„უნდა განვიხილოთ წერტილოვანი სანქციები“ – ევროპარლამენტარი

ევროდეპუტატი ანა ფოტიგა, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონპროეტის“ გამო საქართველოს ხელისუფლებისთვის სანქციების დაწესებაზე საუბრობს. როგორც ევროდეპუტატი აცხადებს,  უნდა განიხილონ წერტილოვანი სანქციები.

„ჩვენ მივანიჭეთ საქართველოს კანდიდატის სტატუსი გავაცნობიერეთ რა ქართველი ხალხის ნება. ქართველი ხალხის ნება უკვე მძიმედ დაირღვა ე.წ. „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტის ხელახლა წარდგენით… “ჩვენ უნდა განვიხილოთ წერტილოვანი სანქციები – პირველ რიგში, ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ და მოვითხოვოთ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება”, – განაცხადა ევროპარლამენტარმა ანა ფოტიგამ.

მსგავსი თემები