თუ უკონტროლო მიგრაცია ასეთი ტემპით გაგრძელდება, არაერთ ევროპულ ქვეყანაში ადგილობრივი მოსახლეობა მალე უმცირესობა იქნება – კობახიძე

თუ უკონტროლო მიგრაცია ასეთი ტემპით გაგრძელდება, არაერთ ევროპულ ქვეყანაში ადგილობრივი მოსახლეობა მალე უმცირესობა იქნება, – თქვა პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ უნგრეთში –  კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციზე სიტყვით გამოსვლის დროს.

,,დღეს ე.წ. ლიბერალები აყენებენ რისკის ქვეშ ქვეყნებისა და ერების იდენტობას მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ამგვარი რისკების წინაშე ყველაზე მეტად ევროპა და აშშ დგანან, სადაც ე.წ. ლიბერალურ იდეოლოგიას ყველაზე ფართოდ აქვს ფესვები გადმული.

უკონტროლო მიგრაცია უდიდეს საფრთხეს უქმნის ევროპული ქვეყნების ეროვნული იდენტობას, თუ პროცესები არსებული ტემპით გაგრძელდება, არაერთ ევროპულ ქვეყანაში ადგილობრივი მოსახლეობა ძალიან მალე უმცირესობით იქნება წარმოდგენილი”, – განაცხადა კობახიძემ.

მსგავსი თემები