მივმართავთ ყველა პარტნიორს ევროკავშირში და ამერიკაში, ჩვენ გვერდით დადგნენ ევროპული ფასეულობების დასაცავად – ნიკა გვარამია

სტრასბურგში, პარტია “ახალის” თანადამფუძნებელი ნიკა გვარამია ევროპარლამენტარებთან ერთად ბრიფინგს მართავს. ისინი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებსა და რუსული კანონის ხელახლა ინიცირებაზე საუბრობენ.

ნიკა გვარამიამ მოუწოდა პარტნიორებს ევროკავშირში და ამერიკაში, დადგნენ ქართველი ხახლის გვერდით ევროპული ფასეულობების დასაცავად.

,,ჩვენ შემოგვთავაზეს საკანონმდებლო ცვლილებები და სამწუხაროდ ეს ცვლილებები ასახავს ან იმეორებს რუსული კანონმდებლობის მიმართულებას, რომელიც საფრთხეს უქმნის არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედია ორგანიზაციებს. ახლა შემოიტანეს ახალი კანონი, რომელსაც მე ვუწოდებ რუსული კანონი 2 და ეს არის მცდელობა შემოიტანონ რუსული კაპიტალი საქართველოში, რომელიც ასევე უქმნის საქართველოს საშიშროებას.

ძალიან აშკარაა, რომ საქართველოს მთავრობა არ ასრულებს ევროკავშირის რეკომენდაციებს და ასეთი ანტიდემოკრატიული ზომების საწინააღმდეგოდ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენმა ევროპელმა პარტნიორებმა დაიკავონ მტკიცე პოზიცია. ჩვენ მივმართავთ ევროპარლამენტის წევრებსა და ევროკავშირის ხელმძღვანელებს, რომ სწორი პოზიცია დაიკავონ ამ კანონების მიმართ, რომლებიც აკნინებენ საქართველოს ევროინტეგრაციის საშუალებას”, – განაცხადა გვარამიამ.

მსგავსი თემები