„რისი თქმა გინდათ?! სერგი კაპანაძე აკონტროლებს Facebook-ს?!” – პაატა მანჯგალაძე

საპარლამენტო უმრავლესობის განცხადებით, Facebook-ზე ,,გამჭვირვალობის” შესახებ მმართველი გუნდის საინფორმაციო ბანერების დაბლოკვის უკან სერგი კაპანაძის “გრა” და თამარ კინწურაშვილის ,”მედიის განვითარების ფონდი” დგას.

გარდა ამისა, მმართველი გუნდის თქმით, კვალი კიდევ ერთ პირზე მიდის. საუბარია ნიკოლოზ ბოლქვაძეზე, რომელიც Meta-ს სათავო ოფისში მუშაობს. ბოლქვაძე წლების განმავლობაში მიხეილ სააკაშვილის სოციალური მედიის მენეჯერი იყო. კანონის მოწინააღმდეგე არასამთავრობოებს კი, ლობისტების მეშვეობით, აქვთ მოპოვებული ვერიფიკაცია საერთაშორისო ფაქტ ჩეკში, რომელიც Meta-ს ინფორმაციას აწვდის.

,,სტრატეგია აღმაშენებლის” წევრის, პაატა მანჯგალაძის თქმით, ეს განცხადებები “ქართული ოცნების” პრიმიტიული პროპაგანდის ნაწილია.

,,რისი თქმა გინდათ?! სერგი კაპანაძე აკონტროლებს Facebook-ს?! ეს არის “ქართული ოცნების” პრიმიტიული პროპაგანდა, რომ რაც ქვეყანაში ხდება დააბრალოს ოპოზიციას”, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

მსგავსი თემები