“თუ საქართველო ამ კანონს მიიღებს, არ უნდა ელოდოს ევროკავშირის წევრობას“ – ვერპარლამენტარი

„სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლება ხდება სულ უფრო მეტად არალიბერალური და ანტიევროპული. სამწუხაროდ, „უცხოური აგენტების“ კანონი კიდევ ერთი მაგალითია იმ გზის, რომელსაც, როგორც ჩანს, საქართველო მიჰყვება“ – ეს სიტყვები ევროპარლამენტარ სვენ მიქსერს ეკუთვნის.

დეპუტატმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით გამართულ დებატებზე აღნიშნა, რომ თუ საქართვეო ამ კანონს მიიღებს, არ უნდა ელოდოს ევროკავშირის წევრობას.

„საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა საკუთარ მომავალს ევროკავშირში ხედავს. საქართველოს არსებული ხელისუფლება, მმართველი პარტია, „ქართული ოცნება“, ასევე, აცხადებს, რომ სურს ევროკავშირს შეუერთდეს. სამწუხაროდ, ის, რასაც „ქართული ოცნება“ აკეთებს განსხვავებულია. სამწუხაროდ, საქართველოს დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის თვალსაზრისით უკან დაიხია უკანასკნელი წლების განმავლობაში. მათ აქვთ პრობლემა საბაზისო თავისუფლებასთან, სასამართლოს სისტემის დამოუკიდებლობასთან, მედია თავისუფლებასთან. ლგბტ უფლებებთან. ევროპარლამენტმა და საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებამ აღნიშნეს ეს ნაკლი.

სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლება ხდება სულ უფრო მეტად არალიბერალური და ანტიევროპული. სამწუხაროდ, „უცხოური აგენტების“ კანონი კიდევ ერთი მაგალითია იმ გზის, რომელსაც, როგორც ჩანს, საქართველო მიჰყვება. საქართველო არის კანდიდატი ქვეყანა, მაგრამ თუ ის მიიღებს „უცხოური აგენტების“ კანონს, ის არ უნდა ელოდოს, რომ შეძლებს ევროკავშირის წევრობას“, – აცხადებს სვენ მიქსერი.

 

მსგავსი თემები