ევროპარლამენტი ბიძინა ივანიშვილისა და დეპუტატების სანქცირების რეზოლუციის დოკუმენტს იხილავს

ევროპარლამენტი რეზოლუციის პროექტს განიხილავს, რომელიც “ქართული ოცნების” წევრებისა და ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას ითვალისწინებს. აღნიშნულთან დაკავშირებით კენჭისყრა 25 აპრილს გაიმართება. კენჭისყრაში მონაწილეობას ევროპარლამენტარებთან ერთად, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელიც მიიღებს.

რეზოლუციის პროექტი ევროპარლამენტის ვებგვერდზეა ატვირთული. ევროპარლამენტი მიიჩნევს, რომ კანონმდებლობის “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” მიღების შემთხვევაში, ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს საქართველოს პარლამენტის ყველა წევრს, ვინც მხარი დაუჭირა კანონს”;

“კიდევ ერთხელ იმეორებს თავის მოწოდებას ევროკავშირის საბჭოსადმი, განიხილოს პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესება”;

ევროკომისიას მოუწოდებს, რომ საქართველოსთვის მთელი ფინანსური დახმარება დამოკიდებული გახდეს იმაზე, რომ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი იქნება გაწეული”.

მსგავსი თემები