მოსამართლის გადაწყვეტილებით, პიჯაკების საქმის პროცესებზე, დარბაზში დამსწრეთა რაოდენობა შეიზღუდება

ე.წ. პიჯაკების საქმის მოსამართლის, ბადრი კოჭლამაზაშვილის გადაწყვეტილებით, მომდევნო პროცესიდან, დარბაზში დამსწრე პირთა რაოდენობა შეიზღუდება. გადაწყვეტილება მოსამართლემ მას შემდეგ მიიღო, რაც ,,ვივა მედიდან” მიხეილ სააკაშვილის ჩართვის დასრულების შემდეგ, დარბაზში მყოფებმა სხდომა შეძახილებით – ,,მონებო”, ,,გაათავისუფლეთ უდანაშაულო პრეზიდენტი” დატოვეს. ,,მსგავსი ქცევები სასამართლოს მიმდინარეობას ხელს უშლის და წესრიგის დაცვის მიზნით, დარბაზში დამსწრეთა რაოდენობა შეიზღუდება”, – აღნიშნა მოსამართლემ. პიჯაკების საქმის მორიგ სხდომაზე დღეს ჩვენებას ფინანსთა მინისტრის მოადგილე, გიორგი კაკაურიძე აძლევს, რომელიც წარსულში საბიუჯეტო დეპარტამენტის უფროსი იყო. აღნიშნულ საქმეზე მიხეილ სააკაშვილთან ერთად ბრალდებულია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი თეიმურაზ ჯანაშიაც. პროკურატურა ბრალდებულებს საბიუჯეტო თანხის…

მეტი...

თუ უკონტროლო მიგრაცია ასეთი ტემპით გაგრძელდება, არაერთ ევროპულ ქვეყანაში ადგილობრივი მოსახლეობა მალე უმცირესობა იქნება – კობახიძე

თუ უკონტროლო მიგრაცია ასეთი ტემპით გაგრძელდება, არაერთ ევროპულ ქვეყანაში ადგილობრივი მოსახლეობა მალე უმცირესობა იქნება, – თქვა პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ უნგრეთში –  კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციზე სიტყვით გამოსვლის დროს. ,,დღეს ე.წ. ლიბერალები აყენებენ რისკის ქვეშ ქვეყნებისა და ერების იდენტობას მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ამგვარი რისკების წინაშე ყველაზე მეტად ევროპა და აშშ დგანან, სადაც ე.წ. ლიბერალურ იდეოლოგიას ყველაზე ფართოდ აქვს ფესვები გადმული. უკონტროლო მიგრაცია უდიდეს საფრთხეს უქმნის ევროპული ქვეყნების ეროვნული იდენტობას, თუ პროცესები არსებული ტემპით გაგრძელდება, არაერთ ევროპულ ქვეყანაში ადგილობრივი მოსახლეობა ძალიან მალე უმცირესობით იქნება წარმოდგენილი”, – განაცხადა კობახიძემ.

მეტი...

ირაკლი კობახიძე არის საქართველოს პრემიერ-მინისტრი, რომელიც ყველა გამოწვევის მიუხედავად, ახერხებს ქვეყანაში ეროვნული იდენტობისა და კულტურის შენარჩუნებას – ორბანი

ირაკლი კობახიძე არის საქართველოს პრემიერ-მინისტრი, რომელიც ყველა გამოწვევის მიუხედავად, ახერხებს ქვეყანაში ეროვნული იდენტობისა და კულტურის შენარჩუნებას,- ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა „კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების“ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. უნგრეთის პრემიერმა საქართველოს მთავრობის მეთაურს მადლობა გადაუხადა. „მინდა, მივესალმო ირაკლი კობახიძეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს. ის არის მთავრობის მეთაური, რომელიც საქართველოში, ქართულ პოლიტიკაში დიდ მოჭადრაკედ მიიჩნევა. ეს გასაოცარი არ არის, რადგან საქართველოს მრავალსაუკუნოვან ისტორიაში ჭადრაკი არის გეოპოლიტიკური თამაში. ყველა გამოწვევის, ზეძალის მიუხედავად, როგორ შეიძლება, ეროვნული იდენტობისა და კულტურის შენარჩუნება ქვეყანაში, ეს ნამდვილად არის მოჭადრაკის, გროსმაისტერის უნარი. ბატონო პრემიერ-მინისტრო, მადლობას გიხდით, რომ ჩვენთან ერთად…

მეტი...

ევროკავშირში გაწევრიანება საქართველოს და ქართველი ხალხის მთავარი საგარეო-პოლიტიკური პრიორიტეტია – კობახიძე

დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მალე საქართველო გახდება ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ უნგრეთში, კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ევროკავშირში გაწევრიანება საქართველოს და ქართველი ხალხის მთავარი საგარეო-პოლიტიკური პრიორიტეტია. „დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მალე საქართველო გახდება ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი და ჩვენ ერთად შევძლებთ, მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანოთ ევროკავშირის გაძლიერებაში, მყარ ღირებულებებზე დაფუძნებული ევროპის მშენებლობაში. ღმერთმა მოგვცეს ძალა და მოგვიმართოს ხელი ამ უმნიშვნელოვანეს საქმეში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მეტი...

მამული, ენა და სარწმუნოება – ეს არის სამი მთავარი საყრდენი, რომელიც ქმნის საქართველოს ეროვნულ იდენტობას – კობახიძე

მამული, ენა და სარწმუნოება – ეს არის სამი მთავარი საყრდენი, რომელიც ქმნის საქართველოს ეროვნულ იდენტობას IV საუკუნიდან, როდესაც საქართველომ ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უნგრეთში, კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საუკუნეების განმავლობაში, ქართველები იბრძოდნენ და თავს წირავდნენ საკუთარი სამშობლოს დასაცავად. „მამული, ენა და სარწმუნოება – ეს არის სამი მთავარი საყრდენი, რომელიც ქმნის საქართველოს ეროვნულ იდენტობას IV საუკუნიდან, როდესაც საქართველომ ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადა. ისტორიულად, ჩვენს პატარა, მაგრამ თავისუფლებისმოყვარე და ამაყ ქვეყანას იმპერიების გზაგასაყარზე უწევდა არსებობა. საუკუნეების განმავლობაში, ქართველები…

მეტი...

გაზაფხული პეკინში

ჩინეთში ფესტივალს კულტურული და ტრადიციული დატვირთვა აქვს. აქ წელიწადში უამრავი ფესტივალი იმართება, რომელიც ულამაზესი სანახავია. გაზაფხულს კი ჩინეთის დედაქალაქ პეკნიში ასე ხვდებიან – სანახაობით, კოსტიუმირებული წარმოდგენებით, კონცერტებით, ყვავილების გამოფენით, მორთულობით, ხალისით და რა თქმა უნდა ტრადიციული კულინარიით. ეკა გულუა

მეტი...

აჭის წმ. გიორგის ეკლესიის კედლის მხატვრობა მდგომარეობის დამძიმების რისკის ქვეშაა – თორნიკე ბარათაშვილი

ორგანიზაცია ,,ევროპა ჩვენი სახლიას” დამფუძნებელი, თორნიკე ბარათაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხაურში, აჭის წმინდა გიორგის ეკლესიაში თვალშისაცემია კედლიდან ბათქაშის ფენის მოცილება. ასევე, არაერთ ადგილზე, შეინიშნება სახურავიდან წყლის ინფილტრაციის და ზემოქმედების კვალი. როგორც მან აღნიშნა, საჭიროა სასწრაფო კვლევით სამუშაოები ვითარების შესაფასებლად და გადაუდებელი ჩარევებისთვის. ,,აჭის წმინდა გიორგის ეკლესია კულტურული მემკვიდრეობის უნიკალური ფერწერით გამორჩეული ძეგლის მდგომარეობა საყურადღებოა. სოფელი აჭი, ექვთიმე თაყაიშვილის მშობლიური სოფლის, ლიხაურის თემში, ოზურგეთიდან 9 კმ-ში, აჭის წყლის ხეობაში მდებარეობს. დარბაზული ტიპის ბაზილიკის შესახებ მცირე მონაცემებია დაცული, სავარაუდოდ, მშენებლობა VIII საუკუნის, კედლის მხატვრობა XIII საუკუნისაა. ფერწერის ძირითადი…

მეტი...

იტალიის დემოკრატიული პარტიის წევრი, დეპუტატი ელ ფატო სუნამოს ქურდობისთვის აეროპორტში დააკავეს

იტალიის დემოკრატიული პარტიის წევრი, რომის ფიუმიჩინო, აეროპორტის მაღაზიიდან ბრენდირებული სუნამოს მოპარვის გამო დააკავეს. ინფორმაციას Il Fatto Quotidiano ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, დეპუტატმა სუნამო მეუღლისთვის საჩუქრად აიღო, შემდეგ კი მაღაზია გადაუხდელად დატოვა. „უბრალოდ პიჯაკის ჯიბეში ჩავდე სუნამოს პაკეტი და ველოდებოდი სალაროსთან მისვლას“, – განმარტა მან მას შემდეგ, რაც ქურდობის საწინააღმდეგო საგანგაშო სიგნალი ამოქმედდა. ხმაურმა დაცვის თანამშრომლის ყურადღება მიიპყრო, რომელმაც დეპუტატ ფასინოს ჯიბეში გადაუხდელი პაკეტი იპოვა და აეროპორტში მყოფ პოლიციას შეატყობინა. ფასინომ, თავისი კეთილსინდისიერების საჩვენებლად, შესთავაზა, რომ ორ სუნამოს იყიდდა საქმის დახურვისთვის, მაგრამ უსაფრთხოების სისტემის სურათების გადახედვის შემდეგ, მენეჯერებმა უარი უთხრეს. „გაოგნებული ვარ,…

მეტი...

ირანელ რეპერს ანტისამთავრობო გამოსვლების გამო სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს

ირანელ რეპერს, თუმაჯ სალეჰის ანტისამთავრობო გამოსვლების გამო სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს. თუმაჯ სალეჰი თავის სიმღერებში 2022 წელს მაჰსა ამინის გარდაცვალების შემდეგ დაწყებულ გამოსვლებს უჭერდა მხარს. ინფორმაციას BBC ავრცელებს. სალეჰი 2022 წლის ოქტომბერში მას შემდეგ დააპატიმრეს, რაც საპროტესტო აქციების მხარდასაჭერად საჯარო განცხადებები გააკეთა. 2023 წლის ივლისში მას ექვსი წლით და სამი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს, ხოლო მიმდინარე წლის იანვარში ახალი ბრალდებები წაუყენეს, რის გამოც სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს. როგორც ბრალდებულის ადვოკატი აცხადებს, გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს. ირანის მთავრობას აღნიშნულის შესახებ კომენტარი არ გაუკეთებია. შეგახსენებთ, რომ მაჰსა ამინი 2022 წლის სექტემბერში, „მორალის პოლიციის“ მიერ ჰიჯაბის არასათანადოდ…

მეტი...

იტალიაში მიგრანტების უკანონოდ გადაყვანის ბრალდებით ქართველი დააკავეს

იტალიაში, სან დორლიგო დელა ვალეში დააკავეს ქართველი, რომელიც მიგრანტები უკანონოდ გადაყვანაშია ეჭვმიტანილი. ადგილობრივი მედიის ცნობით, პოლიცია აედევნა ეჭვმიტანილს, რა დროსაც ქართველმა მანქანის მართვაზე კონტროლი დაკარგა და გზიდან გადავარდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. როგორც ცნობილია, მიგრანტებმა გაქცევა შეძლეს და მათ პოლიცია ეძებს.

მეტი...

ანტისემიტურმა ბრბომ აშშ-ის წამყვანი უნივერსიტეტები მოიცვა, ეს უნდა შეწყდეს – ნეთანიაჰუ

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ბოლო დროს აშშ-ის უნივერსიტეტებში პალესტინის მხარდამჭერ პროტესტებს ეხმაურება და მათ ანტისემიტურს უწოდებს. „ანტისემიტურმა ბრბომ წამყვანი უნივერსიტეტები მოიცვა. ისინი ისრაელის განადგურების მოწოდებებით გამოდიან, თავს ესხმიან ებრაელ სტუდენტებსა და ებრაულ ფაკულტეტებს. ეს არის 1930 წელს, გერმანიის უნივერსიტეტებში მომხდარის გამეორება. ეს არასწორია და უნდა შეწყდეს. ეს ცალსახად უნდა იყოს დაგმობილი. მაგრამ ესე არ მომხდარა”, – ამბობს ნეთანიაჰუ. მისი თქმით, პროტესტის მონაწილეები გამოდიან არა მხოლოდ ისრაელის და ებრაელების სიკვდილის მოთხოვნით, არამედ აშშ-ის სივკდილის მოთხოვნითაც. „ისტორიაში ჩვენ ვნახეთ, რომ ანტისემიტურ თავდასხმებს წინ ყოველთვის უძღოდა ლანძღვა და ცილისწამება. ჩვენ უნდა შევაჩეროთ ანტისემიტიზმი”,…

მეტი...

რუსთავის N1 პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმმა ეგვიპტის მოქალაქეს, 2 000 დოლარის სანაცვლოდ, ყალბი ცნობა შეუდგინეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი პირი ამხილეს. ,,რუსთავის N1 პოლიკლინიკის” დირექტორმა და ამავე კლინიკის ექიმმა ეგვიპტის მოქალაქეს, რომელიც დეპორტაციას ექვემდებარებოდა, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ყალბი ცნობა შეუდგინეს – 2000 აშშ დოლარის სანაცვლოდ. ,,საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ კერძო სამკურნალო დაწესებულება შპს „ქ. რუსთავის N1 პოლიკლინიკის“ დირექტორმა ი.ნ-მ და ამავე პოლიკლინიკის ექიმმა მ.წ-მ, ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის მოქალაქეს, რომელიც საქართველოში ბინადრობის უფლების ვადის გასვლის გამო დეპორტაციას ექვემდებარებოდა, 2000 აშშ დოლარის სანაცვლოდ, დაუმზადეს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ყალბი ცნობა, ფორმა N100, რომელშიც დააფიქსირეს სხვადასხვა არარსებული დაავადება, რაც…

მეტი...

შეუთავსებელია ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებთან – ლიეტუვის საელჩო რუსულ კანონზე

საქართველოში ლიეტუვის საელჩოს განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ რუსული კანონი ეწინააღმდეგება ევროკავშირის რეკომენდაციებს და შეუთავსებელია ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებთან. დიპლომატიური უწყება პასუხობს პარლამენტის თავმჯდომარეს, რომელმაც ევროპარლამენტარ პეტრას აუსტრევიჩუსის განცხადების გამო საელჩოსგან განმარტება მოითხოვა: იხილეთ სრულად: ,,ლიეტუვა დიდი ხნის განმავლობაში არის და კვლავაც რჩება ერთგული ხელი შეუწყოს საქართველოსა და ლიეტუვის რესპუბლიკას შორის არსებულ ხანგრძლივი მეგობრობისა და განსაკუთრებული ურთიერთობების უნიკალურ ხასიათს. ასევე ლიეტუვა ცალსახად მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, ისევე როგორც საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. ლიეტუვამ და ლიეტუველმა ხალხმა პირველებმა გაუწოდეს საქართველოს მხარდაჭერის ხელი 2008…

მეტი...

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ადასტურებს ATACMS-ების უკრაინისთვის გადაცემას

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილემ, ვედანტ პატელმა დაადასტურა, რომ შტატებმა უკრაინას, მის ტერიტორიაზე გამოსაყენებლად შორი რადიუსის მოქმედების ATACMS-ის ტიპის რაკეტები გაუგზავნა. ,,მე შემიძლია დავადასტურო, რომ შეერთებულმა შტატებმა უკრაინას პრეზიდენტის პირდაპირი მითითებით მიაწოდა ATACMS შორი რადიუსის რაკეტები”, – თქვა მან ჟურნალისტებთან და აღნიშნა, რომ რაკეტები უკრაინაში აპრილში ჩავიდა. მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ უკრაინას საიდუმლოდ გადასცემდა შორი რადიუსის მოქმედების ATACMS-ებს. Reuters-სთან ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა დაადასტურა, რომ შორი რადიუსის რაკეტები შედიოდა 300 მილიონი დოლარის დახმარების პაკეტში, რომელიც უკრაინას მარტში მიაწოდეს. მისი თქმით, ეს რაკეტა გამოიყენა უკრაინამ 17 აპრილს, ყირიმში, რუსულ აეროდრომზე დარტყმისას.

მეტი...

ლაზარე გრიგორიადისი პარლამენტთან მყოფ ახალგაზრდებს შეუერთდა

მარტის აქციებზე დაკავებული ლაზარე გრიგორიადისი, რომელიც პოლიტიკურ სასჯელს 1 წლისა და 1 თვის განმავლობაში იხდიდა და რომელმაც სასჯელაღსრულების დაწესებულება, 24 აპრილს, პრეზიდენტის შეწყალების შემდეგ დატოვა, პარლამენტთან მყოფ ახალგაზრდებს შეუერთდა. შეგახსენებთ, რომ საპატიმროს დატოვების შემდეგ ლაზარემ ჟურნალისტებთან თქვა, რომ ,,ბრძოლა გრძელდება, რუსული კანონი დემოკრატიას უთხრის ძირს და არ შეიძლება ასეთი კანონები ევროკავშირის გზაზე მივიღოთ”.

მეტი...

სასამართლომ გელა ხასაიას 2 600-ლარიანი ჯარიმა დააკისრა

სასამართლომ ,,გირჩი – მეტი თავისუფლების” წევრს, გელა ხასაიას 2 600-ლარიანი ჯარიმა დააკისრა. ხასაია 16 აპრილს, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დააკავეს. ,,მიუხედავად ყველაფრისა დამაჯარიმეს 2600 ლარით. სპეკტაკლი დასრულებულია”, – წერს ხასაია. ბრალდების მხარე ამტკიცებდა, რომ ხასაია პოლიციის კორდონის გარღვევას ცდილობდა და პოლიციას სიტყვიერ შეურაცხყოფასაც აყენებდა. პარტიის თავმჯდომარე ზურაბ გირჩი ჯაფარიძე კი სამართალდამცავების მხრიდან ხასაიას მიმართ ფიზიკურ ძალადობაზე საუბრობდა.

მეტი...

ცოლის წინააღმდეგ დაწყებული გამოძიების გამო, ესპანეთის პრემიერი შესაძლოა გადადგეს

ესპანეთის პრემიერმინისტრმა, პედრო სანჩესმა საჯარო მოვალეობების შესრულება შეიჩერა, რათა დაფიქრდეს, დარჩეს თუ არა პოსტზე, მას შემდეგ, რაც სასამართლომ მის ცოლის მიმართ წინასწარი გამოძიება დაიწყო. ბეგონა გომესი, კორუფციაშია ეჭვმიტანილი. პრემიერმინისტრის განცხადებით, მისი ცოლი აპირებს გამოძიებასთან თანამშრომლობას. საჩივარი ბეგონია გომესის წინააღმდეგ ანტიკორუფციული მოძრაობის მონაწილეებმა – ,,მანოს ლიმპიასი” (სუფთა ხელები), შეიტანეს, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს არაერთ გახმაურებულ სასამართლო საქმეში ბოლო წლებში და მათ ხელმძღვანელობს ულტრამემარჯვენეებთან დაკავშირებული პირი. ესპანეთის პრემიერმინისტრმა განაცხადა, რომ მედიას ორშაბათს, 29 აპრილს გააცნობს გადაწყვეტილებას.

მეტი...

თბილისში და საქართველოს ზოგიერთ რაიონში ჰაერში ფიქსირდება მყარი ნაწილაკების შემცველობის მატება

24 აპრილიდან დედაქალაქში და საქართველოს ზოგიერთ რაიონში ატმოსფერულ ჰაერში ფიქსირდება მყარი ნაწილაკების (PM10, PM2.5) შემცველობის მატება, რაც ძირითადად ტრანსსასაზღვრო დაბინძურებას უკავშირდება და სამხრეთიდან და სამხრეთ-აღმოსავლეთიდან უდაბნოს მტვრის მასების გავრცელებით არის განპირობებული. გარემოს ეროვნული სააგენტო აღნიშნავს, რომ ტრანსასაზღვრო დაბინძურება წლის განმავლობაში გარკვეულ დღეებში ფიქსირდება ანალოგიური სინოპტიკური სიტუაციის დროს.

მეტი...

ირაკლი კობახიძე უნგრეთში კონსერვატორთა კონფერენციის ერთ-ერთი სპიკერია

დღეს, 25 აპრილს, პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე უნგრეთში მონაწილეობას მიიღებს კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაში (CPAC) სადაც ერთ-ერთი სპიკერი იქნება. კობახიძე მთავრობის დელეგაციასთან ერთად ბუდაპეშტში უკვე გაემგზავრა. გახსნით სესიაზე კობახიძესთან ერთად სიტყვით გამოვა უნგრეთის პრემიერმინისტრი, ვიქტორ ორბანიც. ვიზიტის ფარგლებში კობახიძე და ორბანის ცალკე შეხვედრაცაა დაგეგმილი. საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი არიან.

მეტი...