ირაკლი კობახიძე უნგრეთში კონსერვატორთა კონფერენციის ერთ-ერთი სპიკერია

დღეს, 25 აპრილს, პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე უნგრეთში მონაწილეობას მიიღებს კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაში (CPAC) სადაც ერთ-ერთი სპიკერი იქნება.

კობახიძე მთავრობის დელეგაციასთან ერთად ბუდაპეშტში უკვე გაემგზავრა. გახსნით სესიაზე კობახიძესთან ერთად სიტყვით გამოვა უნგრეთის პრემიერმინისტრი, ვიქტორ ორბანიც. ვიზიტის ფარგლებში კობახიძე და ორბანის ცალკე შეხვედრაცაა დაგეგმილი. საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი არიან.

მსგავსი თემები