Wizz Air-ი EURO 2024-სთვის რეისებს ამატებს

ავიაკომპანია Wizz Air-ი ქუთაისიდან გერმანიის იმ ქალაქების მიმართულებით, სადაც საქართველოს ნაკრების თამაშები გაიმართება, სპეციალურ ფრენებს განახორციელებს.

Wizz Air-ის რეგულარული რეისების გარდა, 18, 22 და 26 ივნისს ქუთაისიდან გერმანიის, ხოლო 19, 22 და 27 ივნისს გერმანიიდან ქუთაისის მიმართულებით დამატებითი რეისები ჩაინიშნა.

ფეხბურთის გულშემატკივრებს, რომლებსაც სურთ, მხარი დაუჭირონ ეროვნულ გუნდს EURO 2024-ზე, შეუძლიათ შეიძინონ ბილეთები ფიქსირებული ფასით, Wizz Air-ის ვებსაიტისა და ავიაკომპანიის მობილური აპლიკაციის მეშვეობით.

მსგავსი თემები