სასამართლომ გელა ხასაიას 2 600-ლარიანი ჯარიმა დააკისრა

სასამართლომ ,,გირჩი – მეტი თავისუფლების” წევრს, გელა ხასაიას 2 600-ლარიანი ჯარიმა დააკისრა. ხასაია 16 აპრილს, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დააკავეს.

,,მიუხედავად ყველაფრისა დამაჯარიმეს 2600 ლარით. სპეკტაკლი დასრულებულია”, – წერს ხასაია.

ბრალდების მხარე ამტკიცებდა, რომ ხასაია პოლიციის კორდონის გარღვევას ცდილობდა და პოლიციას სიტყვიერ შეურაცხყოფასაც აყენებდა.

პარტიის თავმჯდომარე ზურაბ გირჩი ჯაფარიძე კი სამართალდამცავების მხრიდან ხასაიას მიმართ ფიზიკურ ძალადობაზე საუბრობდა.

მსგავსი თემები