ყაზახეთში მასშტაბური წყალდიდობაა – მოსახლეობის ევაკუაცია დაწყებულია

ორენბურგის ოლქში ვითარება კრიტიკულია, – ამის შესახებ რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურმა განაცხადა. ქალაქ ორსკში კაშხლის გარღვევის შედეგად დატბორილი რაიონებიდან, მოსახლეობის ევაკუაცია გრძელდება.

ცოტა ხნის წინ, დატბორვის გამო მუშაობა შეაჩერა ქალაქის უმსხვილესმა ნავთობგადამამუშავებელმა საწარმომ. წყლის ნაკადი ქალაქ ორენბურგსაც უახლოვდება. მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო კურგანის დასახლებული რაიონებიდანაც.

მსგავსი თემები