,,არა რუსულ კანონს” – პარლამენტის უკანა შესასვლელთან აქციისთვის ემზადებიან, მობილიზებულია საპოლიციო ძალებიც

,,არა რუსულ კანონს” – პარლამენტის უკანა შესასვლელთან აქციისთვის ემზადებიან. საპროტესტო აქცია სტუდენტების ორგანიზებულია.

აქციას შეუერთდებიან სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები. ისინი “ოცნების” გადაწყვეტილებას, დააბრუნოს რუსული კანონი პარლამენტში, ერთობლივად გააპროტესტებენ. სწორედ დღეს გეგმავს მმართველი პარტია კანონპროექტის ბიუროზე დარეგისტრირებას.

პარლამენტის გარე და შიდა პერიმეტრზე გომელაურის უწყებას მობილიზაცია აქვს გამოცხადებული. ადგილზე სხვადასხვა საპოლიციო ძალებია მობილიზებული.

მსგავსი თემები