დარწმუნებული ვარ, ბატონ ბორელს არც კი აქვს წაკითხული ეს კანონპროექტი – პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი რუსულ კანონთან დაკავშირებით ამბობს, რომ ევროკომისიის უმაღლეს წარმომადგენელს, ჯოზეფ ბორელს კანონპროექტი წაკითხული არ აქვს.

,,სინამდვილეში, არის მცდელობა, რომ იყოს საუბარი ლოზუნგებით და არა შინაარსით. ჩვენ, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში რასაც ვაკეთებთ, ვთავაზობთ შინაარსს და ვხედავთ ქცევას, რადიკალური ოპოზიცია რას აკეთებს – ხევს პლაკატებს, სადაც არის ერთადერთი რამ მითითებული, ლინკი კანონპროექტზე და არ უნდათ, რომ ადამიანებმა წაიკითხონ ეს კანონპროექტი. უნდათ, ამყოფონ საზოგადოება ამ ინფორმაციის გარეშე. მე დარწმუნებული ვარ, ბატონ ბორელს არც კი აქვს წაკითხული ეს კანონპროექტი, აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ”, – ამბობს პაპუაშვილი.

მსგავსი თემები