აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ადასტურებს ATACMS-ების უკრაინისთვის გადაცემას

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილემ, ვედანტ პატელმა დაადასტურა, რომ შტატებმა უკრაინას, მის ტერიტორიაზე გამოსაყენებლად შორი რადიუსის მოქმედების ATACMS-ის ტიპის რაკეტები გაუგზავნა.

,,მე შემიძლია დავადასტურო, რომ შეერთებულმა შტატებმა უკრაინას პრეზიდენტის პირდაპირი მითითებით მიაწოდა ATACMS შორი რადიუსის რაკეტები”, – თქვა მან ჟურნალისტებთან და აღნიშნა, რომ რაკეტები უკრაინაში აპრილში ჩავიდა.

მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ უკრაინას საიდუმლოდ გადასცემდა შორი რადიუსის მოქმედების ATACMS-ებს. Reuters-სთან ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა დაადასტურა, რომ შორი რადიუსის რაკეტები შედიოდა 300 მილიონი დოლარის დახმარების პაკეტში, რომელიც უკრაინას მარტში მიაწოდეს. მისი თქმით, ეს რაკეტა გამოიყენა უკრაინამ 17 აპრილს, ყირიმში, რუსულ აეროდრომზე დარტყმისას.

მსგავსი თემები