“უცოდველი არც ერია და არც ბერი, შევუნდოთ ერთმანეთს ცოდვები” – მონაზონი

პარლამენტის წინ მიმდინარე აქციას, სადაც “ღირსების მარშს” აპროტესტებენ, სასულიერო პირებიც შეუერთდნენ. როგორც აქციის მონაწილე მონაზონმა ალისია ბოლოთაშვილმა “მედიაცენტრ მთავართან” საუბრისას აღნიშნა, საქართველოში უზნეობა არ უნდა ხდებოდეს.

“დღეს, მეუფესთან და ჩვენს მამებთან ერთად ვარ. ვაპროტესტებ უზნეობას, პროვოკაციას. თხოვნით მივმართავ ყველას, უცოდველი არც ერია და არც ბერი, შევუნდოთ ერთმანეთს ცოდვები, გავმთლიანდეთ და ვიცხოვროთ ერთიან და ძლიერ საქართველოში. ცოდოა ჩვენი მომავალი თაობა, ჩვენი ხვალინდელი დღე. ძალიან აგრესიულები არიან, რას ჰქვია შენ “ქოცი” ხარ, შენ “ნაცი”, შენ “ეს” ხარ შენ – “ის”, უფლის თვალში ყველანი ერთი ვართ ყველანი ერთიანი საქართველოს შვილები ვართ” – განუცხადა მონაზონმა ​მეიაცენტრ მთავარს”.

მსგავსი თემები