,,ქართულმა ოცნებამ” რუსული კანონი დაარეგისტრირა – განხილვა 12 აპრილიდან დაიწყება

,,ქართულმა ოცნებამ” ბიუროს სხდომაზე რუსული კანონი ხელახლა წარადგინა და დაარეგისტრირა. კანონპროექტს პარასკევს, 12 აპრილს, იურიდიული კომიტეტი განიხილავს.

3 აპრილს ცნობილი გახდა, რომ ,,ქართულმა ოცნებამ” ,,რუსულ კანონის” დაბრუნება გადაწყვიტა. უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ კანონი მიმდინარე სესიის ბოლომდე, სამივე მოსმენით იქნება მიღებული.

მმართველმა პარტიამ 2023 წლის მარტში ,,უცხოური აგენტების შესახებ” კანონის მიღება ვერ შეძლო. პირველი მოსმენით კანონპროექტის მიღებას საზოგადოების მწვავე პროტესტი მოჰყვა. აღნიშნულს აკრიტიკებდნენ საერთაშორისო პარტნიორებიც. მათ შორის, აშშ და ევროკავშირი. 7 მარტს პარლამენტის წინ შეკრებილი მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ,,ოცნების” ხელისუფლებამ და პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა. იგივე განმეორდა 8 მარტსაც. პროტესტის შემდეგ, ხელისუფლება იძულებული გახდა ,,რუსული კანონი” უკან გაეწვია და ჩაეგდო.

 

მსგავსი თემები