სოციალურ ქსელში ერთ-ერთ საფლავზე ნაპოვნი ფოტოს შესახებ გავრცელდა ინფორმაცია. მასზე, დაახლოებით, 2-3 წლის ბავშვია გამოსახული.
„მეგობრის დედამ მამამისის საფლავზე იპოვა ეს ჩამარხული, ფონიჭალის სასაფლაოზე, ბავშვია სურათზე, როგორც ჩანს, დიდი ხნის ჩამარხულია… როგორ მივაგნოთ ამ ბავშვის მშობლებს, რომ გავაგებინოთ… არ ჩანს ბავშვი კარგად, 2-3 წლის იქნება, დაახლოებით… იქნებ ვინმემ მაინც იცნოს“, – წერს მოქალაქე.