დოკუმენტების მიხედვითაა. თუ საფრთხის დონე მიაღწევს არსებულ დონეს, ვიწყებთ სამეკავშირეო სახელმწიფოს ძალების ჯგუფის გამოყენებას“, – განაცხადა ლუკაშენკომ. ლუკაშენკოს არ დაუზუსტებია, კონკრეტულად სად განთავდება ერთობლივი სამხედრო დანაყოფი და განაცხადა, რომ საჭიროების მიხედვით მიიღებენ გადაწყვეტილებას.

მეტი...

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი ქართველი,  ბახმუტთან სარაკეტო იერიშს ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, ქართველი მებრძოლი უკრაინაში 2014 წლიდან იმყოფებოდა და ომის დაწყებიდან დღემდე იბრძოდა. დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

მეტი...

,,ხალხის ძალის” განცხადებებს პრორუსულს ვერ დავარქმევდი”- ანრი ოხანაშვილი

„ხალხის ძალის” განცხადებებს პრორუსულს ვერ დავარქმევდი – შეკითხვის დასმის უფლებაზე თუკი ვიტყვით რომ პრორუსულია, მაშინ დემოკრატიაში კითხვის უფლებაც პრორუსული ყოფილა, რაც აბსურდია, – ასე აფასებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი “ხალხის ძალის” განცხადებას. მისივე თქმით, ზრის ქონის და თავისუფლად გამოხატვის უფლება ეს არის კონსტიტუციით გარანტირებული უფლება. „არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებასთან დაკავშირებულ აქტივობებს რაც შეეხება, ეს ყველაფერი წესით ისედაც საჯარო უნდა იყოს და ვფიქრობ, არავითარი პრობლემა იმაში, თუ ეს გასაჯაროვდება, არ უნდა იყოს. ეს ორგანიზაციები უნდა საქმიანობდნენ გამჭვირვალედ. აშშ -ის მხარდაჭერა დემოკრატიის გაძლიერებისთვის და განვითარებისთვის, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ღირებულია, ეს…

მეტი...

„მძიმე დილაა, საქმე გვაქვს ტერორისტებთან – გახსოვდეთ, რომ უკრაინა იყო ამ მტრის გამოჩენამდე, უკრაინა იქნება მის შემდეგაც“- ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ვიდეომიმართვას ავრცელებს, რომლითაც უკრაინის ქალაქებზე დღეს დილით განხორციელებულ თავდასხმებს ეხმიანება. ზელენსკის განცხადებით, ოკუპანტებს  ორი სამიზნე აქვთ, ენერგეტიკული ობიექტები მთელი ქვეყნის მასშტაბით და უკრაინელი ხალხი. „მძიმე დილაა. საქმე გვაქვს ტერორისტებთან. ათობით რაკეტა, ირანული „შაჰიდები“. მათ ორი სამიზნე აქვთ, ენერგოობიექტები მთელი ქვეყნის მაშტაბით – კიევისა და ხმელნიცკის რეგიონები, ლვოვი და დნიპრო, ვინიცია, ფრანკოვსკის ოლქი, ზაპოროჟიე, სუმის ოლქი, ხარკოვის ოლქი, ჟიტომირის რაიონი, კიროვოგრადის რეგიონი, სახელმწიფოს სამხრეთი. ისინი ისწრაფვიან პანიკის და ქაოსის დათესვისკენ, სურთ, გაანადგურონ ჩვენი ენერგეტიკული სისტემა. მეორე სამიზნე ხალხია. შეგნებულად აირჩიეს ასეთი დრო, ასეთი სამიზნეები, რათა რაც შეიძლება…

მეტი...

,,შემზარავი ამბავია კიევისა და სხვა ქალაქების დაბომბვა, მთელი საქართველო უკრაინის გვერდით დგას!“ – სალომე ზურაბიშვილი

,,შემზარავი ამბავია კიევისა და სხვა ქალაქების დაბომბვა, მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმის მიზანი მათი განადგურება და შიშის დანერგვაა,”– ასე ეხმიანება  საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი  უკრაინის ქალაქებზე დღეს დილით განხორციელებულ თავდასხმებს. „შემზარავი ამბავია კიევისა და სხვა ქალაქების დაბომბვა. მშვიდობიან მოსახლეობაზე განურჩეველი თავდასხმის მიზანი მათი განადგურება და შიშის დანერგვაა, მაგრამ მსოფლიომ დაინახა უკრაინელი ერის სიმტკიცე; მთელი საქართველო უკრაინის გვერდით დგას!“, – წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.

მეტი...

,,დეოლოგარქიზაციის შესახებ კანონი საერთოდ არ გვჭირდება”- იაგო ხვიჩია

,,დეოლოგარქიზაციის შესახებ კანონი საერთოდ არ გვჭირდება, რადგან ამის პრობლემა ქვეყანას საერთოდ არ აქვს. საქართველოს ერთპარტიული და ერთპიროვნული მმართველობის პრობლემა აქვს,”– ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა. ხვიჩიას თქმით, ,,პრობლემას ქმნის არა ის, რომ ვიღაცას აქვს ფული, არამედ ის, რომ აქვს ერთპიროვნული ძალაუფლება“. „პრობლემა სწორად უნდა დავაიდენტიფიციროთ, რადგან ნაცვლად იმისა, რომ ერთპარტიულ მმართველობას ვებრძოლოთ, ოლიგარქებს არ ვებრძოლოთ. ეს კარგად გასააზრებელია. კარგი იქნება, თუ „ნაციონალური მოძრაობის“ და „ქართული ოცნების“ მიმართ პირად დამოკიდებულებას გვერდით გადავდებთ და გადაწყვეტილებას ჩვენი დასავლური ინტერესების გათვალისწინებით მივიღებთ. ბიძინა ივანიშვილი მდიდარი ადამიანია და მდიდარ ადამიანებთან პრობლემა არ მაქვს…

მეტი...

რუსულმა ძალებმა უკრაინის მიმართულებით 75 რაკეტა გაუშვეს, მათგან 41 საჰაერო თავდაცვის სისტემამ გაანეიტრალა

უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაურის, ვალერი ზალუჟნის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ტერიტორიის მიმართულებით 75 რაკეტა გაუშვეს, მათგან 41 უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემამ გაანეიტრალა. „დილით აგრესორმა 75 რაკეტა ისროლა. ჩვენმა საჰაერო თავდაცვამ მათგან 41 გაანეიტრალა. შეიარაღებული ძალები ყველაფერს აკეთებს თანამოქალაქეების დასაცავად. მტრის შეტევა გრძელდება. ყველას მოვუწოდებ, დარჩეს თავშესაფრებში!“- წერს უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი. უკრაინის ხელისუფლების ცნობით, რუსმა სამხედროებმა მასობრივი სარაკეტო თავდასხმებისა და უპილოტო თვითმფრინავებით თავდასხმების გარდა, შავი ზღვიდან „კალიბრის“ ტიპის რაკეტები გაუშვეს.  

მეტი...

,,დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონი ვიღაცაზე მორგებით არ უნდა დაიწეროს”- ირაკლი ქადაგიშვილი

,,დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონი ვიღაცაზე მორგებით არ უნდა დაიწეროს – არც ივანიშვილზე, არც ქადაგიშვილზე და არც კეზერაშვილზე, სამართლიან პრინციპებს უნდა ატარებდეს,” – ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა. ქადაგიშვილის განმარტებით, საბაზისოდ უკრაინული კანონის აღება იმით არის განპირობებული, რომ დეოლიგარქიზაციის შესახებ უკრაინის კანონი ევროკავშირის მიერ დადებითად არის შეფასებული. „რატომ ავიღეთ საბაზისოდ უკრაინული კანონი? – უკრიანული კანონი აბსოლუტურად ნეიტრალური იყო ჩვენი სინამდვილის გამო, არ ითვალისწინებდა ჩვენი შიდა პოლიტიკური ბრძოლისა და იარლიკების მიკერების ტენდენციას. მსოფლიოში ერთადერთი კანონია, რომელიც ოლიგარქიზაციას ეხება. სხვა ქვეყანას ასეთი პრინციპი არ დასჭირვებია. ვინაიდან, ევროკავშირმა რეკომენდაციაში…

მეტი...

სალომე ზურაბიშვილი ოფიციალური ვიზიტით რუმინეთს ეწვევა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რუმინეთის პრეზიდენტის მიწვევით, დღეს ბუქარესტს ეწვევა და ოფიციალურ ვიზიტს გამართავს. საქართველოს პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია 11 ოქტომბერს ბუქარესტში, კოტროჩენის სასახლეში გაიმართება, სადაც საქართველოს პრეზიდენტისა და რუმინეთის პრეზიდენტის, კლაუს იოჰანისის მოლაპარაკებები გაიმართება. დაგეგმილია პრეზიდენტების შეხვედრა გაფართოებულ ფორმატში, დელეგაციების თანხლებით. პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში გამართული შეხვედრების შემდეგ, პრეზიდენტები მედიისათვის პრესკონფერენციას გამართავენ და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხებენ. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია პრეზიდენტის შეხვედრები რუმინეთის უმაღლესი თანამდებობის პირებთან: პრემიერ-მინისტრ ნიკოლაე ჩუკასთან, რუმინეთის სენატის და დეპუტატთა პალატის თავმჯდომარეებთან. 12 ოქტომბერს კი, პრეზიდენტი კონსტანცაში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება, პორტს ეწვევა და საზღვაო პორტის…

მეტი...

,,პუტინი ტერორისტია, რომელიც რაკეტებით საუბრობს”- დმიტრო კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებამ უკრაინის ქალაქებზე დღეს დილით განხორციელებულ თავდასხმებს ეხმაურება. მისი თქმით, პუტინი ტერორისტია, რომელიც რაკეტებით საუბრობს. ,,პუტინის ერთადერთი ტაქტიკა არის ტერორი უკრაინის მშვიდობიან ქალაქებზე, მაგრამ ის ვერ დაანგრევს უკრაინას. ეს ასევე არის მისი პასუხი ყველა დამწყნარებელზე, ვისაც სურს მასთან მშვიდობაზე საუბარი: პუტინი ტერორისტია, რომელიც რაკეტებით საუბრობს”, – წერს  კულება ,,ტვიტერში”. რუსულმა ძალებმა უკრაინის ქალაქებზე დღეს დილით თავდასხმები განახორციელეს. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მოსახლეობას თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდებენ. მთელი უკრაინის მასშტაბით საჰაერო განგაშია გამოცხადებული.

მეტი...

კიევის ცენტრში დაბომბვებს სულ მცირე რვა ადამიანი ემსხვერპლა – დაშავდა 24

უკრაინული მედიის ინფორმაციით, კიევის ცენტრში დაბომბვებს სულ მცირე რვა ადამიანი ემსხვერპლა. მედიის ცნობით, სარაკეტო იერიშების შედეგად 24 ადამიანი დაშავდა. ცნობისთვის,  კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ სოციალურ ქსელში ცოტახნის წინ დაწერა, რომ უკრაინის დედაქალაქში რამდენიმე აფეთქება მოხდა. რუსულმა ძალებმა უკრაინის ქალაქებზე დღეს დილით თავდასხმები განახორციელეს. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მოსახლეობას თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდებენ. მთელი უკრაინის მასშტაბით საჰაერო განგაშია გამოცხადებული.

მეტი...

რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვიც დაბომბეს

რუსების საოკუპაციო ძალებმა ხარკოვიც დაბომბეს. აღნიშნულ ინფორმაციას უკრაინული მედია საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ოლეგ სინეგუბოვზე დაყრდნობით ავრცელებს. „მტერი თავს ესხმის ხარკოვს, ქალაქში აფეთქებებია, თავს გაუფრთხილდით და თავშესაფრებში დარჩით“, – აღნიშნავს სინეგუბოვი. ცნობისთვის, რუსულმა ძალებმა უკრაინის ქალაქებზე დღეს დილით თავდასხმები განახორციელეს. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მოსახლეობას თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდებენ. მთელი უკრაინის მასშტაბით საჰაერო განგაშია გამოცხადებული.

მეტი...

,,უკრაინაში განგაშის სიგნალი არ წყდება, ხდება რაკეტებით თავდასხმა – გთხოვთ, არ დატოვოთ თავშესაფრები”- ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის ქალაქებზე დღეს დილით განხორციელებულ თავდასხმებს ეხმაურება და მოსახლეობას თავშესაფარში დარჩენისკენ მოუწოდებს. „ისინი ცდილობენ ჩვენს განადგურებას და ჩვენს აღგვას პირისაგან მიწისა. ანადგურებენ ჩვენ ხალხს, რომლებსაც ზაპოროჟიეში სახლებში სძინავთ, კლავენ ადამიანებს, რომლებიც სამუშაოდ მიდიან დნიპროსა და კიევში. უკრაინაში განგაშის სიგნალი არ ცხრება. რაკეტებით თავდასხმა ხდება. სამწუხაროდ, არიან დაღუპულები და დაშავებულები. გთხოვთ, არ დატოვოთ თავშესაფრები. იზრუნეთ საკუთარ თავზე და თქვენს ახლობლებზე“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მეტი...