ანტისემიტურმა ბრბომ აშშ-ის წამყვანი უნივერსიტეტები მოიცვა, ეს უნდა შეწყდეს – ნეთანიაჰუ

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ბოლო დროს აშშ-ის უნივერსიტეტებში პალესტინის მხარდამჭერ პროტესტებს ეხმაურება და მათ ანტისემიტურს უწოდებს.

„ანტისემიტურმა ბრბომ წამყვანი უნივერსიტეტები მოიცვა. ისინი ისრაელის განადგურების მოწოდებებით გამოდიან, თავს ესხმიან ებრაელ სტუდენტებსა და ებრაულ ფაკულტეტებს. ეს არის 1930 წელს, გერმანიის უნივერსიტეტებში მომხდარის გამეორება. ეს არასწორია და უნდა შეწყდეს. ეს ცალსახად უნდა იყოს დაგმობილი. მაგრამ ესე არ მომხდარა”, – ამბობს ნეთანიაჰუ.

მისი თქმით, პროტესტის მონაწილეები გამოდიან არა მხოლოდ ისრაელის და ებრაელების სიკვდილის მოთხოვნით, არამედ აშშ-ის სივკდილის მოთხოვნითაც.

„ისტორიაში ჩვენ ვნახეთ, რომ ანტისემიტურ თავდასხმებს წინ ყოველთვის უძღოდა ლანძღვა და ცილისწამება. ჩვენ უნდა შევაჩეროთ ანტისემიტიზმი”, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.

მსგავსი თემები