ამ კანონის მიღება არის აუცილებელი პირობა იმისათვის, რომ ჩვენ წინ წავიწიოთ ევროინტეგრაციის გზაზე – კობახიძე

ჩვენ მხოლოდ გაგვიხარდება თუ იქნება რაც შეიძლება მეტი კომუნიკაცია და უფრო მეტიც – ძალაში რჩება ჩვენი შეთავაზება პარტნიორების მიმართ, რომ ქართული საზოგადოების თვალწინ დავსხდეთ და ვიმსჯელოთ ამ კანონის ავკარგიანობაზე, – ამის შესახებ მთავრობის მეთაურმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, დემოკრატიული პროცესი ითვალისწინებს იმას, რომ კანონზე მსჯელობენ პოლიტიკური პარტიები პარლამენტში, ქვეყნის შიგნით.

„ჯოსეფ ბორელი მათ შორის, და არა მხოლოდ დიპლომატი, არამედ ნებისმიერი ევროპელი პოლიტიკოსი როდესაც აკეთებს განცხადებას კანონთან დაკავშირებით, რომელსაც იღებს პარლამენტი, ის ავტომატურად ერთვება პოლიტიკურ დებატებში. ანუ დღეს ჯოზეფ ბორელი არის ჩართული იმ პოლიტიკურ დებატებში, რომელიც ქვეყნის შიგნით უნდა წარმოებდეს. კანონია განსახილველი და დემოკრატიული პროცესი რას ითვალისწინებს – კანონზე მსჯელობენ პოლიტიკური პარტიები პარლამენტში და არა ვიღაც გარედან, მათ შორის, თუნდაც პარტნიორი და მეგობარი. ეს რა თქმა უნდა, ჩარევაა.

დემოკრატიული პროცესი ასე წარიმართება, ასეა ყველა ქვეყანაში – არის პარლამენტი, უმრავლესობა და ოპოზიცია. როდესაც დისკუსია წარიმართება კანონპროექტთან დაკავშირებით, ოპოზიციამ კეთილი უნდა ინებოს და დაამტკიცოს, რომ კანონი არ არის კარგი და ასე იმართება დემოკრატიული დისკუსიები. ამ შემთხვევაში ხდება რა, ოპოზიცია ვერ ამტკიცებს რომ კანონი არის ცუდი, ჩვენ საბოლოო ჯამში ვერც ერთი არგუმენტი ვერ მოვისმინეთ”, – აღნიშნა პრემიერმა.

მსგავსი თემები