„ქართული ოცნება“ რუსული ოცნებაა“ –  ევროპარლამენტარი

ევროპარლამენტარები საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით ევროპარლამენტში მწვავე განცხადებებს აკეთებენ. ისინი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონს“  რუსულ ინტერესებთან აიგივებენ და აცხადებენ რომ ეს სწორედ „რუსული ოცნებაა“

„ყველა ჯერზე, როცა ვფიქრობ, რომ “ქართული ოცნება” მაქსიმალურად დაეცა, ისინი კიდევ უფრო დაბლა დაცემით მაოცებენ.  “ქართული ოცნება” რეალურად რუსული ოცნებაა”. როდესაც 83-მა დეპუტატმა ერთხმად დაუჭირა მხარი რუსულ კანონს, ეს დემოკრატიას არ ნიშნავს. და ამ 83 ღილაკის დამჭერი მარიონეტების მმართველი ივანიშვილია.  მარიონეტების მმართველის მარიონეტების მმართველი კრემლში ზის“ –  ეს განცხადება ევროპარლამენტარმა ფონ კრამონმა გააკეთა.

მსგავსი თემები