ცოლის წინააღმდეგ დაწყებული გამოძიების გამო, ესპანეთის პრემიერი შესაძლოა გადადგეს

ესპანეთის პრემიერმინისტრმა, პედრო სანჩესმა საჯარო მოვალეობების შესრულება შეიჩერა, რათა დაფიქრდეს, დარჩეს თუ არა პოსტზე, მას შემდეგ, რაც სასამართლომ მის ცოლის მიმართ წინასწარი გამოძიება დაიწყო.

ბეგონა გომესი, კორუფციაშია ეჭვმიტანილი. პრემიერმინისტრის განცხადებით, მისი ცოლი აპირებს გამოძიებასთან თანამშრომლობას.

საჩივარი ბეგონია გომესის წინააღმდეგ ანტიკორუფციული მოძრაობის მონაწილეებმა – ,,მანოს ლიმპიასი” (სუფთა ხელები), შეიტანეს, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს არაერთ გახმაურებულ სასამართლო საქმეში ბოლო წლებში და მათ ხელმძღვანელობს ულტრამემარჯვენეებთან დაკავშირებული პირი.

ესპანეთის პრემიერმინისტრმა განაცხადა, რომ მედიას ორშაბათს, 29 აპრილს გააცნობს გადაწყვეტილებას.

მსგავსი თემები