რუსეთი საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდებს საქართველოში, აქციებში მონაწილეობა არ მიიღონ

რუსეთის სახელმწიფო დუმის უსაფრთხოებისა და ანტიკორუფციული კომიტეტი საკუთარ მოქალაქეებს აფრთხილებს. როგორც  კომიტეტის ხელმძღვანელი, ვასილი პისკარევი აცხადებს, საქართველოში მყოფმა რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებმა თავი უნდა შეიკავონ „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონის საწინააღმდეგო აქციებში მონაწილეობისგან.

„საქართველოში მცხოვრები რუსები ამ დღეებში მასიურად მონაწილეობენ ქუჩის საპროტესტო აქციებში „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონის წინააღმდეგ. ვურჩევ რუსეთის მოქალაქეებს, თავი შეიკავონ მსგავს აქციებში მონაწილეობისგან, არ არის საჭირო ქართველი ხალხის სტუმართმოყვარეობის ბოროტად გამოყენება და გარე ძალების ხელში, რომლებიც სუვერენულ საქართველოში სიტუაციის დესტაბილიზაციას ცდილობენ, ინსტრუმენტად ქცევა“, – აცხადებს პისკარევი.

 

მსგავსი თემები