,,ხარკოვში ძალიან მძიმე ვითარებაა, უკრაინას აშკარად აკლია საჰაერო თავდაცვის სისტემები” – ზელენსკი

,,ხარკოვში ძალიან მძიმე ვითარებაა… უკრაინას აშკარად აკლია საჰაერო თავდაცვის სისტემები,” – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტრადიციულ ვიდეომიმართვაში განაცხადა. ,,ხარკოვში ძალიან მძიმე ვითარებაა. რუსული ტერორი მუდმივია. რუსებმა თითქმის ყოველდღიურად დაიწყეს მართვადი საჰაერო ბომბების გამოყენება ქალაქის წინააღმდეგ. ჩვენ ვეძებთ გზებს, რათა გავზარდოთ ხარკოვის უნარი ცის დასაცავად. ეს არის ჩვენი სამხედროების და დიპლომატების ამოცანა, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან საერთაშორისო კომუნიკაციებზე და უნდა აწარმოონ ყოველდღიური დიალოგი პარტნიორებთან. უკრაინას აშკარად აკლია საჰაერო თავდაცვის საკმარისი სისტემები და ეს აშკარაა ყველა ჩვენი პარტნიორისთვის. მსოფლიომ საბოლოოდ უნდა იგრძნოს რუსი ტერორისტების მიერ გამოწვეული ტკივილი ხარკოვში, კუპიანსკში, დონეცკის ოლქის…

მეტი...

EU-მა, რუსეთთან საეჭვო კავშირების გამო, თურქულ ავიაკომპანიას საჰაერო სივრცე დაუხურა

ევროკავშირმა, რუსეთთან საეჭვო კავშირების გამო, თურქული ავიაკომპანია Southwind Airlines-ისთვის საჰაერო სივრცე დახურა. მედიის ცნობით, პირველი, ვინც Southwind-ზე გამოძიება დაიწყო, ფინეთის ხელისუფლება იყო მას შემდეგ, რაც კომპანიამ ანტალია-ჰელსინკის შორის ახალი მარშრუტი შესთავაზა. ფინეთის მიმართულებით რეისებთან ერთად, Southwind Airlines მარშრუტების გახსნას თურქეთიდან ბერლინში, დიუსელდორფში და გერმანიის სხვა ქალაქებში გეგმავდა. თურქეთში რეგისტრირებული კომპანია Southwind Airlines 2022 წლის აპრილში, ომის დაწყებიდან მალევე, დაარსდა. გამოძიების თანახმად, მისი სამივე თვითმფრინავი და მისი თანამშრომლების მნიშვნელოვანი ნაწილი დაკავშირებული იყო Nordwind Airline-თან, რომელიც რუსული ტურისტული სააგენტო Pegas Touristik-ს ეკუთვნის. კომპანია 2022 წლის ზაფხულში თბილისი-ანტალიას შორის ფრენებს ასრულებდა. Southwind Airlines-ი,…

მეტი...

საბერძნეთში 70-ზე მეტი ტყის ხანძარი დაფიქსირდა – ქვეყანამ ხანძრის საფრთხე მეორე დონემდე გაზარდა

საბერძნეთმა ტყის ხანძრის საფრთხე მეორე დონემდე გაზარდა მას შემდეგ, რაც 6 აპრილს, ქვეყნის მასშტაბით 70-ზე მეტი ხანძარი დაფიქსირდა. სახანძრო სამსახურის ცნობით, ხანძრის უმეტესობა კონტროლს ექვემდებარება, თუმცა კუნძულ კრეტაზე ერთ-ერთი ტყე ჯერ კიდევ იწვის. სამშაბათამდე საბერძნეთის ზოგიერთ რაიონში ძლიერი ქარია მოსალოდნელი, რაც ვითარებას კიდევ უფრო აუარესებს. ექსპერტების განცხადებით, საბერძნეთში ტყის ხანძრების სეზონი, რომელიც მაისში იწყებოდა, სავარაუდოდ უფრო ადრე დაიწყება.

მეტი...

,,ისრაელის ჯარი ტოვებს ღაზას შემდგომი მისიებისთვის მოსამზადებლად, მათ შორის რაფაში” – გალანტი

,,ისრაელის ჯარი ტოვებს ღაზას შემდგომი მისიებისთვის მოსამზადებლად, მათ შორის რაფაში”, – ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტმა განაცხადა. ,,ჩვენ მივდივართ იმ სიტუაციამდე, როდესაც “ჰამასი” აღარ აკონტროლებს ღაზის სექტორს და ის არ ფუნქციონირებს, როგორც სამხედრო ბაზა, რომელიც საფრთხეს უქმნის ისრაელის სახელმწიფოს მოქალაქეებს,” – განაცხადა გალანტმა. მანამდე IDF-მა განაცხადა, რომ მისმა 98-ე დივიზიამ “დაასრულა თავისი მისია” სამხრეთ ქალაქ ხან იუნისში და ტოვებს ღაზას სექტორს “გამოჯანმრთელებისა და მომავალი ოპერაციებისთვის მოსამზადებლად”. თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ისრაელის ძალებმა გაანადგურეს “მტრის სამიზნეები, საწყობები, იარაღი, მიწისქვეშა (ინფრასტრუქტურა), შტაბ-ბინა (და) საკომუნიკაციო ოთახები” ხან იუნისში.

მეტი...

ხელისუფლება ცდილობს, საქართველოს მომავალი წაართვას, იგივე შემართებით უნდა გავუძალიანდეთ – ლაზარეს დედა ,,რუსულ კანონზე”

7-9 მარტის აქციებისას დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის დედა, თამთა კალანდაძე ,,ქართული ოცნების” მიერ ,,რუსული კანონის” ხელახლა ინიცირებას ეხმაურება: ,,ერთი წლის წინ გამოვიდა უამრავი ადამიანი ამ კანონის საპროტესტოდ და ეს კანონი უკან გაიწვია ჩვენმა მთავრობამ. ეხლა ჩვენი ხელისუფლება ცდილობს, რომ საქართველოს მომავალი და პერსპექტივა წაართვას. არ უნდა დავუშვათ ეს შეცდომა და ისევ იგივე შემართებით, ისევ უნდა გავუძალიანდეთ და დავუპირისპირდეთ, რომ ეს კანონი ისევ არ შემოიტანონ. რუსეთი არის ოკუპანტი. რუსეთი არის მტერი და ეს უნდა გავაცნობიეროთ. ჩვენ გვჭირდება ევროპა და უნდა ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ წავიდეთ წინ”, – ამბობს კალანდაძე.

მეტი...

ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე დღეს დასკვნითი პროცესი გაიმართება

ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე დღეს დასკვნითი პროცესი გაიმართება. სხდომა 15:00 საათზე დაიწყება. განაჩენს მოსამართლე, სავარაუდოდ, დღესვე გამოაცხადებს. სასამართლოს ეზოში 14:00 საათიდან ლაზარეს მხარდასაჭერად მისი ოჯახის წევრები, სამოქალაქო აქტივისტები, პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და მოქალაქეები შეიკრიბებიან. პარალელურად, 14:00 საათზევე, მეორე აქცია გაიმართება თბილისში, პარლამენტის უკანა შესასვლელთან. პროტესტის მიზეზი კი ,,ქართული ოცნების” მიერ ,,რუსული კანონის” ხელახალი ინიცირებაა. ,,ოცნება” ამ კანონს დღეს, 15:00 საათზე, ბიუროს სხდომაზე დაარეგისტრირებს.

მეტი...

სასროლეთში აფეთქების შედეგად დაშავებულები კლინიკაში რჩებიან, ერთი მათგანი რეანიმაციულ განყოფილებაშია

თბილისში, ბოჭორმის ქუჩაზე მდებარე სასროლეთში გუშინ მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული სამი ადამიანი კლინიკაში რჩება. ერთი პაციენტი დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში სხეულის 20%-იანი დამწვრობით არის მოთავსებული. ორ კაცს კი, დამწვარი აქვს სხეულის 12% მათ შორის – სახე, თავი და ზედა კიდურები, ისინი ქირურგიულ განყოფილებაში რჩებიან. ექიმის შეფასებით სამივე მათგანის მდგომარეობა სტაბილურია. შეგახსენებთ, რომ გუშინ შუადღეს ბოჭორმის ქუჩაზე, სასროლეთში ძლიერი აფეთქება მოხდა. შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა , 3 კი დაშავდა. აფეთქების გამომწვევი მიზეზი ამ დრომდე დაუდგენელია.

მეტი...

მე-3 დღეა, ოჯახი თბილისში 29 წლის ბიჭს ეძებს

მე-3 დღეა, ოჯახი თბილისში 29 წლის ნოდარ რუსაძეს ეძებს. ოჯახის წევრების ინფორმაციით, ის სახლიდან 5 აპრილს, 15:00 საათზე, შანხაი-დელისის ტერიტორიაზე გავიდა და მას შემდეგ ვეღარ უკავშირდებიან. ეცვა თეთრი ფეხსაცმელი, შავი შარვალი და შავი ჟილეტი. ინფორმაციის შემთხვევაში დაუკავშირდით: 599874529 – შოთიკო მარუაშვილი.

მეტი...