,,ჩვენ აქ ვდგავართ ქართველი ხალხის მხარდასაჭერად” – ფოტიგა

,,როგორც ვხედავთ, საქართველოს მოსახლეობა რუსული კანონის წინააღმდეგია და ჩვენ მათ მხარს ვუჭერთ,” – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ანა ფოტიგამ სტრასბურგში განაცხადა, სადაც პარტია “ახალის” თანათავმჯდომარისა და ევროპარლამენტარების ერთობლივი ბრიფინგი იმართება.

,,ჩვენ აქ ვდგავართ საქართველოს და ქართველი ხალხის მხარდასაჭერად. შარშან ზუსტად ამ საკითხის გამო გავერთიანდით იმისთვის, საქართველოს კანდიდატის სტატუსისთვის მიგვეცა ხმა. ეს ნამდვილად იყო ქართველი ხალხის ნების შეფასება, მათი ხანგრძლივი სწრაფვის, რომ ისევ შეუერთდნენ ევროპულ და დასავლურ სტრუქტურებს.

შარშან ჩვენ ასევე ვნახეთ ქართველების მასიური გამოსვლები, აი, იმ კანონის საწინააღმდეგოდ, რომელსაც რუსულ კანონს უწოდებენ. იმიტომ, რომ ის ასახავს რუსულ კანონმდებლობას და ემუქრება სამოქალაქო საზოგადოებას.

ჩვენ ვხედავთ მცდელობას, რომ კონტროლი დაწესდეს ქართულ საზოგადოებაზე მაშინ, როდესაც ყველგან საქართველოში ხდება მცდელობა რუსული სანქციების არიდების, მაშინ, როცა ხდება ქართულ ეკონომიკაში რაღაც ბმულების დაკავშირება კრემლთან. ოლიგარქებთან, რომლებიც საქართველოში ცდილობენ გაავრცელონ რუსული გავლენა და ამიტომ, ეს არ არის მხოლოდ ამ კონკრეტულ კანონზე. ეს არის, ზოგად ტენდენციაზე და ჩვენ როგორც ვხედავთ, საქართველოს მოსახლეობა ამის წინააღმდეგია და ჩვენ მათ მხარს ვუჭერთ,” – ამბობს ფოტიგა.

მსგავსი თემები