დეპუტატი ოდიშარია ლატვიის საპატიო კონსულობიდან გაათავისუფლეს

მმართველი პარტიის წევრი, დეპუტატი ბექა ოდიშარია ლატვიის საპატიო კონსული არ არის. ის საპატიო კონსულის პოზიციიდან გაათავისუფლეს.

ინფორმაცია ლატვიის საგარეო სამინისტროს გვერდზეა განთავსებული, სადაც  ოდიშარია  ჩამონათვალში არ არის.

ოდიშარიასთვის ლატვიის საპატიო კონსულის სტატუსის მოხსნასთან დაკავშირებით ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ლატვიის სეიმის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ რიჰარდს კოლსმა მიმართა.  აღნიშნულის მიზეზი საქართველოს პარლამენტში ბექა ოდიშარიას მხირიდან ოპოზიციონერი ქალი დეპუტატების მისამართით უხამში და შეურაცხმყოფელი გამონათქვამი გახდა.

 

 

 

მსგავსი თემები