ლევან იზორია მოვიწვიე ,,აგენტების კანონზე” სასაუბროდ, კანონი შეუთავსებელია EU-ს ღირებულებებთან – როთი

ლევან იზორია მოვიწვიე ,,აგენტების კანონზე” სასაუბროდ, კანონი შეუთავსებელია EU-ს ღირებულებებთან, – ამის შესახებ, წერს ბუნდესტაგის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაელ როთი, X-ზე.

,,მე მოვიწვიე საქართველოს ელჩი, ლევან იზორია, რათა ვისაუბრო მასთან “აგენტების კანონზე.” მადლობა ამისთვის. მე მხარს ვუჭერ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების მრავალპარტიულ პროტესტს – კანონი შეუთავსებელია ევროკავშირის ღირებულებებთან და საფრთხეს უქმნის საქართველოს გზას ევროკავშირისკენ.”

მსგავსი თემები