„ჭურჭელს ეძახიან ქალს, რომელსაც ხელოვნური განაყოფიერებით ჩაუსახავენ ბავშვს“ – მამუკა მდინარაძე

რაჭაში, სადაც პარლამენტის თავმჯდომარე და მმართველი გუნდის წარმომადგენლები იყოფებოდნენ, კონსტიტუციის პროექტის განხილვა საკამათო გახდა.  კერძოდ, საკონსტიტუციო განხილვის ის ნაწილი, სადაც აბორტსა და ხელოვნურ განაყოფიერებაზე მსჯელობდნენ.

როგორც მამუკა მდინარაძემ შეხვედრაზე აღნიშნა, აბორტები სამედიცინო ჩვენების შემთხვევაში შესაძლებელია, თუმცა, სხვა  შემთვევაში საკამათოა.

„ეს არის კომპლექსური საკითხი, რომელზეც წელს ჩვენ ვაპირებთ, ვიმსჯელოთ. და რაღაც შედეგამდე მივალთ. მათ შორის ხელოვნურ განაყოფიერებასთან დაკავშირებით. არც იმას დაგიმალავთ, რომ ეკლესიის წარმომადგენლებთან გარკვეული დისკუსია, კამათი გვქონდა ამასთან დაკავშირებით… მათ უფრო ხისტი მიდგომა აქვთ, ჩვენ უფრო შედარებით რბილი მიდგომა გვაქვს, იმიტომ, რომ ბევრი უშვილო წყვილია, რომლისთვისაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“ – აღნიშნა მდინარაძემ შეხვედრაზე.

მსჯელობა ხელოვნურ განაყოფიერებასაც შეეხო. როგორც მდინარაძე აღნიშნა, ასევე მნიშვნელოვანია უშვილო წყვილების ინტერესების დაცვა.

მეორეს მხრივ იცით რა არგუმენტებია, საშინელება ხდება თურმე ხალხო, ვერ წარმოიდგენთ ისეთი პრეცედენტები და მაგალითები მოგვიტანეს. ბავშვთა ტრეფიკინგის… ე.ი. უცხოელები ჩამოდიან, როცა რეგულაცია არ არის ხისტი; ასე ვთქვათ, ჭურჭელს ეძახიან ქალს, რომელსაც ხელოვნური განაყოფიერებით ჩაუსახავენ ბავშვს, შემდეგ ყიდიან ამ ბავშვებს და მერე ეს ბავშვები იკარგებიან სადაც უცხოეთში და წარმოუდგენელი ამბები ხდება. ამას ცალკე დაზღვევა სჭირდება, მაგრამ ამის დაზღვევაში ის არ უნდა მოხდეს, რომ აქ ქართველ წყვილს აუკრძალო ბავშვის ყოლა, ბავშვის გაჩენის უფლება“ –  აღნიშნა მდინარაძემ.

.

მსგავსი თემები