29 აპრილს დიდიც და პატარაც, ქალიც და კაციც, საჯარო მოხელეც, ბიზნესმენიც, ყველა უნდა იყოს რუსთაველზე იმისთვის, რომ ქართველი ერის ხმა ყველამ გაიგოს – შალვა პაპუაშვილი

დიდიც და პატარაც, ქალიც და კაციც, საჯარო მოხელეც, ბიზნესმენიც, ყველა უნდა იყოს რუსთაველზე იმისთვის, რომ ქართველი ერის ხმა ყველამ გაიგოს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

„მოწოდება არის ყველას მიმართ, 29 აპრილს შეკრება არის ეროვნული მნიშვნელობის საკითხი, როდესაც ვუპირისპირდებით „შავ ფულს“, რომელიც შემოდის უცხოეთიდან, ვუპირისპირდებით ქართული ღირებულებების წინააღმდეგ მიმართულ პროპაგანდას. ეს არის ეროვნული და ღირსების საკითხი, რომ ყველა გამოვიდეს რუსთაველზე და დავანახოთ ყველას, ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც, რა სურს ქართველ ხალხს. ქართველი ხალხის სურვილი გამოიხატება ყველას სიტყვაში. აქ დიდიც და პატარაც, ქალიც და კაციც, საჯარო მოხელეც, ბიზნესმენიც, ყველა უნდა იყოს რუსთაველზე იმისთვის, რომ ქართველი ერის ხმა ყველამ გაიგოს“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

მსგავსი თემები